ბიოტერორიზმი თუ?

სათესლე მარცვლების პაკეტი. მიიღო აშშ მოწალაქემ რომელსაც ის არ შეუკვეთია. პაკეტი გადაგზავნილი იქნა აშშ სასოფლო სამეურნეო სამინისტროში

მთელ მსოფლიოში სხვადახხვა ქვეყნის მოქალაქეები იღებენ გზავნილებს სათესლე მარცვლებით რომლებიც მათ არ შეუკვეთიათ. გამოუცნობი გზავნილები მარცვლებით უკვე მიიღეს ასობით პიროვნებებმა. ძირითადად ესენი არიან აშშ ან კანადის მოქალაქეები.

აშშ, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიის და შესაძლებელია რომელიმე სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებმა მიიღეს უამრავი საფოსტო გზავნილი სათესლე მარცვლებით რომლებიც მათ არ შეუკვეთიათ. ამის შესახებ ცნობილი გახდა აშშ სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) განცხადების მერე, რომელმაც დაიწყო მოკვლევა მას მერე რაც სამინისტროს მიმართეს აშშ სხვადასხვა შტატში მაცხოვრებელმა მოქალაქეებმა, ამ ამოუცნობი გზავნილების ადრესატებმა. იგივე სახის საჩივრები მიიღეს რამდენიმე სხვა ქვეყნის ზედამხედველმა ორგანოებმაც.

სათესლე მარცვლების გზავნილები გამოიყურებიან როგორც ჩვეულებრივი რბილი ბანდეროლები, რომელთა შიგათავსის აღმწერ ეთიკეტებზე გაკეთებულია წარწერები „მიხაკი“ „ბიჟუტერია“ „სათამაშო“, ხოლო გზავნილის შიგნით ბიჟუტერიის ან სხვა საგნის მაგივრად იმყოფება ზიპ-პაკეტი სათესლე მარცვლებით: გოგრა, კომბოსტო, ჭვავი, და სხვა მცენარეები.

უმრავლესობა გზავნილებზე გამომგზავნ მისამართებად მითითებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მისამართები

ხოლო ზიპ-პაკეტებზე აწერია „გაკეთებულია ჩინეთში“ თუმცა ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს ზემოაღნიშნულ შემთვევებთან რაიმე კავშირს.

როგორც იუწყება გამოცემა The Guardian, დიდ ბრიტანეთში ამგვარი გზავნილი მიიღო დაახლოებით 100-მა პიროვნებამ. იგივე გამოცემა იუწყება პორტუგალიაში ამდაგვარ რამდენიმე შემთხვევაზე და  მინიმუმ ერთ შემთხვევაზე ახალ ზელანდიაში ოღონდ ამ შემთვევებში გამომგზავნის მისამართად მითითებულია არა ჩინეთი არამედ ზამბია.

ყველაზე მეტი გზავნილი მიიღეს აშშ მოქალაქეებმა; მარტო ფლორიდის შტატში სათესლე მარცველული მიიღო არა ნაკლებ 600-მა პიროვნებამ ხილო ერთმა ფლორიდის მკვიდრმა მისი სახელია მეტ უაინდერ,  გზავნილი მიიღო სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში. USDA 29 ივლისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში(.pdf) ნათქვამია რომ აშშ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საჩივრით მიმართეს მინიმუმ ამერიკის 22 შტატის მაცხოვრებლებმა, ამასთანავე სამინისტროს თანამშრომლები აღიარებენ რომ გზავნილების საბოლოო ზუსტი რიცხვის დადგენა მათ არ შეუძლიათ.

აშშ-ს ეჭვი აქვს რომ ეს არის ბიოტერორიზმი ხოლო ჩინეთი უარს აცხადებს გზავნილებთან რაიმე კავშირზე.

სხვადასხვა ქვეყნების სასოფლო სამეურნეო დარგის სახელმწიფო აპარტის მუშაკები მოუწოდებენ მოსახლეობას სიფრთხილისაკენ. ჩინოვნიკები აფრთხილებენ გზავნილების ადრესატებს რომ არავითარ შემთხვევაში არ დათესონ მიღებული სათესლე მასალა მიღებული უცნობი წყაროებიდან. კანადის საკვების უსაფრთხოების სააგენტოს (CFIA) მიაჩნია რომ ამ სათესლე მასალისგან აღმოცენებულმა მცენარეებმა სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს კანადის მცენარეულ საფარს, (კანადის ეკონომიკაში საკმაო ადგილი უკავია მარცვლეულის, კერძოდ ხორბლის ექსპორტს.)

ბრიტანეთის სამეფოს აგროკულტურების საზოგადოების წარმომადგენელმა ჯერალდ კლოვერმა The Guardian -თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ ძნელია ამგვარი გზავნილებისგან საფრთხის შეფასება მაშინ როცა შეუძლებელია სათესლე მასალის წარმომავლობის დადგენა თუმცა აღიშნა რომ „პოტენციურად საშიშია ყველაფერი რასაც შეუძლია მიწიდან აღმოცენება და გაზრდა“ (ჰმ. ეტყობა ბევრი საშინელებათა ფილმი აქვს ნანახი)

აშშ სასოფლო მეურნეობის აგროკულტურის კომისრის რაიან კულორსის განცხადებაში აღნიშნულია რომ ჯერ ადრეა გამოირიცხოს მომხდარის ნებისმიერი ვერსია: „ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია რომ გავარკვიოთ არის ეს გზავნილები რაიმე მისტრიფიკაცია, თამაში-გამასხარავება, ინტერნეტ-თაღლითობა ან სასოფლო-სამეურნეო ბიოტერორიზმის აქტი“

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვანგ ვეიბინმა 28 ივლისის ამ საკითხზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა რომ საერთაშორისო საფოსტო კავშირის ორგანიზაციის წესებით სათესლე მაცვლების გადაგზავნა ფოსტის მეშვეობით აკრძალულია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ წესს არ არღვევს. მან აგრეთვე აღნიშნა ის, რომ  გზავნილების გამომგზავნის მისამართები რომლებიც გააჟღერა ამერიკის საფოსტო სამსახურმა(USPS) ყალბია და სინამდვილეს არ სეესაბამება.

გამომგზავნის მისამართი ჩინეთის გარდა შეიძლება იყოს ტაივანში-ტაივანის გამომგზავნელის მისამართი იყო გზავნილზე რომელიც მიიღო კანადის ერთ ერთმა მაცხოვრებელმა. ტაივანის ახალი ამბების ვებსაიტმა (focus Taiwan)განაცხადა: ადგილობრივმა საფოსტო სამსახურმა დაადგინა რომ გამომგზავნი არის მესამე ქვეყანა. ტაივანში გზავნილი დაამუშავა კერძო ლოგისტიკურმა კომპანიამ რომელსაც მოუწევს ჯარიმის გადახდა საფოსტო გადაზიდვების წესების დარღვევისათვის. მაგრამ არც ამ ლოგსტიკური კომპანიის, არც გამომგზავნი ქვეყნის სახელი  ტაივანის საფოსტო სამსახურმა არ გაასაჯაროვა.

შეიძლება ამ საიდუმლოს  გააჩნია უბრალო ახსნა: ონლაინ მარკეტოლოგების მიერ რეიტინგის ხელოვნურად, თაღლითურად გაზრდა.

აშშ ზოგიერთ შტატის წარმომადგენლების საგანგაშო განცხადებების მიუხედავად USDA ფედერალურმა სამსახურმა ჯერჯერობით ვერ ნახა საბაბი რომ ეს გზავნილები გამოცხადდეს ბიოტერორიზმის ან ამერიკის სასოფლო მეურნეობისადმი საფრთხის შემცველ რაიმე აქტად.

ძირითადი ვერსია რომელსაც ამჟამად განიხილავენ ამ სამსახურში, არის უკან გამოწვეული საქონელით თაღლითობა ინტერნეტ მაღაზიებში.

ამ ტიპის თაღლითობა, ინგლისურენოვან წყაროებში მას უწოდებენ Bushing Scam, ცნობილია ჯერ კიდევ 2015 წლიდან და აგრეთვე გაჟღერებულია Alibaba-ს მიერ აშშ ფასიანი ქაღალდების კომისიაში(SEC) წარდგენილ მოხსენებებში, როგორც ერთ ერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო რისკი.

თაღლითობის სქემა აგებულია ასე:

რომელიმე ინტერნეტ მაღაზიის არაკეთილსინდისიერი მფლობელი რომელსაც აქვს ბიზნესი რომელიმე მსხვილ ინტერნეტ პორტალთან (მაგალითად Alibaba) ქირაობს ტროლებს რომლებიც წერენ ფეიკ-შეფასებებს ამ მაღაზიისთვის, რომ აიწიოს მისი რეიტინგი Alibaba-სთან. მაგრამ შეფასებები მიღებული რომ იქნას საჭიროა ფოსტის მიერ მიტანილი საქონლის დადასტურება.

რომ მიიღოს ეს დადასტურება, ეს ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის არაკეთილსინდისიერი მფლობელი უგზავნის უსარგებლო ნივთებს, რელურ ადამიანებს, რელურ მისამართებზე იმ ქვეყნებში რომელი ქვეყნებიც პერსპექტიულია მისი ასე ვთქვათ, ბიზნესის მარკეტინგის თვალსაზრისით ხოლო საქონლის ტრეკინგის ინფორმაცია გამოიყენება ფეიკ-შეფასებების დასადასტურებლად.

ამავე დროს, რა იქნება ამ გაგზავნილ ამანათებში საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ამიტომ თაღლითები აგზავნიან ათას ხარა-ხურას, ცარიელ პაკეტებს ან უსარგებლო ნივთებს. მაგრამ ამიტომაც ამ შემთხვევაში, რატომ იქნა გამოყენებული სათესლე მარცვლები, (რომლებიც საერთოდ რეალურად ვიღაცას რომც კი შეეკვეთა, მათი ფოსტით გადაგზავნა საერთაშორისო საფოსტო კავშირის წესებით აკრძალულია)- უცნობია.

არავითარ პასუხს ამ საკითხზე ჯერჯერობით არც USDA არც სხვა ქვეყნების შესაბამისი სამსახურები არ იძლევიან.