“ფაშისტისათვის ყველაფერი მთავრდება სახელმწიფოს შიგნით და არ არსებობს არაფერი ამქვეყნიური ან სულიერი სახელმწიფოს გარეთ. მის გარეშე ყველაფერს ნაკლები ფასეულობა აქვს. ამ აზრით, ფაშიზმი ტოტალიტარულია და ფაშისტური სახელმწიფო ავითარებს და ამრავლებს ადამიანთა მთელ ცხოვრებას, როგორც თითოეული ფასეულობის სინთეზს და ერთიანობას”. ბენიტო მუსოლინი.
ძალიან ხშირად, დიქტატორული რეჟიმები მყარდება ომის, რევოლუციის ან მმართველობის სხვადასხვა ფორმის კოლაფსის შემდეგ. ნაპოლეონ ბონაპარტეს იმპერია აღმოცენდა საფრანგეთში რევოლუციის და კონფლიქტების შემდეგ. კომუნისტური დიქტატურა საბჭოთა კავშირში გაჩნდა რევოლუციის შედეგად, რომელმაც იფეთქა რუსეთში პირველი მსოფლიო ომის დროს. მან შეცვალა რომანოვების ფაშისტურმა დიქტატურამ შეცვალამ მართველობის დემოკრატიული სისტემა გერმანიაში 1930-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს. ფიდელ კასტრო მეთაურობდა რევოლუციურ არმიას, რომელმაც შეცვალა არაპოპულარული დიქტატურა კუბაში. ამ და სხვა შემთხვევებში ახალი რეჟიმი ცვლიდა კორუმპირებულ ან დაცემის პირას მყოფ რეჟიმს ქვეყანაში დიდი რყევების და უბედურების დროს. შედეგად, ახალი დიქტატორული რეჟიმი ხშირად იწყებს ხოლმე „მოღვაწეობას“ მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის ზოგიერთი ფენის მხრიდან მაინც. წარმატებული დიქტატორი აფართოებს და განამტკიცებს თავის თავდაპირველმ ხარდაჭერას. ლოიალურობის მისაღწევად ზოგიერთთებისთვის გამოიყენება დაჯილდოება, სხვათა(შესაძლო) არალოიალურობის კონტროლისათვის გამოიყენება რეპრესიები. თუ იმ მოძრაობას, რომელმაც დიქტატურის დამყარება გამოიწვია, ჰქონდა იდეოლოგია, დიქტატორს შეუძლია მისი გამოყენება ლოიალურობის გასაძლიერებლად. რევოლუციურ ბრძოლაში (ისევე, როგორც ნებისმიერ შეჯიბრებაში) გამარჯვებულნი, როგორც წესი, აღვსილნი არიან აღტაცებით და ენთუზიაზმით. გამარჯვებით წარმოშობილ ამ ენთუზიაზმს შეუძლია უზრუნველყოს ენერგია, რომელიც აუცილებელია მრავალი ინსტიტუტის შექმნისთვის, რაც საჭიროა გრძელვადიან პერიოდში დიქტატურის შესანარჩუნებლად. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ენთუზიაზმი ქრება და დიქტატურა ეცემა. დიქტატორული სისტემის დაცემის და შემდგომი კოლაფსის ყველაზე აშკარა მაგალითი იყო კომუნისტური რეჟიმის კოლაფსი საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში.
დიქტატურის დროს მოქალაქეებს აქვთ სხვადასხვა სარგებლიანობა და დანაკარგები სახელმწიფო პოლიტიკისგან ისევე, როგორც ეს ხდება დემოკრატიის დროს. თავისი მიზნების მისაღწევად დიქტატორმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის მისი ჭეშმარიტი მომხრე და ვინ-მტერი, ვინ დააჯილდოვოს და ვინ-დასაჯოს. დემოკრატიაში ეს ინფორმაცია აბსოლუტურად ხელმისაწვდომია. ინტერესთა ჯგუფები პარტიას სთავაზობენ ხილულ მხარდაჭერას ხმების და საარჩევნო კამპანიაში საკუთარი წვლილის სახით, ხოლო პოლიტიკოსს შეუძლია სრულიად ადვილად განსაზღვროს, რომელი ჯგუფები არიან მის მიმართ ლოიალურნი და იმსახურებენ წახალისებას. დიქტატურის დროს მთავრობის მხარდაჭერა გაცილებით უფრო პასიურია. ის იღებს აქტიურო პოზიციაში (ან რევოლუციაში) არ მონაწილეობის, დიქტატორის პოლიტიკის არა საბოტირების და ა.შ. ფორმას. ყველა ჯგუფს აქვს დიქტატორის იძულებითი მხარდაჭერის სტიმული მაშინაც კი, თუ ისინი აქტიურად მუშაობენ მის წინააღმდეგ. დიქტატორი ეჯახება ამოცანას – დაადგინოს, რომელი ჯგუფები უჭერენ მხარს ნამდვილად და რომლები-მხოლოდ თვალთმაქცობენ ან (აქტიურად თუ პასიურად) მის დამხობას ფიქრობენ. ჭეშმარიტი განზრახვების დაფარვის სტიმული სულ უფრო ძლიერდება რეპრესიების გაძლიერებასა და დიქტატორის მიერ აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების სურვილთან ერთად. თითოეული მოქალაქე დიქტატორის შესახებ აზრის ღიად გამოხატვისას ფიქრობს, ხომ არ შეუქმნის მისი შეხედულებები არა მარტო დაბრკოლებას კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, არამედ რეპრესიის ობიექტადაც აქცევს? ამგვარად, დიქტატურის დროს, რაციონალური მოქალაქისგან თავისი ჭეშმარიტი დამოკიდებულების დაფარვას უნდა ველოდოთ. ეს სამართლიანია როგორც საშუალო ადამიანისათვის, ასევე დიქტატორის უახლოესი და გავლენიანი მრჩევლებისთვის. ამის შედეგად წარმოიშობა დიქტატორის დილემა. რაც უფრო აბსოლუტურია მისი ძალაუფლება და სასტიკია მის მიერ გატარებული რეპრესიები ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მით უფრო მწირია მისი ინფორმაციის წყაროები იმის შესახებ, როგორ განახორციელოს ძალაუფლება უფრო ეფექტურად. პარადოქსულია, მაგრამ დიქტატორის ნამდვილი ძალაუფლება, რომელიც შიშს და რეპრესიებს იყენებს თავისი სტატუსის შენარჩუნებისთვის, სინამდვილეში შეიძლება შემცირდეს ამ სტრატეგიების სულ უფრო ხშირად გამოყენებასთან ერთად. თავისი რეჟიმის მხარდაჭერის განმტკიცებისთვის დიქტატორს სჭირდება სანდო სიგნალები იმათზე, ვისი ლოიალურობის მოპოვებასაც ის ცდილობს. მათ, ვინც ეძიებს სარგებელს ან სხვა ჯილდოს დიქტატორისგან, ესაჭიროება სიგნალები საკუთარი მზადყოფნის შესახებ – ჯილდო გაცვალოს ლოიალურობაზე.
ზოგადად, დიქტატორს სასიცოცხლოდ ესაჭიროება კრიტერიუმები, რათა განსაზღვროს, თუ ვინ დააჯილდოვოს და ვინ-არა, აგრეთვე-ვინ უნდა დასაჯოს.