მთელ მსოფლიოში სხვადახხვა ქვეყნის მოქალაქეები იღებენ გზავნილებს სათესლე მარცვლებით რომლებიც მათ არ შეუკვეთიათ. გამოუცნობი გზავნილები მარცვლებით უკვე მიიღეს ასობით პიროვნებებმა. ძირითადად ესენი არიან აშშ ან კანადის მოქალაქეები. აშშ, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიის და შესაძლებელია რომელიმე სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებმა მიიღეს უამრავი საფოსტო გზავნილი სათესლე მარცვლებით რომლებიც მათ არ შეუკვეთიათ. ამის შესახებ ცნობილი გახდა აშშ სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) განცხადების მერე, რომელმაც დაიწყო მოკვლევა მას მერე რაც სამინისტროს მიმართეს აშშ სხვადასხვა შტატში მაცხოვრებელმა მოქალაქეებმა, ამ ამოუცნობი გზავნილების ადრესატებმა. იგივე სახის საჩივრები მიიღეს რამდენიმე სხვა ქვეყნის ზედამხედველმა ორგანოებმაც. სათესლე მარცვლების გზავნილები გამოიყურებიან…
Posts published in “Uncategorized”
მთელი მსოფლიოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ავიაპარკის 49% ანუ დაახლოებით 17000 სამგზავრო ლაინერი დღეს ავიასადგომებზე უმოქმედოდ იმყოფება. საჰაერო მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებულია. ანგარები, ასაფრენი ბილიკები, თვითმფრინავების სადგომები ასევე ძველი თვითმფრინავების სასაფლაოები, მთლიანად დაკავებულია პარკირებული საჰაერო ხომალდებით. საჰაერო ხომალდის პარკირება კი თავისთავად არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. ლაინერმა რომ შემდგომში შეძლოს ძველებურად ცაში ნავარდი საჭიროა მის კორპუსს და ძრავებს პარკირების დროს ჩაუტარდეს ძვირადღირებული უამრავი ტექნიკური მომსახურების პროცედურა.
ჟაკ-ივ კუსტო რომელსაც ჩემგან წარდგენა არ სჭირდება, პოპულარული იყო 70-80 წლებში ისევე როგორც პირველი კოსმონავტები. ეს ხომ მან გაუხსნა ფართოდ კაცობრიობას ახალი წყალქვეშა სამყარო. ეხლა ეს განსაცვიფრებლად გვეჩვენება მაგრამ მაშინ თითქმის ვერავინ ვერ, ან არ ჩადიოდა წყლის სიღრმეებში თავისი ნებით. კი, რა თქმა უნდა უკვე დიდი ხანია არსებობდნენ წყალქვეშა ნავები, მყვინთავები მაგრამ მოყვარული მყვინთავები არა და არც არავის წარმოედგინა რომ ადამიანს შეეძლო თავი ნებით, წყალქვეშა სამყაროში ფეხი დაედგა. თუ თქვენ ამჟამად დაინახავთ ადამიანს ბალონით ზურგზე რომელიც აპირებს წყალში ჩაყვინთვას თქვენ იტყვით რომ ეს არის აკვალანგი. “Aqua lung” ანუ წყლის ფილტვები…
პორტუგალია, ქვეყანა რომელიც მასპინძლობს ტურისტებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, წელიწადის ნებისმიერ დროს. ამ ქვეყანაში უამრავი ტურისტული ღირსშესანიშნავობაა, რომლებიც მაგნიტივით იზიდავენ ტურისტებს არა მარტო ზაფხულის სეზონის განმავლობაში არამედ წელიწადის სხვა დროსაც. პორტუგალიის ყველა კუთხე კუნჭული რაღაცით განთქმულია და ასევე მის არამც თუ დედაქალაქს, პორტუგალიის ყველა პატარა ქალაქს აქვს თავისი უნიკალური თვისება. მაგალითად პატარა საზღვაო საკურორტო ქალაქს სახელწოდებით ნაზარე რომლის მოსახლება შეადგენს მხოლოდ 15000 მაცხოვრებელს, ზაფხულის სეზონის განმავლობაში არც თუ ისე ბევრი სტუმარი ყავს, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით ნამდვილი გახურებული სეზონია. არა, თოვლი აქ არ მოდის გუდაურისგან განსხვავებით. ტურისტებს სწადიათ იხილონ…
ეკიპაჟი იძულებული იქნა შეეწყვიტა სატვირთო თვითმფრინავის რეისი ტოკიო-ანკორიჯი(აშშ). ძლიერი ელექტრული განმუხტვა განხორვიელდა საჰაერო ხომალდზე რომელიც ეკუთვნის ავიაკომპანია Japan Cargo Airlines. ეკიპაჟმა წარმატებით დასვა თვითმფრინავი ტოკიო-ნარიტას აეროპორტში. ელვის დარტყმა თვითმფრინავზე განხორციელდა აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც იგი იმყოფებოდა წყნარი ოკიანის თავზე 6700 მეტრ სიმაღლეზე. საბედნიეროდ ბორტზე მყოფი 5 ეკიპაჟის წევრებიდან არავინ არ დაშავებულა. ამ მომენტში ტექნიკური კომისია იკვლევს საჰაერო ხომალდის მდგომარეობას დაზიანდა თუ არა მისი მოწყობილობები ამ ინციდენტის შედეგად.
ჩიკშულუბი-CHICXULUB-ანუ ტკიპების დემონი, ეს სახელი მიუთითებს ამ არემარეზე ძველი დროიდან პარაზიტული ტკიპების ფართოდ გავრცელებას და ეს სახელი უწოდეს ძველ ეგრეთ წოდებულ დარტყმის კრატერს რომლის დიამეტრი 180 კილომეტრია ხოლო სიღრმე თავიდან იყო 17-20 კილომენტრი. მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე სამხრეთ ამერიკაში. კრატერი წარმოიქმნა სავარაუდოდ 60 მილიონი წლის წინ ცარცული პერიოდის დასასრულისთვის 10 კილომეტრი დიამეტრის ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების შედეგად. დარტყმის ენერგია იყო დაახლოებით 5⋅1023 ჯოული რაც 100ტერატონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტია. შედარებისვის, ადამიენის მიერ შექმნილი ყველაზე ძლიერი თერმობირთვული მოწყობილობის სიმძლავრეა 0,000005 ტერატონა, რაც 2 მილიონჯერ ნაკლებია ზემოხსენებული ბუნებრივი კატასტროფის ენერგიასთან. კრატერის უზარმაზარი დიამეტრის გამო შეუძლებელი…
კარაკატაუს ვულკანის კატასტროფული ამოფრქვევა დაიწყო 1883 წლის მაისის დასაწყისში. აგვისტოს ბოლომდე აფეთქებებით გამოიყო დიდი რაოდენობით ლავა, რასაც კრაკატაუს ქვეშ მიწისქვეშა კამერის დაცარიელება მოჰყვა. კულმინაციური სტადიის წინ, უკანასკნელი აფეთქება მოხდა 27 აგვისტოს. ფერფლის სვეტმა 30 კმ. სიმაღლეს მიაღწია. 28 აგვისტოს კუნძულის უდიდესი ნაწილი თავის სიმძიმის და წყლის წნევის გამო ჩაინგრა ცარიელ სივრცეებში ზღვის დონის ქვემოთ, უზარმაზარი წყლის ოდენობის ჩათრევით, რომელმაც მაგმასთან კონტაქტის შედეგად გამოიწვია უძლიერესი ჰიდრომაგმატიკური აფეთქება. აფეთქების კვალი 500 კმ. მანძილზეც იქნა ნაპოვნი (ნამსხვრევების დაცემის ფართობი 827000 კმ² აღემატებოდა). ამოფრქვევის ნარჩენებმა სტრატოსფეროში 55 კმ. სიმაღლეზე მიაღწია. აირისა და ფერფლის ნაკადი…
ნისლი – (ინგ. Fog) (რუს. Тума́н) ატმოსფერული მოვლენა, წყლის დაგროვება ჰაერში, რომელიც წარმოქმნილია წყლის ორთქლის უმცირესი ნაწილაკებით (-10˚-ზე მეტ ტემპერატურაზე წყლის წვეთები; -10˚…-15˚ ტემპერატურულ შუალედში წყლის წვეთებისა და ყინულის კრისტალების ნარევი -15˚-ზე დაბალ ტემპერატურაზე ყინულის კრისტალები, რომელიც ბრწყინავს მზის სხივებში ან მთვარისა და ფარნების შუქზე). ზოგადი მონაცემები ნისლის დროს ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, ჩვეულებრივ, 100%-ს უახლოვდება (ყოველ შემთხვევაში 85-90%-ს აჭარბებს). თუმცა ძლიერი ყინვების დროს (-30˚ და უფრო ნაკლები ტემპერატურა) დასახლებულ პუნქტებში, რკინიგზის სადგურებზე და აეროდრომებზე ნისლი შეიძლება იყოს ჰაერის ნებისმიერი ფარდობითი ტენიანობის დროს (50%-ზე ნაკლებისაც კი) იმ წყლის ორთქლის კონდენსაციის ხარჯზე,…
ტორნადო (ხშირად მოიხსენიება როგორც ციკლონი) წარმოადგენს საშიშ, ძლიერ მბრუნავ ჰაერის სვეტს, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების შეჯახების დროს წარმოიქმნება. ტორნადო სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, მაგრამ ძირიათადად, შესქელებული საკვამურის ფორმა აქვს, რომლის ვიწრო მხარეც დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს და ხშირად მტვრის ღრუბლებს ტოვებს. ტორნადოების უმეტესობას აქვს ქარის სიჩქარე 177 კმსაათში და სიგრძით დაახლოებით 80 მეტრია. სანამ გაქრება, იგი რამდენიმე კილომეტრს გაივლის. ყველაზე საშიში ტორნადოების ქარის სიჩქარე 480კმ საათში აღწევს და სიგრძით 3 კმ-ია. გაქრობამდე გაივლის 10000 კმ–ს. სიტყვა „ტორნადო“ მოდის ესპანური ენიდან და ნიშნავს ბრუნვას. ანუ , ტორნადო არის ძლიერი და…
ბურთისებრი ელვა ბუნების მოვლენაა, რომელიც გამოიყურება როგორც ჰაერში მცურავი ბურთისებრი, მანათობელი წარმონაქმნი. ამ მოვლენის წარმოშობის და მიმდინარეობის საერთო ფიზიკური ახსნის თეორია დღემდე არ არსებობს. არსებობს ამ მოვლენის ახსნის უამრავი ჰიპოთეზა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო აბსოლუტური აღიარება აკადემიურ წრეებში. ლაბორატორიულ პირობებში, სხვადასხვა მეთოდებით და მცირე დროით შეძლეს რომ მიეღოთ მსგავსი მოვლენები, მაგრამ ამჟამინდლამდე, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისამდე ვერ იქნა კონსტრუირებული მოწყობილობა, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა ხელოვნურად შექმნილიყო ეს მოვლენა ისე, როგორც აქვთ აღწერილი ბურთისებრი ელვა თვითმხილველებს. ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ბურთისებრი ელვა ეს არის ბუნების პლაზმურ ელექტრული ხასიათის ელვა…









