მატარებლის ძარცვა: 10 ყველაზე გაბედული თავდასხმა

მატარებლის პირველი ძარცვები განხორციელდან მისი გამოგონებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ. შემდგომში ეს კრიმინალური ქმედებები ლეგენდარულნი გახდნენ სათავგადასავლო რომანებისა და ჰოლივუდის ვესტერნების წყალობით. ეს რომანები და ფილმები ასახავენ მატარებლების ძარცვის ისტორიებს ჯესი ჯეიმსიდან და ბუჩ კესიდიდან დაწყებული ინდოელი პოლიტიკური დისიდენტების ბანდამდე.

იმისდა მიუხედავად, რომ ჯესი ჯეიმსი ცნობილი გახდა, როგორც პირველი კრიმინალი, ვინც მატარებლის ძარცვა ჩაიდინა, მატარებლის პირველი გაძარცვა სინამდვილეში მოხდა – 1870 წლის 5 ნოემბერს, ნევადის შტატის ქალაქ რენოს დასავლეთით, ცენტრალური წყნარი ოკეანის რკინიგზის სამგზავრო მატარებელი გაძარცვა დამნასავეთა ჯგუფმა. რომელთაც 60 000 დოლარის ოქრო გაიტაცეს. ნაძარცვის საერთო წონა იყო 150 ფუნტზე მეტი (68 კგ). თუმცა, მძარცველებმა ვერ მიაგნეს და ხელუხლებლად დატოვეს 8000 დოლარის ვერცხლი, 15000 დოლარის დამალული ოქროს ზოდები და ბანკნოტების გროვა. (გაითვალისწინეთ, რომ იმ დროს ამერიკაში ჰექტარი მიწა ღირდა დაახლოებით $5 ). ყველა მძარცველი დააკავეს ან მოკლეს, სანამ ისინი მოპარული ნივთებით ტკბებოდნენ.

ჯესი ჯეიმსის მიერ მატარებლის ძარცვა აიოვას შტატში

ცნობილი კრიმინალი ჯესი ჯეიმსი ყველაზე კარგად ახსოვთ როგორც ბანკის მძარცველი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი დამნაშავე, ვინც მატარებელი გაძარცვა. მისი პირველი მატარებლის ძარცვა მოხდა 1873 წლის 21 ივლისის საღამოს, აიოვას შტატში, ქალაქ ადაირთან. მატარებლის განრიგის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, ჯეიმსმა და მისმა ბანდამ გააფუჭეს ჩიკაგოს მახლობლად ლიანდაგის მონაკვეთი (როკ კუნძული და წყნარი ოკეანის რკინიგზა), რის შედეგადაც ლოკომოტივი რელსებიდან გადავიდა. მატარებლის დანარჩენი ვაგონები არ დაზიანებულა. ორმა ნიღბიანმა ბანდიტმა, ჯესიმ და მისმა უფროსმა ძმამ ალექსანდრე ფრანკლინმაი “ფრენკი”, დაიწყეს მატარებლის ვაგონების ჩხრეკა აშშ-ის ექსპრეს კომპანიის კუთვნილი სეიფის მოსაძებნად. ქურდები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ოქროს დიდ ჯეკპოტს მიიღებდნენ, მაგრამ როცა სეიფი გახსნეს, იპოვეს მხოლოდ მიზერული თანხა სულ $3000 (2017 წელს $61000-ის ექვივალენტი). იმედგაცრუებულმა დამნაშავეებმა გაოგნებული მგზავრებისგან ფულის და ძვირფასი ნივთების წართმევა დაიწყეს. მიუხედავად მოკრძალებული ნადავლისა, ადარის ძარცვამ თავისი წარმოუდგენელი გამბედაობის გამო ამერიკელი საზოგადოება შოკში ჩააგდო, რის წყალობითაც ჯესი ჯეიმსმა ცნობილი კრიმინალის რეპუტაცია მოიპოვა.

მატარებლის მეორე ძარცვა ჯესი ჯეიმსის მიერ Gads Hill-ის მახლობლად

ჯესი ჯეიმსი შესაძლოა არ იყო პირველი კანონგარეშე, ვინც მატარებელი გაძარცვა დასავლეთში, მაგრამ ის იყო პირველი, ვინც მატარებელი გაძარცვა მისურის შტატში. 1874 წლის 31 იანვარს ჯეიმსის ბანდა გაემართა პატარა თემში, სახელად Gads Hill, სადაც 15 ადამიანი ცხოვრობდა. ნიღბიანმა მძარცველებმა სადგურის პლატფორმაზე ცეცხლი დაანთეს, ასევე ამ პლატფორმაზე იდგა ბანდის ერთ-ერთი წევრი და ხელში წითელი „სასიგნალო“ ნათურა ეჭირა. მატარებელი ჩვეულებრივ არ ჩერდებოდა Gads Hill-ის სადგურზე, მაგრამ ამ დღეს სახელმწიფო წარმომადგენელი L. M. Farris უნდა შეხვედროდა მის შვილს. როდესაც მატარებელი სადგურს მიუახლოვდა, კონდუქტორი ჩამოხტა პლატფორმაზე, რათა გაერკვია რა ხდებოდა. ის მაშინვე ბანდიტებმა შეიპყრეს და მატარებელი ჩიხში შეყვანეს. ამის შემდეგ ბანდის წევრებმა საფოსტო ვაგონი „გაასუფთავეს“ და ასევე მატარებლის მგზავრებს სამკაულები და ვალუტა ჩამოართვეს.

მატარებლის ძარცვა დიდი ბრიტანეთის კოლუმბიაში

კალიფორნიის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ცნობილი დამნაშავე ბილ მაინერი, რომელიც ჯესი ჯეიმსის შემდეგ გამოვიდა კრიმინალურ ასპარეზზე, დასახლდა ბრიტანეთის კოლუმბიაში. სამი წლის შემდეგ მან გააჩერა კანადის წყნარი ოკეანის რკინიგზის მატარებელი მისიონში, ვანკუვერის აღმოსავლეთით დაახლოებით 70 კილომეტრში. მან მოახერხა 10 000 დოლარის გატაცება. ეს ყაჩაღი ცნობილი იყო მეტსახელებით “რუხი მელა”, “ჯენტლმენ ყაჩაღი” ან “ჯენტლმენ ბანდიტი”. ის ყოველთვის იყო ზრდილობიანი, თავაზიანი, და არასოდეს ავიწყდებოდა მსხვერპლთა მოკითხვა ფრაზით „დილა მშვიდობისა“. სწორედ მას მიაწერენ ფრაზის „ხელები მაღლა!“ ავტორობას. კანადის წყნარი ოკეანის რკინიგზაზე პირველი ძარცვიდან ორი წლის შემდეგ მან სხვა მატარებელი გააჩერა, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა. მას შემდეგ, რაც შემთხვევით დაკარგა ნიღაბი, და მხოლოდ 15 დოლარის წაღება მოახერხა იგი დაატყვევეს და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, მაგრამ მან მოახერხა ციხიდან გაქცევა და ამის მერე იგი აღარასოდეს არავის არ უნახავს!

1963 წლის მატარებლის დიდი გაძარცვა დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში მატარებლის ყველაზე დიდი ძარცვა განხორციელდა, 1963 წელს როდესაც 15 დამნაშავისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა სამეფო ფოსტის მატარებელი, გაიტაცა 2 მილიონ 663 ათას ფუნტ სტერლინგზე მეტი ბანკნოტების სახით (დღეს 46 მილიონი ფუნტი; ანუ 7 მილიონი დოლარი / დღევანდელი 60,5 მილიონი დოლარის ექვივალენტი). 8 აგვისტოს გამთენიისას, ქურდებმა მოაწყეს ყალბი წითელი სემაფორი გზის მონაკვეთთან, სახელწოდებით Sears Crossing. მას შემდეგ, რაც ლოკომოტივი გაჩერდა, რკინიგზის ფორმაში გამოწყობილმა მძარცველებმა გაანეიტრალეს მემანქანე ცულის ტარის თავში ჩარტყმით და გააცალკევეს მატარებლიდან მათთვის საჭირო ვაგონები. ამის შემდეგ მათ აიძულეს მეორე მენქანე რომ ეს ვაგონები ბრიდეგოს ხიდამდე გადაეყვანა, სადაც მათ ბანდის დარჩენილი წევრები ელოდნენ. ამის მერე მათ სწრაფად ჩამოიღეს ვაგონებიდან და ჩააგდეს სატვირთო მანქანაში 120 ტომარა ბანკნოტები რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამ ოპერაციის ს შემდეგ მძარცველები რამდენიმე დღის განმავლობაში იმალებოდნენ ახლომდებარე ფერმაში, სადაც ალკოჰოლის მიღებით და მონოპოლიის თამაშით საქმის წარმატებით დასრულება აღნიშნეს. რადიოთი შეიტყვეს რა ამ რაიონში სამძებრო სამუშაოების დასრულების შესახებ, მძარცველებმა ნაძარცვი გაიყვეს და გაიქცნენ. მოგვიანებით, ფერმაში პოლიციამ იპოვა უამრავი მტკიცებულება, მათ შორის თითის ანაბეჭდები მონოპოლიის სათამაშო დაფაზე, რომლის წყალობითაც მათ დაადგინეს ბანდის ყველა წევრის ვინაობა. საბოლოოდ, თორმეტი დამნაშავე დააკავეს და მათ მიესაჯათ საერთო ჯამში სულ 307 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1855 წლის ოქროს მატარებლის დიდი ძარცვა საფრანგეთში

მატარებლის ძარცვის უმეტესობა არის გახმაურებული დანაშაული, რომელიც ჩადენილია შეიარაღებული პირების მიერ, მაგრამ საფრანგეთში ოქროს მატარებლის დიდი ძარცვა მხოლოდ და მხოლოდ ქურდობა გახლდათ. ძარცვის ფაქტი ცნობილი გახდა პარიზში 1855 წლის მაისში, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ლონდონიდან ოთხი სეიფით გამოგზავნილი ოქრო ნაწილობრივ შეიცვალა ფოლადის ზოდებით. ოქროს ყუთები ინახებოდა ორმაგ ჩაკეტილ სეიფებში და მათზე არ ეტყობოდა არავითარი დაზიანება. ინგლისსა და საფრანგეთს შორის რაღაც მომენტში 12000 ბრიტანული ფუნტის ღირებულების (დღევანდელი 1,5 მილიონი დოლარის ექვივალენტი) ოქროს ზოდებიუბრალოდ გაქრნენ. როგორც პოლიციამ მოგვიანებით დაადგინა, დანაშაული საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი თავად რკინიგზის მუშაკების მიერ. ბანდის ლიდერებმა ედვარდ აგარმა და უილიამ პირსმა სადგურის ოსტატი უილიამ ტესტტერი და მატარებლის მცველი ჯეიმს ბურგესი თავიანთ ბანდაში ჩართეს. მათი მეშვეობით ბანდის წევრებს ხელში ჩაუვარდათ სეიფის გასაღებების ცვილის ანაბეჭდები და გააკეთდა მათი ზუსტი ასლები. ყაჩაღობის ღამეს ბანდიტები ლონდონში მატარებელში ჩასხდნენ, როგორც ჩვეულებრივი მგზავრები. გზაში, ბურგესის წყალობით, აგარი და პირსი შეიპარნენ ბარგის განყოფილებაში და მშვიდად გახსნეს სეიფები გასაღებებით. ოქროს ფოლადის ზოდებით ჩანაცვლების შემდეგ, სეიფები ჩაკეტეს, ნაძარცვი ჩემოდნებში ჩადეს და მატარებელი ქალაქ დოვერში დატოვეს. ეს ძარცვა სრულყოფილად ჩაითვლებოდა, მაგრამ დაკავებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ აგარმა უღალატა თავის თანამზრახველებს აღიარა დანაშაული. ცოტა ხნის შემდეგ პოლიციამ დანარჩენი ბოროტმოქმედებიც დააკავა.

მატარებლის ძარცვა კაკორში, ინდოეთი

მატარებლის მძარცველების უმეტესობა შთაგონებულია ბრმა გაუმაძღრობით, მაგრამ 1925 წლის 27 სექტემბერს კაკორში ინდური მატარებლის გაძარცვა ბევრმა განიხილა, როგორც პოლიტიკური პროტესტის აქტი. ძარცვა განხორციელდა ჰინდუსტანის რესპუბლიკური ასოციაციის მიერ, კერძოდ, ამ ასოციაციის მებრძოლი რევოლუციონერთა ჯგუფების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ კოლონიური ინდოეთის განთავისუფლებას ბრიტანეთის მმართველობისგან. აჯანყების დასაფინანსებლად ისინი საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ ძარცვას. 1925 წლის 9 აგვისტოს ამ მიზნით მათ გაძარცვეს ბრიტანული მატარებელი, რომელიც გადიოდა ინდოეთის შტატ უტარ პრადეშიში. როდესაც მატარებელი ქალაქ კაკორს მიუახლოვდა, ათმა შეიარაღებულმა რევოლუციონერმა რამ პრასად ბისმილის მეთაურობით სწრაფად გაანეიტრალეს მცველები, დაიპყრეს ლოკომოტივი და გააჩერეს ის სტოპ-მუხრუჭით. ექვსი მძარცველი იდგა “ატასზე :)”, დანარჩენი ოთხი კი მძიმე ჩაქუჩების მეშვეობით, ფულის ჩანთებით სავსე ბრიტანულ სეიფში შევიდა. ათივე რევოლუციონერი ჩანთებიანად სულ მალე დანაშაულის ადგილიდან გაქრა, მაგრამ გაქცევისას ატეხილი სროლის დროს შემთხვევით მოკლეს ერთი მგზავრი. დამნაშავეების შეპყრობას თვეზე მეტი დასჭირდა, ისინი იმავე წელს სექტემბრისთვის 30 სხვა რევოლუციონერებთან ერთად დააკავეს. შემდგომში ბისმილი და დანაშაულის სამი თანამზრახველი 1927 წელს ჩამოხრჩობით სიკვდილით დასაჯეს.

მატარებლის ძარცვა რონდოუტში

ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი რკინიგზის ძარცვა მოაწყეს Newton Boys-ის სახელით ცნობილ კრიმინალური ბანდის წევრებმა, ეს იყო ოთხი ტეხასელი ძმისგან შემდგარი დაჯგუფება, რომლებმაც თავიანთი კრიმინალური კარიერის განმავლობაში გაძარცვეს მინიმუმ 60 ბანკი და 6 მატარებელი. კონკრეტულად ეს ძარცვა მოხდა 1924 წლის 12 ივნისის ღამეს. დამნაშავეებთან მოთანამშრომლე ფოსტის ინსპექტორის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, Newton Boys-ის ორი ძმა ჩიკაგოში Union Pacific Railroad-ის საფოსტო მატარებელში ჩასხდნენ. მილუოკისა და სენტ-პოლ სარკინიგზო ხაზზე ბანდიტებმა მემანქანეს იარაღის მუქარით აიძულეს გაეჩერებინა მატარებელი ილინოისის სოფელ რონდოუტთან, სადაც მათ ბანდის დანარჩენი წევრები ელოდნენ. მას შემდეგ, რაც მატარებელი მთლიანად გაჩერდა, ბანდიტებმა შხამიანი ფორმალდეჰიდით სავსე ბოთლები ჩაყარეს სფოსტო ვაგონების ფანჯრებში, რის შედეგადაც 17 შეიარაღებული ფოსტის თანამშრომელი მოწამვლით დაიღუპა. მას შემდეგ, რაც გადარჩენილი თანამშრომლები დანებდნენ, მძარცველებმა ხელთ იგდეს რამდენიმე საფოსტო ჩანთა, რომელებშიც მოთავსებული იყო $3 მილიონი ნაღდი ფული, ასევე ობლიგაციები. დამნაშავეები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ თავიანთი ავტომობილებით. მაგრამ ამ ოპერაციის დროს ერთ ერთ თავდამსხმელს შემთხვევით იარაღი გაუვარდა და დაჭრა თანამძრახველი. ბანდის წევრები მოგვიანებით დააკავეს ჩიკაგოში სამედიცინო დახმარების მიღების მცდელობისას.

P.S. ასევე როგორც ეს შირად ხდება ეს ამერიკაში

ნიუტონის ბიჭები ( ინგლ. Newton Boys ) — 1998 წლის ამერიკული კომედია-დრამა, რეჟისორი რიჩარდ ლინკლატერი. სცენარი დაფუძნებულია წიგნზე The Newton Boys: Portrait of an Outlaw Gang, დაწერილი კლოდ სტანუშისა და დევიდ მიდლტონის მიერ, ნიუტონ ბანდის, ბანკის მძარცველების ოჯახის ნამდვილ ისტორიაზე ტეხასის ქალაქ უვალდედან . ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მეთიუ მაკკონაჰი, რომელიც რეალურად დაიბადა უვალდში, სკიტ ულრიხი, ეთან ჰოუკი, ვინსენტ დ’ონოფრიო და დუაიტ იოკამი. გადაღებები მიმდინარეობდა ტეხასის მასშტაბით, ქალაქებში ბერტრამი, ოსტინი, ბარტლეტი, ნიუ ბრაუნფელსი და სან ანტონიო. ფილმის პრემიერა შედგა 1998 წლის 27 მარტს.

მატარებლის ძარცვა უილკოქსში

მე-19 საუკუნის ბოლოს, რობერტ ლეროი პარკერი, უკეთ ცნობილი როგორც ბუჩ კესიდი, ხელმძღვანელობდა მატარებლების ძარცვაში სპეციალიზირებულ ბანდას, სახელად “ველური”. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი ბევრ სარკინიგზო დანაშაულებებზე, მაგრამ არცერთ დანაშაულს არ მიუღია ისეთი ცნობადობა, როგორიც იყო მატარებლის ძარცვა ვილკოქსში 1899 წელს, ვაიომინგის შტატში. მატარებლის ძარცვა მოხდა 2 ივნისს, გამთენიისას, როდესაც ბანდის რამდენიმე წევრმა გააჩერა Union Pacific Railroad-ს ლოკომოტივი. მატარებლის გაჩერების შემდეგ ორმა ნიღბიანმა უბრძანა მემანქანეს უახლოეს ხიდზე გადასულიყო, რის შემდეგაც ლოკომოტივი უბრალოდ ააფეთქეს. მატარებლის პირველი ნაწილის აფეთქების შემდეგ, მძარცველებმა რკინიგზის თანამშრომლებს ექსპრეს და ფოსტის ვაგონებში უბრძანეს, მათთვის კარები გაეღოთ. უარის თქმის შემდეგ, მძარცველებმა ვაგონები ასევე დინამიტით ააფეთქეს, იგივე ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით გააღეს სეიფი. საერთო ჯამში, ბანდიტებმა ბანკნოტების სახით დაახლოებით 30 ათასი დოლარი გაიტაცეს და მთებში გაუჩინარდნენ. მოგვიანებით, მათმა “გმირობამ” 1903 წელს ამერიკულ კინემატოგრაფს შთააგონა ფილმი “დიდი მატარებლის ძარცვა” .

მატარებლის ძარცვა ბეზდანთან, პოლონეთი

1908 წელს პოლონელმა პარტიოტმა იოზეფ პილსუდსკიმ შექმნა და გაწვრთნა ჯგუფი, რომელიც ცნობილია სახელად “ბოჟოვკი”, ეს ჯგუფი შედგებოდა 20 რევოლუციონერისაგან, 16 მამაკაცისა და ოთხი ქალისაგან, მათ შორის პილსუდსკის მომავალი ცოლი, სამი მომავალი პრემიერ მინისტრი და მომავალი პოლონეთის რესპუბლიკის სხვა ცნობილი პოლიტიკური ფიგურები. ძარცვის გეგმა ბეზდანას სადგურზე მატარებელზე თავდასხმა იყო. ხანმოკლე სროლის შემდეგ, რომლის დროსაც ერთი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა, ბანდის წევრებმა საფოსტო ვაგონი გააღეს, ფული ტომრებში ჩაყარეს და გაიქცნენ. მათ მოახერხეს დაახლოებით 400 ათასი რუსული რუბლის გატაცება, რაც დღეს 4 მილიონი დოლარის ექვივალენტია. მთელი თანხა მოხმარდა პოლონეთის რევოლუციური მოძრაობის და პოლონეთის განთავისუფლების დაფინანსებას.