Press "Enter" to skip to content

ვ.ვ. პუტინის ჯანმრთელობა.

ანუ დავადგათ შილა თუ ჯერ ადრეა?

რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინის ჯანმრთელობის საკითხი თვითონ რუსეთში არის აბსოლიტური „ტაბუ“. არავინ, განსაკუთრებით რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პირები ამ თემაზე არ საუბრობენ. ანუ,  ვ.ვ.პ. უკანასკნელ ამოსუნთქვაზეც რომ იყოს,  ისინი იტყვიან რომ ჩვენი და სრულიად რუსეთის, პრეზიდენტი უკვდავია!

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტი გახდა, კრემლი მალავს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ. თავიდან ამას არავინ აქცევდა ყურადღებას. მაგრამ, მოგვიანებით, როდესაც პუტინი დროდადრო იწყებდა გაქრობას საჯარო სივრციდან, ბევრმა ივარაუდა (თუმცა, დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე), რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მის მკურნალობასთან. ამასთან, ყველა მოგზაურობისას პრეზიდენტს ყოველთვის ახლდა თან ექიმთა დიდი ჯგუფი .

კრემლმა შეგნებულად შექმნა პუტინის “მაჩიზმური” იმიჯი. მაგრამ ამ იმიჯის შექმნას თან მოყვა პრობლემა, მან ცხენიდან რამდენჯერმე …. ტყაპანი გაადინა.

პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დასაწყისში, პუტინი ცდილობადა შეექმნა აქტიური, ენერგიული მამაკაცის იმიჯი. იმ დროს, მასთან მომუშავე ერთ-ერთი თანამდებობის პირის თქმით, პრეზიდენტის ჯანმრთელობას იშვიათად ამოწმებდნენ და ასევე მცირე ყურადღებას აქცევდნენ მისი ორგანიზმის მდგომარეობას (მაგალითად, სიცხეს). ამავდროულად, კრემლში, პუტინის, როგორც მაჩოს იმიჯის აგებისას, გადაწყვიტეს რომ საზოგადოებისთვის ცუდი არაფერი ეთქვათ მის ჯანმრთელობაზე. მითუმეტეს რომ ცხენებიდან ჩამოვარდნა, იმ წლებში, სერიოზული პრობლემა იყო საცხენოსნო სპორტის მოყვარულ პუტინისთვის. პრეზიდენტის ერთ-ერთმა ნაცნობმა გაამხილა, რომ ერთ-ერთი ასეთი ტყაპანის შემდეგ, პუტინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში” ფეხზეც კი ვერ დგებოდა” , და შემდეგ მას მკურნალობდნენ საკმაო ხნის განმავლობაში .

ვ.ვ. პუტინი ტუვის ოლქში 2009 წელი

2012 წელს პუტინი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში კოჭლობით – ეს მოხდა ეროვნული ერთიანობის დღეს, როდესაც პრეზიდენტმა ყვავილებთ შეამკო მინინისა და პოჟარსკის ძეგლი. ამ დროს კრემლი ცდილობდა მინიმალურად ეჩვენებინათ პუტინი სატელევიზიო ეთერში, კრემლის ვებ გვერდზე არ გამოაქვეყნეს ძეგლის ყვავილებით შემკობის ვიდეო, საინფორმაციო სააგენტოებს კი კატეგორიულად აეკრძალათ პრეზიდენტის კოჭლობის ხსენება. 2012 წლის ბოლოსთვის კოჭლობა გაუარესდა – ამის გამო პრეზიდენტის მონაწილეობით ნებისმიერი ღონისძიების ხანგრძლივობა ერთი საათით შემოიფარგლა. პარალელურად, კრემლმა პირველად დაიწყო ეგრეთ წოდებული „კონსერვების“ გამოყენება – (წინასწარ მომზადებული ვიდეო ჩანაწერები პუტინის ხელქვეითებთან შეხვედრების შესახებ), რამაც საშუალება მისცა პრეზიდენტს მშვიდად გამქრალიყო რუსების თვალსაწიერიდან. დროთა განმავლობაში ასეთი გაუჩინარება სულ უფრო და უფრო მრავლდებოდა. უარესდებოდა ასევე ჯანმრთელობის პრობლემები. „დაკონსერვებული საკვები“ განსაკუთრებით მრავლად იქნა გამოყენებული 2015 წლის მარტში, 2017 წლის აგვისტოში, 2018 წლის თებერვალსა და 2021 წლის სექტემბერში.

პუტინის ბევრი ნათესავი ექიმია. პარალელურად, იგი ასევე დაინტერესებულია ალტერნატიული მედიცინით.

ასაკთან ერთად პუტინს გაუჩნდა ინტერესი ალტერნატიული მედიცინის მიმართ. პრეზიდენტი იღებს ირმის რქის აბაზანებს, რაც მას ურჩია რუსეთის თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ (თუმცა ასეთი აბაზანების სარგებლობის დამაჯერებელი მტკიცებულებანი არ არსებობს). პუტინის ინტერესიდან გამომდინარე, ირმის რქის აბაზანები და ახალგაზრდობის გახანგრძლივების მსგავსი არატრადიციული გზები პოპულარული გახდა კრემლის სხვა მაღალჩინოსნებშიც. სიმართლე მოითხოვს აღვნიშნოთ რომ პუტინის ინტერესი არასამეცნიერო, ალტერნატიული მედიცინის მიმართ ცოტა უცნაურად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მის ახლო ნათესავებში ბევრი ექიმია – კერძოდ, მისმა ქალიშვილმა მარია ვორონცოვამ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, მისი ბიძაშვილი ევგენი პუტინი, მუშაობდა ბავშვთა ქირურგად, მისი ყოფილი მეუღლე – გინეკოლოგია. პუტინის ბიძაშვილი ტატიანა პტაშუკი ასევე მარალკვალიფიცირებული ექიმია, იგი მუშაობს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე, იქ სადაც მკურნალობენ რუსეთის მაღალჩინოსნები.

სოჭში პუტინთან ერთად ყოველთვის დაფრინავს ექიმების ჯგუფი. ისინი ადრე ხუთნი იყვნენ, მერე კი მათი რიცხვი ცხრამდე გაიზარდა.

 წლების განმავლობაში, პუტინმა სულ უფრო და უფრო ხშირად დაიწყო მოსკოვის კუნცევოს რაიონში მდებარე ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მონახულება – იქ მას “პერსონალური ექიმების განყოფილება” აკვირდება. იგივე ექიმები თან ახლავს პუტინს მოგზაურობაში და მის რეზიდენციაში. 2016-2017 წლებში პრეზიდენტს თან ყოველთვის საშუალოდ ხუთი ექიმი ახლდა, ​​თუმცა ხანდახან ექიმების რაოდენობა „დრამატულად“ იზრდებოდა. ამასთანავე, 2016 წლის ნოემბერში პუტინი არ გამოჩენილა საზოგადოებაში ხუთი დღის განმავლობაში – და ამ პერიოდის განმავლობაში სოჭის სანატორიუმ “რუსში” 12 ექიმი დასახლდა. ჯერ პუტინის პირადი ექიმების ჯგუფი ჩამოფრინდნენ, შემდეგ კი მათ შეუერთდნენ ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მოქმედი ნეიროქირურგების ჯგუფი და ასევე ერთი რეაბილიტაციის სპეციალისტი. მკურნალობამ აშკარად კარგად ჩაიარა – 1 დეკემბერს პუტინს ქონდა შეხვედრა რუსეთის ფედერალურ ასამბლეასთან და მშვენივრად გამოიყურებოდა. ერთი წლის შემდეგ, პრეზიდენტმა ნეიროქირურგიული ჯგუფის ხელმძღვანელს, ოლეგ მიშკინს მიანიჭა რუსეთის დამსახურებული დოქტორის წოდება.

ვ.ვ. პუტინი და ექიმი დენის პროცენკო 2020წელი 23 მარტი

მაგრამ 2019 წლისთვის პუტინს მოგზაურობაში საშუალოდ უკვე ცხრა ექიმი ახლდა. ყველაზე ხშირად პრეზიდენტს სტუმრობდნენ ოტოლარინგოლოგები ალექსეი შჩეგლოვი და იგორ ესაკოვი, ასევე ქირურგი ევგენი სელივანოვი. სელივანოვი, სულ მცირე, ბოლო დრომდე სპეციალიზირებულია ონკოლოგიის სფეროში და მისი სპეციალობა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გახლავთ. სხვათა შორის, ოტოლარინგოლოგი, ეს არის ექიმი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება იყოს პირველი, ვინც აღმოაჩენს ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის ონკოლოგიურ პრობლემებს! გარდა ამისა 2019 წელის განმავლობაში პუტინმა რამდენჯერმე საჯაროდ გამოხატა დაინტერესება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრობლემის მიმართ.

პუტინის ჯანმრთელობაზე სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ 2021 წლის შემოდგომიდან. მას მერე რაც პრეზიდენტი სრულიად მოულოდნელად თვითიზოლაციაში გადავიდა.

ერთ-ერთი მთავარი საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პიროვნების თქმით, სამედიცინო წრეებში „ნამდვილად საუბრობენ პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემებზე“. მისივე თქმით, ეს საუბრები გაიზარდა 2021 წლის შემოდგომაზე, როდესაც პრეზიდენტმა, კოვიდ-ის გამო იზოლაციაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ, კვლავ დაიწყო საჯარო ღონისძიებების გამართვა – და 13 სექტემბერს პარაოლიმპიურ სპორტსმენებთან შეხვედრისას მან მოულოდნელად გამოაცხადა, რომ იძულებული ხდება კვლავ თვით იზოლაციაში გადავიდეს. ეს სიახლე პრეზიდენტის გარემოცვისთვისაც კი “სიურპრიზი” იყო. ამის შემდეგ პუტინი საზოგადოებაში მთელი სექტემბერი არ გამოჩენილა. თუმცა, უცნობია, ჩაუტარდა თუ არა იმ დროს მასთან რაიმე სამედიცინო მანიპულაცია, ამის შემდეგ პრეზიდენტმა ისევ განაახლა ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ მათგან ძალიან დიდ მანძილზე მყოფმა – ჩვეულებრივ, უზარმაზარი მაგიდების მოპირდაპირე მხარეს.