თუ ფიქრობთ, რომ მესამე მსოფლიო ომი წარმოუდგენელია, წაიკითხეთ ეს!

ცნობილმა ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა დაწერა სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან დამარცხების შემთხვევაში.

შოტლანდიელმა ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, გამოაქვეყნა სააგენტო Bloomberg-ში  სტატია, სადაც მან წარმოადგინა რამდენიმე საშინელი სცენარი იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდა ამერიკის ხელისუფლება, თუ უკრაინა, ისრაელი ან ტაივანი წააგებდნენ ომს თავის ოპონენტებთან. ის ასევე აკეთებს პროგნოზს იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცევიან ამერიკელები, თუ ისინი წააგებენ დიდ ომს, მაგალითად, ჩინეთთან.

მწერლებსა და კინორეჟისორებს დიდი ხანია აქვთ დიდი კონფლიქტების ალტერნატიული ისტორიები, რომლებიც გაფრთხილებად უნდა იქცეს თვითკმაყოფილი ამერიკელებისთვის, წერს ფერგიუსონი თავის სტატიაში – და სვავს კითხვას, წარმოუდგენიათ თუ არა შეერთებული შტატების მოსახლეობას ომში დამარცხება. ბოლოს და ბოლოს, მცირე ომში წაგების შემდეგ, მათ ადვილად შეუძლიათ წარმოიდგინონ, რას გამოიწვევს ამერიკელებში დიდ კონფლიქტში დამარცხება. თუმცა, ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ აშშ-ს მიერ ჯარების დამამცირებელი გაყვანა ავღანეთიდან 2021 წელს სწრაფად გაქრა ამერიკელების ეგრეთ წოდებული კოლექტიური მეხსიერებიდან.

მისი აზრით, განმეორდება იგივე, თუ რუსეთი დაამარცხებს უკრაინის არმიას, რომელსაც დრესდღეობით საბრძოლო მასალის და აღწურვილობის მწვავე დეფიციტს განიცდის. ერთი წლის წინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კიევში ვიზიტისას, განუცხადა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის: „თავისუფლება ფასდაუდებელია, ამიტომ მისთვის ღირს ბრძოლა იმდენი, რამდენიც საჭიროა… და ჩვენ ვიქნებით თქვენთან, სანამ ეს ამ ბრძოლას დასჭირდება“. ფერგიუსონი წერს: როგორც ირკვევა, თურმე ეს ნიშნავს: „სანამ რესპუბლიკელები არ მოხსნიან, ამერიკის მთავრობის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, კევინ მაკკარტის და არ შეწყვეტენ დახმარებას უკრაინისთვის“ (მაკარტიმ თანამდებობა დატოვა(დაატოვებნეს) 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში).

ფერგიუსონს აინტერესებს, რა რეაგირებას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები, თუ, ვთქვათ, 2024 წლის ბოლოს გავრცელდება ცნობები, რომ ირანმა წარმატებით შექმნა ბირთვული იარაღი და ლიბანში მისმა მარიონეტმა ჰეზბოლამ ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა დაიწყო. ფერგიუსონი თვლის, რომ შეერთებული შტატები შეიძლება დაემუქროს ირანს თავისი ბირთვული იარაღის გამოყენებით, ისევე როგორც ის დაემუქრა საბჭოთა კავშირს 1973 წელს, რომელიც ცდილობდა თავისი ძალებით მონაწილეობა მიეღო არაბეთ-ისრაელის ომში. ან, კითხულობს ისტორიკოსი, ვაშინგტონი კიდევ ერთხელ გააფრთხილებს ისრაელს, რომ საკუთარი გადარჩენისთვის ბრძოლის “ესკალაცია” მიუღებელია?

სხვა საკითხია, რამდენ ხანს ემახსოვრებათ ამერიკელებს ტაივანი, თუ ჩინეთის არმია დაბლოკავს კუნძულს და აშშ-ს პრეზიდენტი (გაანალიზებს რა მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკებს) არ გაუგზავნის ტაივანს თავის სამხედრო გემებს დასახმარებლად? იქნებიან თუ არა ამერიკელები დაინტერესებული ტაივანის დემოკრატიის დასასრულით, ვიდრე გრემის დაჯილდოვებით ან სუპერბოულის მატჩით? სვავს კითხვას ფერგიუსონი.

ისტორიკოსი ნამდვილად იმედოვნებს, რომ არცერთი ამ პირქუში სცენარებიდან არ ახდება. მაგრამ განსაკუთრებით 2021 წელს ქაბულის დაცემის შემდეგ, წერს ფერგიუსონი, მას უჭირს არ იფიქროს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება უსირცხვილოდ დათმოს პოზიციები სამივე შემთხვევაში. ეს აიხსნება იმით, რომ ამერიკელებს, გულის სიღრმეში, არ ჰგონიათ, რომ ისინიც განიცდიან დამარცხებას, მიიჩნევს ისტორიკოსი, რადგან ვიეტნამში, ისევე როგორც ავღანეთში, შედეგები თავის თავზე ადგილობრივმა მოსახლეობამ აიღო. აქედან გამომდინარე, ძნელია იმის მტკიცება, რომ შეერთებულ შტატებისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, თუ ის უკრაინის, ისრაელის ან ტაივანის დამარცხებას დაუშვებს. თუმცა მისი აზრით, შედეგები გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ.

ნილ ფერგიუსონი თავის statiaSi ახსენებს ლენ დეიტონის წიგნს British SS, რომელიც მოგვითხრობს დიდი ბრიტანეთის ალტერნატიულ ისტორიას. 1978 წლის რომანში დეიტონი წერს გამოგონილ მოვლენებზე, რომლებიც მოხდა მას შემდეგ, რაც გერმანია შეიჭრა ინგლისში 1940 წელს, დააპატიმრა მეფე, სიკვდილით დასაჯა უინსტონ ჩერჩილი და ჩამოაყალიბა მარიონეტული მთავრობა. რომანის მთავარი გმირია დეტექტივი დუგლას არჩერი, რომლის სახლიც ლონდონის დაბომბვის დროს დაინგრა. არჩერი ცხოვრობს თავისი პატარა შვილის გულისთვის და იძიებს მკვლელობებს, რადგან ისინი უნდა გამოიძიონ, მაშინაც კი, თუ მას უწევს გამოძიების ანგარიში SS Gruppenführer-ს. რომანი, როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, მკაცრი რეალიზმით არის გამსჭვალული, მკითხველი თითქმის გრძნობს დაბომბილი ლონდონის ჭვარტლისა და სმოგის სუნს.

გარკვეულ გარემოებებში, ამბობს ნილ ფერგიუსონი, წარუმატებლობის წარმოდგენამ შეიძლება შეარყიოს საბრძოლო სული, მაგრამ ამავდროულად ეს გონებას საშუალებას აძლევს მოერგოს იმ ფაქტს, რომ წაგება შეუძლებელია. რუბრიკის ავტორის თქმით, უკრაინელებს დამარცხების წარმოდგენა არ უჭირთ – მათ ნახეს რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩას ქუჩებში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები. უკრაინელებმა იციან, რა შეუძლია პუტინის კოლონიალურ არმიას. ანალოგიურად, განაგრძობს ფერგიუსონი, ისრაელის მოსახლეობის უმეტესობა აცნობიერებს რომ ჰამასის გამარჯვება მეორე ჰოლოკოსტს გამოიწვევს. ისრაელის მოსახლეობა არასოდეს დაივიწყებს 2023 წლის 7 ოქტომბრს ჰამასის მიერ ჩადენილ მხეცობებს.

მაგრამ ამერიკელები ასე არ ფიქრობენ, აღნიშნავს ისტორიკოსი. ზუსტად 40 წელი გავიდა ფილმ წითელი გარიჟრაჟიდან, ამ ფილმში საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ შეერთებულ შტატებში და პატრიკ სვეიზის პერსონაჟი სკოლის მოსწავლეებს ასწავლის გაანადგურონ რემბოს მსგავსად საბჭოთა დამპყრობლები. ფერგიუსონს ეჭვი ეპარება, რომ ასეთი ფილმის გადაღება ახლა შეიძლებოდა.

ისტორიკოსი თვლის, რომ შეერთებულ შტატებში სტიქიური უბედურების ფილმებს ძალიან განსხვავებულად უყურებან, ვიდრე მაგალითად დიდ ბრიტანეთში. ბრიტანულ სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალში Doctor Who, კატასტროფები რეგულარულად ხვდებ ლონდონში და ყოველი უცხოპლანეტელების თავდასხმა შეიცავს მინიშნებას, ლონდონის დაბომბვაზე 1940-1941 წლებში. მაგრამ როდესაც ამერიკელებმა უყურეს ფილმს Contagion (2011), ცოტამ თუ წარმოიდგინა ნამდვილი პანდემია. როდესაც ამერიკელები ჩართავენ ტელევიზორს, დასძენს ფერგიუსონი, მათ სურთ, რომ დანარჩენი მსოფლიო უკან დარჩეს. დისტოპიურ მომავალზე ფიქრის ნაცვლად, ამერიკელები ირჩევენ ტეილორ სვიფტის კულტში ჩაძირვას.

თავის რუბრიკაში ფერგიუსონი წარმოგიდგენთ ფილმის აღწერას, რომლის გადაღებას, მისი თქმით, არავინ აპირებს: 2024 წელს ჩინეთი ბლოკავს ტაივანს და ტაივანის ხელისუფლება სთხოვს შეერთებულ შტატებს გემების გაგზავნას ბლოკადის მოსახსნელად და ტრანსპორტირების აღდგენისთვის. ამისათვის საჭიროა მინიმუმ ორი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი და მრავალი წყალქვეშა ნავი. ფერგიუსონს მიაჩნია, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, თუნდაც ხვალ: წითელ ზღვაში იმყოფება ერთი ამერიკული ავიამზიდი, კიდევ ორი ​​ფილიპინების სანაპიროსთან და ერთიც იაპონიის წყლებში.

ეს ყველაფერი, განაგრძობს ფერგიუსონი, გამოიწვევს ბაზარზე პანიკას: აქციები დაეცემა 20%-ით, მაგრამ Apple-ის (რომელიც წარმოების უმეტესი ნაწილი ჩინეთშია) და Nvidia-ს (მისი ჩიპების დიდი ნაწილი ტაივანში იწარმოება) აქციების ფასი დაეცემა 50%-ით. საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის წილი გაიზრდება, მაგრამ აშშ-ს რეზიდენტები ბანკებიდან დანაზოგების ამოღებას დაიწყებენ.

სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, წერს ისტორიკოსი თავის ნაშრომში, თუ ჩინეთი დაიწყებს ამერიკულ გემებზე რაკეტებითა და თვითმფრინავებით შეტევას. გარდა ამისა, მისი პროგნოზით, აშშ-ს პრეზიდენტს მოუწევს გადაწყვიტოს, დაუშვას თუ არა იაპონიის მიერ თავდასხმები ჩინურ ბაზებზე (თუ იაპონია შეუერთდება კონფლიქტს). ამ ფონზე, ფერგიუსონი წერს, აშშ-ს სამხედროები პრეზიდენტს აცნობებენ, რომ ერთ კვირაში აშშ -ს ამოეწურება რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიპის იარაღი, მაგალითად, შორ მანძილზე მოქმედი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.

და თუ ეს მოხდება წელს, წერს ისტორიკოსი, მაშინ ყველაფერი მოხდება წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას და დონალდ ტრამპი დაადანაშაულებს ჯო ბაიდენს მორიგი ომს დაწყებაში, ან, პირიქით, სისუსტის გამოვლენაში ტაივანის მხარდაჭერის არარსებობით. და აი ამ დროისთვის კი “ტიკტოკერი”ახალგაზრდა ამერიკელებს “ტიკტოკში” დაარწმუნებენ, რომ ტაივანს ჩინეთთან “გაერთიანება” სჭირდება.

ეს ყველაფერი შეიძლება უცნაურად ან ფანტასტიურად ჩანდეს, აღიარებს ნილ ფერგიუსონი. მაგრამ იგი ამბობს რომ ეს არ არის უფრო უჩვეულო, ვიდრე 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის პერლ ჰარბორზე თავდასხმის შედეგად გამოწვეული თავზარდაცემა. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს ნორმანდიაში ამერიკელების წარმატებულ დესანტირებამდე, ეჭვობდნენ, რომ მოკავშირეები საბოლოოდ მოიგებდნენ ომს.

ყველაზე საინტერესო, განაგრძობს ფერგიუსონი, არის იმის წარმოდგენა, როგორი იქნება ყოველდღიურობა შეერთებულ შტატებში ჩინეთის გამარჯვების შემდეგ. მისი აზრით, თავიდან ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში იქნება, თუ არ მივიღებთ მხედველობაში უამრავ დემობილიზებული ჯარისკაცებისა და მეზღვაურების, მაგრამ თანდათან პეკინი დაიწყებს თავისი ტაივანში ყოფნის შეხსენებას. ავტორის პროგნოზით, თვეებში ამერიკელები დაფიქრდებიან იმაზე, რაც თქვეს ტელეფონზე, წერილებს ან ძველ პუბლიკაციებში – და დაიწყებენ თავიანთი ჩანაწერების წაშლას. ზოგი აირჩევს ჩინეთან თანამშრომლობას, ზოგი არა, მაგრამ უმეტესობა მიიღებს ახალ რეალობას.

ზუსტად ასე აღწერს ლენ დეიტონი ვითარებას წიგნში „ბრიტანული SS“: „1941 წლის სექტემბერში დუგლას არჩერს, ისევე როგორც მისი თანამემამულეების უმეტესობას, ნახევრად დახუჭული ჰქონდათ თვალები“. ფერგიუსონი წერს, მიმართავც ამერიკელებს, ის მოუწოდებს მათ ფართოდ გაახილონ თვალები და მიიღონ დამარცხების სავარაუდო სცენარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ დარჩნენ ნახევრად დახუჭული თვალებით.