Press "Enter" to skip to content

ჯონ მირშაიმერის დოქტრინა

ანუ ეგრეთ წოდებული ოფშორული რეგულირების კონცეფცია.

ამ კონცეფციის თანახმად: აშშ-ს მსოფლიოში სამი ინტერესის ზონა აქვს: ეს არის ევროპა, სპარსეთის ყურის ზონა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი. ერთი მხრივ, არც ერთ, ამ წერტილში ამერიკას არ სურს ომში ჩართულობა, მაგრამ მეორე მხრივ, ის არ არის დაინტერესებული ახალი ჰეგემონისტური ძალების ჩამოყალიბებაშიც.

მირშაიმერი მიმართავს დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას პირველი მსოფლიო ომის წინ, ანუ XIX საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც დიდი ბრიტანეთი ხელს უწყობდა ბალანსის შენარჩუნებას ოთხი დიდი სახელმწიფოს შორის ევროპაში და ამ გზით უზრუნველყოფდა საკუთარ ჰეგემონიას. ანუ ის აკონტროლებდა იმას, რომ ქვეყნები ერთმანეთის მიმართ ბალანსირებული ყოფილიყვნენ და შედეგად არ გაჩენილიყო ახალი ლიდერი. ახლა, მირშაიმერის აზრით, ასეთი ლიდერი გახდა ჩინეთი, რომელსაც სხვა ქვეყნები უნდა აბალანსებდნენ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთია. რადგან, როგორც მირშაიმერსს მიაჩნია, კონტინენტურ ბალანსირებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. რადგან რუსეთსა და ჩინეთს შორის გრძელი სახმელეთო საზღვარი არსებობს, სწორედ კონტინენტური ბალანსირებისათვის, როგორც ამას მირშაიმერი უწოდებს, საჭიროა მოსკოვის მონაწილეობა. შესაბამისად, არ არის საჭირო რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა უკრაინის გამო და არ არის საჭირო უკრაინის NATO-ში გაწევრიანების დაშვება.

მირშაიმერის დოქტრინაში კიდევ ერთი საკითხი ისაა, რომ ამერიკა უნდა გავიდეს ევროპიდან. ახლა ევროპას აქვს ძალა იმისათვის, რომ რუსეთი თვითონ დაბალანსოს, სიტუაცია უკვე არ არის ისეთი, როგორიც 1945 წელს იყო, როდესაც აშშ ევროპაში შეიჭრა. ახლა რუსეთს არ აქვს ისეთი გამარჯვებული ძლიერი არმია, როგორიც სტალინის დროს იყო, რომ მან დაიპყროს მთელი ევროპული კონტინენტი – პოტენციალების, მოსახლეობის, ეკონომიკისა და შეიარაღების პარიტეტი აშკარად ევროპის მხარესაა. შესაბამისად, ამერიკამ არ უნდა გააღიზიანოს რუსეთი, არამედ უმჯობესია გავიდეს ევროპიდან, დატოვოს სამმხრივი ბალანსი, სადაც ევროპა რუსეთს აბალანსებს, ხოლო რუსეთი მონაწილეობს ჩინეთის ბალანსირებაში.

თუ დავაკვირდებით იმას, რასაც ტრამპი აკეთებს, ვიხილავთ, რომ ის პრაქტიკულად მიდის მირშაიმერის გეგმით. და აშკარაა, რომ ეს, ერთი მხრივ, იწვევს ამერიკის ურთიერთობების გაუარესებას ევროპასთან, ხოლო მეორე მხრივ – ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან.

დასკვნა: ისეთ დიდ ქვეყნებს როგორიც არიან ამერიკის შეერთებილი შტატები, ინგლისი, რუსეთი, აქვთ პატარა ქვეყნებთან ურთიერთობის თითქმის 300 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება (სიტყვა გამოცდილება შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სიტყვით კოლონიალიზმი) და რა გვაქვს საბოოლო ჯამში? წააქეზეს მურია შეაჭამეს მგელს?

ან კიდევ კახურად, სსრკს დროინდელი:

საცოდავო ალიენდე,

კომუნისტებს როგორ ენდე?

ენდე?

ეეენდე!

More from UncategorizedMore posts in Uncategorized »