Press "Enter" to skip to content

ასწევს ყველაფერს !

ანუ, თუ როგორ აშენებს, ილონ მასკის SpaceX, მსოფლიოში ოდესმე შექმნილ, ყველაზე მძლავრ რაკეტას.

მასკმა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო საუბარი მარსის კოლონიზაციისთვის განკუთვნილი მრავალჯერადი სატრანსპორტო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე – პირველად თითქმის 20 წლის წინ. თუმცა, გამოცხადებული გეგმების კონკრეტული განხორციელება SpaceX-ში დაიწყო დაახლოებით მხოლოდ ხუთი წლის წინ, როდესაც კომპანიამ, ჯერ ერთი, წარმატებით მოახერხა საშუალო ტვირთამწეობის (მაშინ) Falcon 9 რაკეტა მატარებლის გაშვება და მეორეც, დაიწყო პრინციპულად ახალი სარაკეტო ძრავა Raptor-ის შემუშავება.

ბოლო წლებში მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემის კონცეფციამ, დეკლარირებული ტევადობის, გამოყენებული ძრავების რაოდენობისა და რაკეტის სტრუქტურული მასალების მხრივ განიცადა რამდენიმე ცვლილება. თუ SpaceX-ი შესძლებს ბოლომდე მიიყვანოს ჩანაფიქრი Super Heavy/Starship კომბინაცია გახდება კაცობრიობის მიერ ოდესმე აშენებული ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი და მძლავრი სარაკეტო სისტემა, რომელიც თვირთამწეობით გაასწრებს ისეთ სუპერმძიმე რაკეტა მატარებლებს, როგორიცაა Saturn V; N1 და Falcon Heavy. კერძოდ, მრავალჯერადი გამოყენების რეჟიმში, Starship-ს, სავარაუდოდ, შეეძლება 150 ტონამდე ტვირთის გაშვება დედამიწის დაბალ ორბიტაზე და ერთჯერადი გამოყენების რეჟიმში 250 ტონამდე. მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც აწყდებიან მრავალჯერად გამოყენებად სატრანსპორტო სისტემაზე მომუშავე SpaceX-ის ინჟინრებს, მათ წინ მდგომი ეს ამოცანა დღეს უკვე თითქმის-თითქმის გადაჭრილად გამოიყურება.

Starship კომპლექსის შედარება სხვა ზემძიმე რაკეტა მატარებლებთან

ამჟამად Starship რაკეტა მატარებელი გამოირჩევა რამდენიმე რევოლუციური ტექნიკური გადაწყვეტის გამოყენებით, რომლებიც განსაზღვრავენ მომავალი ათწლეულების ყველაზე პროგრესულ რაკეტა მატარებლების განვითარების ტენდენციებს.

პირველი, ეს გახლავთ Raptor ტიპის ძრავები, რომლებიც გამოიყენება რკეტა ამაჩქარებელ Super Heavy-ისთვის ხოლო თავად Starship კოსმოსური ხომალდი, მუშაობს თხევადი მეთანი -ჟანგბადის წყვილზე. ნავთი-ჟანგბადისა და წყალბადი-ჟანგბადის საწვავის წყვილებისგან განსხვავებით, მეთანისა და ჟანგბადის გამოყენება მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო ძრავებში თითქმის არ იძლევა ძრავის საქშენებზე ნამწვს, რაც ხელს უწყობს მის უსაფრთხოებას და აადვილებს ტექნიკურ მომსახურებას მისი მომდევნო გამოყენებისას. SpaceX აცხადებს, რომ Raptor-ს აქვს ყველაზე მაღალი სიმძლავრის წონასთან შეფარდება ნებისმიერ სარაკეტო ძრავებს შორის რომლებიც ოდესმე შექმნილა მსოფლიოში.

მეორეც, ეს მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა მატარებელი აღჭურვილია მართვის უაღრესად ეფექტური სისტემით, რომელიც Starship-ს საშუალებას აძლევს შეძლოს არა მხოლოდ ჰაერში მანევრირება, არამედ ერთდროულად გამოიყენოს დაახლოებით სამი ათეული Raptor ძრავა. ამ ვითარებაში თავად მასკი აცხადებს, რომ სწორედ მართვის ადეკვატური სისტემის არარსებობამ გამოიწვია საბჭოთა სუპერმძიმე 30 NK-15 ძრავით აღჭურვილი N-1 რაკეტის რამდენიმე მარცხი ფრენის პირველსავე ეტაპებზე.

მესამე, ვერტიკალური დაშვებისთვის, Super Heavy-მ, ისევე როგორც Falcon 9-მ მიიღო სპეციალური მექანიზმები, პირველ რიგში, დასაჯდომი ფეხები და გისოსების მაგვარი სტაბილიზატორები. თუმცა ჯერ არ არის ნათელი, იკეცება თუ არა Super Heavy-ის ბადისებრი სტაბილიზატორები ისე, როგორც ეს ხდება Falcon 9-ის პირველი საფეხურის ვერტიკალურად დაშვებისას.

და მეოთხე, Starship-ის შექმნა, ისევე როგორც Falcon 9-ის შექმნა, გამოირჩევა სამუშაოების ინტერატიული მიდგომით, რომლის დროსაც რაკეტის დიზაინში გამოყენებული საინჟინრო გადაწყვეტილებები პირდაპირ დამოწმებულია შექმნილი პროდუქტის პროტოტიპის ფიზიკური ტესტის ჩატარებით. განვითარების ეს მეთოდი ითვალისწინებს მრავალი ექსპერიმენტული წარუმატებლობის არსებობას, რაც შესაძლებელს ხდის მაქსიმუმ ღირებული ინფორმაციის მიღებას შედარებით მოკლე დროში, რომელიც ვერანაირად ვერ მიიღება ასევე მოკლე დროში სუპერკომპიუტერზე სიმულაციის გზით.

და ზუსტად, აი ამ ინტერატიული მიდგომის გამოყენება, არის ზუსტად ის, რომელიც განასხვავებს SpaceX-ს მისი უახლოესი და ნაკლებად წარმატებული ამერიკელი კონკურენტებისგან – რომლებიც არიან Blue Origin, United Launch Alliance (ULA) და Northrop Grumman და აახლოებს მას 1940-1960-იანი წლების გერმანელ, საბჭოთა და ამერიკელ რაკეტამშენებლებთან, რომლთა მიერ ფუნდამენტურად ახალი აეროკოსმოსური პროდუქტების შემუშავებას, ყოველთვის თან ახლდა წარუმატებელი ტესტების თანმიმდევრობა.

პერსპექტივაში მიიღება Starship რამდენიმე მოდიფიკაცია. ერთ-ერთი მათგანი, Starship Human Landing System (HLS), არის მთვარის დასაჯდომი მოდული, რომელსაც მხარს უჭერს NASA. NASA-სთან კონტრაქტის შესაბამისი ღირებულება, რომელიც მოიცავს Starship HLS-ის შემუშავებას და წარმოებას, ასევე მთვარეზე ერთი უპილოტო და ერთი პილოტირებული ფრენის განხორციელებას დაახლოებით 2,9 მილიარდი დოლარია. მასკის თქმით, პირველი მთვარის დასაჯდომი მოდული იქნება ერთჯერადი და დარჩება დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე, როგორც ბაზა, რომლებსაც ასტრონავტები სტუმრობენ. Starship-ის კიდევ ერთი მოდიფიკაცია, რომელზეც SpaceX მუშაობს, იქმნება აშშ-ის საჰაერო ძალების (Air Force) ინტერესებიდან გამომდინარე . Rocket Cargo პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს სამხედროები გეგმავენ გამოიყენონ ეს მრავალჯერადი სატრანსპორტო სისტემა სამხედრო ტვირთის მაღალი სიჩქარით მიწოდებისთვის დედამიწის ნებისმიერ წერტილამდე. Rocket Cargo-ს თითოეული გაშვებისთვის იგეგმება 80 ტონა სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მიწოდება, რაც ახლოსაა C-17 Globemaster III სტრატეგიული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის შესაძლებლობებთან. Rocket Cargo პროექტში SpaceX-ის პარტნიორი არის Exploration Architecture Corporation (XArc), კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია სარაკეტო და კოსმოსური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაში. სპეციალურად Rocket Cargo-სთვის იგეგმება ორი საზღვაო კოსმოსური პორტის მშენებლობა, რომლებმაც მარსის ბუნებრივი თანამგზავრების პატივსაცემად უკვე მიიღეს სახელები ფობოსი და დეიმოსი . Starship-ის გამოყენების იდეა ასევე განიხილება, დედამიწაზე სამგზავრო საკონტინენტთაშორისი ფრენებისთვის განხორციელების კონტექსტში – SpaceX-ის კომპანიის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის გვინ შოთველის თქმით, ასეთი ფრენისთვის ბილეთის ღირებულება უფრო ძვირი იქნება, ვიდრე ეკონომ კლასი საჰაერო მოგზაურობისთვის, მაგრამ უფრო იაფი ვიდრეტრანსატლანტიკური საჰაერო მოგზაურობა ბიზნეს კლასით (ანუ რამდენიმე ათასი დოლარი). ერთი რეისით, სისტემა შეძლებს ასამდე მგზავრის და მათი ბარგის გადაყვანა გადატანას.

Super Heavy/Starship კომბინაციის კოსმოსური ხომალდის პირველი ორბიტალური ფრენა შეიძლება განხორციელდეს უკვე ამ წელს, რისთვისაც SpaceX-ს დასჭირდება ნებართვა აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან. მისი წარუმატებელი ტესტი კიდევ ერთი სასარგებლო გაკვეთილი იქნება ამერიკული კომპანიისთვის და კიდევ ერთი მიზეზი დაცინვისა და არაკეთილსინდისიერი კეთილმოსურნეების მხრიდან. ხოლო თუ ფრენა წარმატებული იქნება, მაშინ Starship-ის დახმარებით SpaceX მომავალში Starlink-ის გლობალური სისტემის თანამგზავრების გაშვებასაც შეეცდება . ჯერჯერობით კოსმოსში 4000-ზე ნაკლები ასეთი მოწყობილობაა გაგზავნილი, და იგეგმება სულ მცირე 12000-ის გაშვება . ეჭვგარეშეა, რომ Starship-ის შესაძლებლობების გამოყენება SpaceX-ს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ დაასრულოს Starlink-ის განლაგება მოკლე დროში, არამედ დააგროვოს სტატისტიკა მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემის წარმატებული გაშვებების შესახებ.