შედეგი შეიძლება იყოს ისეთივე ტექნოგენური კატასტროფა, რომელიც მოხდა ამერიკის საზღვაო, საპორტო ქალაქ ტეკსას-სიტი ნავსადგურში 1947 წლის 16 აპრილს. ამ ტრაგედიის შედგად დაიღუპა 581 ადამიანი 5000 დაიჭრა. შემდგომში დაღუპულ დასახიჩრებულების რაოდენობა გაიზარდა, ქალაქში გავრცელებული ხანძრისა და გავრცელებული ხანძრის მიერ ქალაქის პორტში მყოფი კიდევ ორი გემის აფეთქების შედეგად, რომლებზედაც ანალოგიური ტვირთი იმყოფებოდა და საბოლოოდ დაღუპულების რაოდენობამ 1500 მიაღწია ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა.
ტრაგედიის შედეგად ქალაქის ნაწილი და პორტი მთლიანად მიწასთან იქნა გასწორებული. დაიწვა 1100 ავრტომობილი და 362 სარკინიგზო სატვირთო ვაგონი. ზარალმა შეადგინა იმ დროისთვის 100 მილიონი ამერიკული დოლარი. განადგურდა ქალაქში არსებული სამრეწველო საწარმოების სამი მეოთხედი.
კატასტროფის დღეს ნავსადგურში იმყოფებოდა საფრანგეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი “გრაკან” მიწერილი მარსელის პორტზე. გემი აგებული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1942 წელს და მისი სიგრძე შეადგენდა 135 მეტრს სიგანე 17 მერტს, შეეძლო 7176 ტონა ტვირთის გადაზიდვა. კაპიტანი შარლ დე გიიბონ.
16 აპრილისთვის ის უკვე 4 დღის განმავლობაში იტვირთებოდა ამონიუმის ნიტრატით. უკვე დატვირთული 2100 ტონა ტვირთი დაფასოებული იყო 100 კილოგრამიან ქაღალდის ტომრებში. დილის 8 საათისთვის ეკიპაჟის მიერ შემჩნეული იქნა გემის სატვირთო ტრიუმიდან ამომავალი კვამლი. სოდა-მჟავის ცეცხლმაქრებით ხანძრის კერის ჩაქრობის მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. კაპიტნის თანაშემწემ, რომელიც ხელმძღვანელობდა ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებს, ბრძანება გასცა არ გამოეყენებინათ გემზე არსებული წყლით მომუშავე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, (რათა წყალს ტვირთი არ გაეფუჭებინა) გადაეკეტათ მჭიდროდ ტრიუმის ლუკები და ამასთან ერთად მიეშვათ ტრიუმში მაღალი წნევით ორთქლი. 8საათსა და 20 წუთზე ტრიუმის ლუკები ამოგლეჯილი იქნა ტრიუმში გაზრდილი მომატებული წნევის გამო. გემბანზე ღია ცეცხლმა იწყო გავრცელება. გემის მთელი ეკიპაჟი კაპიტნის გარდა ნაპირზე გადავიდა. ცეცხლის ჩაქრობას შეუდგა იმ მომენტში ქალაქში არსებული 50 მეხანძრიდან 27. სეირის საყურებლად ნავსადგურში შეიკრიბა უზარმაზარი ბრბო და 9 საათსა და 12 წუთზე ცეცსლმოკიდებული ხომალდი აფეთქდა.
იქ, სადაც გემის იმყოფებოდა წყალი ისეთი სისწრაფით აორთქლდა რომ ნავსადგურის ფსკერი გაშიშვლდა. გემის ნამსხვრევები გაიფანტა 5 კილომეტრის რადიუსში, აფეთქების ტალღამ ასევე გამოიწვია ორი თვითმფრინავის კატასტროფა, რომლების იმ მომენტში ქალაქ ტეკსას-სიტის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ.
ტეკსას-სიტი ეს იყო “ქიმიის ქალაქი” უამრავი ქიმიური საწარმოთი და საწყობით. ყველაფერი ეს ცეცხლმა მოიცვა. დაიღუპა ქიმიურ კომბინატ “მონსანტოს” 154 თანამშრომელი იქ მომუშავე 450 ადამიანიდან. სიტუაცია იმით იყო დამძიმებული რომ აფეთქების შედეგად უმალვე დაიღუპა ქალაქის მეხანძრეების დიდი ნაწილი, ეს ისინი ვინც ხომალდზე ხანძარს ებრძოდნენ.
იმავე ღამით, დაახლოებით 01საათზე და 10 წუთზე გემ “გრაკან”-ის აფეთქების გამო გაჩენილი ხანძრის გამო უკვე აფეთქდა კიდევ 2 გემი რომლებზეც იმყოფებოდა იგივე ამონიუმის ნიტრატის და გოგირდის ტვირთი.
ამან გამოიწვია კიდევ დამატებითი ხანძრის კერების გაჩენა. მეხანძრეების ნაკლებობის გამო, ხანძრის ჩაქრობას შეეცადა ქალაქთან განლაგებული სამხედრო ქვედანაყოფი. მთლიანად ხანძარი ბობოქრობდა 3 დღე ღამის განმავლობაში.
ტრაგედიის გამოსაძიებლად აშშ სენატის მიერ დანიშნულმა კომისიამ დაადგინა კატასტროფის გამომწვევი მიზეზები:
- ამონიუმის ნიტრატის შეფუთვის წესების დარღვევა. იმის მაგივრად რომ ამონიუმის ნიტრატი(გვაჯილა) შეფუთულიყო ჰერმეტიულ ჭურჭლებში, ის შეფუთეს ქაღალდის ტომრებში.
- დატვირთვისას უსაფრთხოების წესების დარღვევა. დატვირთვის ადგილას არ იყო აკრძალული სიგარეტის მოწევა და სავარაუდოდ თავდაპირველად ხანძარი გამოიწვია, რომელიმე მტვირთავის მიერ გადაგდებულმა ჩაუმქრალმა სიგარეტის ნამწვმა.
- პორტის ადმინისტრაციის და სატვირთო გემ “გრაკან”-ის კაპიტნის გულგრილმა დამოკიდებულებამ ამონიუმის ნიტრატის მიმართ, ისინი მას განიხილავდნენ როგორც სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელ სასუქს და არა როგორც საშიშ ფეთქებად ნივთიერებას.
- ადგილობრივმა მეხანძრეებმა არ იცოდნენ აალებული ამონიუმის ნიტრატის ხანძრის ქრობის თავისებურებანი.
აშშ სასამართლოში ამ კატასტროფისგან დაზარალებულებმა შეიტანეს რამდენიმე ასეული საჩივარი, რომლებიც დაკმაყოფილებული იქნა ამერიკის მთავრობის მიერ ფულადი კომპენსაციის სახით 1955 წელს.
დასასრულს, მინდა აღვნიშნო რომ, სავარაუდოდ ბევრი საერთო აქვს ზემოთმოთმოყვანილ და ამჟამად ბეირუთის საზღვაო პორტში მომხდარ ტრაგედიას:
ამონიუმის ნიტრატი + სამსახუროებრივი გულგრილობა