საჰაერო ხომალდი ელვის დარტყმამ აიძულა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო ტოკიოს აეროპორტში

ეკიპაჟი იძულებული იქნა შეეწყვიტა სატვირთო თვითმფრინავის რეისი ტოკიო-ანკორიჯი(აშშ). ძლიერი ელექტრული განმუხტვა განხორვიელდა საჰაერო ხომალდზე რომელიც ეკუთვნის ავიაკომპანია Japan Cargo Airlines.

ეკიპაჟმა წარმატებით დასვა თვითმფრინავი ტოკიო-ნარიტას აეროპორტში.

ელვის დარტყმა თვითმფრინავზე განხორციელდა აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც იგი იმყოფებოდა წყნარი ოკიანის თავზე 6700 მეტრ სიმაღლეზე. საბედნიეროდ ბორტზე მყოფი 5 ეკიპაჟის წევრებიდან არავინ არ დაშავებულა. ამ მომენტში ტექნიკური კომისია იკვლევს საჰაერო ხომალდის მდგომარეობას დაზიანდა თუ არა მისი მოწყობილობები ამ ინციდენტის შედეგად.