ამერიკული სტოუნჰენჯი. – ამერიკის შეერთებულ შტატებში ვანდალებმა ააფეთქეს Georgia Guidestones, გრანიტის ძეგლი მცნებებით რვა ენაზე. 7 ივლისის ღამეს, დაუდგენელმა პირების მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა დააზიანეს გრანიტის ძეგლი, რომელიც ცნობილია როგორც Georgia Guidestones. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი არქირექტურული ძეგლი ამერიკაში: დანამდვილებით არავინ იცის, ვინ შეუკვეთა მისი მშენებლობა. იგი, აიგო 40 წელზე მეტი ხნის წინ, შედგებოდა ექვსი სვეტისგან, რომლებზეც ამოტვიფრული იყო 10 ფილოსოფიური მცნება. Georgia Guidestones იყო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ღირშესანიშნაობა, და მასთან მრავალი შეთქმულების თეორიაა დაკავშირებული. აფეთქების შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით, გადაწყვიტა ძეგლის დარჩენილი ნაწილების დემონტაჟი, რომლის შემქმნელის ზუსტი სახელი ვიმეორებთ, დღესდღეობით კვლავ უცნობია.
ძეგლის შემქმნელი(ავტორი) რეალურად ნახა მხოლოდ ორმა ადამიანმა და მხოლოდ ერთმა მათგანმა იცოდა მისი ნამდვილი ვინაობა.
ექვსი გრანიტის ფილისგან შემდგარი ძეგლი 1980 წელს ჩრდილოეთ ჯორჯიაში, ქალაქ ელბერტონში, ბორცვის თავზე დამონტაჟდა. მისი სიმაღლე თითქმის შვიდ მეტრს აღწევდა, საერთო წონა კი 100 ტონაზე მეტი იყო. ფილებზე კაცობრიობისთვის რვა თანამედროვე ენაზე იყო ამოკვეთილი 10 გზავნილი, ასევე მცირე გზავნილი ოთხ ძველ ენაზე. როგორც ძეგლის შემოქმედმა ჩაიფიქრა, ეს ძეგლი მომავალ თაობებს გზამკვლევად უნდა გამოეყენებინათ ცივილიზაციის აღდგენის საქმეში, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა დაღუპულიყო.
ძეგლის ოთხი ძირითადი სვეტი იყო ორიენტირებული ცაზე მზის მოძრაობის წლიური ციკლის შესაბამისად. ცენტრალურ ფილა-სვეტში თვალის დონეზე განთავსებული იყო ჩრდილოეთისკენ ორიენტირებული ხვრელი – მის მეშვეობით წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩრდილოეთის ვარსკვლავის დანახვა – არსებობდა აგრეთვე ჭრილი, რომელიც გაკეთებული იყო მზის ბუნიობის პოზიციის შესაბამისად. სახურავის ზედა ფილაზე 2,23 სმ (7/8 დიუმი) ხვრელი ისე იყო ორიენტირებული, რომ შუადღისას მასში შემოსული მზის შუქი ცენტრალურ ქვას ეცემოდა, რაც მიუთითებდა წლის დღეს. ასტრონომმა ლუი მაგნანიმ ჯორჯიის უნივერსიტეტიდან, ჟურნალ Discover-ისთვის ძეგლის სვეტებისს ასტრონომიულ ორიენტაციაზე კომენტირებისას თქვა, რომ აქ არაფერია განსაკუთრებული და ძველ „კომპიუტერთან“ სტოუნჰენჯთან შედარებით, ეს სხვა არაფერია თუ არა „აბაკუსი“ და რომ ყველას შეუძლია. ავაშენოთ ასეთივე სირთულის კონსტრუქცია – „ჯორჯიის განედზე ჩრდილოეთის ვარსკვლავის სანახავად საკმარისია გაბურღოთ ხვრელი, რომელიც მიმართული იქნება ჩრდილოეთით 34 ° კუთხით. ერთადერთი რამ, რაც აქ სირთულეს წარმოადგენს, ეს არის გრანიტის გაბურღვა.
ვინ იყო ძეგლის აგების შემკვეთი, ჯერჯერობით უცნობია. ის ელბერტონში ჩავიდა 1979 წელს, წარმოადგინა თავი როგორც რობერტ კრისტიანმა და ნახა რეალურად მხოლოდ ორმა ადამიანმა ესენია – ჯო ფენდლი, ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც აშენებდა ძეგლს, და უაიტ მარტინი, ადგილობრივი ბანკის ხელმძღვანელი, რომელიც მოგვიანებით გახდა კრისტიანის ადვოკატი. მარტინმა ერთადერთმა იცოდა მომხმარებლის ნამდვილი სახელი. ჟურნალისტებთან საუბარში მარტინმა მას უწოდა სერიოზული განათლებული ადამიანი ძვირადღირებულ კოსტიუმში. ბანკირის თქმით, მომხმარებელმა განუცხადა, რომ იგი და მისი თანამოაზრეები 20 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ ძეგლის პროექტს დიდი საიდუმლოებით და ასევე დაჟინებით მოითხოვდა სრულ ანონიმურობას. მან ბანკირს პირობა დაადებინა, რომ არასოდეს გაამჟღავნებდა მის ნამდვილ სახელს და აგრეთვე სამუშაოს დასრულების შემდეგ გაანადგურებდა ძეგლის შესახებ ყველა დოკუმენტაციას. „ხალხი მეკითხება, რთულია იყო ერთადერთი, ვინც იცის, ვინ იყო ის! (რობერტ კრისტიანი) სინამდვილეში? განაცხადა 82 წლის მარტინმა 2013 წელს . „შეეძლოთ ჩემს თავზე იარაღი დაედოთ და მოვეკალი, მაგრამ მის ნამდვილ სახელს არასოდეს გავამხელ. ჩემს ასაკში და ჩემს პროფესიაში, კონფიდენციალურობის დაპირებები უნდა შეასრულო!!!“. ძეგლის შემქმნელმა მონუმენტი მოიაზრა „მომავალი თაობის გზამკვლევად“ მისთვის უკეთესი ცივილიზაციის შესაქმნელად. პირველი შეხვედრის დროს კრისტიანმა თავისი იდეა აუხსნა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს ჯო ფენდლს. მისი თქმით, ძეგლი იქნება კომპასი, კალენდარი და საათი, ასევე როგორც გზამკვლევი მომავალი თაობებისთვის, რომლებიც მისი მითითებების წყალობით შეძლებენ შექმნან უკეთესი ცივილიზაცია, ვიდრე ის, ვინც „საკუთარი თავის განადგურებას აპირებდა“. ამისათვის სვეტებზე ოთხი ათასზე მეტი სიტყვა იყო ამოკვეთილი სხვადასხვა ენაზე. ვერტიკალურ პანელებზე დარჩა 10 ინსტრუქცია, ხოლო ზედა ფირფიტაზე ძველ ენებზე იყო ამოტვიფრული: “დაე, ეს დაფები იყოს შეთანხმება გონების ეპოქაში”.
მცნებების ტექსტი ქართულად ასეთია:
1.დაე, დედამიწის მოსახლეობა არასოდეს აღემატებოდეს 500 000 000-ს,
2. ბუნებასთან მუდმივ წონასწორობაში ყოფნა.
3. მართეთ ნაყოფიერება გონივრულად, შეაფასეთ სიცოცხლის მომზადების ღირებულება და კაცობრიობის მრავალფეროვნება.
4. მოდი ვიპოვოთ ახალი ცოცხალი ენა, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის გაერთიანება.
5. იყავით ტოლერანტული გრძნობების, რწმენის, ტრადიციების და სხვა მსგავსი საკითხების მიმართ.
6. დაე, სამართლიანმა კანონებმა და მიუკერძოებელმა სასამართლო დადგეს ხალხებისა და ერების დასაცავად.
7. დაე, თითოეულმა ერმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი შიდა საქმეები, ხოლო ეროვნული პრობლემები მსოფლიო სასამართლომდე მიიტანოს.
8. მოერიდეთ წვრილმან სარჩელებს და უსარგებლო ბიუროკრატებს. შეინარჩუნეთ ბალანსი ინდივიდუალურ უფლებებსა და სოციალურ ვალდებულებებს შორის.
9. უპირველეს ყოვლისა, დააფასეთ სიმართლე, სილამაზე, სიყვარული, უსასრულობასთან ერთად ჰარმონიისკენ ესწრაფეთ.
10. ნუ იქნებით კიბო დედამიწისთვის, დაუტოვეთ ადგილი ბუნებასაც!
ძეგლი ოფიციალურად გაიხსნა 1980 წლის მარტში და ცერემონიის მასპინძელმა შეკრებილებს წაუკითხა კრისტიანისა და მისი თანამოაზრეების გზავნილი:
დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, Georgia Guidestones-ის სპონსორები, ხალხს ვაძლევთ მარტივ გზავნილს აწმყოსა და მომავლის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ ნიშნები, რომლებიც მივიღეთ,(!!??) მართალია და არ საჭიროებს რაიმე დადასტურებას.
მაგრამ ძეგლი ადგილობრივებს აშინებდა და როცა მის შესახებ ჯორჯიის შტატის ფარგლებს გარეთ შეიტყვეს, მის ირგვლივ უმალვე გაჩნდა შეთქმულების თეორიები და ჭორები. გარდა ამისა ელბერტონის მოსახლეობა თავიდანვე ეჭვობდა, რომ არავითარი რობერტ კრისტიანი არ არსებობდა და Georgia Guidestones-ის მშენებლობა თავად ჯო ფენდლიმ და უაიტ მარტინმა მოიფიქრეს. მალე ჭორები ისე გავრცელდა, რომ ორივე მამაკაცი დათანხმდა პოლიგრაფ-ტესტის ჩაბარებას თავიანთი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ამის მიუხედავად, ადგილობრივები განაგრძობდნენ ლაპარაკს, რომ ფენდლი და მარტინი „ეშმაკის საქმეს“ აკეთებდნენ. ბევრს ეშინოდა, რომ ოკულტისტები ძეგლთან მსხვერპლშეწირვას დაიწყებდნენ. ეს იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძეგლმა დაიწყო ელბერტონის გარეთ ნაირ ნაირი ხალხის ყურადღების მიქცევა. ამავდროულად, დაიწყო სხვადასხვა სპეკულაციები რობერტ კრისტიანის პიროვნებისა და ქვაზე დატოვებული მცნებების ინტერპრეტაციის გარშემო. ასევე, ბევრმა გაავლო პარალელები ქვაზე ამოკვეთილ წერილობით პრინციპებსა და ნაცისტურ ევგენიკურ მცნებებს შორის, ყურადღება გამახვილდა 500 მილიონზე ნაკლები ადამიანური პოპულაციის შენარჩუნებისა და „გონივრული შობადობის კონტროლის“ შესახებ. ადგილობრივები შეშფოთებულნი იყვნენ იმ ოკულტური ჯგუფების გამო, რომლებმაც დაიწყეს მონუმენტთან სალოცავად სიარული. ზოგიერთი შეთქმულების თეორეტიკოსი ვარაუდობს, რომ სვეტები შეიქმნა როზენკრანცის საზოგადოების მიერ, სხვები კი ამბობდნენ, რომ კრისტიანი ეკუთვნოდა რაღაც „ლუციფერის საიდუმლო საზოგადოებას“ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
და ბოლოს. ბანკირი უაიტ მარტინი – ერთადერთია, ვინც იცოდა რობერტ კრისტიანის საიდუმლოება. იგი მშენებლობის დამთავრებიდან მრავალი წლის განმავლობაში აგრძელებდა კავშირს კრისტიანთან და მისგან ბოლო წერილი 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის წინა დღეს მიიღო.