ტრამპის მცდელობა შეუერთოს ა.შ.შ.-ს ორი-სამი ქვეყანა დასაბამს აძლევს ახალ ეპოქას — ტერიტორიების გადანაწილების ეპოქას. ეს ძველი მსოფლიო წესრიგის ნაშთებს ბევრად უფრო სწრაფად დაანგრევს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ევროკავშირი, რომლის ტერიტორიებიც ექვემდებარება ა.შ.შ. -თვის გადაცემას(ანუ ოკუპაციას), ჩუმად არის, დაწკმუტუნებასაც კი ვერ ბედავს. ადვილი წარმოსადგენია მსგავსი პრეტენზიები ვინმე სხვა ქვეყნის ლიდერს რომ წამოეყენებინა მისი შეშფოთება აღშფოთება და წივილ კივილი ხომ მეზობელ გალაქტიკას მისწვდებოდა! ა.შ.შ.-მ ლეგალიზირებული გახადა ტერიტორიების გადანაწილების პროცესი და მზად არის ამ პროცესის სათავეში ჩადგომისთვის. ხოდა აწი, ახლა უნდა ველოდოთ ჩინეთის უფრო დიდ აქტიურობას ტაივანის საკითხის შესახებ, ასევე თურქეთის მოქმედებებს. კანადისა და გრენლანდიის გამო ა.შ.შ.-მ შესაძლოა უკრაინაზე უარი თქვას, როგორც სრულად ამოწურულ არაპერსპექტიოულ პროექტზე. მაგრამ, ხანგრძლივ პერსპექტივაში, ეს რუსეთს არაფერ დადებითს არ მოუტანს — რადგან ეს პირდაპირი განაცხადია არქტიკის რესურსებზე. დასავლეთი დიდი ხანია ემზადება ამ რესურსებისთვის ბრძოლისთვის, ხოლო რუსეთი კი ამისთვის ჯერ ჯერობით მზად არ არის. ასე რომ იწყება პოლიტიკური გოპნიკების (რუს.) ეპოქა, სადაც საერთაშორისო სამართალი მკვდარია და ქვეყნების საზღვრების რაობა, ძალით იქნება უზრუნველყოფილი — ძლიერნი წაართმევენ სუსტებს იმას, რასაც ისინი მიიჩნევენ მათთვის საჭიროს. საქართველოს მიზანი ამ პროცესში გადარჩენა და წარმატებაა. წინ ბევრი მძიმე და “საინტერესო ” მოვლენები გველოდება.
დონალდ ტრამპი საუბრობს კანადისა და გრენლანდიის მიერთებაზე. აჰა… და აი, ისიც! შუასაუკუნეების ყროლის სუნით გაჟღენთილი ახალი სამყარო, სადაც მართალია ის, ვინც ძლიერია!
More from UncategorizedMore posts in Uncategorized »
Be First to Comment