Press "Enter" to skip to content

Posts published in “Uncategorized”

ავღანეთიდან დონბასამდე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული HIMARS დონბასში. რა არის ცნობილი ამ ამერიკული იარაღის შესახებ? უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს HIMARS ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (MLRS) დონბასში, რომელიც მათ მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 28 ივნისს ამ სისტემის ერთი რაკეტა დაეცა ქალაქ პერევალსკში, ლუგანსკის ეგრეთ წოდებული “სახალხო რესპუბლიკის” ტერიტორიაზე. სეპარატისტების წარმომადგენლების თქმით, დარტყმის ადგილზე აღმოაჩინეს GMLRS M30 მართვადი რაკეტის ფრაგმენტები კასეტური ქობინით. HIMARS, MLRS-დან ყველაზე თანამედროვე და მძლავრი ამერიკულ არმიის სამსახურში, შეიქმნა ზუსტად იმისთვის, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მტრის ცოცხალ ძალას და ინფრასტრუქტურას. სწორედ ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამ ტიპის სარაკეტო…

ასწევს ყველაფერს !

ანუ, თუ როგორ აშენებს, ილონ მასკის SpaceX, მსოფლიოში ოდესმე შექმნილ, ყველაზე მძლავრ რაკეტას. მასკმა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო საუბარი მარსის კოლონიზაციისთვის განკუთვნილი მრავალჯერადი სატრანსპორტო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე – პირველად თითქმის 20 წლის წინ. თუმცა, გამოცხადებული გეგმების კონკრეტული განხორციელება SpaceX-ში დაიწყო დაახლოებით მხოლოდ ხუთი წლის წინ, როდესაც კომპანიამ, ჯერ ერთი, წარმატებით მოახერხა საშუალო ტვირთამწეობის (მაშინ) Falcon 9 რაკეტა მატარებლის გაშვება და მეორეც, დაიწყო პრინციპულად ახალი სარაკეტო ძრავა Raptor-ის შემუშავება. ბოლო წლებში მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემის კონცეფციამ, დეკლარირებული ტევადობის, გამოყენებული ძრავების რაოდენობისა და რაკეტის სტრუქტურული მასალების მხრივ განიცადა რამდენიმე ცვლილება. თუ…

უკან ევროპისკენ ???

ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია არ მიენიჭებინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის, მაგრამ განაცხადა, რომ მას აქვს „ევროპული პერსპექტივა“. ახლა, იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეძლოს, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ის პირობები, რომლებმაც ევროკავშირის თქმით, უნდა გააძლიეროს მისი დემოკრატია. ამის შემდეგ ქართულმა მოძრაობამ „სირცხვილიამ“ თბილისის ცენტრში მრავალათასიანი აქცია გამართა სახელწოდებით „სახლი, ევროპა“. კიდევ ერთი – ისეთივე მრავალრიცხოვანი მიტინგი – ჩატარდა ევროპარლამენტის უარის შემდეგ, რომელმაც მხარი დაუჭირა ევროკომისიის რეკომენდაციას. აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს ულტიმატუმი და მოითხოვეს საქართველოს მთავრობის გადადგომა. 2022 წლის 3 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შეასრულა თავისი „საშინაო…

ცეზარი

გაიუს იულიუს კეისარი-მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად….. არაა არა! ეს ეხლა არ გვინდა. პური ლუკმებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ დავყაროთ ბაზილიკი, დაჭყლეტილი ნორი …სალათი? ჰმმ… გემრიელია მაგრამ…. არც ეს. აი ეს! CAESAR (თვითმავალი ჰაუბიცა) CAESAR (ფრანგულად. Camion Équipé d’un Système d’Artillerie – საარტილერიო სისტემით აღჭურვილი სატვირთო მანქანა, „სეზარი“)— ფრანგული წარმოების 155 მმ თვითმავალი ქვემეხი-ჰაუბიცა, დამონტაჟებული 6×6 სატვირთო შასიზე. ფრანგული არმიისთვის შექმნილი ეგზემპლარები იყენებს Renault Sherpa 10 შასის, ხოლო საექსპორტო ვარიანტი 6×6 Unimog U2450L შასის. CAESAR-ის კონცეფცია შექმნა კომპანიამ GIAT Industries (ამჟამად ცნობილია, როგორც Nexter). მას…

დიქტატორის დილემა

“ფაშისტისათვის ყველაფერი მთავრდება სახელმწიფოს შიგნით და არ არსებობს არაფერი ამქვეყნიური ან სულიერი სახელმწიფოს გარეთ. მის გარეშე ყველაფერს ნაკლები ფასეულობა აქვს. ამ აზრით, ფაშიზმი ტოტალიტარულია და ფაშისტური სახელმწიფო ავითარებს და ამრავლებს ადამიანთა მთელ ცხოვრებას, როგორც თითოეული ფასეულობის სინთეზს და ერთიანობას”. ბენიტო მუსოლინი. ძალიან ხშირად, დიქტატორული რეჟიმები მყარდება ომის, რევოლუციის ან მმართველობის სხვადასხვა ფორმის კოლაფსის შემდეგ. ნაპოლეონ ბონაპარტეს იმპერია აღმოცენდა საფრანგეთში რევოლუციის და კონფლიქტების შემდეგ. კომუნისტური დიქტატურა საბჭოთა კავშირში გაჩნდა რევოლუციის შედეგად, რომელმაც იფეთქა რუსეთში პირველი მსოფლიო ომის დროს. მან შეცვალა რომანოვების ფაშისტურმა დიქტატურამ შეცვალამ მართველობის დემოკრატიული სისტემა გერმანიაში 1930-იანი წლების ეკონომიკური…

2022 წლის 7 ტოპ BNB ბლოკჩეინ პროექტი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თავისი კრიპტოაქტივების დრამატული ზრდით, BNB Chain – მა (ყოფილი Binance Smart Chain) გაიმყარა თავისი პოზიცია, როგორც მესამე ყველაზე პოპულარულმა DeFi(დეცენტრალიზირებული ფინანსები) ეკოსისტემამ, მას გააჩნია დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები, რომელებიც ინახება მის ყველაზე წარმატებულ DeFi პროტოკოლებში. ნაცვლად Binance Coin-ისა BNB Chain არის Binance Chain-ის და Binance Smart Chain-ის კომბინაცია და ახლა ნიშნავს “Build and Build”32 . BNB Chain ხასიათდება უკიდურესად მაღალი გამტარუნარიანობით, ტრანზაქციის დაბალი საკომისიოებით და ტრანზაქციის დასრულების უმოკლესი დროით, შეასაბამისად BNB Chain ფართოდ განიხილება Ethereum-ის დაბალფასიან ალტერნატივად და ახლა უკვე მის პლატფორმაზე განლაგებულია ათასზე…

ვ.ვ. პუტინის ჯანმრთელობა.

ანუ დავადგათ შილა თუ ჯერ ადრეა? რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინის ჯანმრთელობის საკითხი თვითონ რუსეთში არის აბსოლიტური „ტაბუ“. არავინ, განსაკუთრებით რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პირები ამ თემაზე არ საუბრობენ. ანუ,  ვ.ვ.პ. უკანასკნელ ამოსუნთქვაზეც რომ იყოს,  ისინი იტყვიან რომ ჩვენი და სრულიად რუსეთის, პრეზიდენტი უკვდავია! მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტი გახდა, კრემლი მალავს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ. თავიდან ამას არავინ აქცევდა ყურადღებას. მაგრამ, მოგვიანებით, როდესაც პუტინი დროდადრო იწყებდა გაქრობას საჯარო სივრციდან, ბევრმა ივარაუდა (თუმცა, დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე), რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მის მკურნალობასთან. ამასთან, ყველა მოგზაურობისას პრეზიდენტს ყოველთვის ახლდა…

ამერიკელები მთვარეზე

მათთვის, ვინც ფიქრობს რომ ამერიკელების მოგზაურობა მთვარეზე ჰოლივუდშია შეთითხნილი. ამ სტატიაში გამოქვეყნებული ყველა სურათი გადაღებულია მთვარის ორბიტის ზონდის Lunar Reconnaissance Orbiter (LRO) მიერ 2009-2013 წლებში. ამ სურათებზე ასახულია ამერიკელების მიერ მთვარეზე 6-ჯერ მოგზაურობის შედეგად, მთვარის ზედაპირზე მათი მთვარის დასაჯდომი მოდულები, ასტრონავტების გადაადგილების კვალი და სამეცნიერო მოწყობილობების განლაგების ადგილები.

ორი მზე?

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ თავდაპირველად ჩვენს პლანეტარულ სისტენაში ორი მზის არსებობას. ამ თამამი იდეის მიხედვით ადრე ჩვენს მზეს ჰყავდა მეორე კომპანიონი მზე, და ჩვენი მზის სისტემა დიდი ხნის განმავლობაში იყო ორმაგი მზის მფლობელობაში, რითიც აიხსნება ოორტის სარტყელის არსებობა მზის სისტემის პერიფერიულ ნაწილში. ასევე ასტრონომები თვლიან რომ მზის სისტემაში არსებობს ჯერჯერობით არაღმოჩენილი მეცხრე პლანეტა ან კომპაქტური ეგრეთ წოდებული შავი ხვრელი ნეპტუნის ორბიტიდან მოშორებით. ამ ობიექტის აღმოჩენის მიზნით მეცნიერები გეგმავენ 2021 წელს გამოიყენონ ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორია და თუ დადასტურდება მეცხრე პლანეტის არსებობა, ეს აღმოჩენა პირდაპირ კავშირშია მერე მზის არსებობის თეორიასთან. მეცნიერები…

ამონიუმის ნიტრატი + “დაიკიდე” = ?

შედეგი შეიძლება იყოს ისეთივე ტექნოგენური კატასტროფა, რომელიც მოხდა ამერიკის საზღვაო, საპორტო ქალაქ ტეკსას-სიტი ნავსადგურში 1947 წლის 16 აპრილს. ამ ტრაგედიის შედგად დაიღუპა 581 ადამიანი 5000 დაიჭრა. შემდგომში დაღუპულ დასახიჩრებულების რაოდენობა გაიზარდა, ქალაქში გავრცელებული ხანძრისა და გავრცელებული ხანძრის მიერ ქალაქის პორტში მყოფი კიდევ ორი გემის აფეთქების შედეგად, რომლებზედაც ანალოგიური ტვირთი იმყოფებოდა და საბოლოოდ დაღუპულების რაოდენობამ 1500 მიაღწია ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ტრაგედიის შედეგად ქალაქის ნაწილი და პორტი მთლიანად მიწასთან იქნა გასწორებული. დაიწვა 1100 ავრტომობილი და 362 სარკინიგზო სატვირთო ვაგონი. ზარალმა შეადგინა იმ დროისთვის 100 მილიონი ამერიკული დოლარი. განადგურდა ქალაქში…