Weather forecast and more http://prognozi.ge ამინდის პროგოზი და არა მარტო Tue, 13 Feb 2024 12:56:44 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=6.4.3 http://prognozi.ge/wp-content/uploads/2020/07/favicon.ico Weather forecast and more http://prognozi.ge 32 32 თუ ფიქრობთ, რომ მესამე მსოფლიო ომი წარმოუდგენელია, წაიკითხეთ ეს! http://prognozi.ge/%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d/ Tue, 13 Feb 2024 09:19:55 +0000 http://prognozi.ge/?p=720 ცნობილმა ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა დაწერა სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან დამარცხების შემთხვევაში. შოტლანდიელმა ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, გამოაქვეყნა სააგენტო Bloomberg-ში  სტატია, სადაც მან წარმოადგინა რამდენიმე საშინელი სცენარი იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდა ამერიკის ხელისუფლება,...

The post თუ ფიქრობთ, რომ მესამე მსოფლიო ომი წარმოუდგენელია, წაიკითხეთ ეს! first appeared on Weather forecast and more.]]>
ცნობილმა ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა დაწერა სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან დამარცხების შემთხვევაში.

შოტლანდიელმა ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, გამოაქვეყნა სააგენტო Bloomberg-ში  სტატია, სადაც მან წარმოადგინა რამდენიმე საშინელი სცენარი იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდა ამერიკის ხელისუფლება, თუ უკრაინა, ისრაელი ან ტაივანი წააგებდნენ ომს თავის ოპონენტებთან. ის ასევე აკეთებს პროგნოზს იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცევიან ამერიკელები, თუ ისინი წააგებენ დიდ ომს, მაგალითად, ჩინეთთან.

მწერლებსა და კინორეჟისორებს დიდი ხანია აქვთ დიდი კონფლიქტების ალტერნატიული ისტორიები, რომლებიც გაფრთხილებად უნდა იქცეს თვითკმაყოფილი ამერიკელებისთვის, წერს ფერგიუსონი თავის სტატიაში – და სვავს კითხვას, წარმოუდგენიათ თუ არა შეერთებული შტატების მოსახლეობას ომში დამარცხება. ბოლოს და ბოლოს, მცირე ომში წაგების შემდეგ, მათ ადვილად შეუძლიათ წარმოიდგინონ, რას გამოიწვევს ამერიკელებში დიდ კონფლიქტში დამარცხება. თუმცა, ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ აშშ-ს მიერ ჯარების დამამცირებელი გაყვანა ავღანეთიდან 2021 წელს სწრაფად გაქრა ამერიკელების ეგრეთ წოდებული კოლექტიური მეხსიერებიდან.

მისი აზრით, განმეორდება იგივე, თუ რუსეთი დაამარცხებს უკრაინის არმიას, რომელსაც დრესდღეობით საბრძოლო მასალის და აღწურვილობის მწვავე დეფიციტს განიცდის. ერთი წლის წინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კიევში ვიზიტისას, განუცხადა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის: „თავისუფლება ფასდაუდებელია, ამიტომ მისთვის ღირს ბრძოლა იმდენი, რამდენიც საჭიროა… და ჩვენ ვიქნებით თქვენთან, სანამ ეს ამ ბრძოლას დასჭირდება“. ფერგიუსონი წერს: როგორც ირკვევა, თურმე ეს ნიშნავს: „სანამ რესპუბლიკელები არ მოხსნიან, ამერიკის მთავრობის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, კევინ მაკკარტის და არ შეწყვეტენ დახმარებას უკრაინისთვის“ (მაკარტიმ თანამდებობა დატოვა(დაატოვებნეს) 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში).

ფერგიუსონს აინტერესებს, რა რეაგირებას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები, თუ, ვთქვათ, 2024 წლის ბოლოს გავრცელდება ცნობები, რომ ირანმა წარმატებით შექმნა ბირთვული იარაღი და ლიბანში მისმა მარიონეტმა ჰეზბოლამ ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა დაიწყო. ფერგიუსონი თვლის, რომ შეერთებული შტატები შეიძლება დაემუქროს ირანს თავისი ბირთვული იარაღის გამოყენებით, ისევე როგორც ის დაემუქრა საბჭოთა კავშირს 1973 წელს, რომელიც ცდილობდა თავისი ძალებით მონაწილეობა მიეღო არაბეთ-ისრაელის ომში. ან, კითხულობს ისტორიკოსი, ვაშინგტონი კიდევ ერთხელ გააფრთხილებს ისრაელს, რომ საკუთარი გადარჩენისთვის ბრძოლის “ესკალაცია” მიუღებელია?

სხვა საკითხია, რამდენ ხანს ემახსოვრებათ ამერიკელებს ტაივანი, თუ ჩინეთის არმია დაბლოკავს კუნძულს და აშშ-ს პრეზიდენტი (გაანალიზებს რა მესამე მსოფლიო ომის დაწყების რისკებს) არ გაუგზავნის ტაივანს თავის სამხედრო გემებს დასახმარებლად? იქნებიან თუ არა ამერიკელები დაინტერესებული ტაივანის დემოკრატიის დასასრულით, ვიდრე გრემის დაჯილდოვებით ან სუპერბოულის მატჩით? სვავს კითხვას ფერგიუსონი.

ისტორიკოსი ნამდვილად იმედოვნებს, რომ არცერთი ამ პირქუში სცენარებიდან არ ახდება. მაგრამ განსაკუთრებით 2021 წელს ქაბულის დაცემის შემდეგ, წერს ფერგიუსონი, მას უჭირს არ იფიქროს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება უსირცხვილოდ დათმოს პოზიციები სამივე შემთხვევაში. ეს აიხსნება იმით, რომ ამერიკელებს, გულის სიღრმეში, არ ჰგონიათ, რომ ისინიც განიცდიან დამარცხებას, მიიჩნევს ისტორიკოსი, რადგან ვიეტნამში, ისევე როგორც ავღანეთში, შედეგები თავის თავზე ადგილობრივმა მოსახლეობამ აიღო. აქედან გამომდინარე, ძნელია იმის მტკიცება, რომ შეერთებულ შტატებისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, თუ ის უკრაინის, ისრაელის ან ტაივანის დამარცხებას დაუშვებს. თუმცა მისი აზრით, შედეგები გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ.

ნილ ფერგიუსონი თავის statiaSi ახსენებს ლენ დეიტონის წიგნს British SS, რომელიც მოგვითხრობს დიდი ბრიტანეთის ალტერნატიულ ისტორიას. 1978 წლის რომანში დეიტონი წერს გამოგონილ მოვლენებზე, რომლებიც მოხდა მას შემდეგ, რაც გერმანია შეიჭრა ინგლისში 1940 წელს, დააპატიმრა მეფე, სიკვდილით დასაჯა უინსტონ ჩერჩილი და ჩამოაყალიბა მარიონეტული მთავრობა. რომანის მთავარი გმირია დეტექტივი დუგლას არჩერი, რომლის სახლიც ლონდონის დაბომბვის დროს დაინგრა. არჩერი ცხოვრობს თავისი პატარა შვილის გულისთვის და იძიებს მკვლელობებს, რადგან ისინი უნდა გამოიძიონ, მაშინაც კი, თუ მას უწევს გამოძიების ანგარიში SS Gruppenführer-ს. რომანი, როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, მკაცრი რეალიზმით არის გამსჭვალული, მკითხველი თითქმის გრძნობს დაბომბილი ლონდონის ჭვარტლისა და სმოგის სუნს.

გარკვეულ გარემოებებში, ამბობს ნილ ფერგიუსონი, წარუმატებლობის წარმოდგენამ შეიძლება შეარყიოს საბრძოლო სული, მაგრამ ამავდროულად ეს გონებას საშუალებას აძლევს მოერგოს იმ ფაქტს, რომ წაგება შეუძლებელია. რუბრიკის ავტორის თქმით, უკრაინელებს დამარცხების წარმოდგენა არ უჭირთ – მათ ნახეს რუსი ჯარისკაცების მიერ ბუჩას ქუჩებში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები. უკრაინელებმა იციან, რა შეუძლია პუტინის კოლონიალურ არმიას. ანალოგიურად, განაგრძობს ფერგიუსონი, ისრაელის მოსახლეობის უმეტესობა აცნობიერებს რომ ჰამასის გამარჯვება მეორე ჰოლოკოსტს გამოიწვევს. ისრაელის მოსახლეობა არასოდეს დაივიწყებს 2023 წლის 7 ოქტომბრს ჰამასის მიერ ჩადენილ მხეცობებს.

მაგრამ ამერიკელები ასე არ ფიქრობენ, აღნიშნავს ისტორიკოსი. ზუსტად 40 წელი გავიდა ფილმ წითელი გარიჟრაჟიდან, ამ ფილმში საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ შეერთებულ შტატებში და პატრიკ სვეიზის პერსონაჟი სკოლის მოსწავლეებს ასწავლის გაანადგურონ რემბოს მსგავსად საბჭოთა დამპყრობლები. ფერგიუსონს ეჭვი ეპარება, რომ ასეთი ფილმის გადაღება ახლა შეიძლებოდა.

ისტორიკოსი თვლის, რომ შეერთებულ შტატებში სტიქიური უბედურების ფილმებს ძალიან განსხვავებულად უყურებან, ვიდრე მაგალითად დიდ ბრიტანეთში. ბრიტანულ სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალში Doctor Who, კატასტროფები რეგულარულად ხვდებ ლონდონში და ყოველი უცხოპლანეტელების თავდასხმა შეიცავს მინიშნებას, ლონდონის დაბომბვაზე 1940-1941 წლებში. მაგრამ როდესაც ამერიკელებმა უყურეს ფილმს Contagion (2011), ცოტამ თუ წარმოიდგინა ნამდვილი პანდემია. როდესაც ამერიკელები ჩართავენ ტელევიზორს, დასძენს ფერგიუსონი, მათ სურთ, რომ დანარჩენი მსოფლიო უკან დარჩეს. დისტოპიურ მომავალზე ფიქრის ნაცვლად, ამერიკელები ირჩევენ ტეილორ სვიფტის კულტში ჩაძირვას.

თავის რუბრიკაში ფერგიუსონი წარმოგიდგენთ ფილმის აღწერას, რომლის გადაღებას, მისი თქმით, არავინ აპირებს: 2024 წელს ჩინეთი ბლოკავს ტაივანს და ტაივანის ხელისუფლება სთხოვს შეერთებულ შტატებს გემების გაგზავნას ბლოკადის მოსახსნელად და ტრანსპორტირების აღდგენისთვის. ამისათვის საჭიროა მინიმუმ ორი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი და მრავალი წყალქვეშა ნავი. ფერგიუსონს მიაჩნია, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, თუნდაც ხვალ: წითელ ზღვაში იმყოფება ერთი ამერიკული ავიამზიდი, კიდევ ორი ​​ფილიპინების სანაპიროსთან და ერთიც იაპონიის წყლებში.

ეს ყველაფერი, განაგრძობს ფერგიუსონი, გამოიწვევს ბაზარზე პანიკას: აქციები დაეცემა 20%-ით, მაგრამ Apple-ის (რომელიც წარმოების უმეტესი ნაწილი ჩინეთშია) და Nvidia-ს (მისი ჩიპების დიდი ნაწილი ტაივანში იწარმოება) აქციების ფასი დაეცემა 50%-ით. საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის წილი გაიზრდება, მაგრამ აშშ-ს რეზიდენტები ბანკებიდან დანაზოგების ამოღებას დაიწყებენ.

სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, წერს ისტორიკოსი თავის ნაშრომში, თუ ჩინეთი დაიწყებს ამერიკულ გემებზე რაკეტებითა და თვითმფრინავებით შეტევას. გარდა ამისა, მისი პროგნოზით, აშშ-ს პრეზიდენტს მოუწევს გადაწყვიტოს, დაუშვას თუ არა იაპონიის მიერ თავდასხმები ჩინურ ბაზებზე (თუ იაპონია შეუერთდება კონფლიქტს). ამ ფონზე, ფერგიუსონი წერს, აშშ-ს სამხედროები პრეზიდენტს აცნობებენ, რომ ერთ კვირაში აშშ -ს ამოეწურება რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიპის იარაღი, მაგალითად, შორ მანძილზე მოქმედი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.

და თუ ეს მოხდება წელს, წერს ისტორიკოსი, მაშინ ყველაფერი მოხდება წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას და დონალდ ტრამპი დაადანაშაულებს ჯო ბაიდენს მორიგი ომს დაწყებაში, ან, პირიქით, სისუსტის გამოვლენაში ტაივანის მხარდაჭერის არარსებობით. და აი ამ დროისთვის კი “ტიკტოკერი”ახალგაზრდა ამერიკელებს “ტიკტოკში” დაარწმუნებენ, რომ ტაივანს ჩინეთთან “გაერთიანება” სჭირდება.

ეს ყველაფერი შეიძლება უცნაურად ან ფანტასტიურად ჩანდეს, აღიარებს ნილ ფერგიუსონი. მაგრამ იგი ამბობს რომ ეს არ არის უფრო უჩვეულო, ვიდრე 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის პერლ ჰარბორზე თავდასხმის შედეგად გამოწვეული თავზარდაცემა. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს ნორმანდიაში ამერიკელების წარმატებულ დესანტირებამდე, ეჭვობდნენ, რომ მოკავშირეები საბოლოოდ მოიგებდნენ ომს.

ყველაზე საინტერესო, განაგრძობს ფერგიუსონი, არის იმის წარმოდგენა, როგორი იქნება ყოველდღიურობა შეერთებულ შტატებში ჩინეთის გამარჯვების შემდეგ. მისი აზრით, თავიდან ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში იქნება, თუ არ მივიღებთ მხედველობაში უამრავ დემობილიზებული ჯარისკაცებისა და მეზღვაურების, მაგრამ თანდათან პეკინი დაიწყებს თავისი ტაივანში ყოფნის შეხსენებას. ავტორის პროგნოზით, თვეებში ამერიკელები დაფიქრდებიან იმაზე, რაც თქვეს ტელეფონზე, წერილებს ან ძველ პუბლიკაციებში – და დაიწყებენ თავიანთი ჩანაწერების წაშლას. ზოგი აირჩევს ჩინეთან თანამშრომლობას, ზოგი არა, მაგრამ უმეტესობა მიიღებს ახალ რეალობას.

ზუსტად ასე აღწერს ლენ დეიტონი ვითარებას წიგნში „ბრიტანული SS“: „1941 წლის სექტემბერში დუგლას არჩერს, ისევე როგორც მისი თანამემამულეების უმეტესობას, ნახევრად დახუჭული ჰქონდათ თვალები“. ფერგიუსონი წერს, მიმართავც ამერიკელებს, ის მოუწოდებს მათ ფართოდ გაახილონ თვალები და მიიღონ დამარცხების სავარაუდო სცენარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ დარჩნენ ნახევრად დახუჭული თვალებით.

The post თუ ფიქრობთ, რომ მესამე მსოფლიო ომი წარმოუდგენელია, წაიკითხეთ ეს! first appeared on Weather forecast and more.]]>
იაფი ყველი ? http://prognozi.ge/%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98/ Mon, 26 Dec 2022 18:29:39 +0000 http://prognozi.ge/?p=695 მაშ ასე, ერთ ერთი, განთქმული, ამერიკელი ფსიქოლოგი ბენარდ სკინერი ცნობილია მისი ეგრეთ წოდებული “სკინერის ყუთით”, რომელიც გახლდათ ექსპერიმენტი ცხოველთა ქცევა-მოქმედებაზე. ეს ყველაფერი მიმდინარეობდა, შემდეგი სქემით: სკინერი თაგვს ან სხვა ცხოველს ჩასვამდა ყუთში, რომელსაც გააჩნდა სხვადასხვა მექანიზმი, ბერკეტი თუ ნათურა. ყუთი მოწყობილი იყო ისეთნაირად,...

The post იაფი ყველი ? first appeared on Weather forecast and more.]]>
მაშ ასე,

ერთ ერთი, განთქმული, ამერიკელი ფსიქოლოგი ბენარდ სკინერი ცნობილია მისი ეგრეთ წოდებული “სკინერის ყუთით”, რომელიც გახლდათ ექსპერიმენტი ცხოველთა ქცევა-მოქმედებაზე. ეს ყველაფერი მიმდინარეობდა, შემდეგი სქემით: სკინერი თაგვს ან სხვა ცხოველს ჩასვამდა ყუთში, რომელსაც გააჩნდა სხვადასხვა მექანიზმი, ბერკეტი თუ ნათურა. ყუთი მოწყობილი იყო ისეთნაირად, რომ თუ თაგვი ბერკეტს გადასწევდა ან გარკვეულ დროს გარკვეულ მოქმედებას განახორციელებდა, შედეგად მიიღებდა ყველს ან თუნდაც ელექტრული შოკს. ექსპერიმენტები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და წლების მანძილზე გრძელდებოდა. საბოლოოდ სკინერის ყუთის იდეა ის გახლდათ, რომ შეგეძლოთ დაგეტოვებინათ ცხოველი ( ამ შემთხვევაში თაგვი) ყუთში ყოველგვარი გაწვრთვნის გარეშე და დაბრუნების შემდეგ აღმოაჩენდით, რომ ცხოველს გააჩნია გარკვეული ქცევის მანერა. საქმე იმაშია, რომ თვითონ ყუთი გახლდათ დაპროექტებული ისე, რომ ავტომატურად წვრთვნიდა მასში ჩასმულ ქმნილებას.

ზემოთაღნიშნულ შემთხვევას ფსიქოლოგიაში აქვს შესატყვისი და ჰქვია “მოქმედების ვითარებითი ყუთი”, რომელიც გახლდათ ფრიად საკამათო თემა მეცნიერთა შორის.

თვით სკინერი გახლდათ ფსიქოლოგი, ხოლო მისი განხრა იყო ქცევათმეცნიერება.

ქცევათმეცნიერთა იმ ნაწილს, რომლის წევრი გახლდათ სკინერი სჯეროდათ და სჯერათ, რომ შეუძლებელია დამიანს შეეკითხო მოსაზრება ამა თუ იმ თემაზე, აუცილებელია დააკვირდე მის ქცევას. სწორედ ასე და ამგვარად შეიძლება მეცნიერული გამოკვლევის ჩატარება. მართალია ექსპერიმენტი ცხოველებზე ტარდებოდა, მაგრამ მთავარი დანიშნულება ადამიანები გახლდათ.

სკინერმა ფაქტიურად ამაზე დაწერა წიგნი თავისუფლებისა და ღირსების მიღმა, სადაც ავტორი გვიხსნის მის მსოფმხედველობას. მისი სურვილი გახლდათ, შექმნილიყო ერთგვარი უტოპია სადაც ყველაფერი დაფუძნებული იქნებოდა სტიმულზე და ქცევაზე , რომელიც მსგავსი იქნებოდა მისი სკინერის ყუთისა.

მაგ. ადამიანი წახალისდება “კარგი” ქცევისთვის და დაისჯება პროგრამისტისთვის “არასასურველი” მოქმედებისთვის. სკინერს საბოლოო ჯამში სჯეროდა, რომ ღირსება და თავისუფლება გახლდათ აბსტრაქცია, რთული და არარსებული და მიუღწეველი თანამედროვე საზოგადოებაში. აი მისი აზრით რატომ უნდა მოსულიყო სოც ინჟინერი, რომელისაც უნდა ჩამოეყალიბებინა სოციუმი, სადაც ადამიანი ისე გაიწვრთნებოდა, როგორც “შემქმნელს” სურდა. ეს სკინერს და სხვა ქცევათმეცნირების აზრით ადამიანთა თვისებების არსებობა გახლდათ ფსევდო, არ არსებული და მცდარი.

დაისმის კითხვა, რა კავშირშია სკინერი თანამედროვეობასთან? პასუხი ნათელია, ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სკინერის ყუთის სამყაროში, რომლის აშკარა მაგალითია სოციალური მედია, რომელიც გახლავთ გასაღები სოციალური კონტროლისთვის. ყოველი თითეული სოციალური საიტი, გახლავთ დიდი სკინერის ყუთი. მე არ ვგულისხმობ, რომ პროგრამისტი, სკინერი ად ვიღაც ყოველთვის გეუბნება თუ რა მოიმოქმედო ან იფიქრო, არამედ არსებობს გზა ქცევითი კონტროლისა. მათი წარმოშობიდანავე, რომ დავაკვირდეთ მდგომარეობას ამ საიტების ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლდათ გახსნილობა და თავისუფლება. ყველას სჯეროდათ სიტყვის თავისუფლების არსებობის, მაგრამ რაც დრო გავიდა ეს ასე არ აღმოჩნდა ამ საიტთა შემქმნელები მალევე მიხვდნენ, რომ შეეძლოთ ეთამაშატ სკინერის, სოციალური ინჟინერის როლი. რაც მოხდა ის არის, რომ პატარა ჩამატებით, პატარა წახალისებით მოხდა ამ საიტების მასიურ სკინერის ყუთად გადაქცევა. სადაც შესაძლებელია ადამიანს განუსაზღვრო რა იფიქროს და რა არა.

ასეთი კონტროლის დამყარება ადვილია და ნაკლებად შრომატევადი, უბრალოდ საჭიროა ერთი პატარა წახალისება და იგი თვითრეგულირებადი ხდება და შესაძლებელია ქცევითი უკუკავშირის მიღება, როგორ შენ გინდა.

თავდაპირველად ყველაფერი იწყება აკრძალვებით, ანგარიშის გაუქმებით. მართალია ყველას ვერ გააუქმებ ან გააკონტროლებ, თუმცა ამ დროის წარმოიშობა ერთგვარი ჟრუანტელის ეფექტრი, შიში, რომელიც სხვისთვის მაგალითია. აქ მთავარ როლს თამაშობს ასევე გაუგებარი წელები. მაგალითად იუთუბი, რომ მოვიყვანოთ ამ საიტზე საერთოდ არ არსებობს გარკვეული მოცემული წესები და თუ ანგარიში ან პოსტი გაგიუქმეს უბრალოდ შეგატყობინებენ, რომ შენ დაარღვიე “საზოგადოებრივი” წესები. ადექი და იფიქრე რა იგულისხმება მასში. მაგრამ აქ მთავარია, რომ მეორდება ზემოთ აღნიშნული ჟრუანტელის ეფექტი, რომლის საშუალებით ხდება ინტელექტუალური დაქვეიტება. შენ როგორც პროგრამისტი განუსაზღვრავ ადამიანს რაზე იფიქროს და რაზე არა. ხოლო ისინი ვინც პლატფორმაზე დარჩებიან კი ისე მოიქცევიან როგორც შენ გსურს, შენ გადაწყვიტავ რა იქნება პოპულარული და რა არა ხალხის ქცევითი კონტროლით. მართალია ყველაფერს არ აკონტროლებ, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, მაგრამ არ აკეთებ, შენ მხარეზეა გადამწყვეტი გავლენა და ქცევითი კონტროლი მომხმარებელზე. საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ მომხმარებელს ჰგონია ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს მათი თავისუფალი ნების შედეგია. ისინი გეტყვიან აი ეს არის რაც ვნახე ფეისბუქზე, აი სწორედ ამაზე ფიქრობენ ადამიანები და საზოგადოება, აი ესა და ეს გამოკვლევაა, ესა და ეს სიახლეა. რომ გავიხსეოთ ერთხელ Forbs-ზე დაიდო სტატია სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი პოსებში ორას დოლარს იხდიდა და წამოიწყო ტრენდი. ეს ნათელი მაგალითია თუ როგორაა შესაძლებელი ნებისმიერი რამის პოპულარიზაცია სწორ ხელსაყრელ პირობებში თუ გექნება ცოტა ფული, ან მოტივაცია და დანარჩენი თავისით დაიძვრება, ერთგვარი ზვავი შეიქმნება, რომელიც ბუნებრივია მოქმედებით-ვითარებით გარემოში. ზემოთ აღნიშნული კი ყველა სოციალურ მედიის საიტზე ფიგურირებს.

საბოლოო ჯამში შესაძლებელია ადამიანთა ფიქრების, აზრების გაკონტროლება, თუ დაარეგულირებ შენთვის საჭირო კუთხეს ფორუმს ა.შ.

დღევანდელობაში არსებობს ასეთი იდეოლოგია ლიბერალური “მომვლელობა” რომელიც წინ წამოწიეს რიჩარდ თალერმა და კასს სანშტეინმა (თვით სანშტეინი ობამას ადმინისტრაციაში ინფორმაციის და რეგულირების სამსახურის უფროსი გახლდათ) ეს თვალთახედვა გახლავთ რა დიდი სკინერის ყუთი გლობალური მასშტაბით, მთავარი იდეა მასში გახლავთ ის, რომ ადამიანები შეასრულებენ იმას რაც შენ გსურს თუ დაარწმუნებ, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა, თავისუფალი არჩევანის შედეგია.

ასეთ პირობებში სოციალურმა ინჟინერმა უნდა უბიძგოს და განაშოროს სუბიექტი იმ რაღაცეებისგან, რომელიც ინჟინერს არ სურს. დააპროგრამიროს რაღაც საკითხზე, რომ ეს სასარგებლო არ იქნება. ანდა შეუძლია გახადოს არასასურველი ძნელი, ხოლო სასურველი ადვილი. ამ ყველაფრის შესაძლებელია ადამიანს ის გადაწყვეტილება მიაღებინო, რომელიც გსურს ყოველგვარი დაძალების გარშე.

ბევრი ფიქრობს, რომ ტოტალიტარიზმი არის რეჟიმი, სადაც მთავრობა გეუბნება თუ რა გააკეთო, ასე არსად არ ყოფილა და მომხდარა, სინამდვილეში უფრო მარტივი მეთოდი საზოგადოებრივი კონტროლისა გახლავთ ის, რომ წარუდგინო ადამიანს განსხვავებული არჩევანი გაბუქებულად, რომელიც უბიძგებს იმ გადაწყვეტილებისკენ, რომელიც გსურს რომ მიიღოს. ხოლო როცა სუბიექტი შენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მას ეგონება, რომ ეს მისი არჩევანია. აი ეს გახლავთ ლიბერალური მომვლელობითობა, რომელიც ზუსტად ტოტალიტარიზმის ანალოგია.

ყველაფერი ზემოთხსენებული დაფუძნებულია ფსიქოლოგიური ლიტერატურიდან რომ მოვიყვანოთ ევრისტიკა და წინასწარშეგონებაზე. ეს ფსიქოლოგიური მიდგომაა, რომელიც წამოწიეს ებრაელ-ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ამის ტვირსკიმ და დანიელ კონაგენმა, რომლის მიხედვით ადამიანის გონება და აზროვნება არაეფექტიურია,ჭედავს და “შეკეთებას” საჭიროებს სოც.ინჟინერის მიერ ხოლო ვალდებულებაა ლიბერალი მომვლელობითი მთავრობისთვის, რომ უბიძგონ ხალხს იმ გადაწყვეტილებისკენ, რომელიც მათ სურთ. (მკითხველს ვურჩევდი ამ საკითხში უფრო გასარკვევად გაეცნოს გერდ გიგერენზერს, რომელსაც მოჰყავს არგუმენტი, რომ ეს “არაეფექტიურობა” ილუზიაა, რომელიც მეცნიერთა გაუგებრობის შედეგია ადამიანის დაკვირვებაზე ექსპერიმენტულ გარემოში.) ეს არის მსოფმხედველობა სოც.ინჟინერისა, აკადემიკოსებისა, რომ ადამიანის ფსიქოლოგიას შეკეთება სჭირდება და საჭიროა ვუბიძგოთ, საზოგადოებას თუ რაზე იფიქროს და რა გადაწყვეტილება მიიღოს ზუსტად სოციალური მედიის საშუალებით. მათთვის არ არის საჭირო მასიურად გავაკონტროლოთ ყველაფერი უბრალოდ ამოვიღოთ, დავფაროთ ის რაღაცეები რაც არ გვინდა, რომ ხალხმა იცოდეს და წავახალისოთ ჩვენთვის სასურველი საქციელის გაკეთებაში. ( ამის ექვივალენტი სოციალურ მედიაში გახლავთ გაზიარება, ლაიქი და ა.შ)

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სოციალურ მედიას როცა იყენებენ, საკუთარ პირად უსაფრთხოებაზე ნერვიულობენ ( აქ ზუსტად არ ითარგმნება) მთავარი ისაა, რომ შენი მოქმედება სოციალურ მედიაში იწერება (როგორც ყველას), ხოლო ინფორმაცია კი გამოიყენება ხელოვნური ინტელექტრის შესაქმნელად მონიტორინგისა და ქცევითი კონტროლისთვის, შენი ქცევის კონტროლისთვის სოც მედიაში. ეს სისტემა გახლავთ ქცევითი სისტემა თვითრეგულირებადი, რომელიც პროგრამისტს ექვემდებარება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემქმნელები შენზე შეთქმულნი არიან, მაგრამ ეს მაინც მოხდება იმ ადგილას, რომელიც ასეთი პრინციპით მოქმედებს. ( თუნდაც რომ ფიქრობდნენ რომ კაცობრიობისთვის კარგ საქმეს სჩადიან) სასაცილოა როცა სოც.მედიაზე შეხვდებით მოსაზრებას, “ჩვენ უნდა ვნერვიულობდეთ რადიკალიზაციაზე და ესკალაციაზე”, რეალობაში კი პირიქითაა რადიკალიზაცია ხდება სოც.ქსელის სისტემის შიგნით. ხოლო ყველა დანარჩენი ფიქრობს ნეტავ რა გადარია ეს ხალხიო.

ჩვენ მივდივართ იმ დონემდე, რომ შესაძლებელია ადამიანს დააჯერო რაც გინდა, თუნდაც სისულელე და ისინი იტყვიან, რომ ყველა ასე ფიქრობს, ეს არის ტრენდი და ა.შ.

ეს სოც.საიტები, კომპანიები რომც კარგი ადამიანი ხელმძღვანელობდეს, მაინც გახლავთ სკინერის ყუთი, სოციუმი ისე პროგრამირდება, როგორც თაგვები სკინერის ყუთში, თუ რა მოიმოქმედოს და რა გააკეთოს, თუმცა ადამიანის შემთხვევაში უარესია, რადგან ჩვენ უფრო ჭკვიანების ვართ როცა ვპროგრამირდებით რაღაცისთვის ან რაღაცის წინააღმდეგ ჩვენი გონება ავტომატურად გასამართლებელ საბუთს მოძებნის რამეთუ ადამიანების ძალიან კარგები არიან იმის დაჯერებაში რომ იდეა მათია და არა სხვის მიერ მოწოდებული, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს მათი გადაწყვეტილებაა.

The post იაფი ყველი ? first appeared on Weather forecast and more.]]>
მოემზადეთ რუსეთის დეზინტეგრაციისთვის ! http://prognozi.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2/ Tue, 20 Sep 2022 06:14:03 +0000 http://prognozi.ge/?p=682 უკრაინაში კრემლის დამღუპველმა დანაკარგებმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის შეუქცევადი ჩამოშლა. დრესდღეობით სულ უფრო და უფრო  ცხადი ხდება, რომ უკრაინა აპირებს ამ ომის მოგებას და რომ კრემლი დგას ისტორიული კრიზისის წინაშე. არის რეალური ალბათობა, იმისა რომ ვლადიმერ პუტინის გამოვლენილი სისუსტეები იმდენად მძიმე აღმოჩნდეს, რომ...

The post მოემზადეთ რუსეთის დეზინტეგრაციისთვის ! first appeared on Weather forecast and more.]]>
უკრაინაში კრემლის დამღუპველმა დანაკარგებმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის შეუქცევადი ჩამოშლა.

დრესდღეობით სულ უფრო და უფრო  ცხადი ხდება, რომ უკრაინა აპირებს ამ ომის მოგებას და რომ კრემლი დგას ისტორიული კრიზისის წინაშე. არის რეალური ალბათობა, იმისა რომ ვლადიმერ პუტინის გამოვლენილი სისუსტეები იმდენად მძიმე აღმოჩნდეს, რომ ჩვენ გველოდება დასასრულის დასაწყისი – და არა მხოლოდ მისი, პუტინის  რეჟიმის, არამედ თავად რუსეთის ფედერაციის.

რუსეთის ფედერაცია ეს არის უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავს 120-ზე მეტ ეთნიკურ ჯგუფს, დგას მერყევ საფუძველზე და ჰემინგუეის ცნობილი ციტატის მსგავსად, მისი დაშლა შეიძლება თავიდან იყოს ეტაპობრივი, მაგრამ შეიძლება სწრაფად იქცეს მოულოდნელ, ძალადობრივ და უკონტროლო მოვლენად. თუ ჩვენ ვერ მოვამზადებით ამ შესაძლებლობისთვის ისე, როგორც ვერ მოვემზადეთ საბჭოთა კავშირის დაშლისთვის, ამან შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი არასტაბილურობა მსოფლიო გეოპოლიტიკაში.

არსებობს  მინიმუმ სამ ფაქტორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის დაშლა. პირველი – ეს არის რუსული არმიის მიმართ შიდა ნდობის რღვევა, რომელიც ტრადიციულად კრემლის ლეგიტიმურობის საფუძველს წარმოადგენს. რუსული არმიის დამცირება უკრაინაში ახლა თითქმის დასრულებულია, ამაყი შავი ზღვის ფლოტი კვლავ იმალება ყირიმის უკან და ძალიან შეშინებულია იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც საზღვაო ფლოტიც კი არ ჰყავს.

ასევე რუსი მამაკაცები ოდესღაც სამხედროების ანაზღაურების შეთავაზებით მოხიბლულნი, ამჟამად მასობრივად გაურბიან სამხედრო რეკრუტირებას, იციან რა თუ რა ბედი ელოდებათ მათ უკრაინის ბრძოლის ველზე. ამ სიტუაციამ გააძლიერა ფედერაციის კიდეებზე მდებარე ჩეჩნეთიდან და სხვა პატარა ერებიდან ეთნიკური უმცირესობების არაპროპორციული დაქირავება და მათი გამოყენება საზარბაზნე ხორცად. და რა იქნება თუ ზოგიერთი ჩეჩენი მებრძოლი  გადაწყვეტს მორიგი დამოუკიდებლობის ომის დაწყებას, სად იპოვის პუტინი სამხედრო რესურსებს მათთან საბრძოლველად ახლა, როცა მან ამდენი ჯარისკაცი შეაწყვიტა უკრაინას? მას უდავოდ ეცოდინება, რომ თუ, ასეთ ომს ჩეჩნეთი სწრაფად და გადამწყვეტად მოიგებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი აჯანყებების ტალღა მთელ ფედერაციაში.

მეორე, – რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი ძალიან დამანგრეველი იყო 144 მილიონი მოსახლეობის ქვეყნისთვის. ასევე სახეზეა რუსეთის მიერ ენერგეტიკული ბაზრების დაკარგვა. ევროპის მთავრობები იმის მოწმენი, თუ რამდენად ადვილად შეიძლება Nord Stream 1-ს გამორთვა, უკვე ახორციელებენ გრძელვადიან ინვესტიციებს შიდა ენერგომომარაგებაში.

რუსეთი ასევე ახორციელებდა იარაღის ექსპორტს, მაგრამ რომელი ქვეყანა იქნება დაინტერესებული ახლა მისი აღჭურვილობისა თუ იარაღის შეძენით? ასეთი ეკონომიკური კრიზისი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს იმ იმედით, რომ რუსეთის ბიზნესი ერთ დღეს ისევ აღორძინდება – მაგრამ რუსეთშიც კი სტოიციზმს აქვს თავისი საზღვრები.

მესამე – ეს არის რუსეთის მოსახლეობის სიმცირე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია გაერთიანებული სამეფოს 70-ჯერ აღემატება ხმელეთის ფართობით, რუსეთს  მხოლოდ ორჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს მასთან შედარებით. დასავლური სანქციები მოსკოვის ელიტას აიძულებს უფრო რთულ ეკონომიკურ ურთიერთობას. ელიტა აუცილებლად გადაარჩენს დედაქალაქის საშუალო ფენას, მაგრამ სხვა დანარენი მოსახლეობის საზიანოდ.

მოდით ეხლა დავსვათ უფრო რთული კითხვები. მაგალითად:

როგორ განვითარდება ქვეყანაში, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღის მნიშვნელოვანი მარაგი ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი?

ვინ დაუფლება ბირთვულ იარაღს?

როგორ ავიცილოთ თავიდან ბირთვული იარაღის და ბოევიკების გაჟონვა სხვა ქვეყნებში?

გარდაუვალია დიდი შიდა კონფლიქტი თუ შეიძლება კოლაფსი პოლიტიკურ კონტექსტში იყოს შეკავებული?

ერთად, ეს დილემები ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის დასავლეთს. არასწორად მიღებული გადაწყვეტილებებით დასავლეთი შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. თავიცუფალი სამყაროს წარუმატებლობამ რომელიც არ იყო მზად  საბჭოთა კავშირის კოლაფსისთვის დაახლოებით 30 წლის წინ, და შიდა არეულობამ, რომელიც მოჰყვა მის შემდგომ შედეგებს, პუტინის პრეზიდენტობამდე მიგვიყვანა. ამგვარად დღესღეობით დასავლეთი უკვე ვერ გარისკავს რომ რუსეთის დაშლას, მოუმზადებელი შეხვდეს.

P.S. პუტინი ვერ შეძლებს სპეცოპერაცია ჩაანაცვლოს ომის გამოცხადებით და ამის საფუძველზე მასობრივი მობილიზაცია დაიწყოს. სპეცოპერაცია შეიძლება ჩატარდეს წარმატებულად ან არა, მაგრამ ომი თუ წააგე ქვეყანას კარგავ.

საბჭოთა კავშირმა წააგო ცივი ომი და დაიშალა, აღარ არსებობს.

The post მოემზადეთ რუსეთის დეზინტეგრაციისთვის ! first appeared on Weather forecast and more.]]>
მატარებლის ძარცვა: 10 ყველაზე გაბედული თავდასხმა http://prognozi.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90-10-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90/ Fri, 19 Aug 2022 10:46:19 +0000 https://prognozi.ge/?p=610 მატარებლის პირველი ძარცვები განხორციელდან მისი გამოგონებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ. შემდგომში ეს კრიმინალური ქმედებები ლეგენდარულნი გახდნენ სათავგადასავლო რომანებისა და ჰოლივუდის ვესტერნების წყალობით. ეს რომანები და ფილმები ასახავენ მატარებლების ძარცვის ისტორიებს ჯესი ჯეიმსიდან და ბუჩ კესიდიდან დაწყებული ინდოელი პოლიტიკური დისიდენტების ბანდამდე. იმისდა მიუხედავად, რომ ჯესი...

The post მატარებლის ძარცვა: 10 ყველაზე გაბედული თავდასხმა first appeared on Weather forecast and more.]]>

მატარებლის პირველი ძარცვები განხორციელდან მისი გამოგონებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ. შემდგომში ეს კრიმინალური ქმედებები ლეგენდარულნი გახდნენ სათავგადასავლო რომანებისა და ჰოლივუდის ვესტერნების წყალობით. ეს რომანები და ფილმები ასახავენ მატარებლების ძარცვის ისტორიებს ჯესი ჯეიმსიდან და ბუჩ კესიდიდან დაწყებული ინდოელი პოლიტიკური დისიდენტების ბანდამდე.

იმისდა მიუხედავად, რომ ჯესი ჯეიმსი ცნობილი გახდა, როგორც პირველი კრიმინალი, ვინც მატარებლის ძარცვა ჩაიდინა, მატარებლის პირველი გაძარცვა სინამდვილეში მოხდა – 1870 წლის 5 ნოემბერს, ნევადის შტატის ქალაქ რენოს დასავლეთით, ცენტრალური წყნარი ოკეანის რკინიგზის სამგზავრო მატარებელი გაძარცვა დამნასავეთა ჯგუფმა. რომელთაც 60 000 დოლარის ოქრო გაიტაცეს. ნაძარცვის საერთო წონა იყო 150 ფუნტზე მეტი (68 კგ). თუმცა, მძარცველებმა ვერ მიაგნეს და ხელუხლებლად დატოვეს 8000 დოლარის ვერცხლი, 15000 დოლარის დამალული ოქროს ზოდები და ბანკნოტების გროვა. (გაითვალისწინეთ, რომ იმ დროს ამერიკაში ჰექტარი მიწა ღირდა დაახლოებით $5 ). ყველა მძარცველი დააკავეს ან მოკლეს, სანამ ისინი მოპარული ნივთებით ტკბებოდნენ.

ჯესი ჯეიმსის მიერ მატარებლის ძარცვა აიოვას შტატში

ცნობილი კრიმინალი ჯესი ჯეიმსი ყველაზე კარგად ახსოვთ როგორც ბანკის მძარცველი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი დამნაშავე, ვინც მატარებელი გაძარცვა. მისი პირველი მატარებლის ძარცვა მოხდა 1873 წლის 21 ივლისის საღამოს, აიოვას შტატში, ქალაქ ადაირთან. მატარებლის განრიგის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, ჯეიმსმა და მისმა ბანდამ გააფუჭეს ჩიკაგოს მახლობლად ლიანდაგის მონაკვეთი (როკ კუნძული და წყნარი ოკეანის რკინიგზა), რის შედეგადაც ლოკომოტივი რელსებიდან გადავიდა. მატარებლის დანარჩენი ვაგონები არ დაზიანებულა. ორმა ნიღბიანმა ბანდიტმა, ჯესიმ და მისმა უფროსმა ძმამ ალექსანდრე ფრანკლინმაი “ფრენკი”, დაიწყეს მატარებლის ვაგონების ჩხრეკა აშშ-ის ექსპრეს კომპანიის კუთვნილი სეიფის მოსაძებნად. ქურდები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ოქროს დიდ ჯეკპოტს მიიღებდნენ, მაგრამ როცა სეიფი გახსნეს, იპოვეს მხოლოდ მიზერული თანხა სულ $3000 (2017 წელს $61000-ის ექვივალენტი). იმედგაცრუებულმა დამნაშავეებმა გაოგნებული მგზავრებისგან ფულის და ძვირფასი ნივთების წართმევა დაიწყეს. მიუხედავად მოკრძალებული ნადავლისა, ადარის ძარცვამ თავისი წარმოუდგენელი გამბედაობის გამო ამერიკელი საზოგადოება შოკში ჩააგდო, რის წყალობითაც ჯესი ჯეიმსმა ცნობილი კრიმინალის რეპუტაცია მოიპოვა.

მატარებლის მეორე ძარცვა ჯესი ჯეიმსის მიერ Gads Hill-ის მახლობლად

ჯესი ჯეიმსი შესაძლოა არ იყო პირველი კანონგარეშე, ვინც მატარებელი გაძარცვა დასავლეთში, მაგრამ ის იყო პირველი, ვინც მატარებელი გაძარცვა მისურის შტატში. 1874 წლის 31 იანვარს ჯეიმსის ბანდა გაემართა პატარა თემში, სახელად Gads Hill, სადაც 15 ადამიანი ცხოვრობდა. ნიღბიანმა მძარცველებმა სადგურის პლატფორმაზე ცეცხლი დაანთეს, ასევე ამ პლატფორმაზე იდგა ბანდის ერთ-ერთი წევრი და ხელში წითელი „სასიგნალო“ ნათურა ეჭირა. მატარებელი ჩვეულებრივ არ ჩერდებოდა Gads Hill-ის სადგურზე, მაგრამ ამ დღეს სახელმწიფო წარმომადგენელი L. M. Farris უნდა შეხვედროდა მის შვილს. როდესაც მატარებელი სადგურს მიუახლოვდა, კონდუქტორი ჩამოხტა პლატფორმაზე, რათა გაერკვია რა ხდებოდა. ის მაშინვე ბანდიტებმა შეიპყრეს და მატარებელი ჩიხში შეყვანეს. ამის შემდეგ ბანდის წევრებმა საფოსტო ვაგონი „გაასუფთავეს“ და ასევე მატარებლის მგზავრებს სამკაულები და ვალუტა ჩამოართვეს.

მატარებლის ძარცვა დიდი ბრიტანეთის კოლუმბიაში

კალიფორნიის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ცნობილი დამნაშავე ბილ მაინერი, რომელიც ჯესი ჯეიმსის შემდეგ გამოვიდა კრიმინალურ ასპარეზზე, დასახლდა ბრიტანეთის კოლუმბიაში. სამი წლის შემდეგ მან გააჩერა კანადის წყნარი ოკეანის რკინიგზის მატარებელი მისიონში, ვანკუვერის აღმოსავლეთით დაახლოებით 70 კილომეტრში. მან მოახერხა 10 000 დოლარის გატაცება. ეს ყაჩაღი ცნობილი იყო მეტსახელებით “რუხი მელა”, “ჯენტლმენ ყაჩაღი” ან “ჯენტლმენ ბანდიტი”. ის ყოველთვის იყო ზრდილობიანი, თავაზიანი, და არასოდეს ავიწყდებოდა მსხვერპლთა მოკითხვა ფრაზით „დილა მშვიდობისა“. სწორედ მას მიაწერენ ფრაზის „ხელები მაღლა!“ ავტორობას. კანადის წყნარი ოკეანის რკინიგზაზე პირველი ძარცვიდან ორი წლის შემდეგ მან სხვა მატარებელი გააჩერა, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა. მას შემდეგ, რაც შემთხვევით დაკარგა ნიღაბი, და მხოლოდ 15 დოლარის წაღება მოახერხა იგი დაატყვევეს და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, მაგრამ მან მოახერხა ციხიდან გაქცევა და ამის მერე იგი აღარასოდეს არავის არ უნახავს!

1963 წლის მატარებლის დიდი გაძარცვა დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში მატარებლის ყველაზე დიდი ძარცვა განხორციელდა, 1963 წელს როდესაც 15 დამნაშავისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა სამეფო ფოსტის მატარებელი, გაიტაცა 2 მილიონ 663 ათას ფუნტ სტერლინგზე მეტი ბანკნოტების სახით (დღეს 46 მილიონი ფუნტი; ანუ 7 მილიონი დოლარი / დღევანდელი 60,5 მილიონი დოლარის ექვივალენტი). 8 აგვისტოს გამთენიისას, ქურდებმა მოაწყეს ყალბი წითელი სემაფორი გზის მონაკვეთთან, სახელწოდებით Sears Crossing. მას შემდეგ, რაც ლოკომოტივი გაჩერდა, რკინიგზის ფორმაში გამოწყობილმა მძარცველებმა გაანეიტრალეს მემანქანე ცულის ტარის თავში ჩარტყმით და გააცალკევეს მატარებლიდან მათთვის საჭირო ვაგონები. ამის შემდეგ მათ აიძულეს მეორე მენქანე რომ ეს ვაგონები ბრიდეგოს ხიდამდე გადაეყვანა, სადაც მათ ბანდის დარჩენილი წევრები ელოდნენ. ამის მერე მათ სწრაფად ჩამოიღეს ვაგონებიდან და ჩააგდეს სატვირთო მანქანაში 120 ტომარა ბანკნოტები რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამ ოპერაციის ს შემდეგ მძარცველები რამდენიმე დღის განმავლობაში იმალებოდნენ ახლომდებარე ფერმაში, სადაც ალკოჰოლის მიღებით და მონოპოლიის თამაშით საქმის წარმატებით დასრულება აღნიშნეს. რადიოთი შეიტყვეს რა ამ რაიონში სამძებრო სამუშაოების დასრულების შესახებ, მძარცველებმა ნაძარცვი გაიყვეს და გაიქცნენ. მოგვიანებით, ფერმაში პოლიციამ იპოვა უამრავი მტკიცებულება, მათ შორის თითის ანაბეჭდები მონოპოლიის სათამაშო დაფაზე, რომლის წყალობითაც მათ დაადგინეს ბანდის ყველა წევრის ვინაობა. საბოლოოდ, თორმეტი დამნაშავე დააკავეს და მათ მიესაჯათ საერთო ჯამში სულ 307 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1855 წლის ოქროს მატარებლის დიდი ძარცვა საფრანგეთში

მატარებლის ძარცვის უმეტესობა არის გახმაურებული დანაშაული, რომელიც ჩადენილია შეიარაღებული პირების მიერ, მაგრამ საფრანგეთში ოქროს მატარებლის დიდი ძარცვა მხოლოდ და მხოლოდ ქურდობა გახლდათ. ძარცვის ფაქტი ცნობილი გახდა პარიზში 1855 წლის მაისში, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ლონდონიდან ოთხი სეიფით გამოგზავნილი ოქრო ნაწილობრივ შეიცვალა ფოლადის ზოდებით. ოქროს ყუთები ინახებოდა ორმაგ ჩაკეტილ სეიფებში და მათზე არ ეტყობოდა არავითარი დაზიანება. ინგლისსა და საფრანგეთს შორის რაღაც მომენტში 12000 ბრიტანული ფუნტის ღირებულების (დღევანდელი 1,5 მილიონი დოლარის ექვივალენტი) ოქროს ზოდებიუბრალოდ გაქრნენ. როგორც პოლიციამ მოგვიანებით დაადგინა, დანაშაული საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი თავად რკინიგზის მუშაკების მიერ. ბანდის ლიდერებმა ედვარდ აგარმა და უილიამ პირსმა სადგურის ოსტატი უილიამ ტესტტერი და მატარებლის მცველი ჯეიმს ბურგესი თავიანთ ბანდაში ჩართეს. მათი მეშვეობით ბანდის წევრებს ხელში ჩაუვარდათ სეიფის გასაღებების ცვილის ანაბეჭდები და გააკეთდა მათი ზუსტი ასლები. ყაჩაღობის ღამეს ბანდიტები ლონდონში მატარებელში ჩასხდნენ, როგორც ჩვეულებრივი მგზავრები. გზაში, ბურგესის წყალობით, აგარი და პირსი შეიპარნენ ბარგის განყოფილებაში და მშვიდად გახსნეს სეიფები გასაღებებით. ოქროს ფოლადის ზოდებით ჩანაცვლების შემდეგ, სეიფები ჩაკეტეს, ნაძარცვი ჩემოდნებში ჩადეს და მატარებელი ქალაქ დოვერში დატოვეს. ეს ძარცვა სრულყოფილად ჩაითვლებოდა, მაგრამ დაკავებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ აგარმა უღალატა თავის თანამზრახველებს აღიარა დანაშაული. ცოტა ხნის შემდეგ პოლიციამ დანარჩენი ბოროტმოქმედებიც დააკავა.

მატარებლის ძარცვა კაკორში, ინდოეთი

მატარებლის მძარცველების უმეტესობა შთაგონებულია ბრმა გაუმაძღრობით, მაგრამ 1925 წლის 27 სექტემბერს კაკორში ინდური მატარებლის გაძარცვა ბევრმა განიხილა, როგორც პოლიტიკური პროტესტის აქტი. ძარცვა განხორციელდა ჰინდუსტანის რესპუბლიკური ასოციაციის მიერ, კერძოდ, ამ ასოციაციის მებრძოლი რევოლუციონერთა ჯგუფების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ კოლონიური ინდოეთის განთავისუფლებას ბრიტანეთის მმართველობისგან. აჯანყების დასაფინანსებლად ისინი საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ ძარცვას. 1925 წლის 9 აგვისტოს ამ მიზნით მათ გაძარცვეს ბრიტანული მატარებელი, რომელიც გადიოდა ინდოეთის შტატ უტარ პრადეშიში. როდესაც მატარებელი ქალაქ კაკორს მიუახლოვდა, ათმა შეიარაღებულმა რევოლუციონერმა რამ პრასად ბისმილის მეთაურობით სწრაფად გაანეიტრალეს მცველები, დაიპყრეს ლოკომოტივი და გააჩერეს ის სტოპ-მუხრუჭით. ექვსი მძარცველი იდგა “ატასზე :)”, დანარჩენი ოთხი კი მძიმე ჩაქუჩების მეშვეობით, ფულის ჩანთებით სავსე ბრიტანულ სეიფში შევიდა. ათივე რევოლუციონერი ჩანთებიანად სულ მალე დანაშაულის ადგილიდან გაქრა, მაგრამ გაქცევისას ატეხილი სროლის დროს შემთხვევით მოკლეს ერთი მგზავრი. დამნაშავეების შეპყრობას თვეზე მეტი დასჭირდა, ისინი იმავე წელს სექტემბრისთვის 30 სხვა რევოლუციონერებთან ერთად დააკავეს. შემდგომში ბისმილი და დანაშაულის სამი თანამზრახველი 1927 წელს ჩამოხრჩობით სიკვდილით დასაჯეს.

მატარებლის ძარცვა რონდოუტში

ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი რკინიგზის ძარცვა მოაწყეს Newton Boys-ის სახელით ცნობილ კრიმინალური ბანდის წევრებმა, ეს იყო ოთხი ტეხასელი ძმისგან შემდგარი დაჯგუფება, რომლებმაც თავიანთი კრიმინალური კარიერის განმავლობაში გაძარცვეს მინიმუმ 60 ბანკი და 6 მატარებელი. კონკრეტულად ეს ძარცვა მოხდა 1924 წლის 12 ივნისის ღამეს. დამნაშავეებთან მოთანამშრომლე ფოსტის ინსპექტორის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, Newton Boys-ის ორი ძმა ჩიკაგოში Union Pacific Railroad-ის საფოსტო მატარებელში ჩასხდნენ. მილუოკისა და სენტ-პოლ სარკინიგზო ხაზზე ბანდიტებმა მემანქანეს იარაღის მუქარით აიძულეს გაეჩერებინა მატარებელი ილინოისის სოფელ რონდოუტთან, სადაც მათ ბანდის დანარჩენი წევრები ელოდნენ. მას შემდეგ, რაც მატარებელი მთლიანად გაჩერდა, ბანდიტებმა შხამიანი ფორმალდეჰიდით სავსე ბოთლები ჩაყარეს სფოსტო ვაგონების ფანჯრებში, რის შედეგადაც 17 შეიარაღებული ფოსტის თანამშრომელი მოწამვლით დაიღუპა. მას შემდეგ, რაც გადარჩენილი თანამშრომლები დანებდნენ, მძარცველებმა ხელთ იგდეს რამდენიმე საფოსტო ჩანთა, რომელებშიც მოთავსებული იყო $3 მილიონი ნაღდი ფული, ასევე ობლიგაციები. დამნაშავეები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ თავიანთი ავტომობილებით. მაგრამ ამ ოპერაციის დროს ერთ ერთ თავდამსხმელს შემთხვევით იარაღი გაუვარდა და დაჭრა თანამძრახველი. ბანდის წევრები მოგვიანებით დააკავეს ჩიკაგოში სამედიცინო დახმარების მიღების მცდელობისას.

P.S. ასევე როგორც ეს შირად ხდება ეს ამერიკაში

ნიუტონის ბიჭები ( ინგლ. Newton Boys ) — 1998 წლის ამერიკული კომედია-დრამა, რეჟისორი რიჩარდ ლინკლატერი. სცენარი დაფუძნებულია წიგნზე The Newton Boys: Portrait of an Outlaw Gang, დაწერილი კლოდ სტანუშისა და დევიდ მიდლტონის მიერ, ნიუტონ ბანდის, ბანკის მძარცველების ოჯახის ნამდვილ ისტორიაზე ტეხასის ქალაქ უვალდედან . ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მეთიუ მაკკონაჰი, რომელიც რეალურად დაიბადა უვალდში, სკიტ ულრიხი, ეთან ჰოუკი, ვინსენტ დ’ონოფრიო და დუაიტ იოკამი. გადაღებები მიმდინარეობდა ტეხასის მასშტაბით, ქალაქებში ბერტრამი, ოსტინი, ბარტლეტი, ნიუ ბრაუნფელსი და სან ანტონიო. ფილმის პრემიერა შედგა 1998 წლის 27 მარტს.

მატარებლის ძარცვა უილკოქსში

მე-19 საუკუნის ბოლოს, რობერტ ლეროი პარკერი, უკეთ ცნობილი როგორც ბუჩ კესიდი, ხელმძღვანელობდა მატარებლების ძარცვაში სპეციალიზირებულ ბანდას, სახელად “ველური”. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი ბევრ სარკინიგზო დანაშაულებებზე, მაგრამ არცერთ დანაშაულს არ მიუღია ისეთი ცნობადობა, როგორიც იყო მატარებლის ძარცვა ვილკოქსში 1899 წელს, ვაიომინგის შტატში. მატარებლის ძარცვა მოხდა 2 ივნისს, გამთენიისას, როდესაც ბანდის რამდენიმე წევრმა გააჩერა Union Pacific Railroad-ს ლოკომოტივი. მატარებლის გაჩერების შემდეგ ორმა ნიღბიანმა უბრძანა მემანქანეს უახლოეს ხიდზე გადასულიყო, რის შემდეგაც ლოკომოტივი უბრალოდ ააფეთქეს. მატარებლის პირველი ნაწილის აფეთქების შემდეგ, მძარცველებმა რკინიგზის თანამშრომლებს ექსპრეს და ფოსტის ვაგონებში უბრძანეს, მათთვის კარები გაეღოთ. უარის თქმის შემდეგ, მძარცველებმა ვაგონები ასევე დინამიტით ააფეთქეს, იგივე ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით გააღეს სეიფი. საერთო ჯამში, ბანდიტებმა ბანკნოტების სახით დაახლოებით 30 ათასი დოლარი გაიტაცეს და მთებში გაუჩინარდნენ. მოგვიანებით, მათმა “გმირობამ” 1903 წელს ამერიკულ კინემატოგრაფს შთააგონა ფილმი “დიდი მატარებლის ძარცვა” .

მატარებლის ძარცვა ბეზდანთან, პოლონეთი

1908 წელს პოლონელმა პარტიოტმა იოზეფ პილსუდსკიმ შექმნა და გაწვრთნა ჯგუფი, რომელიც ცნობილია სახელად “ბოჟოვკი”, ეს ჯგუფი შედგებოდა 20 რევოლუციონერისაგან, 16 მამაკაცისა და ოთხი ქალისაგან, მათ შორის პილსუდსკის მომავალი ცოლი, სამი მომავალი პრემიერ მინისტრი და მომავალი პოლონეთის რესპუბლიკის სხვა ცნობილი პოლიტიკური ფიგურები. ძარცვის გეგმა ბეზდანას სადგურზე მატარებელზე თავდასხმა იყო. ხანმოკლე სროლის შემდეგ, რომლის დროსაც ერთი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა, ბანდის წევრებმა საფოსტო ვაგონი გააღეს, ფული ტომრებში ჩაყარეს და გაიქცნენ. მათ მოახერხეს დაახლოებით 400 ათასი რუსული რუბლის გატაცება, რაც დღეს 4 მილიონი დოლარის ექვივალენტია. მთელი თანხა მოხმარდა პოლონეთის რევოლუციური მოძრაობის და პოლონეთის განთავისუფლების დაფინანსებას.

The post მატარებლის ძარცვა: 10 ყველაზე გაბედული თავდასხმა first appeared on Weather forecast and more.]]>
რევოლუციით შობილი http://prognozi.ge/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98/ Fri, 15 Jul 2022 11:17:22 +0000 https://prognozi.ge/?p=505 არსებობდა საფრანგეთში, 185 წლის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული „ჰუმანურად სიკვდილით დასჯის დროებითი ინსტრუმენტი“ , რომელმაც წაიღო მეფესა და დედოფლის, რევოლუციონერების, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელის, ასევე ათასობით წარმოსახვით და რეალურ კრიმინალის…სიცოცხლე. უნდა აღინიშნოს რომ, კაცობრიობის ჰუმანისტური იდეები ადამიანური ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეპოქაში ერთმანეთისგან სერიოზულად განსხვავდებოდნენ. ახლა...

The post რევოლუციით შობილი first appeared on Weather forecast and more.]]>

არსებობდა საფრანგეთში, 185 წლის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული „ჰუმანურად სიკვდილით დასჯის დროებითი ინსტრუმენტი“ , რომელმაც წაიღო მეფესა და დედოფლის, რევოლუციონერების, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელის, ასევე ათასობით წარმოსახვით და რეალურ კრიმინალის…სიცოცხლე. უნდა აღინიშნოს რომ, კაცობრიობის ჰუმანისტური იდეები ადამიანური ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეპოქაში ერთმანეთისგან სერიოზულად განსხვავდებოდნენ. ახლა საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ისეთი „სიკვდილის მანქანა“, როგორიცაა გილიოტინა, წარმოიშვა ერთ ერთი ასეთი ყველაზე ჰუმანური მოსაზრებებიდან.

ეს სურათი ერთ ერთი ცნობილი თანამედროვე კომპიუტერული თამაშიდანაა

გილიოტინის „მამად“ ფრანგი ექიმი ჟოზეფ გილიოტინი ითვლება. ფაქტობრივად, სიკვდილით დასჯის ახალ ფორმას ეწოდა მისი სახელი. მაგრამ იმავდროულად, ანატომიის პროფესორს და რევოლუციური დამფუძნებელი კრების დეპუტატს, დოქტორ გილიოტინს, მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს გილიოტინასთან. საფრანგეთის რევოლუციის დროს შექმნილი საკონსტიტუციო ასამბლეის წევრი ჟოზეფ გილიოტინი სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე იყო. თუმცა, მას სჯეროდა, რომ რევოლუციური ცვლილებების ეპოქაში შეუძლებელი იყო მისი გამოყენების სრულად გაუქმება. ამიტომაც დოქტორმა გილოტინმა წამოაყენა იდეა: თუ სიკვდილით დასჯა მაინც არსებობს და საჭიროა, დაე, ის მაინც იყოს სწრაფი და ერთნაირი, მოსახლეობის ყველა ფენისთვის.

XVIII საუკუნის ბოლოს ევროპაში კრიმინალების სიკვდილით დასჯის მეთოდების საკმაოდ მდიდარი არჩევანი არსებობდა. საზოგადოების ზედა ფენის წარმომადგენლებისთვის გამოიყენებოდა ხმლით ან ნაჯახით თავის მოკვეთა, მდაბიო კრიმინალებისთვის – შაყის კვრა, დაბორბვლა ან ჩამოხრჩობა. „სისხლის დაღვრის გარეშე სიკვდილით დასჯას“ მიმართავდნენ მათთვის, ვინც განარისხა სულიერი ხელისუფლება, ანუ ავტო-და-ფე კოცონზე დაწვა. საერთოდ ითვლებოდა, რომ ამ მეთოდებიდან ყველაზე ჰუმანური თავის მოკვეთაა. მაგრამ აქაც კი ყველაფერი ჯალათის ოსტატობაზე იყო დამოკიდებული. არც ისე ადვილია ერთი დარტყმით ადამიანის თავის მოკვეთა, ამიტომ მაღალი კლასის ჯალათები ოქროს ფასად ღირდნენ. ხოლო თუ რომელიმე დიდგვაროვანი მოახერხაებდა მონარქის დიდად განრისხებას, პროფესიონალი ჯალათის ნაცვლად ეშაფოტზე შეიძლება გამოჩნილიყო რიგითი ჯარისკაცი ან სხვა არამზადა, რის შედეგადაც შერცხვენილი დიდგვაროვანის სიცოცხლის ბოლო წუთები ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა. ჯოზეფ გილიოტინმა ჩათვალა, რომ სიკვდილით დასჯის ყველაზე ჰუმანური მეთოდია თავის მოკვეთა, ამიტომ მან წამოაყენა წინადადება შექმნილიყო მექანიზმი, რომელიც ადამიანებს ართმევს თავებს და სიცოცხლეს სწრაფად და უმტკივნეულოდ.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ასეთი მოწყობილობის შემუშავება დაავალა ექიმ ანტუან ლუის, რომელიც იმ დროს საკმაოდ ცნობილი გახლდათ ქირურგიის სფეროში მოღვაწეობით. ექიმმა ლუიმ შექმნა აპარატის კონსტრუქციის ნახაზები და მის დასამზადებლად ეს ნახაზები გადაეცა გერმანელ მექანიკოს ტობიას შმიდტს, რომელსაც თავის მხრივ ამ საქმეში დახმარება გაუწია ცნობილმა პარიზელმა ჯალათმა ჩარლზ ანრი სანსონმა. გილიოტინის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა მძიმე დახრილი დანა, რომელიც 2-3 მეტრის სიმაღლიდან ეცემოდა სპეციალური მოწყობილობით უძრავად დაფიქსირებული მსჯავრდებულის კისერზე. ანუ მთლიანად პროცესი საკმაოდ “მარტივი” გახლდათ, მსხვერპლის ტანი თავსდებოდა სპეციალურ დაფაზე, რის შემდეგაც ჯალათი აჭერდა ბერკეტს და ორ მიმართველში მოთავსებული დანა ქვევით ჩამოსრიალებისას ბოროტმოქმედის სიცოცხლეს საბოოლოო წერტილის უსვავდა. ეს ახალი მოწყობილობა დაამტკიცა საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, როგორც სიკვდილით დასჯის აღსრულების ინსტრუმენტი, 1792 წლის 20 მარტს.

პირველი სიკვდილით დასჯა გილიოტინის გამოყენებით განხორციელდა პარიზში 1792 წლის 25 აპრილს, როდესაც ბოროტმოქმედმა-მკვლელმა ჟან ნიკოლა პელიტიემ თავისი დანაშაული თავისი თავით ზღო. თუმცა საჭიროა აღვნიშნოთ რომ ახალი სპექტაკლის საყურებლად შეკრებილი მაყურებელი იმედგაცრუებული დარჩა მისი ხანმოკლეობით. თუმცა, რევოლუციური ტერორის ეპოქა, რომელიც მოგვიანებით დაიწყო, გულუხვად ანაზღაურებდა სიკვდილით დასჯის რაოდენობით მისი პროცესის ხანმოკლეობას. რევოლუციური ტერორის მწვერვალზე ხანდახან დღეში 60-მდე ადამიანს სჯიდნენ სიკვდილით. ხოლო საფრანგეთის რევოლუციური არმიას, როდესაც სადმე აჯანყებულთა დასამშვიდებლად მიემგზავრებოდა თან მიჰქონდა სპეციალური გადასატანი გილიოტინები.

მე-18 და მე-19 საუკუნეების მიჯნაზე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მოკვეთილი თავი კიდევ ხუთ-ათ წამს ცოცხლობდა. ამიტომ ჯალათი ხელთ იღებდა მოკვეთილი თავს და აჩვენებდა ბრბოს, რათა სიკვდილით დასჯილს შეეხედა მასზე განრისხებული აუდიტორიისთვის. მათ შორის, ვინც სიცოცხლე გილიოტინაზე დაასრულა, იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XVI და მისი მეუღლე მარი ანტუანეტა, საფრანგეთის რევოლუციის მოღვაწეები-მამები დანტონი, რობესპიერი, დემულენი, სენ-ჟუსტი და ანტუან ლავუაზიე, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი.

ლუი XVI-ის ეგზეკუცია

ლეგენდის საპირისპიროდ, გილიოტინის შექმნის ინიციატორი ჯოზეფ გილიოტინი თავად გილიოტინირებული არ ყოფილა. იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 1814 წელს. მისი ახლობლები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ გილიოტინის სახელის გადარქმევას, მაგრამ ვერ მოახერხეს, რის შემდეგაც გვარი შეიცვალეს. მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე გილიოტინას ნაკლებად იყენებდნენ ევროპაში, რადგან მას უკავშირებდნენ ფრანგულ „რევოლუციურ ტერორს“. თუმცა, ბევრ ქვეყანაში გადაწყვიტეს, რომ გილიოტინა იაფი, საიმედო და პრაქტიკული იყო. განსაკუთრებით აქტიურად იყენებდნენ გილიოტინას გერმანიაში. ჰიტლერის დროს მისი დახმარებით სიკვდილით დასაჯეს ფაშიზმის წინააღმდეგობის 40 ათასი წევრი. ამას მარტივად ხსნიდნენ – ვინაიდან წინააღმდეგობის მებრძოლები არ იყვნენ რეგულარული არმიის ჯარისკაცები, დახვრეტის ნაცვლად, ისინი კრიმინალების მსგავსად “უბრალო” სიკვდილით დასჯას ექვემდებარებოდნენ.

მარია ანტუანეტას ეგზეკუცია

საინტერესოა, რომ გილიოტინა, როგორც სასიკვდილო განაჩენის აღსრულების საშუალება, გამოიყენებოდა ასევე ომის შემდგომ გერმანიაში, როგორც ფედერაციულში 1949 წლამდე, ასევე დემოკრატიულში 1966 წლამდე. მაგრამ, რა თქმა უნდა, გილიოტინის მიმართ ყველაზე „პატივცემული“ დამოკიდებულება შენარჩუნდა საფრანგეთში, სადაც მასი მეშვეობით, სასიკვდილო განაჩენის აღსრულების პროცედურა არ შეცვლილა „რევოლუციური ტერორის“ ეპოქის ბოლოდან სიკვდილით დასჯის სრულ გაუქმებამდე.

რობესპიერის ეგზეკუცია

საფრანგეთის ციხეებში სიკვდილით დასჯისთვის მზადება ჩვეულებრივსამებ დილის 2:30-ზე იწყებოდა. ჯალათი თანაშემწეებთან ერთად გილიოტინის მექანიზმს ამოწმებდა და მოყავდა მუშა მდგომარეობაში. ამისთვის ერთი საათი იყო გამოყოფილი. 3:30-ზე ციხის დირექტორი, ადვოკატი, ექიმი და სხვა თანამდებობის პირები პატიმრის საკანში შედიოდნენ. და თუ ამ დროს ეძინა, პატიმარს ციხის დირექტორი აღვიძებდა და უცხადებდა: “თქვენი შეწყალების მოთხოვნა უარყოფილია, ადექით, მოემზადეთ აღსასრულისთვის!”

ამის შემდეგ მსჯავრდებულს ნებას რთავდნენ ტუალეტში გასულიყო, და გადასცემდნენ სპეციალურად მომზადებულ პერანგს და პიჯაკს. შემდგომ, ორი პოლიციელის თანხლებით, ის გადაჰყავდათ სპეციალურ ოთახში, სადაც მას ნათესავებთან ან სხვა პირებთან გამოსამშვიდობებელი წერილის დაწერა შეეძლო. შემდეგ მსჯავრდებულს ეძლეოდა რამდენიმე წუთი მღვდელთან საუბრისთვის. როგორც კი ეს ცერემონიაც დასრულდებოდა, პოლიცია მსჯავრდებულს ჯალათის თანაშემწეებს აბარებდა. ისინი „კლიენტს“ პიჯაკს სწრაფად ხდიდნენ, ხელები ზურგს უკან უკრავდნენ და სანამ ჯალათის ერთ-ერთი თანაშემწე მაკრატლით ჭრიდა პერანგის საყელოს, მსჯავრდებულს სთავაზობდნენ ჭიქა რომს და სიგარეტს. როგორც კი ეს ფორმალობები დასრულდებოდა, ჯალათის თანაშემწეებს სწრაფად მიჰყავდათ იგი გილიოტინამდე.

ყველაფერს წამებში სრულდებოდა – აი მსჯავრდებული დააწვინეს დაფაზე, კისერი ღარებში დაუმაგრეს და ჯალათმა ბერკეტის დაჭერით განაჩენი აღასრულა. დაფიდან მსჯავრდებულის ცხედარს და მოკვეთილ თავს მაშინვე ათავსებდნენ წინასწარ მომზადებულ ყუთში, რომელშიც სისხლი მშთანთქავი ფხვნილი ეყარა.

მთელი პროცესი დილის 4 საათზე სრულდებოდა.

ბოლო საჯარო სიკვდილით დასჯა; – შვიდი ადამიანის მკვლელის, ევგენ ვეიდმანის სიკვდილით დასჯა;- საფრანგეთში შესდგა 1939 წლის 17 ივნისს ვერსალში. ამ შემთხვევაში განაჩენის აღსრულება დროულად ვერ მოხერხდა და შესდგა დილის 4 საათსა და 50 წუთზე, როცა უკვე გათენდა. ამან საშუალება მისცა ქუჩაში აღმართული გილიოტინის მოპირდაპირე შენობაში მიმალულ ოპერატორებს აღებეჭდათ ეს პროცესი კინო ფირზე. (ვიდეო იხილეთ სტატიის ბოლოში)

ვეიდმანის ეგზეკუცია

ვეიდმანის სიკვდილით დასჯის დროს ბრბოსა და ჟურნალისტების უხამსმა ქცევამ აიძულა საფრანგეთის ხელისუფლება გაეუქმებინა საჯაროდ სიკვდილით დასჯა. ამ მომენტიდან ზოგადად სიკვდილით დასჯის გაუქმებამდე, ეს პროცედურა ტარდებოდა ციხეების დახურულ ეზოებში. ბოლო ადამიანი, ვინც საფრანგეთში გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს, 1977 წლის 10 ოქტომბერს, ეს იყო ტუნისელი ემიგრანტი ჰამიდა ჯანდუბი, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს მისი მეგობრის, 21 წლის ელიზაბეტ ბუსკეტის წამებით მკვლელობის გამო გამო.

1981 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. საფრანგეთის უკანასკნელი სახელმწიფო ჯალათი მარსელ შევალიე გარდაიცვალა 2008 წელს. საინტერესოა, რომ შევალიე, რომელმაც ბიძასგან მემკვიდრეობით მიიღო სახელმწიფო ჯალათის თანამდებობა, აპირებდა შემდგომში გადაეცა იგი მისი ვაჟი ერიკისთვის, რომელიც ჯალათის ასისტენტად მუშაობდა მამის მიერ განხორციელებულ სიკვდილით დასჯებზე. თუმცა, პროფესიის გაუქმების გამო ფრანგ ჯალათების შრომითი დინასტია შეწყდა.

ვეიდმანის ეგზეკუციის ვიდეო.

ვეიდმანის სიკვდილით დასჯის დამსწრე აუდიტორიას შორის იყო მოგვიანებით ცნობილი ბრიტანელი მსახიობი კრისტოფერ ლი, რომელიც მაშინ 17 წლის გახლდათ.

The post რევოლუციით შობილი first appeared on Weather forecast and more.]]>
Georgia Guidestones http://prognozi.ge/georgia-guidestones%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%b0%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%af%e1%83%98%ef%bf%bc/ Wed, 13 Jul 2022 08:09:06 +0000 https://prognozi.ge/?p=453 ამერიკული სტოუნჰენჯი. – ამერიკის შეერთებულ შტატებში ვანდალებმა ააფეთქეს Georgia Guidestones, გრანიტის ძეგლი მცნებებით რვა ენაზე. 7 ივლისის ღამეს, დაუდგენელმა პირების მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა დააზიანეს გრანიტის ძეგლი, რომელიც ცნობილია როგორც Georgia Guidestones. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი არქირექტურული ძეგლი ამერიკაში: დანამდვილებით არავინ იცის, ვინ...

The post Georgia Guidestones first appeared on Weather forecast and more.]]>
ამერიკული სტოუნჰენჯი. – ამერიკის შეერთებულ შტატებში ვანდალებმა ააფეთქეს Georgia Guidestones, გრანიტის ძეგლი მცნებებით რვა ენაზე. 7 ივლისის ღამეს, დაუდგენელმა პირების მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა დააზიანეს გრანიტის ძეგლი, რომელიც ცნობილია როგორც Georgia Guidestones. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი არქირექტურული ძეგლი ამერიკაში: დანამდვილებით არავინ იცის, ვინ შეუკვეთა მისი მშენებლობა. იგი, აიგო 40 წელზე მეტი ხნის წინ, შედგებოდა ექვსი სვეტისგან, რომლებზეც ამოტვიფრული იყო 10 ფილოსოფიური მცნება. Georgia Guidestones იყო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ღირშესანიშნაობა, და მასთან მრავალი შეთქმულების თეორიაა დაკავშირებული. აფეთქების შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით, გადაწყვიტა ძეგლის დარჩენილი ნაწილების დემონტაჟი, რომლის შემქმნელის ზუსტი სახელი ვიმეორებთ, დღესდღეობით კვლავ უცნობია.

ძეგლის შემქმნელი(ავტორი) რეალურად ნახა მხოლოდ ორმა ადამიანმა და მხოლოდ ერთმა მათგანმა იცოდა მისი ნამდვილი ვინაობა.

ექვსი გრანიტის ფილისგან შემდგარი ძეგლი 1980 წელს ჩრდილოეთ ჯორჯიაში, ქალაქ ელბერტონში, ბორცვის თავზე დამონტაჟდა. მისი სიმაღლე თითქმის შვიდ მეტრს აღწევდა, საერთო წონა კი 100 ტონაზე მეტი იყო. ფილებზე კაცობრიობისთვის რვა თანამედროვე ენაზე იყო ამოკვეთილი 10 გზავნილი, ასევე მცირე გზავნილი ოთხ ძველ ენაზე. როგორც ძეგლის შემოქმედმა ჩაიფიქრა, ეს ძეგლი მომავალ თაობებს გზამკვლევად უნდა გამოეყენებინათ ცივილიზაციის აღდგენის საქმეში, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა დაღუპულიყო.

ძეგლის ოთხი ძირითადი სვეტი იყო ორიენტირებული ცაზე მზის მოძრაობის წლიური ციკლის შესაბამისად. ცენტრალურ ფილა-სვეტში თვალის დონეზე განთავსებული იყო ჩრდილოეთისკენ ორიენტირებული ხვრელი – მის მეშვეობით წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩრდილოეთის ვარსკვლავის დანახვა – არსებობდა აგრეთვე ჭრილი, რომელიც გაკეთებული იყო მზის ბუნიობის პოზიციის შესაბამისად. სახურავის ზედა ფილაზე 2,23 სმ (7/8 დიუმი) ხვრელი ისე იყო ორიენტირებული, რომ შუადღისას მასში შემოსული მზის შუქი ცენტრალურ ქვას ეცემოდა, რაც მიუთითებდა წლის დღეს. ასტრონომმა ლუი მაგნანიმ ჯორჯიის უნივერსიტეტიდან, ჟურნალ Discover-ისთვის ძეგლის სვეტებისს ასტრონომიულ ორიენტაციაზე კომენტირებისას თქვა, რომ აქ არაფერია განსაკუთრებული და ძველ „კომპიუტერთან“ სტოუნჰენჯთან შედარებით, ეს სხვა არაფერია თუ არა „აბაკუსი“ და რომ ყველას შეუძლია. ავაშენოთ ასეთივე სირთულის კონსტრუქცია – „ჯორჯიის განედზე ჩრდილოეთის ვარსკვლავის სანახავად საკმარისია გაბურღოთ ხვრელი, რომელიც მიმართული იქნება ჩრდილოეთით 34 ° კუთხით. ერთადერთი რამ, რაც აქ სირთულეს წარმოადგენს, ეს არის გრანიტის გაბურღვა.

ვინ იყო ძეგლის აგების შემკვეთი, ჯერჯერობით უცნობია. ის ელბერტონში ჩავიდა 1979 წელს, წარმოადგინა თავი როგორც რობერტ კრისტიანმა და ნახა რეალურად მხოლოდ ორმა ადამიანმა ესენია – ჯო ფენდლი, ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც აშენებდა ძეგლს, და უაიტ მარტინი, ადგილობრივი ბანკის ხელმძღვანელი, რომელიც მოგვიანებით გახდა კრისტიანის ადვოკატი. მარტინმა ერთადერთმა იცოდა მომხმარებლის ნამდვილი სახელი. ჟურნალისტებთან საუბარში მარტინმა მას უწოდა სერიოზული განათლებული ადამიანი ძვირადღირებულ კოსტიუმში. ბანკირის თქმით, მომხმარებელმა განუცხადა, რომ იგი და მისი თანამოაზრეები 20 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ ძეგლის პროექტს დიდი საიდუმლოებით და ასევე დაჟინებით მოითხოვდა სრულ ანონიმურობას. მან ბანკირს პირობა დაადებინა, რომ არასოდეს გაამჟღავნებდა მის ნამდვილ სახელს და აგრეთვე სამუშაოს დასრულების შემდეგ გაანადგურებდა ძეგლის შესახებ ყველა დოკუმენტაციას. „ხალხი მეკითხება, რთულია იყო ერთადერთი, ვინც იცის, ვინ იყო ის! (რობერტ კრისტიანი) სინამდვილეში? განაცხადა 82 წლის მარტინმა 2013 წელს . „შეეძლოთ ჩემს თავზე იარაღი დაედოთ და მოვეკალი, მაგრამ მის ნამდვილ სახელს არასოდეს გავამხელ. ჩემს ასაკში და ჩემს პროფესიაში, კონფიდენციალურობის დაპირებები უნდა შეასრულო!!!“. ძეგლის შემქმნელმა მონუმენტი მოიაზრა „მომავალი თაობის გზამკვლევად“ მისთვის უკეთესი ცივილიზაციის შესაქმნელად. პირველი შეხვედრის დროს კრისტიანმა თავისი იდეა აუხსნა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს ჯო ფენდლს. მისი თქმით, ძეგლი იქნება კომპასი, კალენდარი და საათი, ასევე როგორც გზამკვლევი მომავალი თაობებისთვის, რომლებიც მისი მითითებების წყალობით შეძლებენ შექმნან უკეთესი ცივილიზაცია, ვიდრე ის, ვინც „საკუთარი თავის განადგურებას აპირებდა“. ამისათვის სვეტებზე ოთხი ათასზე მეტი სიტყვა იყო ამოკვეთილი სხვადასხვა ენაზე. ვერტიკალურ პანელებზე დარჩა 10 ინსტრუქცია, ხოლო ზედა ფირფიტაზე ძველ ენებზე იყო ამოტვიფრული: “დაე, ეს დაფები იყოს შეთანხმება გონების ეპოქაში”.

მცნებების ტექსტი ქართულად ასეთია:

1.დაე, დედამიწის მოსახლეობა არასოდეს აღემატებოდეს 500 000 000-ს,

2. ბუნებასთან მუდმივ წონასწორობაში ყოფნა.

3. მართეთ ნაყოფიერება გონივრულად, შეაფასეთ სიცოცხლის მომზადების ღირებულება და კაცობრიობის მრავალფეროვნება.

4. მოდი ვიპოვოთ ახალი ცოცხალი ენა, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის გაერთიანება.

5. იყავით ტოლერანტული გრძნობების, რწმენის, ტრადიციების და სხვა მსგავსი საკითხების მიმართ.

6. დაე, სამართლიანმა კანონებმა და მიუკერძოებელმა სასამართლო დადგეს ხალხებისა და ერების დასაცავად.

7. დაე, თითოეულმა ერმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი შიდა საქმეები, ხოლო ეროვნული პრობლემები მსოფლიო სასამართლომდე მიიტანოს.

8. მოერიდეთ წვრილმან სარჩელებს და უსარგებლო ბიუროკრატებს. შეინარჩუნეთ ბალანსი ინდივიდუალურ უფლებებსა და სოციალურ ვალდებულებებს შორის.

9. უპირველეს ყოვლისა, დააფასეთ სიმართლე, სილამაზე, სიყვარული, უსასრულობასთან ერთად ჰარმონიისკენ ესწრაფეთ.

10. ნუ იქნებით კიბო დედამიწისთვის, დაუტოვეთ ადგილი ბუნებასაც!

ძეგლი ოფიციალურად გაიხსნა 1980 წლის მარტში და ცერემონიის მასპინძელმა შეკრებილებს წაუკითხა კრისტიანისა და მისი თანამოაზრეების გზავნილი:

დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, Georgia Guidestones-ის სპონსორები, ხალხს ვაძლევთ მარტივ გზავნილს აწმყოსა და მომავლის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ ნიშნები, რომლებიც მივიღეთ,(!!??) მართალია და არ საჭიროებს რაიმე დადასტურებას.

მაგრამ ძეგლი ადგილობრივებს აშინებდა და როცა მის შესახებ ჯორჯიის შტატის ფარგლებს გარეთ შეიტყვეს, მის ირგვლივ უმალვე გაჩნდა შეთქმულების თეორიები და ჭორები. გარდა ამისა ელბერტონის მოსახლეობა თავიდანვე ეჭვობდა, რომ არავითარი რობერტ კრისტიანი არ არსებობდა და Georgia Guidestones-ის მშენებლობა თავად ჯო ფენდლიმ და უაიტ მარტინმა მოიფიქრეს. მალე ჭორები ისე გავრცელდა, რომ ორივე მამაკაცი დათანხმდა პოლიგრაფ-ტესტის ჩაბარებას თავიანთი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ამის მიუხედავად, ადგილობრივები განაგრძობდნენ ლაპარაკს, რომ ფენდლი და მარტინი „ეშმაკის საქმეს“ აკეთებდნენ. ბევრს ეშინოდა, რომ ოკულტისტები ძეგლთან მსხვერპლშეწირვას დაიწყებდნენ. ეს იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძეგლმა დაიწყო ელბერტონის გარეთ ნაირ ნაირი ხალხის ყურადღების მიქცევა. ამავდროულად, დაიწყო სხვადასხვა სპეკულაციები რობერტ კრისტიანის პიროვნებისა და ქვაზე დატოვებული მცნებების ინტერპრეტაციის გარშემო. ასევე, ბევრმა გაავლო პარალელები ქვაზე ამოკვეთილ წერილობით პრინციპებსა და ნაცისტურ ევგენიკურ მცნებებს შორის, ყურადღება გამახვილდა 500 მილიონზე ნაკლები ადამიანური პოპულაციის შენარჩუნებისა და „გონივრული შობადობის კონტროლის“ შესახებ. ადგილობრივები შეშფოთებულნი იყვნენ იმ ოკულტური ჯგუფების გამო, რომლებმაც დაიწყეს მონუმენტთან სალოცავად სიარული. ზოგიერთი შეთქმულების თეორეტიკოსი ვარაუდობს, რომ სვეტები შეიქმნა როზენკრანცის საზოგადოების მიერ, სხვები კი ამბობდნენ, რომ კრისტიანი ეკუთვნოდა რაღაც „ლუციფერის საიდუმლო საზოგადოებას“ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

და ბოლოს. ბანკირი უაიტ მარტინი – ერთადერთია, ვინც იცოდა რობერტ კრისტიანის საიდუმლოება. იგი მშენებლობის დამთავრებიდან მრავალი წლის განმავლობაში აგრძელებდა კავშირს კრისტიანთან და მისგან ბოლო წერილი 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის წინა დღეს მიიღო.

The post Georgia Guidestones first appeared on Weather forecast and more.]]>
ავღანეთიდან დონბასამდე http://prognozi.ge/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94/ Sun, 10 Jul 2022 20:12:34 +0000 http://prognozi.ge/?p=366 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული HIMARS დონბასში. რა არის ცნობილი ამ ამერიკული იარაღის შესახებ? უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს HIMARS ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (MLRS) დონბასში, რომელიც მათ მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 28 ივნისს ამ სისტემის ერთი რაკეტა დაეცა ქალაქ პერევალსკში, ლუგანსკის...

The post ავღანეთიდან დონბასამდე first appeared on Weather forecast and more.]]>
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული HIMARS დონბასში. რა არის ცნობილი ამ ამერიკული იარაღის შესახებ?

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს HIMARS ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (MLRS) დონბასში, რომელიც მათ მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 28 ივნისს ამ სისტემის ერთი რაკეტა დაეცა ქალაქ პერევალსკში, ლუგანსკის ეგრეთ წოდებული “სახალხო რესპუბლიკის” ტერიტორიაზე. სეპარატისტების წარმომადგენლების თქმით, დარტყმის ადგილზე აღმოაჩინეს GMLRS M30 მართვადი რაკეტის ფრაგმენტები კასეტური ქობინით. HIMARS, MLRS-დან ყველაზე თანამედროვე და მძლავრი ამერიკულ არმიის სამსახურში, შეიქმნა ზუსტად იმისთვის, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მტრის ცოცხალ ძალას და ინფრასტრუქტურას. სწორედ ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამ ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდება მედიაში ბევრად უფრო აქტიურად განიხილება, ვიდრე უცხოეთიდან უკრაინაში სხვა ტიპის იარაღის მიწოდება. რეალურ საბრძოლო ვითარებაში პირველად შეერთებულმა შტატებმა HIMARS გამოიყენა ავღანეთსა და ერაყში, რითაც საკმაო ზიანი მიაყენა თალიბანის ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს, ამასთან ამ სისტემის საბრძოლო გამოყენება მისი მომსახურე სამხედრო პერსონალისთვის მოწინააღმდეგის მხრიდან თითქმის არავითარ საფრთხეს არ შეიცავს, – რადგან ამ MLRS-ს შეუძლია დარტყმა განახორციელოს ასობით კილომეტრის მანძილზე.

HIMARS ითარგმნება როგორც “მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა” ეს MLRS შეიქმნა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში კომპანია Lockheed Martin-ის მიერ. თვითონ მოწყობილობა დამონტაჟებულია სამღერძიანი ბორბლიანი ჯავშანავტომობილის ბაზაზე, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს 5 ტონამდე ტვირთამწეობით. მას შეუძლია ატაროს ექვსი MLRS რაკეტა ან ერთი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა (ასეთი რაკეტები შექმნილია, მერაკეტეების სტანდარტებით, “ახლო ბრძოლისთვის” – ანუ მაქსიმუმ 300 კილომეტრამდე მანძილზე გასაშვებად). ეკიპაჟი – სამი ადამიანი (მძღოლი, ოპერატორი და ეკიპაჟის მეთაური). HIMARS-ის მთავარი უპირატესობა, თუკი ავიღებთ არა მისი საბრძოლო მასალის(რაკეტების), არამედ თავად სისტემის ტექნიკურ შესაძლებლობებს არის ის, რომ მას შეუძლია მოქმედებდეს ნებისმიერ ამინდის პირობებში. ჭექა-ქუხილი, მტვრის ქარიშხალი, თოვლი არ უშლის ხელს ამ MLRS-ს დაიკავოს წინასწარ განსაზღვრული საბრძოლო პოზიცია და განახორციელოს რაკეტების გაშვება. ანუ ამ სემთხვევაში ის უფრო მეტად ეფექტურია ვიდრე ავიაცია. მსოფლიოში უძლიერესი არმიების თვითმფრინავებს, შვეულმფრენებს და უპილოტო საფრენ აპარატებს აქვთ თავანთი მოქმედების შესაძლებლობების ზღვარი – ცუდი ამინდის პირობებში. მკვრივი ღრუბლები, ნისლი ან მტვრის ქარიშხალი არ მისცემს საბრძოლო თვითმფრინავს მტერზე ზუსტი დარტყმის განხორციელების საშუალებას. ხოლო HIMARS-ისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

მოწყობილობას შეუძლია გადაადგილება არა მარტო თავისით, სარკინიგზო პლატფორმებით და ზღვით, არამედ თვითმფრინავითაც. ამისთვის გამოიყენება C-130 Hercules, C-17 Globemaster სამხედრო სატვირთო თვითმფრინავები. უკრაინას ამჟამად არ ჰყავს საკუთარი “ჰერკულესი” და “გლობმასტერები”, მაგრამ აქვს მათი ანალოგი – ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოების An-12 თვითმფრინავი. ასე რომ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ აშშ-დან მიღებული HIMARS -ები თეორიულად გადაიტანოს საჰაერო გზითაც.

ამერიკული MLRS-ის მიერ გამოყენებული საბრძოლო მასალებს (რაკეტებს) შეუძლიათ გაანადგურონ სამიზნეები რამდენიმე კილომეტრიდან 300 კილომეტრამდე სიშორით.

HIMARS არსენალში ყველაზე “მარტივი” არის უმართავი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ სამიზნეების განადგურება 45 კილომეტრამდე მანძილზე. მეტი ეფექტურობისთვის ძირითადად იყენებენ GPS-ით მართულ საბრძოლო რაკეტებს – GMLRS M30, რომელიც წარმოებულია იმავე კომპანიის მიერ, როგორც თავად დანადგარები – Lockheed Martin. მათ შეუძლიათ სამიზნის განადგურება 10-დან 60 კილომეტრამდე სიზუსტით 5 მეტრამდე (ანუ სამიზნიდან მაქსიმუმ 5 მეტრით აცდენა). აღჭურვილია 90 კილოგრამი წონის GMLRS M30 კასეტური ქობინით, კალიბრი 227 მილიმეტრი. ასევე აშშ-ს არმიის შეიარაღებაში იმყოფება უახლესი GMLRS M31 და ER GMLRS ტიპის მართვადი რაკეტები. ER GMLRS-ს შეუძლია სამიზნეების განადგურება 150 კილომეტრამდე მანძილზე და აქვთ უფრო მაღალი მანევრირების შესაძლებლობა. გარდა ამისა, HIMARS-ს შეუძლია გამოიყენოს ATACMS ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები. ამ რაკეტებს შეუძლიათ მიწვდნენ მტერს 300 კილომეტრის მანძილზე.

HIMARS-ის ფუნქციონალური მახასიათებელია ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია “სროლა და გაქცევა“ პრინციპის მიხედვით. მოწყობილობა სწრაფად გადის საბრძოლო პოზიციაზე, წუთებში ახდენს რაკეტების გაშვებას, შემდეგ კი ისევე სწრაფად უკან იხევს. ამიტომ, მტრისთვის უკიდურესად რთულია HIMARS-ის აღმოჩენა და განადგურება. მისი პოზიციისა და მიზნის კოორდინატების მიღების შემდეგ, მოწყობილობას შეუძლია გავიდეს მუდმივი (ან დროებითი) განლაგების კარგად გამაგრებული და დაცული ადგილიდან, მოახდინოს გასროლა და დაბრუნდეს განლაგების ადგილზე. მისი გადაადგილების სიჩქარე საათში 85 კილომეტრამდეა.

აშშ-ს არმიაში პირველი HIMARS-ები მიიღეს საზღვაო ქვეითებმა 2005 წელს. ამჟამად აშშ-ს არმიის ათობით საარტილერიო ქვედანაყოფები შეიარაღებულია HIMARS-ით. მათი რაოდენობა რამდენიმე ასეული ერთეულია – ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ზუსტ მონაცემებს არ აქვეყნებს. გარდა ამისა, ამ ტიპის MLRS აქვს შეიარაღებაში სინგაპურს (24 ერთეული), არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს (20), იორდანიას(12) და, რუმინეთს (54 ერთეული !!!). გასაკვირია, რომ ევროპის ერთ-ერთმა ღარიბმა ქვეყანამ შეძლო ასეთი ამ რაოდენობის MLRS-ის შეძენა თავისთვის (ერთი კომპლექტის ფასი დაახლოებით 5,6 მილიონი დოლარია, რუმინელებმა 1,5 მილიარდი დახარჯეს მათთვის კომპლექტებისა და საბრძოლო მასალის შესაძენად) და არანაკლებ გასაკვირია, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა მათთვის ამდენი ასეთი ძვირფასი იარაღის მიყიდვას. (წინასწარ არის გათვლილი უკრაინისთვის მისაწოდებლად???)

პირველი ქვეყანა, სადაც დაიწყო HIMARS-ის გამოყენება საბრძოლო პირობებში, არის ავღანეთი. ამერიკელმა სამხედროებმა განათავსეს დანადგარები თავიანთ კარგად დაცულ ბაზებზე და იქიდან ესროდნენ თალიბებს. შეგახსენებთ, რომ HIMARS-ის გადატანა შესაძლებელია C-130 ან C-17 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებით. ანუ დანადგარები საჰაერო ბაზაზე მიიტანეს, განალაგეს იმავე საჰაერო ბაზაზე გამოყოფილ პოზიციებზე და სხვაგან გადატანა არ არის საჭირო, რათა საფრთხე არ შეექმნას თავად მანქანებს და მათ ეკიპაჟებს. ამიტომ, მაღალი მობილურობა, რაც ამ ტიპის MLRS-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, არ იყო გამოყენებული. რაკეტების გაშვება ხდებოდა პირდაპირ ბაზიდან.

ამ MLRS-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დარტყმა ავღანეთში 2018 წლით თარიღდება. მაისის ბოლოს, HIMARS-ის მიერ გასროლილი სამი რაკეტა მოხვდა შენობას მუსა ქალაში, ჰელმანდის პროვინციაში, სადაც თალიბების მეთაურები შეხვედრას მართავდნენ – შეხვედრის მინიმუმ 50 მონაწილე, აშშ-ს არმიის ცნობით, ლიკვიდირებულია. 2015 წელს, ერაყში ISIS-ის აქტიური შეტევის გამო, ამერიკელებმა HIMARS-ის ეკიპაჟები ამ ქვეყანაში გადაიყვანეს. MLRS განლაგდა ორ საჰაერო ბაზაზე დასავლეთის პროვინცია ანბარში, სადაც ISIS-ს ჰქონდა ძლიერი პოზიცია და საიდანაც მან დაიწყო თავდასხმები ერაყის სამთავრობო ძალებზე.

როდესაც ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ კამპანიის ყველაზე დიდი და სისხლიანი ბრძოლა დაიწყო – ბრძოლა მოსულისთვის, ამერიკელებმა 2016 წლის ოქტომბერში HIMARS-ის გამშვები მოწყობილობები მიაწოდეს კაიარის საჰაერო ბაზას, მოსულიდან სამხრეთით 56 კილომეტრში. ბრძოლის ცხრა თვის განმავლობაში აშშ-ს არმიამ არაერთხელ გამოიყენა ეს MLRS ცოცხალი ძალის, საყრდენი პუნქტების, საწყობებისა და იმ სახელოსნოების გასანადგურებლად, სადაც ტერორისტები ამზადებდნენ დანაღმულ ეგრეთ წოდებულ „შაჰიდმობილებს“.

2016 წლის აპრილში HIMARS განლაგდა თურქეთში, სირიის საზღვარზე საიდანაც განახორციელეს დარტყმები სირიის ტერიტორიაზე განლაგებულ ISIS-ის ობიექტებზე. მას შემდეგ რაც ISIS საბოლოოდ განდევნეს ერაყის ტერიტორიიდან (2017 წლის დეკემბერი) და ამერიკელებმა დაიწყეს თანამშრომლობა ქურთების თავდაცვის ძალებთან, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, MLRS პირდაპირ სირიის ტერიტორიაზე გამოჩნდა. თუმცა, იქ ეს დანადგარები გამოიყენებოდა არა მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგ თავდასხმისთვის. 2018 წლის თებერვალში ამერიკელებმა ავიაციის და HIMARS-ებით საშუალებებით გაანადგურეს სირიის სამთავრობო ძალების ბატალიონურ-ტაქტიკური ჯგუფი. სხვადასხვა შეფასებით, ლიკვიდირებული იქნა ამ ჯგუფის ათობით მებრძოლი, ასევე განადგურდა ამ ჯგუფის თითქმის ყველა საარტილერიო და ჯავშანტექნიკა. ამერიკელებს ზარალი არ მიუღიათ. 2021 წლის გაზაფხულზე შეერთებულმა შტატებმა განათავსა დამატებითი HIMARS დანადგარები ავღანეთში, რათა უზრუნველყო ამ ქვეყნიდან საკუთარი და სხვა უცხოური ჯარების გაყვანის უსაფრთხოება. ამ შემთხვევაში მათი გამოყენების შესახებ ოფიციალურად არაფერია ცნობილი, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ უცხოური ჯარები ქაბულის გარეთ ყველა ძირითადი ბაზიდან დანაკარგის გარეშე გაიყვანეს.

ის, რომ ამერიკელები უკრაინისთვის HIMARS-ის მიწოდებას აპირებენ, ამა წლის მაისის ბოლოს გახდა ცნობილი. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მათ სურდათ სასწრაფოდ მიეღოთ ეს დანადგარები შეერთებული შტატებისგან.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ აპირებდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიეწოდებინა ოთხი გამშვები დანადგარი და GMLRS M31 ტიპის რაკეტები, რომლებიც სამიზნეებს 84 კილომეტრამდე მანძილზე ანადგურებენ. ივნისის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაასაჯაროვა ვიდეო მესიჯი, რომელშიც მოუწოდებდა შეერთებულ შტატებს, დაეჩქარებინა HIMARS-ის მიწოდება. ამის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ უკრაინისთვის გადაეცა უკვე რვა დანადგარი.

23 ივნისი, უკრაინას გადაეცა HIMARS პირველი ოთხი ერთეული

28 ივნისს ბახმუტის (არტემოვსკის) მიმართულებით, მოფრინდა პირველი რაკეტა ქალაქ პერევალსკში, რომელიც ფრონტის ხაზიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. იმავე დღეს სოციალურ ქსელში გამოჩნდა HIMARS-ის ორი დანადგარის ფოტო, რომლებიც, სავარაუდოდ, დონბასში მოქმედებდნენ. სავარაუდოდ, პერევალსკზე დარტყმა იყო საცდელი გაშვება: ტესტი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე დემონსტრაცია რუსეთის არმიისა და სეპარატისტული რესპუბლიკების მილიციებისთვის.

ტექნიკური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით, ამერიკული დანადგარები რა თქმა უნდა ბევრად აღემატება რუსეთის მძიმე MLRS “ურაგან” და “სმერჩ”-ს, რომლებსაც იყენებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები. სროლის სიშორის მხრივ, GMLRS M31 მიზანთან წვდომის სიშორე ორჯერ აღემატება “ურაგან” და “სმერჩ”-ს რაკეტებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკული რაკეტები GPS-ითაა მართული და ამიტომ უაღრესად ეფექტურია სიზუსტის მხრივ (მიზანთან მაქსიმალური აცდენის მაძილი სულ ხუთიოდე მეტრია). “ისკანდერის” სარაკეტო სისტემები აღემატება სიშორით ამერიკულ MLRS-ს. თუმცა, განსხვავება აქ არის ის, რომ HIMARS განკუთვნილია მტრის ცოცხალი ძალასა და აღჭურვილობაზე ოპერატიული დარტყმისთვის, ხოლო “ისკანდერის” რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ სამიზნეს 500 კილომეტრამდე მანძილზე, შექმნილია კონტროლისა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, საწყობებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემის ობიექტებზე დასარტყმელად. ამიტომაც ძნელია მათი სწრაფად და ზუსტად გამოყენება, მაგალითად, მტრის იმ ქვედანაყოფების წინააღმდეგ თავდასხმისთვის, რომლებმაც გაარღვიეს ფრონტის ხაზი.

თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ რვავე დაპირებულ HIMARS-ს (კიდევ ოთხი უნდა ჩავიდეს უკრაინაში ივლისის შუა რიცხვებამდე), ეს მათ საშუალებას არ მისცემს რადიკალურად შეიცვალოს საომარი მოქმედებების მიმდინარეობა. ამისათვის საჭიროა ათობით, თუ არა ასობით ასეთი დანადგარი და მათთვის სხვადასხვა ტიპის ათასობით საბრძოლო მასალა. თუმცა, რვა დანადგარი სავსებით საკმარისია, მაგალითად, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის გასანადგურებლად, როგორც ეს მოხდა სირიაში 2018 წლის თებერვალში . ეს რადიკალურად არ იმოქმედებს სამხედრო სიტუაციაზე, მაგრამ შეუძლია და შესაძლებელს გახდის სხვა ქვედანაყოფების მებრძოლებს შორის დემორალიზაციას ტაქტიკური წარმატებების მისაღწევად. და ისევ და ისევ, თავად ამერიკელებს ადრე არ გამოუყენებიათ HIMARS “გასროლეთ და გაიქეცის” პრინციპით – აქ მათ არ შეუძლიათ რაიმე გამოცდილების გადაცემა უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე (თუმცა თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო დანაყოფები მოქმედებენ ამ პრინციპით. ). ანუ ვიმეორებთ, HIMARS მოწყობილობა სწრაფად გადის საბრძოლო პოზიციაზე, წუთებში ახდენს რაკეტების გაშვებას, შემდეგ კი ისევე სწრაფად იცვლის პოზიციას ან უკან იხევს წინასწარი დისლოკაციის კარგად გამაგრებული ადგილისაკენ ამასთან მისი გადაადგილების სიჩქარე საათში 85 კილომეტრამდეა. ამიტომ, მტრისთვის უკიდურესად რთულია HIMARS-ის აღმოჩენა და განადგურება.

ბოლო ცნობებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე საკმაოდ ეფექტურად დაიწყეს HIMARS მოწყობილობების გამოყენება მოწინააღმდეგის საარტილერიო საწყობების და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების გასანადგურებლად.

***

The post ავღანეთიდან დონბასამდე first appeared on Weather forecast and more.]]>
ასწევს ყველაფერს ! http://prognozi.ge/%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1/ Sat, 02 Jul 2022 13:20:56 +0000 http://prognozi.ge/?p=330 ანუ, თუ როგორ აშენებს, ილონ მასკის SpaceX, მსოფლიოში ოდესმე შექმნილ, ყველაზე მძლავრ რაკეტას. მასკმა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო საუბარი მარსის კოლონიზაციისთვის განკუთვნილი მრავალჯერადი სატრანსპორტო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე – პირველად თითქმის 20 წლის წინ. თუმცა, გამოცხადებული გეგმების კონკრეტული განხორციელება SpaceX-ში დაიწყო დაახლოებით მხოლოდ...

The post ასწევს ყველაფერს ! first appeared on Weather forecast and more.]]>
ანუ, თუ როგორ აშენებს, ილონ მასკის SpaceX, მსოფლიოში ოდესმე შექმნილ, ყველაზე მძლავრ რაკეტას.

მასკმა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო საუბარი მარსის კოლონიზაციისთვის განკუთვნილი მრავალჯერადი სატრანსპორტო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე – პირველად თითქმის 20 წლის წინ. თუმცა, გამოცხადებული გეგმების კონკრეტული განხორციელება SpaceX-ში დაიწყო დაახლოებით მხოლოდ ხუთი წლის წინ, როდესაც კომპანიამ, ჯერ ერთი, წარმატებით მოახერხა საშუალო ტვირთამწეობის (მაშინ) Falcon 9 რაკეტა მატარებლის გაშვება და მეორეც, დაიწყო პრინციპულად ახალი სარაკეტო ძრავა Raptor-ის შემუშავება.

ბოლო წლებში მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემის კონცეფციამ, დეკლარირებული ტევადობის, გამოყენებული ძრავების რაოდენობისა და რაკეტის სტრუქტურული მასალების მხრივ განიცადა რამდენიმე ცვლილება. თუ SpaceX-ი შესძლებს ბოლომდე მიიყვანოს ჩანაფიქრი Super Heavy/Starship კომბინაცია გახდება კაცობრიობის მიერ ოდესმე აშენებული ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი და მძლავრი სარაკეტო სისტემა, რომელიც თვირთამწეობით გაასწრებს ისეთ სუპერმძიმე რაკეტა მატარებლებს, როგორიცაა Saturn V; N1 და Falcon Heavy. კერძოდ, მრავალჯერადი გამოყენების რეჟიმში, Starship-ს, სავარაუდოდ, შეეძლება 150 ტონამდე ტვირთის გაშვება დედამიწის დაბალ ორბიტაზე და ერთჯერადი გამოყენების რეჟიმში 250 ტონამდე. მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც აწყდებიან მრავალჯერად გამოყენებად სატრანსპორტო სისტემაზე მომუშავე SpaceX-ის ინჟინრებს, მათ წინ მდგომი ეს ამოცანა დღეს უკვე თითქმის-თითქმის გადაჭრილად გამოიყურება.

Starship კომპლექსის შედარება სხვა ზემძიმე რაკეტა მატარებლებთან

ამჟამად Starship რაკეტა მატარებელი გამოირჩევა რამდენიმე რევოლუციური ტექნიკური გადაწყვეტის გამოყენებით, რომლებიც განსაზღვრავენ მომავალი ათწლეულების ყველაზე პროგრესულ რაკეტა მატარებლების განვითარების ტენდენციებს.

პირველი, ეს გახლავთ Raptor ტიპის ძრავები, რომლებიც გამოიყენება რკეტა ამაჩქარებელ Super Heavy-ისთვის ხოლო თავად Starship კოსმოსური ხომალდი, მუშაობს თხევადი მეთანი -ჟანგბადის წყვილზე. ნავთი-ჟანგბადისა და წყალბადი-ჟანგბადის საწვავის წყვილებისგან განსხვავებით, მეთანისა და ჟანგბადის გამოყენება მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო ძრავებში თითქმის არ იძლევა ძრავის საქშენებზე ნამწვს, რაც ხელს უწყობს მის უსაფრთხოებას და აადვილებს ტექნიკურ მომსახურებას მისი მომდევნო გამოყენებისას. SpaceX აცხადებს, რომ Raptor-ს აქვს ყველაზე მაღალი სიმძლავრის წონასთან შეფარდება ნებისმიერ სარაკეტო ძრავებს შორის რომლებიც ოდესმე შექმნილა მსოფლიოში.

მეორეც, ეს მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა მატარებელი აღჭურვილია მართვის უაღრესად ეფექტური სისტემით, რომელიც Starship-ს საშუალებას აძლევს შეძლოს არა მხოლოდ ჰაერში მანევრირება, არამედ ერთდროულად გამოიყენოს დაახლოებით სამი ათეული Raptor ძრავა. ამ ვითარებაში თავად მასკი აცხადებს, რომ სწორედ მართვის ადეკვატური სისტემის არარსებობამ გამოიწვია საბჭოთა სუპერმძიმე 30 NK-15 ძრავით აღჭურვილი N-1 რაკეტის რამდენიმე მარცხი ფრენის პირველსავე ეტაპებზე.

მესამე, ვერტიკალური დაშვებისთვის, Super Heavy-მ, ისევე როგორც Falcon 9-მ მიიღო სპეციალური მექანიზმები, პირველ რიგში, დასაჯდომი ფეხები და გისოსების მაგვარი სტაბილიზატორები. თუმცა ჯერ არ არის ნათელი, იკეცება თუ არა Super Heavy-ის ბადისებრი სტაბილიზატორები ისე, როგორც ეს ხდება Falcon 9-ის პირველი საფეხურის ვერტიკალურად დაშვებისას.

და მეოთხე, Starship-ის შექმნა, ისევე როგორც Falcon 9-ის შექმნა, გამოირჩევა სამუშაოების ინტერატიული მიდგომით, რომლის დროსაც რაკეტის დიზაინში გამოყენებული საინჟინრო გადაწყვეტილებები პირდაპირ დამოწმებულია შექმნილი პროდუქტის პროტოტიპის ფიზიკური ტესტის ჩატარებით. განვითარების ეს მეთოდი ითვალისწინებს მრავალი ექსპერიმენტული წარუმატებლობის არსებობას, რაც შესაძლებელს ხდის მაქსიმუმ ღირებული ინფორმაციის მიღებას შედარებით მოკლე დროში, რომელიც ვერანაირად ვერ მიიღება ასევე მოკლე დროში სუპერკომპიუტერზე სიმულაციის გზით.

და ზუსტად, აი ამ ინტერატიული მიდგომის გამოყენება, არის ზუსტად ის, რომელიც განასხვავებს SpaceX-ს მისი უახლოესი და ნაკლებად წარმატებული ამერიკელი კონკურენტებისგან – რომლებიც არიან Blue Origin, United Launch Alliance (ULA) და Northrop Grumman და აახლოებს მას 1940-1960-იანი წლების გერმანელ, საბჭოთა და ამერიკელ რაკეტამშენებლებთან, რომლთა მიერ ფუნდამენტურად ახალი აეროკოსმოსური პროდუქტების შემუშავებას, ყოველთვის თან ახლდა წარუმატებელი ტესტების თანმიმდევრობა.

პერსპექტივაში მიიღება Starship რამდენიმე მოდიფიკაცია. ერთ-ერთი მათგანი, Starship Human Landing System (HLS), არის მთვარის დასაჯდომი მოდული, რომელსაც მხარს უჭერს NASA. NASA-სთან კონტრაქტის შესაბამისი ღირებულება, რომელიც მოიცავს Starship HLS-ის შემუშავებას და წარმოებას, ასევე მთვარეზე ერთი უპილოტო და ერთი პილოტირებული ფრენის განხორციელებას დაახლოებით 2,9 მილიარდი დოლარია. მასკის თქმით, პირველი მთვარის დასაჯდომი მოდული იქნება ერთჯერადი და დარჩება დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე, როგორც ბაზა, რომლებსაც ასტრონავტები სტუმრობენ. Starship-ის კიდევ ერთი მოდიფიკაცია, რომელზეც SpaceX მუშაობს, იქმნება აშშ-ის საჰაერო ძალების (Air Force) ინტერესებიდან გამომდინარე . Rocket Cargo პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს სამხედროები გეგმავენ გამოიყენონ ეს მრავალჯერადი სატრანსპორტო სისტემა სამხედრო ტვირთის მაღალი სიჩქარით მიწოდებისთვის დედამიწის ნებისმიერ წერტილამდე. Rocket Cargo-ს თითოეული გაშვებისთვის იგეგმება 80 ტონა სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მიწოდება, რაც ახლოსაა C-17 Globemaster III სტრატეგიული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის შესაძლებლობებთან. Rocket Cargo პროექტში SpaceX-ის პარტნიორი არის Exploration Architecture Corporation (XArc), კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია სარაკეტო და კოსმოსური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაში. სპეციალურად Rocket Cargo-სთვის იგეგმება ორი საზღვაო კოსმოსური პორტის მშენებლობა, რომლებმაც მარსის ბუნებრივი თანამგზავრების პატივსაცემად უკვე მიიღეს სახელები ფობოსი და დეიმოსი . Starship-ის გამოყენების იდეა ასევე განიხილება, დედამიწაზე სამგზავრო საკონტინენტთაშორისი ფრენებისთვის განხორციელების კონტექსტში – SpaceX-ის კომპანიის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის გვინ შოთველის თქმით, ასეთი ფრენისთვის ბილეთის ღირებულება უფრო ძვირი იქნება, ვიდრე ეკონომ კლასი საჰაერო მოგზაურობისთვის, მაგრამ უფრო იაფი ვიდრეტრანსატლანტიკური საჰაერო მოგზაურობა ბიზნეს კლასით (ანუ რამდენიმე ათასი დოლარი). ერთი რეისით, სისტემა შეძლებს ასამდე მგზავრის და მათი ბარგის გადაყვანა გადატანას.

Super Heavy/Starship კომბინაციის კოსმოსური ხომალდის პირველი ორბიტალური ფრენა შეიძლება განხორციელდეს უკვე ამ წელს, რისთვისაც SpaceX-ს დასჭირდება ნებართვა აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან. მისი წარუმატებელი ტესტი კიდევ ერთი სასარგებლო გაკვეთილი იქნება ამერიკული კომპანიისთვის და კიდევ ერთი მიზეზი დაცინვისა და არაკეთილსინდისიერი კეთილმოსურნეების მხრიდან. ხოლო თუ ფრენა წარმატებული იქნება, მაშინ Starship-ის დახმარებით SpaceX მომავალში Starlink-ის გლობალური სისტემის თანამგზავრების გაშვებასაც შეეცდება . ჯერჯერობით კოსმოსში 4000-ზე ნაკლები ასეთი მოწყობილობაა გაგზავნილი, და იგეგმება სულ მცირე 12000-ის გაშვება . ეჭვგარეშეა, რომ Starship-ის შესაძლებლობების გამოყენება SpaceX-ს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ დაასრულოს Starlink-ის განლაგება მოკლე დროში, არამედ დააგროვოს სტატისტიკა მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემის წარმატებული გაშვებების შესახებ.

The post ასწევს ყველაფერს ! first appeared on Weather forecast and more.]]>
უკან ევროპისკენ ??? http://prognozi.ge/%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9c/ Tue, 28 Jun 2022 07:59:29 +0000 http://prognozi.ge/?p=279 ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია არ მიენიჭებინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის, მაგრამ განაცხადა, რომ მას აქვს „ევროპული პერსპექტივა“. ახლა, იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეძლოს, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ის პირობები, რომლებმაც ევროკავშირის თქმით, უნდა გააძლიეროს მისი დემოკრატია. ამის შემდეგ ქართულმა მოძრაობამ „სირცხვილიამ“...

The post უკან ევროპისკენ ??? first appeared on Weather forecast and more.]]>
ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია არ მიენიჭებინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის, მაგრამ განაცხადა, რომ მას აქვს „ევროპული პერსპექტივა“. ახლა, იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეძლოს, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ის პირობები, რომლებმაც ევროკავშირის თქმით, უნდა გააძლიეროს მისი დემოკრატია. ამის შემდეგ ქართულმა მოძრაობამ „სირცხვილიამ“ თბილისის ცენტრში მრავალათასიანი აქცია გამართა სახელწოდებით „სახლი, ევროპა“. კიდევ ერთი – ისეთივე მრავალრიცხოვანი მიტინგი – ჩატარდა ევროპარლამენტის უარის შემდეგ, რომელმაც მხარი დაუჭირა ევროკომისიის რეკომენდაციას. აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს ულტიმატუმი და მოითხოვეს საქართველოს მთავრობის გადადგომა.

2022 წლის 3 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შეასრულა თავისი „საშინაო დავალება“ – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობები – და ახლა ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. 3 მარტს, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ, საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოთხოვნით. საომარი მოქმედებების დაწყების გამო, ქვეყანამ მიიღო და მოკლე დროში შეავსო ევროკავშირის კითხვარი, რომელიც აუცილებელი იყო პროცედურის დაჩქარებული წესით დასაწყებად. პასუხები მზად იყო 10 მაისამდე (თუმცა როგორც წესი, კითხვარის შევსებას ვადა სამი თვე გახლავთ). შემდეგ კომისიას უნდა შეეფასებინა განმცხადებელი ქვეყანა და გადაეწყვიტა, მიეცეს თუ არა რეკომენდაცია ევროსაბჭოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება-გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. როგორც აღნიშნა თბილისის ევროპული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა, გიორგი მჭედლიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული რეფორმების მხრივ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას წინ უსწრებს, ბოლო წლებში ეს პროცესი შენელდა, ასევე დაიწია სიტყვის თავისუფლების დონემაც.

ამ პროცესის ერთ-ერთ შედეგს მან ნიკა გვარამიას განაჩენი უწოდა. 16 მაისს ქართული ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარი არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს „კერძო საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განზრახ გადამეტების“ ბრალდებით სამწელიწად-ნახევარი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელი უკავშირდებოდა გვარამიას მუშაობას სხვა ოპოზიციური ტელეარხის, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელად, რომელსაც ის 2016 წლიდან 2019 წლამდე მართავდა. გამომძიებლების თქმით, გვარამიამ „მატერიალური ზიანი მიაყენა ტელეარხს“: მან გააფორმა ხელშეკრულება დილერებთან, რის შედეგადაც ტელეარხზე ცენტრისთვის ხელსაყრელ ფასად რეკლამის ჩვენება უნდა მომხდარიყო და გვარამიამ მიიღო “პორშეს” მარკის ავტომანქანა. ტელეარხის მართვის გარდა, გვარამია, როგორც ადვოკატი, იცავდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს.

გვარამიას განაჩენი საქართველოში დიდი ხმაურით განიხილეს. ერთ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, 8 ივნისს, ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და „ჟურნალისტების უსაფრთხოების საფრთხის შესახებ“. გვარამიას და სააკაშვილის საქმეების გარდა, ჟურნალისტებზე თავდასხმაც გასული წლის 5 ივლისსაც მოხდა. 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ადამიანს, ძირითადად მედიის მუშაკებს, თავს დაესხნენ ულტრაკონსერვატიული ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ თბილისში ლგბტ მსვლელობის გამართვას. ამ მოვლენებიდან 5 დღეში გარდაიცვალა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა. მას სახის ძვალი ჰქონდა მოტეხილი და მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დაზიანებებით გამოწვეული თრომბოემბოლია იყო. თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა გახდა.

ევროკავშირმა მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მილიარდერს, რომელიც 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა მმართველ პარტიას „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველო“.

ევროკავშირის რეზოლუციაში წერია: ევროპარლამენტი შეშფოთებულია ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლით, რომელიც ერთადერთი ოლიგარქია საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, და მარალია მისი კონტროლის დონე საქართველოს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნაზე; ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით; ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და მის დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილის წინააღმდეგ პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

თავისი ასაკის გამო 66 წლის ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, გასულ წელს გამოაცხადა . მმართველი პარტია „ქართული ოცნების დემოკრატიული საქართველოს“ მოქმედმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეზოლუციას შეურაცხმყოფელი უწოდა და ევროკავშირი სიცრუეში დაადანაშაულა.

რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – მიხეილსააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და პოლიტიკისგან რეზოლუციას, რომელიც პოლიტიკისგან სრულიად დისტანცირებული ბიძინა ივანიშვილს ქართული დემოკრატიის მთავარ პრობლემად აცხადებს. რეზოლუციას, რომელიც ითხოვს სანქციებს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან.

როგორც მოძრაობა სირცხვილის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნოდარ რუხაძემ აღნიშნა, , მიუხედავად იმისა, რომ მან განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქვეყანის მთავრობაზე ზემოქმედებას, მინდობილი ადამიანების მეშვეობით. ცნობილია რომ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მისი პირადი მცველი ; ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, ხოლო ქვეყნის მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე იყო მისი ადვოკატი.

საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენჯერმე ნახსენებია, როგორც ივანიშვილის ოფიციალური წარმომადგენელი შვეიცარიული ბანკი Suisse Credit-ის საქმეში, რომელსაც ოლიგარქი უჩიოდა.

„ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. მან მთელი ქონება რუსეთში მოიპოვა და მისი მთავარი მიზანია ამ ქონების შენარჩუნება, ხელშეუხებლობის გარანტიაა. მას ესმის, რომ ამ მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა საქართველოში დარჩენა და მისი, ივანიშვილის, პოლიტიკური კურსის გაგრძელებაა“, – განაცხადა რუხაძემ. 2011 წელს ივანიშვილმა განაცხადა მთელი რუსული ბიზნესის გაყიდვა და რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა . 2022 წლის აპრილის ბოლოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ფილიალმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ბიზნესის მართვას რუსეთში ოფშორული კომპანიების, ნათესავების და წარმომადგენლების მეშვეობით. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ივანიშვილის ქმედებების გამო საქართველოს “შიდა უსაფრთხოება” და საგარეო პოლიტიკა “საფრთხის ქვეშაა”.

ასე თუ ისე 17 ივნისს ევროკომისიამ მოამზადა დასკვნა, რომელშიც რეკომენდაცია მისცა, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების სტატუსი, მაგრამ არა საქართველოს, რადგან ის არ ასრულებდა ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ პირობებს.

„საქართველოს აქვს იგივე მისწრაფებები და პოტენციალი, როგორც უკრაინას და მოლდოვას. მაგრამ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, ქვეყანა ახლა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს და სტრუქტურული რეფორმებისკენ მკაფიო გზა გახსნას, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. — გზა, რომელიც განსაზღვრავს აუცილებელ რეფორმებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით. ამიტომ ჩვენ გირჩევთ, რომ საბჭო მოგვიანებით დაუბრუნდეს ამ საკითხს და შეაფასოს, თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველო რიგ პირობებს მას კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“.

ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის, პროკურატურის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ანტიკორუფციული სააგენტოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭება, “დეოლიგარქიზაციის” განხორციელება, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში კაპიტალის მფლობელების გავლენის აღმოფხვრა. უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და გადაჭრას სხვა პრობლემები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ამ განცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ ქვეყანა უფრო მეტს ელოდა და მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების გადაწყვეტილება, ანუ თეორიული შესაძლებლობა, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა. „თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს, თუ დამსახურებულად შევხედავთ, მაშინ საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელისთვისაც ეს სტატუსი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, უნდა მიენიჭებინათ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი კონკრეტული სამუშაო გააკეთა“, – განმარტა თავისი მოსაზრება ღარიბაშვილმა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს: კობახიძის თქმით, მასზე „საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობას“ შეეძლო გავლენა მოეხდინა. რას ნიშნავს ეს, კობახიძეს არ განუმარტავს. თბილისის ევროპული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა გიორგი მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება დაკავშირებულია არა იმდენად ნიკა გვარამიას განაჩენთან ან გასული წლის 5 ივლისის მოვლენებთან, არამედ საქართველოში საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირებასთან. მისივე თქმით, რაც საქართველოში ბოლო წლებში მოხდა ეს არის „მცირე უკუსვლა“, რაც დემოკრატიაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე აისახა. პოლიტიკურ აპარატში, ასევე მისივე თქმით, სულ უფრო მეტად ვლინდება ნეპოტიზმი: ხელმძღვანელ თანამდებობებზე ინიშნებიან არა ყველაზე პროფესიონალი ადამიანები, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაახლოებულები, ხოლო არჩევნების გამჭვირვალობის დონე დაეცა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა ამომრჩევლების მოსყიდვის გამო. სასამართლო სისტემა პრაქტიკულად აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი გახდა. ძალოვანი სტრუქტურები სისასტიკეს ავლენენ იქ, სადაც ეს სრულიად არ არის საჭირო, მაგრამ ამავდროულად ვერც კი ახერხებენ ქუჩის აქციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ევროკომისიის გადაწყვეტილება არ მიმაჩნია სრულიად სამართლიანად, მაგრამ სავსებით გასაგებია და, რა თქმა უნდა, მათ აქვთ უკმაყოფილების საფუძველი. ქვეყნის განვითარების ტენდენციები სრულიად უარყოფითია და ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე. როდესაც ასეთი რამ ხდება, ამაზე ყოველთვის პასუხისმგებელია ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ევროკავშირის რეზოლუციის გამოქვეყნების დღეს მოძრაობა „სირცხვილიამ“ თბილისის ცენტრში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია და მსვლელობა დააანონსა. მმართველმა პარტიამ აქციას მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ქმედებები არის „დესტრუქციული და იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას“, ხოლო კონსტანტინ მორგოშიამ, კონსერვატიული მოძრაობის „ალტ-ინფოს“ ლიდერიმა, რომლის წევრები იზიარებენ პრორუსულ პოზიციას განაცხადა, რომ მოძრაობის აქტივისტები აქციას დაესწრებიან „სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში“ და პირობა დადეს, რომ „პოლიციას არ დაეყრდნონ“ და „გააქტიურდებიან“ იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები თავს დაესხმებიან სამართალდამცავ უწყებებს.

20 ივნისს, საღამოს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან 30-დან 50 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ. რამდენიმე აქტივისტმა მომიტინგეებს დაურიგა A4 ზომის პლაკატები წარწერით “ჩვენ ევროპა ვართ”. შენობის მიმდებარედ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოაწყო ბანერები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომელიც ამჟამად ციხეშია. ისინი აქციის დაწყებამდე და ევროკავშირის ჰიმნის შესრულების დროს მეგაფონებში სკანდირებდნენ ერთ სიტყვას – „მიშა“ .

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც მოვიდა ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გამოსახატავად, ხმამაღლა ითხოვა შეეჩერებინათ „მიშა“-ს ყვირილი იმ მოტივით რომ ხალხი იმ დღეს მოვიდა, რათა ისაუბრონ “არა ამ პრობლემაზე”. შემდგომ ევროკავშირის ჰიმნი შეიცვალა უკრაინის, შემდეგ კი საქართველოს ჰიმნით. მოედნის შუაგულში უზარმაზარ ეკრანზე მონაცვლეობდა ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დროშები. „სულხან-საბა, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და ვაჟა ფშაველა, მეცხრე აპრილის გმირები და ის გმირები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის… დღეს მათ მოპირდაპირე მხარეს დგას ოლიგარქი ივანიშვილი, რომელსაც ფეხი აქვს გაჭედილი კარში, რომლში შესვლა ყველას გვინდა, – ევროპის კარები, ეს არის სივრცე, რომელშიც ის არ გვაძლევს საშუალებას შევიდეთ! აქციაზე ივანიშვილის წინააღმდეგ პლაკატებით მივიდა ათობით ადამიანი. ქართველი ბიზნესმენის გამოსახულების გვერდით ხშირად მოჩანდა ვლადიმერ პუტინის ფოთო. ამ რამდენიმე პლაკატის წარწერა ეწერა: „მე ვარ ევროპელი. ამიტომ ბორენკა მიჰყვება რუსულ ხომალდს“. „ბორენკა“ ბიძინა ივანიშვილის მეტსახელია. როგორც სტუდენტური მოძრაობა Democracy Defenders ერთ-ერთმა მონაწილემ, ვინმე გიორგიმ განმარტა, ამ პლაკატით აქციის მონაწილეებს სურდათ გაეპროტესტებინათ ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ქვეყანას აცილებს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროკავშირში შესვლისგან.

თბილისის ცენტრში აქციაზე მისულებს შორის იყვნენ რამდენიმე ქართველი მაისურებით, წარწერით „რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩემი ქვეყნის 20%“. იმ პრობლემებს შორის, რაზეც აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს, იყო პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით გაუარესებული მდგომარეობა საქართველოში: აქციის მონაწილეებთან საუბრისას პოლიტიკოსები 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს და გვარამიას განაჩენს ეხებოდნენ. „მოვედი აქ ჟურნალისტებთან სოლიდარობის გამოსახატავად და კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა არის ზეწოლა სიტყვის თავისუფლებაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ამის გამო არ უნდათ ჩვენი დანახვა ევროკავშირში“, – ამბობს მამაკაცი, რომელმაც თავი ზვიადად წარადგინა. ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით „მედია თავდასხმაშია“. აქციის დასასრულს სტუდენტური და სოციალური მოძრაობების აქტივისტებმა განაცხადეს ახალი მოძრაობის „სახლი, ევროპისკენ“ შექმნის შესახებ, რომლის მიზანი იქნება ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისობის მიღწევა. აქცია თბილისის ცენტრის გავლით პარლამენტის შენობიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობით დასრულდა. გზად შეკრებილები სკანდირებდნენ ორ ლოზუნგს: “საქართველოს გაუმარჯოს!” და „პუტინ *****“.

და აი, სამი დღის შემდეგ, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროპის საბჭოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭოს. იგივე უნდა მოხდეც საქართველოსთან მიმართებაში, როგორც კი მისი მთავრობა შეასრულებს ევროკომისიის მიერ დადგენილ პირობებს. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია არაერთი კონფლიქტი პოლიტიკოსებს შორის საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების მიღწევა უწოდა. მის განცხადებას ოპოზიციის სასტიკი პროტესტი მოჰყვა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მას „მონა“ და „მოღალატე“ უწოდა. ამის შემდეგ თავად ღარიბაშვილმა პარტია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატს სალომე სამადაშვილს ასევე „მოღალატე“ უწოდა და სამადაშვილი ბრიუსელში ჩასვლაში დაადანაშაულა სადაც მან, მისი თქმით პირადად ითხოვა რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების სიაში არ შეეყვანათ. კონკრეტულად ვის სთხოვა სამადაშვილმა ამის შესახებ, პრემიერმა არ დააკონკრეტა, ხოლო თავად დეპუტატმა ბრალდებების საპასუხოდ ღარიბაშვილს “უსინდისო მატყუარა და ცრუპენტელა” უწოდა. გარდა ამისა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგივე მიზნით ვაშინგტონსა და ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი დავით არახამია იმყოფებოდა. არახამიამ უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ ევროპაში არ ყოფილა და დასძინა, რომ აშშ-ში, პირიქით, საუბრობდა საქართველოს ხელისუფლების „მარიონეტულ“ ბუნებაზე “რუსული გეგმა პრო-ოლიგარქ“ ივანიშვილთან სიახლოვის გამო.

ღარიბაშვილის თავდასხმებს ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვაც გამოეხმაურა: ბატონო პრემიერ მინისტრო, ყოფილხართ ბრიუსელში? იქ თქვენ არ დამინახიხართ. გარდა ამისა მე თვითონ ვმონაწილეობდი ქართულ ოპოზიციასთან შეხვედრებში და თითქმის ყველა გვთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ. ასე რომ ნუ იტყუებით. მობრძანდით ბრიუსელში და ვილაპარაკოთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი. მოძრაობა „სირცხვილია“ -მ კი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მორიგი აქცია დააანონსა, რომელიც 24 ივნისს გაიმართა. პარლამენტთან კვლავ ათიათასობით ადამიანი მივიდა (პროტესტანტთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება). ამჯერად აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მკაფიო მოთხოვნები დაუდეს: პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, ეს მთავრობის ქმედებების გამო, რომლის ქმედებით საქართველოს უარი ეთქვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე; სახალხო კონსენსუსის საფუძველზე არჩეული ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც იკისრებს ვალდებულებას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების 12-ვე პუნქტი. აქტივისტებმა ხელისუფლებას ამ პირობების შესასრულებლად ერთი კვირა მისცეს. უარის შემთხვევაში დაპირდნენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების ჩატარებას. „20 ივნისის აქცია ყველაზე მასშტაბური იყო თბილისის ისტორიაში. ჩვენ მივმართეთ ევროკავშირს და არა მთავრობას“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნოდარ რუხაძემ. – მაგრამ 24 ივნისს საქართველომ, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, უარყოფითი პასუხი მიიღო, ამიტომ იმ დღეს მოვითხოვეთ მთავრობის გადადგომა. ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსი ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა განახორციელებს ყველა საჭირო რეფორმას ევროკავშირში გასაწევრიანებლად“. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს საპროტესტო აქციაზე საქართველოს მოქალაქეებს მიმართა: მინდა დღეს ყველამ მომისმინოს. ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი და თავისუფალი ქვეყნები და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად იბრძვიან რუსების წინააღმდეგ. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება იქნება თითოეული მათგანის, ისევე როგორც თითოეული თქვენგანის გამარჯვება. ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თქვენია. თუ ვინმეს უნდა დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა გადახაზოს, აუცილებლად შეგახსენებთ, თქვენთან ვიქნებით. გუშინ უკრაინამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ – ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთად! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!

მეორე დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დროებითი „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ შექმნა გამოაცხადა, რომელშიც მოქმედი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არ იქნებიან. როგორც აქციის მონაწილეებმა ჩათვალეს, ის კონკრეტულ სფეროებში აღიარებული სპეციალისტებისგან უნდა შედგებოდეს და მისი მთავარი მიზანი წინა ხელისუფლების გადადგომის შემთხვევაში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება იქნება. მმართველი პარტიის წევრები აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

* * *

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, ბევრი რუსი, ვინც არ ეთანხმებოდა არსებულ პოლიტიკას, საქართველოში, ემიგრაციაში წავიდა. ზოგიერთმა მათგანმა ეს გააკეთა შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნის შიშით, იმ მუხლებით, რომლებიც რუსეთის კანონმდებლობაში გამოჩნდა შეჭრის შემდეგ. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გავლენას არ მოახდენს ქვეყანაში მცხოვრებ რუსებზე, ამბობს ანტონ მიხალჩუკი, ფონდ FreeRussia-ის საქართველოს ოფისის პროგრამის კოორდინატორი. აქ მცხოვრები რუსები დასავლეთის ინტერესებზე არიან ორიენტირებულნი და არა რუსეთის ან თურქეთის ინტერესებზე.

The post უკან ევროპისკენ ??? first appeared on Weather forecast and more.]]>
ცეზარი http://prognozi.ge/%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98/ Sun, 26 Jun 2022 17:09:54 +0000 http://prognozi.ge/?p=271 გაიუს იულიუს კეისარი-მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად….. არაა არა! ეს ეხლა არ გვინდა. პური ლუკმებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ დავყაროთ ბაზილიკი, დაჭყლეტილი ნორი …სალათი? ჰმმ… გემრიელია მაგრამ…. არც ეს. აი ეს! CAESAR (თვითმავალი ჰაუბიცა) CAESAR (ფრანგულად. Camion Équipé...

The post ცეზარი first appeared on Weather forecast and more.]]>
გაიუს იულიუს კეისარი-მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად….. არაა არა! ეს ეხლა არ გვინდა.

პური ლუკმებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ დავყაროთ ბაზილიკი, დაჭყლეტილი ნორი …სალათი? ჰმმ… გემრიელია მაგრამ…. არც ეს.

აი ეს!

CAESAR (თვითმავალი ჰაუბიცა)

CAESAR (ფრანგულად. Camion Équipé d’un Système d’Artillerie – საარტილერიო სისტემით აღჭურვილი სატვირთო მანქანა, „სეზარი“)— ფრანგული წარმოების 155 მმ თვითმავალი ქვემეხი-ჰაუბიცა, დამონტაჟებული 6×6 სატვირთო შასიზე. ფრანგული არმიისთვის შექმნილი ეგზემპლარები იყენებს Renault Sherpa 10 შასის, ხოლო საექსპორტო ვარიანტი 6×6 Unimog U2450L შასის. CAESAR-ის კონცეფცია შექმნა კომპანიამ GIAT Industries (ამჟამად ცნობილია, როგორც Nexter). მას იყენებს დანიის, საფრანგეთის, ინდონეზიის, ლიბანის, საუდის არაბეთის, ტაილანდის და დღეს უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალები!

მახასიათებლები:

ტიპი

თვითმავალი ჰაუბიცა

შასი

  • 6×6: Renault Sherpa 5 საფრანგეთისთვის, Soframe-Mercedes-Benz Unimog U2450 ან Tatra-815 ექსპორტისთვის. შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება C-130H ან Airbus A400M Atlas-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით.
  • 8×8: Tatra-815, შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება A400M თვითმფრინავით.

გამავლობა

შასის განსხვავებული ტიპები მაღალ გამავლობას უზრუნველყოფს. შეუძლია მოძრაობა 40% აღმართის და 30% ჰორიზონტალური დახრილობის პირობებში, ასევე, 1,2 მეტრის სიღრმის ფონის გადალახვა. საბურავების წნევის რეგულირება შესაძლებელია დისტანციურად რელიეფის მიხედვით. მაქსიმალური სიჩქარეა გზაზე 100 კმ/სთ, ხოლო რელიეფზე 50 კმ/სთ. შეიარაღება 155 მმ/L52 ქვემეხი. 6×6 ვერსიის საბრძოლო მარაგია 18 გასროლა, ხოლო 8×8 ვერსიისა – 36 გასროლა. სისტემა აღჭურვილია ნახევრადავტომატური დატენვის მექანიზმით. სროლის მანძილი

  • გაზრდილი მანძილის ERFB ჭურვით: მინიმალური 4,5 კმ, მაქსიმალური 42 კმ
  • რეაქტიულ ძრავიანი ჭურვით: 50 კილომეტრზე მეტი
  • პირდაპირი დამიზნებით: 2 000 მეტრამდე

სროლის ტემპი 6-8 გასროლა წუთში დამიზნება გაორიენტირება ხდება ინერციული ნავიგაციის სისტემით, ცეცხლის მართვა ხორციელდება კომპიუტერიზებული სისტემით. საბრძოლო მასალა შეუძლია ნატოს სტანდარტის 155 მმ ყველა სახის ჭურვის გასროლა, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო BONUS-ის, რომლის პირველი გამოყენება ბრძოლაში სწორედ ამ ქვემეხიდან, 2018 წლის 3 დეკემბერს განხორციელდა და M982 „ექსკალიბურის“, რომლის პირველი გასროლაც CAESAR-იდან 2019 წელს მოხდა. სტანდარტული F1 ტიპის ჭურვის ტრაექტორიის მაქსიმალური სიმაღლე ფენილი ტრაექტორიით, 38 კილომეტრ მანძილზე სროლისას 14 772 მეტრია, ხოლო 34 კილომეტრზე კიდური ტრაექტორიით სროლისას 19 456 მეტრი.

თითოეულ სისტემას გააჩნია საკუთარი, ინტეგრირებული ბალისტიკური კომპიუტერი და ნავიგაციის სისტემა. დამიზნება ავტომატურია და ადამიანის ჩარევას არ საჭიროებს. მიზნის მდებარეობა სისტემაში შეჰყავს გათვლას, ან ხდება მისი პირდაპირი მიწოდება რადიოგადაცემის საშუალებით მართვის ცენტრიდან. ყველა ამ მონაცემის (მიზნის მდებარეობა, მეტეოროლოგიური მონაცემები და სხვა) მიღება და დამუშავება ხდება სისტემის საცეცხლე პოზიციაზე მისვლიდან უმოკლეს დროში.

და ყველაზე მნიშვნელოვანი!

CAESAR-ების ბატარეა საცეცხლე პოზიციაზე მისვლიდან 60 წამში მზადაა გასროლისათვის, ხოლო პოზიციის დატოვება 40 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია. ბატარეის პოზიციაზე მისვლას, განლაგებას, 6 გასროლის განხორციელებას და პოზიციის დატოვებას სამ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება, რაც მის წინააღმდეგ ანტისაარტილერიო ცეცხლს ა რ ა ე ფ ე ქ ტ უ რ ს ხდის.

გაუმჯობესებული CAESAR 8×8

2015 წლის 16 სექტემბერს DSEI-ის გამოფენაზე Nexter-მა წარმოადგინა CAESAR 8×8, რომლის გაუმჯობესებული მობილობა Tatra T-815 8×8 შასითაა უზრუნველყოფილი. CAESAR 8×8 სტანდარტული მოდელი აღჭურვილია 4-კაციანი შეუჯავშნავი კაბინით, თუმცა, შესაძლებელია სრულად შეჯავშნული კაბინით აღჭურვილი ვარიანტის შეკვეთაც. მთლიანი დანადგარის წონა ჯავშნის დონეზეა დამოკიდებული, თუმცა, საშუალოდ 30 ტონას აღწევს. აღჭურვილია 410 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავით. საბრძოლო მარაგი გაზრდილია და შეადგენს 36 გასროლას.

ვიდეო

The post ცეზარი first appeared on Weather forecast and more.]]>