უკრაინაში კრემლის დამღუპველმა დანაკარგებმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის შეუქცევადი ჩამოშლა.
დრესდღეობით სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინა აპირებს ამ ომის მოგებას და რომ კრემლი დგას ისტორიული კრიზისის წინაშე. არის რეალური ალბათობა, იმისა რომ ვლადიმერ პუტინის გამოვლენილი სისუსტეები იმდენად მძიმე აღმოჩნდეს, რომ ჩვენ გველოდება დასასრულის დასაწყისი – და არა მხოლოდ მისი, პუტინის რეჟიმის, არამედ თავად რუსეთის ფედერაციის.
რუსეთის ფედერაცია ეს არის უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავს 120-ზე მეტ ეთნიკურ ჯგუფს, დგას მერყევ საფუძველზე და ჰემინგუეის ცნობილი ციტატის მსგავსად, მისი დაშლა შეიძლება თავიდან იყოს ეტაპობრივი, მაგრამ შეიძლება სწრაფად იქცეს მოულოდნელ, ძალადობრივ და უკონტროლო მოვლენად. თუ ჩვენ ვერ მოვამზადებით ამ შესაძლებლობისთვის ისე, როგორც ვერ მოვემზადეთ საბჭოთა კავშირის დაშლისთვის, ამან შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი არასტაბილურობა მსოფლიო გეოპოლიტიკაში.
არსებობს მინიმუმ სამ ფაქტორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის დაშლა. პირველი – ეს არის რუსული არმიის მიმართ შიდა ნდობის რღვევა, რომელიც ტრადიციულად კრემლის ლეგიტიმურობის საფუძველს წარმოადგენს. რუსული არმიის დამცირება უკრაინაში ახლა თითქმის დასრულებულია, ამაყი შავი ზღვის ფლოტი კვლავ იმალება ყირიმის უკან და ძალიან შეშინებულია იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც საზღვაო ფლოტიც კი არ ჰყავს.
ასევე რუსი მამაკაცები ოდესღაც სამხედროების ანაზღაურების შეთავაზებით მოხიბლულნი, ამჟამად მასობრივად გაურბიან სამხედრო რეკრუტირებას, იციან რა თუ რა ბედი ელოდებათ მათ უკრაინის ბრძოლის ველზე. ამ სიტუაციამ გააძლიერა ფედერაციის კიდეებზე მდებარე ჩეჩნეთიდან და სხვა პატარა ერებიდან ეთნიკური უმცირესობების არაპროპორციული დაქირავება და მათი გამოყენება საზარბაზნე ხორცად. და რა იქნება თუ ზოგიერთი ჩეჩენი მებრძოლი გადაწყვეტს მორიგი დამოუკიდებლობის ომის დაწყებას, სად იპოვის პუტინი სამხედრო რესურსებს მათთან საბრძოლველად ახლა, როცა მან ამდენი ჯარისკაცი შეაწყვიტა უკრაინას? მას უდავოდ ეცოდინება, რომ თუ, ასეთ ომს ჩეჩნეთი სწრაფად და გადამწყვეტად მოიგებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი აჯანყებების ტალღა მთელ ფედერაციაში.
მეორე, – რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი ძალიან დამანგრეველი იყო 144 მილიონი მოსახლეობის ქვეყნისთვის. ასევე სახეზეა რუსეთის მიერ ენერგეტიკული ბაზრების დაკარგვა. ევროპის მთავრობები იმის მოწმენი, თუ რამდენად ადვილად შეიძლება Nord Stream 1-ს გამორთვა, უკვე ახორციელებენ გრძელვადიან ინვესტიციებს შიდა ენერგომომარაგებაში.
რუსეთი ასევე ახორციელებდა იარაღის ექსპორტს, მაგრამ რომელი ქვეყანა იქნება დაინტერესებული ახლა მისი აღჭურვილობისა თუ იარაღის შეძენით? ასეთი ეკონომიკური კრიზისი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს იმ იმედით, რომ რუსეთის ბიზნესი ერთ დღეს ისევ აღორძინდება – მაგრამ რუსეთშიც კი სტოიციზმს აქვს თავისი საზღვრები.
მესამე – ეს არის რუსეთის მოსახლეობის სიმცირე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია გაერთიანებული სამეფოს 70-ჯერ აღემატება ხმელეთის ფართობით, რუსეთს მხოლოდ ორჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს მასთან შედარებით. დასავლური სანქციები მოსკოვის ელიტას აიძულებს უფრო რთულ ეკონომიკურ ურთიერთობას. ელიტა აუცილებლად გადაარჩენს დედაქალაქის საშუალო ფენას, მაგრამ სხვა დანარენი მოსახლეობის საზიანოდ.
მოდით ეხლა დავსვათ უფრო რთული კითხვები. მაგალითად:
როგორ განვითარდება ქვეყანაში, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღის მნიშვნელოვანი მარაგი ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი?
ვინ დაუფლება ბირთვულ იარაღს?
როგორ ავიცილოთ თავიდან ბირთვული იარაღის და ბოევიკების გაჟონვა სხვა ქვეყნებში?
გარდაუვალია დიდი შიდა კონფლიქტი თუ შეიძლება კოლაფსი პოლიტიკურ კონტექსტში იყოს შეკავებული?
ერთად, ეს დილემები ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის დასავლეთს. არასწორად მიღებული გადაწყვეტილებებით დასავლეთი შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. თავიცუფალი სამყაროს წარუმატებლობამ რომელიც არ იყო მზად საბჭოთა კავშირის კოლაფსისთვის დაახლოებით 30 წლის წინ, და შიდა არეულობამ, რომელიც მოჰყვა მის შემდგომ შედეგებს, პუტინის პრეზიდენტობამდე მიგვიყვანა. ამგვარად დღესღეობით დასავლეთი უკვე ვერ გარისკავს რომ რუსეთის დაშლას, მოუმზადებელი შეხვდეს.
P.S. პუტინი ვერ შეძლებს სპეცოპერაცია ჩაანაცვლოს ომის გამოცხადებით და ამის საფუძველზე მასობრივი მობილიზაცია დაიწყოს. სპეცოპერაცია შეიძლება ჩატარდეს წარმატებულად ან არა, მაგრამ ომი თუ წააგე ქვეყანას კარგავ.
საბჭოთა კავშირმა წააგო ცივი ომი და დაიშალა, აღარ არსებობს.