2022 წლის 7 ტოპ BNB ბლოკჩეინ პროექტი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თავისი კრიპტოაქტივების დრამატული ზრდით, BNB Chain – მა (ყოფილი Binance Smart Chain) გაიმყარა თავისი პოზიცია, როგორც მესამე ყველაზე პოპულარულმა DeFi(დეცენტრალიზირებული ფინანსები) ეკოსისტემამ, მას გააჩნია დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები, რომელებიც ინახება მის ყველაზე წარმატებულ DeFi პროტოკოლებში. ნაცვლად Binance Coin-ისა BNB Chain არის Binance Chain-ის და Binance Smart Chain-ის კომბინაცია და ახლა ნიშნავს “Build and Build”32 . BNB Chain ხასიათდება უკიდურესად მაღალი გამტარუნარიანობით, ტრანზაქციის დაბალი საკომისიოებით და ტრანზაქციის დასრულების უმოკლესი დროით, შეასაბამისად BNB Chain ფართოდ განიხილება Ethereum-ის დაბალფასიან ალტერნატივად და ახლა უკვე მის პლატფორმაზე განლაგებულია ათასზე მეტი პროექტი და თოკენი. ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შექმნილ ყველაზე ეფექტურ BNB Chain-ის ტოპ 10 პროექტს.

Binance Coin (BNB)

BNB Chain-ზე ყველაზე პოპულარული აქტივი ეს არის პლატფორმის მშობლიური თოკენი, რომელიც ცნობილია როგორც Binance Coin, ან BNB. BNB Chain-ისა და Ethereum-ის ეკოსისტემებში თოკენს ჰყავს 1,5 მილიონზე მეტი მფლობელი, აქვს გამოყენების მრავალფეროვნება, Binance კრიპტო ბირჟაზე ფასდაკლებების, BNB Chain-ზე ტრანზაქციის დაბალი საკომისიოს, ონლაინ მაღაზიაში გადახდების განხორციელების ჩათვლით და სხვა მრავალი. უფრო მეტიც, Binance Coin იყო 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრიპტოვალუტა, რომლის მფლობელებს მხოლოდ გასულ წელს, მონეტის ღირებულების ზრდის ხარჯზე ჰქონდათ განსაცვიფრებელი 1,280% მოგება.

PancakeSwap

არცერთი ყველაზე პოპულარული BNB Chain პროექტების სია არ იქნება სრულყოფილი PancakeSwap-ზე საუბრის გარეშე. მიუხედავად მისი უცნაური სახელისა, PancakeSwap არის ყველაზე პოპულარული პროექტი BNB Chain-ზე. მას გააჩნია DeFi აპლიკაციების მთელი ნაკრები, მათ შორის დეცენტრალიზებული ბირჟა, მოსავლიანობის ფერმები, პროგნოზირების ბაზრები, NFT მარკეტი და სხვა და სხვა. რაც შეეხება ვაჭრობის მოცულობას: – PancakeSwap-ის დეცენტრლიზირებული ბირჟის ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა შეადგენს ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტს. 4 მილიონზე მეტი ყოველთვიური მომხმარებლის მქონე PancakeSwap-მა მკვეთრად გადააჭარბა მოლოდინს და ის ახლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია BNB Chain-ზე. პლატფორმის მშობლიური აქტივია, თოკენი CAKE.

Chainlink

როგორც Oracle-ის პროვაიდერი, Chainlink საშუალებას აძლევს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პროექტებს მარტივად მოახდინოს მონაცემთა არხების ინტეგრირება ბლოკჩეინის გარე წყაროებიდან , რომელებიც თავისი მხრიდან შეიძლება მოიცავდეს IoT სენსორებს, საფონდო ბაზრებს, ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზებს და სხვა. შემდეგ ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას ეგრეთ წოდებულ “სმარტ კონტრაქტებში”, რაც ხელს უწყობს დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და სერვისების უზარმაზარი სპექტრის გაძლიერებასა და დაცვას, მათ შორის ბირჟებს, ტოკენიზებულ აქციებს და პროგნოზირების ბაზრებს. Chainlink თავდაპირველად ამოქმედდა Ethereum-ის ბლოკჩეინზე, ამჟამად Chainlink ასევე ინტეგრირებულია BNB Chain-თან. მისი ძირითადი აქტივია, თოქენი LINK.

Baby Doge Coin

თუ ჩვენ ვსაუბრობთ Baby Doge Coin-ზე, გაცნობებთ რომ იგი ამჟამად არის ყველაზე პოპულარული “მემ”-კოინი BNB Chain-ზე. Baby Doge Coin პროექტი გაშვებული 2021 წლის ივნისში, დაგეგმილი იყო როგორც პოპულარული Dogecoin-ის გაუმჯობესებული ვერსია. ეს თოქენი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული აქტივია BNB Chain-ზე, 1.3 მილიონზე მეტი მფლობელით. მის პოპულარობას ძლიერი ბიძგი მისცა ასევე ტექნიკური პიონერის და ცნობილი მემ-მონეტების მოყვარულის, ელონ მასკის “ტვიტმა”, თუმცა Baby Doge Coin არის ჰიპერ-დეფლაციური “მემ” მონეტა. პროექტი მხარს უჭერს უპარტონო ძაღლების გადარჩენის საქველმოქმედო ინიციატივებს.

Venus

შექმნილი როგორც დეცენტრალიზებული ფულის ბაზარის და სტაბილკოინის პროტოკოლი, Venus უზრუნველყოფს ღია ბაზარს კრედიტორებისთვის და მსესხებლებისთვის – საშუალებას მომხმარებლებმა მიიღონ პროცენტი თავიანთი BNB ქსელის აქტივებზე. მეორეს მხრივ, მსესხებლებს შეუძლიათ აიღონ სესხი სხვადასხვა აქტივების ფართო სპექტრით, საკმარისი გირაოს მიღებით, ყველა საკრედიტო ჩეკების ან გრძელი დოკუმენტაციის შევსების გარეშე. ის ასევე გვთავაზობს სრულად დეცენტრალიზებულ სტაბილკოინს, რომელიც ცნობილია როგორც VAI.

Swipe

ამ სიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია, იმის გათვალისწინებით, რომ ის მიზნად ისახავს გააუმჯობესოს კრიპტოვალუტების ხარჯვისუნარიანობა და სარგებლიანობა. Swipe პლატფორმა გთავაზობთ კრიპტოსთან დაკავშირებულ მრავალფეროვან სერვისებს, მათ შორის პოპულარულ მრავალ აქტივიან საფულეს და სადებეტო ბარათს. Swipe “დაილისტა” Binance-ზე გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ, რაც ტექნიკური გიგანტი გადავიდა უმრავლესობის მფლობელობიდან კომპანიის ერთპიროვნულ მფლობელობაში, როგორც მისი სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოების გეგმების ნაწილი. პლატფორმის მშობლიური თოკენი, რომელიც ცნობილია როგორც SXP, ცოტა ხნის წინ გახდა მეორე ყველაზე ნახსენები კრიპტოვალუტა Twitter-ზე ბიტკოინის შემდეგ 2021 წლის ნოემბერში და ძირითადად გამოიყენება უფრო მაღალი დონის სადებეტო ბარათებზე წვდომის გასახსნელად გაუმჯობესებული ფუნქციებით – როგორიცაა ქეშბექი და უფასო თანხა.

Tranchess

ეს არის ნაწარმით ვაჭრობის პროტოკოლი და პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალფეროვანი შემოსავლის საშუალებას. პლატფორმა ამჟამად გთავაზობთ სამ ფონდს, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული რისკის პროფილი აქვს. ესენია მაღალი რისკის ზონაში მდებარე ROOK ფონდი, რომელიც ვაჭრობს ეგრეთ წოდებული “ბერკეტის” საშუალებით, რათა მომხმარებლებს მაქსიმალური შემოსავლები მიაწოდოს. საშუალო რისკის ზონაში მდებარე QUEEN ფონდი, რომელიც ძირითადად განკუთვნილია გრძელვადიანი მფლობელებისთვის და უზრუნველყოფს გონივრულ შემოსავალს ზომიერი რისკით და დაბალი რისკის ზონის BISHOP ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე დაბალ შემოსავალს სტაბილკოინებზე, მაგრამ ასევე აქვს ყველაზე ნაკლებად დაკავშირებული რისკი. Tranchess ამოქმედებული იქნა 2021 წლის ივლისში, ღესდღეობით მის პროტოკოლში ჩაკეტილია $800 მილიონი.