ვენესუელას ნამდვილად აქვს რეკორდული ნავთობის მარაგები (პირველ ადგილზეა მსოფლიოში), მაგრამ ამ მარაგებზე შეუზღუდავი წვდომაც კი ვერ გახდის აშშ-ს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის ფასების სრულ კონტროლიორს. ვენესუელაში ამერიკული ინტერვენციის მიზნების შესახებ საუბრისას, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყანას აქვს პლანეტის უდიდესი ნავთობის მარაგი. როდესაც დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ მკვეთრად გაზარდონ ნავთობის მოპოვება ვენესუელაში, რათა აინაზღაურონ მილიარდობით დოლარის ზარალი ნაციონალიზაციის გამო, რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა კი შიშობს, რომ ვენესუელის ნავთობზე კონტროლმა აშშ-ს საშუალებას მისცემს მსოფლიო ნავთობის ფასები მართოს და ამით რუსეთის ეკონომიკაზე იქონიოს გავლენა. თუმცა, სინამდვილეში, ვენესუელის ნავთობის…
Posts published in “Uncategorized”
ანუ ეგრეთ წოდებული ოფშორული რეგულირების კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად: აშშ-ს მსოფლიოში სამი ინტერესის ზონა აქვს: ეს არის ევროპა, სპარსეთის ყურის ზონა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი. ერთი მხრივ, არც ერთ, ამ წერტილში ამერიკას არ სურს ომში ჩართულობა, მაგრამ მეორე მხრივ, ის არ არის დაინტერესებული ახალი ჰეგემონისტური ძალების ჩამოყალიბებაშიც. მირშაიმერი მიმართავს დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას პირველი მსოფლიო ომის წინ, ანუ XIX საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც დიდი ბრიტანეთი ხელს უწყობდა ბალანსის შენარჩუნებას ოთხი დიდი სახელმწიფოს შორის ევროპაში და ამ გზით უზრუნველყოფდა საკუთარ ჰეგემონიას. ანუ ის აკონტროლებდა იმას, რომ ქვეყნები ერთმანეთის მიმართ ბალანსირებული ყოფილიყვნენ…
ტრამპის მცდელობა შეუერთოს ა.შ.შ.-ს ორი-სამი ქვეყანა დასაბამს აძლევს ახალ ეპოქას — ტერიტორიების გადანაწილების ეპოქას. ეს ძველი მსოფლიო წესრიგის ნაშთებს ბევრად უფრო სწრაფად დაანგრევს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ევროკავშირი, რომლის ტერიტორიებიც ექვემდებარება ა.შ.შ. -თვის გადაცემას(ანუ ოკუპაციას), ჩუმად არის, დაწკმუტუნებასაც კი ვერ ბედავს. ადვილი წარმოსადგენია მსგავსი პრეტენზიები ვინმე სხვა ქვეყნის ლიდერს რომ წამოეყენებინა მისი შეშფოთება აღშფოთება და წივილ კივილი ხომ მეზობელ გალაქტიკას მისწვდებოდა! ა.შ.შ.-მ ლეგალიზირებული გახადა ტერიტორიების გადანაწილების პროცესი და მზად არის ამ პროცესის სათავეში ჩადგომისთვის. ხოდა აწი, ახლა უნდა ველოდოთ ჩინეთის უფრო დიდ აქტიურობას ტაივანის საკითხის შესახებ, ასევე თურქეთის მოქმედებებს. კანადისა და…
20 წლის წინ გამოვიდა PBS-ის ცნობილი დოკუმენტური ფილმი “ნადირობა კაციჭამია ნიანგზე”. სატელევიზიო ჯგუფი გიდთან და მოყვარულ ჰერპეტოლოგ პატრის ფეისთან ერთად, ცდილობდა ბურუნდში დაეჭირა უზარმაზარი კაციჭამია ნიანგი გუსტავი. თუ ლეგენდებს დაუჯერებთ, ეს ცხოველი გაიზარდა თითქმის 6,5 მეტრამდე და 20 წლის განმავლობაში მოახერხა დაახლოებით 300 ადამიანის გადაყლაპვა ტანგანიკას ტბისა და მიმდებარე მდინარეების სანაპიროებზე. prognozi.ge მოგვითხრობს ნახევრად მითიურ ურჩხულზე და მასზე წარუმატებელი ნადირობის ისტორიას. ითვლება, რომ გუსტავეს პირველი მსხვერპლი გამოჩნდა გასული საუკუნის 70-იან წლებში ბურუნდში ამბობენ, რომ 1970-იან წლებში დაიწყო მდინარის ნაპირებზე ადამიანის ნარჩენების აღმოჩენა. ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაწყვიტა, რომ რეგიონში მანიაკი იყო.…
ცნობილმა ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა დაწერა სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან დამარცხების შემთხვევაში. შოტლანდიელმა ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, გამოაქვეყნა სააგენტო Bloomberg-ში სტატია, სადაც მან წარმოადგინა რამდენიმე საშინელი სცენარი იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდა ამერიკის ხელისუფლება, თუ უკრაინა, ისრაელი ან ტაივანი წააგებდნენ ომს თავის ოპონენტებთან. ის ასევე აკეთებს პროგნოზს იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცევიან ამერიკელები, თუ ისინი წააგებენ დიდ ომს, მაგალითად, ჩინეთთან. მწერლებსა და კინორეჟისორებს დიდი ხანია აქვთ დიდი კონფლიქტების ალტერნატიული ისტორიები, რომლებიც გაფრთხილებად უნდა იქცეს თვითკმაყოფილი ამერიკელებისთვის, წერს ფერგიუსონი თავის სტატიაში –…
მაშ ასე, ერთ ერთი, განთქმული, ამერიკელი ფსიქოლოგი ბენარდ სკინერი ცნობილია მისი ეგრეთ წოდებული “სკინერის ყუთით”, რომელიც გახლდათ ექსპერიმენტი ცხოველთა ქცევა-მოქმედებაზე. ეს ყველაფერი მიმდინარეობდა, შემდეგი სქემით: სკინერი თაგვს ან სხვა ცხოველს ჩასვამდა ყუთში, რომელსაც გააჩნდა სხვადასხვა მექანიზმი, ბერკეტი თუ ნათურა. ყუთი მოწყობილი იყო ისეთნაირად, რომ თუ თაგვი ბერკეტს გადასწევდა ან გარკვეულ დროს გარკვეულ მოქმედებას განახორციელებდა, შედეგად მიიღებდა ყველს ან თუნდაც ელექტრული შოკს. ექსპერიმენტები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და წლების მანძილზე გრძელდებოდა. საბოლოოდ სკინერის ყუთის იდეა ის გახლდათ, რომ შეგეძლოთ დაგეტოვებინათ ცხოველი ( ამ შემთხვევაში თაგვი) ყუთში ყოველგვარი გაწვრთვნის გარეშე და დაბრუნების შემდეგ აღმოაჩენდით,…
უკრაინაში კრემლის დამღუპველმა დანაკარგებმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის შეუქცევადი ჩამოშლა. დრესდღეობით სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინა აპირებს ამ ომის მოგებას და რომ კრემლი დგას ისტორიული კრიზისის წინაშე. არის რეალური ალბათობა, იმისა რომ ვლადიმერ პუტინის გამოვლენილი სისუსტეები იმდენად მძიმე აღმოჩნდეს, რომ ჩვენ გველოდება დასასრულის დასაწყისი – და არა მხოლოდ მისი, პუტინის რეჟიმის, არამედ თავად რუსეთის ფედერაციის. რუსეთის ფედერაცია ეს არის უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავს 120-ზე მეტ ეთნიკურ ჯგუფს, დგას მერყევ საფუძველზე და ჰემინგუეის ცნობილი ციტატის მსგავსად, მისი დაშლა შეიძლება თავიდან იყოს ეტაპობრივი, მაგრამ შეიძლება სწრაფად იქცეს მოულოდნელ, ძალადობრივ…
მატარებლის პირველი ძარცვები განხორციელდან მისი გამოგონებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ. შემდგომში ეს კრიმინალური ქმედებები ლეგენდარულნი გახდნენ სათავგადასავლო რომანებისა და ჰოლივუდის ვესტერნების წყალობით. ეს რომანები და ფილმები ასახავენ მატარებლების ძარცვის ისტორიებს ჯესი ჯეიმსიდან და ბუჩ კესიდიდან დაწყებული ინდოელი პოლიტიკური დისიდენტების ბანდამდე. იმისდა მიუხედავად, რომ ჯესი ჯეიმსი ცნობილი გახდა, როგორც პირველი კრიმინალი, ვინც მატარებლის ძარცვა ჩაიდინა, მატარებლის პირველი გაძარცვა სინამდვილეში მოხდა – 1870 წლის 5 ნოემბერს, ნევადის შტატის ქალაქ რენოს დასავლეთით, ცენტრალური წყნარი ოკეანის რკინიგზის სამგზავრო მატარებელი გაძარცვა დამნასავეთა ჯგუფმა. რომელთაც 60 000 დოლარის ოქრო გაიტაცეს. ნაძარცვის საერთო წონა იყო 150 ფუნტზე მეტი…
არსებობდა საფრანგეთში, 185 წლის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული „ჰუმანურად სიკვდილით დასჯის დროებითი ინსტრუმენტი“ , რომელმაც წაიღო მეფესა და დედოფლის, რევოლუციონერების, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელის, ასევე ათასობით წარმოსახვით და რეალურ კრიმინალის…სიცოცხლე. უნდა აღინიშნოს რომ, კაცობრიობის ჰუმანისტური იდეები ადამიანური ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეპოქაში ერთმანეთისგან სერიოზულად განსხვავდებოდნენ. ახლა საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ისეთი „სიკვდილის მანქანა“, როგორიცაა გილიოტინა, წარმოიშვა ერთ ერთი ასეთი ყველაზე ჰუმანური მოსაზრებებიდან. გილიოტინის „მამად“ ფრანგი ექიმი ჟოზეფ გილიოტინი ითვლება. ფაქტობრივად, სიკვდილით დასჯის ახალ ფორმას ეწოდა მისი სახელი. მაგრამ იმავდროულად, ანატომიის პროფესორს და რევოლუციური დამფუძნებელი კრების დეპუტატს, დოქტორ გილიოტინს, მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს გილიოტინასთან.…
ამერიკული სტოუნჰენჯი. – ამერიკის შეერთებულ შტატებში ვანდალებმა ააფეთქეს Georgia Guidestones, გრანიტის ძეგლი მცნებებით რვა ენაზე. 7 ივლისის ღამეს, დაუდგენელმა პირების მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა დააზიანეს გრანიტის ძეგლი, რომელიც ცნობილია როგორც Georgia Guidestones. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი არქირექტურული ძეგლი ამერიკაში: დანამდვილებით არავინ იცის, ვინ შეუკვეთა მისი მშენებლობა. იგი, აიგო 40 წელზე მეტი ხნის წინ, შედგებოდა ექვსი სვეტისგან, რომლებზეც ამოტვიფრული იყო 10 ფილოსოფიური მცნება. Georgia Guidestones იყო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ღირშესანიშნაობა, და მასთან მრავალი შეთქმულების თეორიაა დაკავშირებული. აფეთქების შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით, გადაწყვიტა ძეგლის დარჩენილი ნაწილების დემონტაჟი, რომლის შემქმნელის ზუსტი…









