რევოლუციით შობილი

არსებობდა საფრანგეთში, 185 წლის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული „ჰუმანურად სიკვდილით დასჯის დროებითი ინსტრუმენტი“ , რომელმაც წაიღო მეფესა და დედოფლის, რევოლუციონერების, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელის, ასევე ათასობით წარმოსახვით და რეალურ კრიმინალის…სიცოცხლე. უნდა აღინიშნოს რომ, კაცობრიობის ჰუმანისტური იდეები ადამიანური ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეპოქაში ერთმანეთისგან სერიოზულად განსხვავდებოდნენ. ახლა საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ისეთი „სიკვდილის მანქანა“, როგორიცაა გილიოტინა, წარმოიშვა ერთ ერთი ასეთი ყველაზე ჰუმანური მოსაზრებებიდან.

ეს სურათი ერთ ერთი ცნობილი თანამედროვე კომპიუტერული თამაშიდანაა

გილიოტინის „მამად“ ფრანგი ექიმი ჟოზეფ გილიოტინი ითვლება. ფაქტობრივად, სიკვდილით დასჯის ახალ ფორმას ეწოდა მისი სახელი. მაგრამ იმავდროულად, ანატომიის პროფესორს და რევოლუციური დამფუძნებელი კრების დეპუტატს, დოქტორ გილიოტინს, მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს გილიოტინასთან. საფრანგეთის რევოლუციის დროს შექმნილი საკონსტიტუციო ასამბლეის წევრი ჟოზეფ გილიოტინი სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე იყო. თუმცა, მას სჯეროდა, რომ რევოლუციური ცვლილებების ეპოქაში შეუძლებელი იყო მისი გამოყენების სრულად გაუქმება. ამიტომაც დოქტორმა გილოტინმა წამოაყენა იდეა: თუ სიკვდილით დასჯა მაინც არსებობს და საჭიროა, დაე, ის მაინც იყოს სწრაფი და ერთნაირი, მოსახლეობის ყველა ფენისთვის.

XVIII საუკუნის ბოლოს ევროპაში კრიმინალების სიკვდილით დასჯის მეთოდების საკმაოდ მდიდარი არჩევანი არსებობდა. საზოგადოების ზედა ფენის წარმომადგენლებისთვის გამოიყენებოდა ხმლით ან ნაჯახით თავის მოკვეთა, მდაბიო კრიმინალებისთვის – შაყის კვრა, დაბორბვლა ან ჩამოხრჩობა. „სისხლის დაღვრის გარეშე სიკვდილით დასჯას“ მიმართავდნენ მათთვის, ვინც განარისხა სულიერი ხელისუფლება, ანუ ავტო-და-ფე კოცონზე დაწვა. საერთოდ ითვლებოდა, რომ ამ მეთოდებიდან ყველაზე ჰუმანური თავის მოკვეთაა. მაგრამ აქაც კი ყველაფერი ჯალათის ოსტატობაზე იყო დამოკიდებული. არც ისე ადვილია ერთი დარტყმით ადამიანის თავის მოკვეთა, ამიტომ მაღალი კლასის ჯალათები ოქროს ფასად ღირდნენ. ხოლო თუ რომელიმე დიდგვაროვანი მოახერხაებდა მონარქის დიდად განრისხებას, პროფესიონალი ჯალათის ნაცვლად ეშაფოტზე შეიძლება გამოჩნილიყო რიგითი ჯარისკაცი ან სხვა არამზადა, რის შედეგადაც შერცხვენილი დიდგვაროვანის სიცოცხლის ბოლო წუთები ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა. ჯოზეფ გილიოტინმა ჩათვალა, რომ სიკვდილით დასჯის ყველაზე ჰუმანური მეთოდია თავის მოკვეთა, ამიტომ მან წამოაყენა წინადადება შექმნილიყო მექანიზმი, რომელიც ადამიანებს ართმევს თავებს და სიცოცხლეს სწრაფად და უმტკივნეულოდ.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ასეთი მოწყობილობის შემუშავება დაავალა ექიმ ანტუან ლუის, რომელიც იმ დროს საკმაოდ ცნობილი გახლდათ ქირურგიის სფეროში მოღვაწეობით. ექიმმა ლუიმ შექმნა აპარატის კონსტრუქციის ნახაზები და მის დასამზადებლად ეს ნახაზები გადაეცა გერმანელ მექანიკოს ტობიას შმიდტს, რომელსაც თავის მხრივ ამ საქმეში დახმარება გაუწია ცნობილმა პარიზელმა ჯალათმა ჩარლზ ანრი სანსონმა. გილიოტინის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა მძიმე დახრილი დანა, რომელიც 2-3 მეტრის სიმაღლიდან ეცემოდა სპეციალური მოწყობილობით უძრავად დაფიქსირებული მსჯავრდებულის კისერზე. ანუ მთლიანად პროცესი საკმაოდ “მარტივი” გახლდათ, მსხვერპლის ტანი თავსდებოდა სპეციალურ დაფაზე, რის შემდეგაც ჯალათი აჭერდა ბერკეტს და ორ მიმართველში მოთავსებული დანა ქვევით ჩამოსრიალებისას ბოროტმოქმედის სიცოცხლეს საბოოლოო წერტილის უსვავდა. ეს ახალი მოწყობილობა დაამტკიცა საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, როგორც სიკვდილით დასჯის აღსრულების ინსტრუმენტი, 1792 წლის 20 მარტს.

პირველი სიკვდილით დასჯა გილიოტინის გამოყენებით განხორციელდა პარიზში 1792 წლის 25 აპრილს, როდესაც ბოროტმოქმედმა-მკვლელმა ჟან ნიკოლა პელიტიემ თავისი დანაშაული თავისი თავით ზღო. თუმცა საჭიროა აღვნიშნოთ რომ ახალი სპექტაკლის საყურებლად შეკრებილი მაყურებელი იმედგაცრუებული დარჩა მისი ხანმოკლეობით. თუმცა, რევოლუციური ტერორის ეპოქა, რომელიც მოგვიანებით დაიწყო, გულუხვად ანაზღაურებდა სიკვდილით დასჯის რაოდენობით მისი პროცესის ხანმოკლეობას. რევოლუციური ტერორის მწვერვალზე ხანდახან დღეში 60-მდე ადამიანს სჯიდნენ სიკვდილით. ხოლო საფრანგეთის რევოლუციური არმიას, როდესაც სადმე აჯანყებულთა დასამშვიდებლად მიემგზავრებოდა თან მიჰქონდა სპეციალური გადასატანი გილიოტინები.

მე-18 და მე-19 საუკუნეების მიჯნაზე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მოკვეთილი თავი კიდევ ხუთ-ათ წამს ცოცხლობდა. ამიტომ ჯალათი ხელთ იღებდა მოკვეთილი თავს და აჩვენებდა ბრბოს, რათა სიკვდილით დასჯილს შეეხედა მასზე განრისხებული აუდიტორიისთვის. მათ შორის, ვინც სიცოცხლე გილიოტინაზე დაასრულა, იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XVI და მისი მეუღლე მარი ანტუანეტა, საფრანგეთის რევოლუციის მოღვაწეები-მამები დანტონი, რობესპიერი, დემულენი, სენ-ჟუსტი და ანტუან ლავუაზიე, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი.

ლუი XVI-ის ეგზეკუცია

ლეგენდის საპირისპიროდ, გილიოტინის შექმნის ინიციატორი ჯოზეფ გილიოტინი თავად გილიოტინირებული არ ყოფილა. იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 1814 წელს. მისი ახლობლები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ გილიოტინის სახელის გადარქმევას, მაგრამ ვერ მოახერხეს, რის შემდეგაც გვარი შეიცვალეს. მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე გილიოტინას ნაკლებად იყენებდნენ ევროპაში, რადგან მას უკავშირებდნენ ფრანგულ „რევოლუციურ ტერორს“. თუმცა, ბევრ ქვეყანაში გადაწყვიტეს, რომ გილიოტინა იაფი, საიმედო და პრაქტიკული იყო. განსაკუთრებით აქტიურად იყენებდნენ გილიოტინას გერმანიაში. ჰიტლერის დროს მისი დახმარებით სიკვდილით დასაჯეს ფაშიზმის წინააღმდეგობის 40 ათასი წევრი. ამას მარტივად ხსნიდნენ – ვინაიდან წინააღმდეგობის მებრძოლები არ იყვნენ რეგულარული არმიის ჯარისკაცები, დახვრეტის ნაცვლად, ისინი კრიმინალების მსგავსად “უბრალო” სიკვდილით დასჯას ექვემდებარებოდნენ.

მარია ანტუანეტას ეგზეკუცია

საინტერესოა, რომ გილიოტინა, როგორც სასიკვდილო განაჩენის აღსრულების საშუალება, გამოიყენებოდა ასევე ომის შემდგომ გერმანიაში, როგორც ფედერაციულში 1949 წლამდე, ასევე დემოკრატიულში 1966 წლამდე. მაგრამ, რა თქმა უნდა, გილიოტინის მიმართ ყველაზე „პატივცემული“ დამოკიდებულება შენარჩუნდა საფრანგეთში, სადაც მასი მეშვეობით, სასიკვდილო განაჩენის აღსრულების პროცედურა არ შეცვლილა „რევოლუციური ტერორის“ ეპოქის ბოლოდან სიკვდილით დასჯის სრულ გაუქმებამდე.

რობესპიერის ეგზეკუცია

საფრანგეთის ციხეებში სიკვდილით დასჯისთვის მზადება ჩვეულებრივსამებ დილის 2:30-ზე იწყებოდა. ჯალათი თანაშემწეებთან ერთად გილიოტინის მექანიზმს ამოწმებდა და მოყავდა მუშა მდგომარეობაში. ამისთვის ერთი საათი იყო გამოყოფილი. 3:30-ზე ციხის დირექტორი, ადვოკატი, ექიმი და სხვა თანამდებობის პირები პატიმრის საკანში შედიოდნენ. და თუ ამ დროს ეძინა, პატიმარს ციხის დირექტორი აღვიძებდა და უცხადებდა: “თქვენი შეწყალების მოთხოვნა უარყოფილია, ადექით, მოემზადეთ აღსასრულისთვის!”

ამის შემდეგ მსჯავრდებულს ნებას რთავდნენ ტუალეტში გასულიყო, და გადასცემდნენ სპეციალურად მომზადებულ პერანგს და პიჯაკს. შემდგომ, ორი პოლიციელის თანხლებით, ის გადაჰყავდათ სპეციალურ ოთახში, სადაც მას ნათესავებთან ან სხვა პირებთან გამოსამშვიდობებელი წერილის დაწერა შეეძლო. შემდეგ მსჯავრდებულს ეძლეოდა რამდენიმე წუთი მღვდელთან საუბრისთვის. როგორც კი ეს ცერემონიაც დასრულდებოდა, პოლიცია მსჯავრდებულს ჯალათის თანაშემწეებს აბარებდა. ისინი „კლიენტს“ პიჯაკს სწრაფად ხდიდნენ, ხელები ზურგს უკან უკრავდნენ და სანამ ჯალათის ერთ-ერთი თანაშემწე მაკრატლით ჭრიდა პერანგის საყელოს, მსჯავრდებულს სთავაზობდნენ ჭიქა რომს და სიგარეტს. როგორც კი ეს ფორმალობები დასრულდებოდა, ჯალათის თანაშემწეებს სწრაფად მიჰყავდათ იგი გილიოტინამდე.

ყველაფერს წამებში სრულდებოდა – აი მსჯავრდებული დააწვინეს დაფაზე, კისერი ღარებში დაუმაგრეს და ჯალათმა ბერკეტის დაჭერით განაჩენი აღასრულა. დაფიდან მსჯავრდებულის ცხედარს და მოკვეთილ თავს მაშინვე ათავსებდნენ წინასწარ მომზადებულ ყუთში, რომელშიც სისხლი მშთანთქავი ფხვნილი ეყარა.

მთელი პროცესი დილის 4 საათზე სრულდებოდა.

ბოლო საჯარო სიკვდილით დასჯა; – შვიდი ადამიანის მკვლელის, ევგენ ვეიდმანის სიკვდილით დასჯა;- საფრანგეთში შესდგა 1939 წლის 17 ივნისს ვერსალში. ამ შემთხვევაში განაჩენის აღსრულება დროულად ვერ მოხერხდა და შესდგა დილის 4 საათსა და 50 წუთზე, როცა უკვე გათენდა. ამან საშუალება მისცა ქუჩაში აღმართული გილიოტინის მოპირდაპირე შენობაში მიმალულ ოპერატორებს აღებეჭდათ ეს პროცესი კინო ფირზე. (ვიდეო იხილეთ სტატიის ბოლოში)

ვეიდმანის ეგზეკუცია

ვეიდმანის სიკვდილით დასჯის დროს ბრბოსა და ჟურნალისტების უხამსმა ქცევამ აიძულა საფრანგეთის ხელისუფლება გაეუქმებინა საჯაროდ სიკვდილით დასჯა. ამ მომენტიდან ზოგადად სიკვდილით დასჯის გაუქმებამდე, ეს პროცედურა ტარდებოდა ციხეების დახურულ ეზოებში. ბოლო ადამიანი, ვინც საფრანგეთში გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს, 1977 წლის 10 ოქტომბერს, ეს იყო ტუნისელი ემიგრანტი ჰამიდა ჯანდუბი, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს მისი მეგობრის, 21 წლის ელიზაბეტ ბუსკეტის წამებით მკვლელობის გამო გამო.

1981 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. საფრანგეთის უკანასკნელი სახელმწიფო ჯალათი მარსელ შევალიე გარდაიცვალა 2008 წელს. საინტერესოა, რომ შევალიე, რომელმაც ბიძასგან მემკვიდრეობით მიიღო სახელმწიფო ჯალათის თანამდებობა, აპირებდა შემდგომში გადაეცა იგი მისი ვაჟი ერიკისთვის, რომელიც ჯალათის ასისტენტად მუშაობდა მამის მიერ განხორციელებულ სიკვდილით დასჯებზე. თუმცა, პროფესიის გაუქმების გამო ფრანგ ჯალათების შრომითი დინასტია შეწყდა.

ვეიდმანის ეგზეკუციის ვიდეო.

ვეიდმანის სიკვდილით დასჯის დამსწრე აუდიტორიას შორის იყო მოგვიანებით ცნობილი ბრიტანელი მსახიობი კრისტოფერ ლი, რომელიც მაშინ 17 წლის გახლდათ.