იაფი ყველი ?

მაშ ასე,

ერთ ერთი, განთქმული, ამერიკელი ფსიქოლოგი ბენარდ სკინერი ცნობილია მისი ეგრეთ წოდებული “სკინერის ყუთით”, რომელიც გახლდათ ექსპერიმენტი ცხოველთა ქცევა-მოქმედებაზე. ეს ყველაფერი მიმდინარეობდა, შემდეგი სქემით: სკინერი თაგვს ან სხვა ცხოველს ჩასვამდა ყუთში, რომელსაც გააჩნდა სხვადასხვა მექანიზმი, ბერკეტი თუ ნათურა. ყუთი მოწყობილი იყო ისეთნაირად, რომ თუ თაგვი ბერკეტს გადასწევდა ან გარკვეულ დროს გარკვეულ მოქმედებას განახორციელებდა, შედეგად მიიღებდა ყველს ან თუნდაც ელექტრული შოკს. ექსპერიმენტები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და წლების მანძილზე გრძელდებოდა. საბოლოოდ სკინერის ყუთის იდეა ის გახლდათ, რომ შეგეძლოთ დაგეტოვებინათ ცხოველი ( ამ შემთხვევაში თაგვი) ყუთში ყოველგვარი გაწვრთვნის გარეშე და დაბრუნების შემდეგ აღმოაჩენდით, რომ ცხოველს გააჩნია გარკვეული ქცევის მანერა. საქმე იმაშია, რომ თვითონ ყუთი გახლდათ დაპროექტებული ისე, რომ ავტომატურად წვრთვნიდა მასში ჩასმულ ქმნილებას.

ზემოთაღნიშნულ შემთხვევას ფსიქოლოგიაში აქვს შესატყვისი და ჰქვია “მოქმედების ვითარებითი ყუთი”, რომელიც გახლდათ ფრიად საკამათო თემა მეცნიერთა შორის.

თვით სკინერი გახლდათ ფსიქოლოგი, ხოლო მისი განხრა იყო ქცევათმეცნიერება.

ქცევათმეცნიერთა იმ ნაწილს, რომლის წევრი გახლდათ სკინერი სჯეროდათ და სჯერათ, რომ შეუძლებელია დამიანს შეეკითხო მოსაზრება ამა თუ იმ თემაზე, აუცილებელია დააკვირდე მის ქცევას. სწორედ ასე და ამგვარად შეიძლება მეცნიერული გამოკვლევის ჩატარება. მართალია ექსპერიმენტი ცხოველებზე ტარდებოდა, მაგრამ მთავარი დანიშნულება ადამიანები გახლდათ.

სკინერმა ფაქტიურად ამაზე დაწერა წიგნი თავისუფლებისა და ღირსების მიღმა, სადაც ავტორი გვიხსნის მის მსოფმხედველობას. მისი სურვილი გახლდათ, შექმნილიყო ერთგვარი უტოპია სადაც ყველაფერი დაფუძნებული იქნებოდა სტიმულზე და ქცევაზე , რომელიც მსგავსი იქნებოდა მისი სკინერის ყუთისა.

მაგ. ადამიანი წახალისდება “კარგი” ქცევისთვის და დაისჯება პროგრამისტისთვის “არასასურველი” მოქმედებისთვის. სკინერს საბოლოო ჯამში სჯეროდა, რომ ღირსება და თავისუფლება გახლდათ აბსტრაქცია, რთული და არარსებული და მიუღწეველი თანამედროვე საზოგადოებაში. აი მისი აზრით რატომ უნდა მოსულიყო სოც ინჟინერი, რომელისაც უნდა ჩამოეყალიბებინა სოციუმი, სადაც ადამიანი ისე გაიწვრთნებოდა, როგორც “შემქმნელს” სურდა. ეს სკინერს და სხვა ქცევათმეცნირების აზრით ადამიანთა თვისებების არსებობა გახლდათ ფსევდო, არ არსებული და მცდარი.

დაისმის კითხვა, რა კავშირშია სკინერი თანამედროვეობასთან? პასუხი ნათელია, ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სკინერის ყუთის სამყაროში, რომლის აშკარა მაგალითია სოციალური მედია, რომელიც გახლავთ გასაღები სოციალური კონტროლისთვის. ყოველი თითეული სოციალური საიტი, გახლავთ დიდი სკინერის ყუთი. მე არ ვგულისხმობ, რომ პროგრამისტი, სკინერი ად ვიღაც ყოველთვის გეუბნება თუ რა მოიმოქმედო ან იფიქრო, არამედ არსებობს გზა ქცევითი კონტროლისა. მათი წარმოშობიდანავე, რომ დავაკვირდეთ მდგომარეობას ამ საიტების ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლდათ გახსნილობა და თავისუფლება. ყველას სჯეროდათ სიტყვის თავისუფლების არსებობის, მაგრამ რაც დრო გავიდა ეს ასე არ აღმოჩნდა ამ საიტთა შემქმნელები მალევე მიხვდნენ, რომ შეეძლოთ ეთამაშატ სკინერის, სოციალური ინჟინერის როლი. რაც მოხდა ის არის, რომ პატარა ჩამატებით, პატარა წახალისებით მოხდა ამ საიტების მასიურ სკინერის ყუთად გადაქცევა. სადაც შესაძლებელია ადამიანს განუსაზღვრო რა იფიქროს და რა არა.

ასეთი კონტროლის დამყარება ადვილია და ნაკლებად შრომატევადი, უბრალოდ საჭიროა ერთი პატარა წახალისება და იგი თვითრეგულირებადი ხდება და შესაძლებელია ქცევითი უკუკავშირის მიღება, როგორ შენ გინდა.

თავდაპირველად ყველაფერი იწყება აკრძალვებით, ანგარიშის გაუქმებით. მართალია ყველას ვერ გააუქმებ ან გააკონტროლებ, თუმცა ამ დროის წარმოიშობა ერთგვარი ჟრუანტელის ეფექტრი, შიში, რომელიც სხვისთვის მაგალითია. აქ მთავარ როლს თამაშობს ასევე გაუგებარი წელები. მაგალითად იუთუბი, რომ მოვიყვანოთ ამ საიტზე საერთოდ არ არსებობს გარკვეული მოცემული წესები და თუ ანგარიში ან პოსტი გაგიუქმეს უბრალოდ შეგატყობინებენ, რომ შენ დაარღვიე “საზოგადოებრივი” წესები. ადექი და იფიქრე რა იგულისხმება მასში. მაგრამ აქ მთავარია, რომ მეორდება ზემოთ აღნიშნული ჟრუანტელის ეფექტი, რომლის საშუალებით ხდება ინტელექტუალური დაქვეიტება. შენ როგორც პროგრამისტი განუსაზღვრავ ადამიანს რაზე იფიქროს და რაზე არა. ხოლო ისინი ვინც პლატფორმაზე დარჩებიან კი ისე მოიქცევიან როგორც შენ გსურს, შენ გადაწყვიტავ რა იქნება პოპულარული და რა არა ხალხის ქცევითი კონტროლით. მართალია ყველაფერს არ აკონტროლებ, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, მაგრამ არ აკეთებ, შენ მხარეზეა გადამწყვეტი გავლენა და ქცევითი კონტროლი მომხმარებელზე. საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ მომხმარებელს ჰგონია ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს მათი თავისუფალი ნების შედეგია. ისინი გეტყვიან აი ეს არის რაც ვნახე ფეისბუქზე, აი სწორედ ამაზე ფიქრობენ ადამიანები და საზოგადოება, აი ესა და ეს გამოკვლევაა, ესა და ეს სიახლეა. რომ გავიხსეოთ ერთხელ Forbs-ზე დაიდო სტატია სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი პოსებში ორას დოლარს იხდიდა და წამოიწყო ტრენდი. ეს ნათელი მაგალითია თუ როგორაა შესაძლებელი ნებისმიერი რამის პოპულარიზაცია სწორ ხელსაყრელ პირობებში თუ გექნება ცოტა ფული, ან მოტივაცია და დანარჩენი თავისით დაიძვრება, ერთგვარი ზვავი შეიქმნება, რომელიც ბუნებრივია მოქმედებით-ვითარებით გარემოში. ზემოთ აღნიშნული კი ყველა სოციალურ მედიის საიტზე ფიგურირებს.

საბოლოო ჯამში შესაძლებელია ადამიანთა ფიქრების, აზრების გაკონტროლება, თუ დაარეგულირებ შენთვის საჭირო კუთხეს ფორუმს ა.შ.

დღევანდელობაში არსებობს ასეთი იდეოლოგია ლიბერალური “მომვლელობა” რომელიც წინ წამოწიეს რიჩარდ თალერმა და კასს სანშტეინმა (თვით სანშტეინი ობამას ადმინისტრაციაში ინფორმაციის და რეგულირების სამსახურის უფროსი გახლდათ) ეს თვალთახედვა გახლავთ რა დიდი სკინერის ყუთი გლობალური მასშტაბით, მთავარი იდეა მასში გახლავთ ის, რომ ადამიანები შეასრულებენ იმას რაც შენ გსურს თუ დაარწმუნებ, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა, თავისუფალი არჩევანის შედეგია.

ასეთ პირობებში სოციალურმა ინჟინერმა უნდა უბიძგოს და განაშოროს სუბიექტი იმ რაღაცეებისგან, რომელიც ინჟინერს არ სურს. დააპროგრამიროს რაღაც საკითხზე, რომ ეს სასარგებლო არ იქნება. ანდა შეუძლია გახადოს არასასურველი ძნელი, ხოლო სასურველი ადვილი. ამ ყველაფრის შესაძლებელია ადამიანს ის გადაწყვეტილება მიაღებინო, რომელიც გსურს ყოველგვარი დაძალების გარშე.

ბევრი ფიქრობს, რომ ტოტალიტარიზმი არის რეჟიმი, სადაც მთავრობა გეუბნება თუ რა გააკეთო, ასე არსად არ ყოფილა და მომხდარა, სინამდვილეში უფრო მარტივი მეთოდი საზოგადოებრივი კონტროლისა გახლავთ ის, რომ წარუდგინო ადამიანს განსხვავებული არჩევანი გაბუქებულად, რომელიც უბიძგებს იმ გადაწყვეტილებისკენ, რომელიც გსურს რომ მიიღოს. ხოლო როცა სუბიექტი შენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მას ეგონება, რომ ეს მისი არჩევანია. აი ეს გახლავთ ლიბერალური მომვლელობითობა, რომელიც ზუსტად ტოტალიტარიზმის ანალოგია.

ყველაფერი ზემოთხსენებული დაფუძნებულია ფსიქოლოგიური ლიტერატურიდან რომ მოვიყვანოთ ევრისტიკა და წინასწარშეგონებაზე. ეს ფსიქოლოგიური მიდგომაა, რომელიც წამოწიეს ებრაელ-ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ამის ტვირსკიმ და დანიელ კონაგენმა, რომლის მიხედვით ადამიანის გონება და აზროვნება არაეფექტიურია,ჭედავს და “შეკეთებას” საჭიროებს სოც.ინჟინერის მიერ ხოლო ვალდებულებაა ლიბერალი მომვლელობითი მთავრობისთვის, რომ უბიძგონ ხალხს იმ გადაწყვეტილებისკენ, რომელიც მათ სურთ. (მკითხველს ვურჩევდი ამ საკითხში უფრო გასარკვევად გაეცნოს გერდ გიგერენზერს, რომელსაც მოჰყავს არგუმენტი, რომ ეს “არაეფექტიურობა” ილუზიაა, რომელიც მეცნიერთა გაუგებრობის შედეგია ადამიანის დაკვირვებაზე ექსპერიმენტულ გარემოში.) ეს არის მსოფმხედველობა სოც.ინჟინერისა, აკადემიკოსებისა, რომ ადამიანის ფსიქოლოგიას შეკეთება სჭირდება და საჭიროა ვუბიძგოთ, საზოგადოებას თუ რაზე იფიქროს და რა გადაწყვეტილება მიიღოს ზუსტად სოციალური მედიის საშუალებით. მათთვის არ არის საჭირო მასიურად გავაკონტროლოთ ყველაფერი უბრალოდ ამოვიღოთ, დავფაროთ ის რაღაცეები რაც არ გვინდა, რომ ხალხმა იცოდეს და წავახალისოთ ჩვენთვის სასურველი საქციელის გაკეთებაში. ( ამის ექვივალენტი სოციალურ მედიაში გახლავთ გაზიარება, ლაიქი და ა.შ)

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სოციალურ მედიას როცა იყენებენ, საკუთარ პირად უსაფრთხოებაზე ნერვიულობენ ( აქ ზუსტად არ ითარგმნება) მთავარი ისაა, რომ შენი მოქმედება სოციალურ მედიაში იწერება (როგორც ყველას), ხოლო ინფორმაცია კი გამოიყენება ხელოვნური ინტელექტრის შესაქმნელად მონიტორინგისა და ქცევითი კონტროლისთვის, შენი ქცევის კონტროლისთვის სოც მედიაში. ეს სისტემა გახლავთ ქცევითი სისტემა თვითრეგულირებადი, რომელიც პროგრამისტს ექვემდებარება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემქმნელები შენზე შეთქმულნი არიან, მაგრამ ეს მაინც მოხდება იმ ადგილას, რომელიც ასეთი პრინციპით მოქმედებს. ( თუნდაც რომ ფიქრობდნენ რომ კაცობრიობისთვის კარგ საქმეს სჩადიან) სასაცილოა როცა სოც.მედიაზე შეხვდებით მოსაზრებას, “ჩვენ უნდა ვნერვიულობდეთ რადიკალიზაციაზე და ესკალაციაზე”, რეალობაში კი პირიქითაა რადიკალიზაცია ხდება სოც.ქსელის სისტემის შიგნით. ხოლო ყველა დანარჩენი ფიქრობს ნეტავ რა გადარია ეს ხალხიო.

ჩვენ მივდივართ იმ დონემდე, რომ შესაძლებელია ადამიანს დააჯერო რაც გინდა, თუნდაც სისულელე და ისინი იტყვიან, რომ ყველა ასე ფიქრობს, ეს არის ტრენდი და ა.შ.

ეს სოც.საიტები, კომპანიები რომც კარგი ადამიანი ხელმძღვანელობდეს, მაინც გახლავთ სკინერის ყუთი, სოციუმი ისე პროგრამირდება, როგორც თაგვები სკინერის ყუთში, თუ რა მოიმოქმედოს და რა გააკეთოს, თუმცა ადამიანის შემთხვევაში უარესია, რადგან ჩვენ უფრო ჭკვიანების ვართ როცა ვპროგრამირდებით რაღაცისთვის ან რაღაცის წინააღმდეგ ჩვენი გონება ავტომატურად გასამართლებელ საბუთს მოძებნის რამეთუ ადამიანების ძალიან კარგები არიან იმის დაჯერებაში რომ იდეა მათია და არა სხვის მიერ მოწოდებული, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს მათი გადაწყვეტილებაა.