ბუნების მრისხანე მოვლენა, ტორნადო

ტორნადო (ხშირად მოიხსენიება როგორც ციკლონი) წარმოადგენს საშიშ, ძლიერ მბრუნავ ჰაერის სვეტს, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების შეჯახების დროს წარმოიქმნება. ტორნადო სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, მაგრამ ძირიათადად, შესქელებული საკვამურის ფორმა აქვს, რომლის ვიწრო მხარეც დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს და ხშირად მტვრის ღრუბლებს ტოვებს. ტორნადოების უმეტესობას აქვს ქარის სიჩქარე 177 კმსაათში და სიგრძით დაახლოებით 80 მეტრია. სანამ გაქრება, იგი რამდენიმე კილომეტრს გაივლის. ყველაზე საშიში ტორნადოების ქარის სიჩქარე 480კმ საათში აღწევს და სიგრძით 3 კმ-ია. გაქრობამდე გაივლის 10000 კმ–ს.

სიტყვა „ტორნადო“ მოდის ესპანური ენიდან და ნიშნავს ბრუნვას. ანუ , ტორნადო არის ძლიერი და საშიში ჰაერის მაღალი სვეტი, რომელიც ბრუნავს წრიულად და თან სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდება. ტორნადო, ერთი შეხედვით, ძაბრს ჰგავს, დედამიწის ზედაპირს რომ უახლოვდება, ვიწრო პირი აქვს, ხოლო ცისკენ ის უფრო დიდდება და  ფართოვდება. ამ ვიწრო პირით ტორნადო დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს, რაც კი გზად შეხვდება, ისეთ მძიმე ნივთებსაც კი, როგორიცაა მანქანა ან დიდი ლოდები. შესრუტულ ნივთებსაც აბრუნებს იგი ჰაერში და  ბოლოს სადმე გადმოყრის, განადგურებულსა და დანგრეულს. ტორნადოს ადამიანების ატაცებაც შეუძლია, სახლების დანგრევაც.

ტორნადოები ძირითადად ჩნდება ადრეულ ზაფხულზე და ზაფხულის ბოლოს. ზაფხულის ბოლოს უფრო წყლის ტორნადოები ჩნდებიან და მას ამერიკაში „წყლის შარვალს“ ეძახიან. ყველაზე ხშირად ტორნადო ჩნდება ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, შემდეგ არგენტინაში, შუა და სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში, ბენგალიაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. აგრეთვე შედარებით მსუბუქი ტორნადოებით მდიდარია ფლორიდა და ბრიტანული კუნძულები. ტორნადოების შესახებ მეცნიერებმა უკვე ბევრი რამე იციან. ადგენენ მის სისწრაფეს, მის სიგრძესაც კი. მეცნიერებს შეუძლიათ წინასწარ გააფრთხილონ ხალხი მოსალოდნელი ტორნადოს შესახებ, თუმცა არც ერთ მეცნიერს არ შეუძლია მისი თავიდან არიდება, იმიტომ, რომ ტორნადო ბუნებრივი მოვლენაა და  მისი ხელის შეშლა ადამიანისთვის შეუძლებელია. თუმცა, ადამიანს შეუძლია ტორნადოს დროს გადარჩეს: მართალია, იგი ძალიან ძლიერი და სწრაფია, მაგრამ ძალიან ვიწრო ყელი აქვს და თუკი ადამიანი კარგად დაააკვირდება და რაც მთავარია მისი მოძრაობის მიმართულებას გამოიცნობს შემდგომ შეუძლია სწრაფად გაეცალოს  და „შესრუტვას“ და თითქმის უეჭველ დაღუპვას გადაურჩეს.

ტორნადო ძირითადად წარმოიქმნება ციკლონის თბილ სექტორში, როდესაც ძლიერი გვერდითი ქარის ზემოქმედებით ერთმანეთს ეჯახება თბილი და ცივი ჰაერის მასები. ტორნადო ძირითადად იწყება, როგორც ჩვეულებრივი ჭექა-ქუხილი, ხომელსაც ახლავს წვიმა ან სეტყვა. შემდეგ რამდენიმე წუთში ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და წარმოიქმნება მბრუნავი ჰაერის მასა, რომელსაც ჭავლისებური გაფართოებები აქვს ზედა და ქვედა მხარეს. შემდეგ ჭავლი სწრაფად ეშვება დედამიწისაკენ. ტორნადო ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგოდ 450 კმ/სთ სისწრაფით, იწოვს წყალს, მტვერს და ყველა ნივთს რომელიც მას გზაზე ხვდება.

ყველაზე ძლიერი ტორნადოები აშშ-ს ტერიტორიაზე გვხვდება, აქ ყოველწლიურად მათი რაოდენობა 1000 აღწევს.