გაიუს იულიუს კეისარი-მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად….. არაა არა! ეს ეხლა არ გვინდა.
პური ლუკმებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ დავყაროთ ბაზილიკი, დაჭყლეტილი ნორი …სალათი? ჰმმ… გემრიელია მაგრამ…. არც ეს.
აი ეს!
CAESAR (თვითმავალი ჰაუბიცა)
CAESAR (ფრანგულად. Camion Équipé d’un Système d’Artillerie – საარტილერიო სისტემით აღჭურვილი სატვირთო მანქანა, „სეზარი“)— ფრანგული წარმოების 155 მმ თვითმავალი ქვემეხი-ჰაუბიცა, დამონტაჟებული 6×6 სატვირთო შასიზე. ფრანგული არმიისთვის შექმნილი ეგზემპლარები იყენებს Renault Sherpa 10 შასის, ხოლო საექსპორტო ვარიანტი 6×6 Unimog U2450L შასის. CAESAR-ის კონცეფცია შექმნა კომპანიამ GIAT Industries (ამჟამად ცნობილია, როგორც Nexter). მას იყენებს დანიის, საფრანგეთის, ინდონეზიის, ლიბანის, საუდის არაბეთის, ტაილანდის და დღეს უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალები!
მახასიათებლები:
ტიპი
თვითმავალი ჰაუბიცა
შასი
- 6×6: Renault Sherpa 5 საფრანგეთისთვის, Soframe-Mercedes-Benz Unimog U2450 ან Tatra-815 ექსპორტისთვის. შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება C-130H ან Airbus A400M Atlas-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით.
- 8×8: Tatra-815, შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება A400M თვითმფრინავით.
გამავლობა
შასის განსხვავებული ტიპები მაღალ გამავლობას უზრუნველყოფს. შეუძლია მოძრაობა 40% აღმართის და 30% ჰორიზონტალური დახრილობის პირობებში, ასევე, 1,2 მეტრის სიღრმის ფონის გადალახვა. საბურავების წნევის რეგულირება შესაძლებელია დისტანციურად რელიეფის მიხედვით. მაქსიმალური სიჩქარეა გზაზე 100 კმ/სთ, ხოლო რელიეფზე 50 კმ/სთ. შეიარაღება 155 მმ/L52 ქვემეხი. 6×6 ვერსიის საბრძოლო მარაგია 18 გასროლა, ხოლო 8×8 ვერსიისა – 36 გასროლა. სისტემა აღჭურვილია ნახევრადავტომატური დატენვის მექანიზმით. სროლის მანძილი
- გაზრდილი მანძილის ERFB ჭურვით: მინიმალური 4,5 კმ, მაქსიმალური 42 კმ
- რეაქტიულ ძრავიანი ჭურვით: 50 კილომეტრზე მეტი
- პირდაპირი დამიზნებით: 2 000 მეტრამდე
სროლის ტემპი 6-8 გასროლა წუთში დამიზნება გაორიენტირება ხდება ინერციული ნავიგაციის სისტემით, ცეცხლის მართვა ხორციელდება კომპიუტერიზებული სისტემით. საბრძოლო მასალა შეუძლია ნატოს სტანდარტის 155 მმ ყველა სახის ჭურვის გასროლა, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო BONUS-ის, რომლის პირველი გამოყენება ბრძოლაში სწორედ ამ ქვემეხიდან, 2018 წლის 3 დეკემბერს განხორციელდა და M982 „ექსკალიბურის“, რომლის პირველი გასროლაც CAESAR-იდან 2019 წელს მოხდა. სტანდარტული F1 ტიპის ჭურვის ტრაექტორიის მაქსიმალური სიმაღლე ფენილი ტრაექტორიით, 38 კილომეტრ მანძილზე სროლისას 14 772 მეტრია, ხოლო 34 კილომეტრზე კიდური ტრაექტორიით სროლისას 19 456 მეტრი.
თითოეულ სისტემას გააჩნია საკუთარი, ინტეგრირებული ბალისტიკური კომპიუტერი და ნავიგაციის სისტემა. დამიზნება ავტომატურია და ადამიანის ჩარევას არ საჭიროებს. მიზნის მდებარეობა სისტემაში შეჰყავს გათვლას, ან ხდება მისი პირდაპირი მიწოდება რადიოგადაცემის საშუალებით მართვის ცენტრიდან. ყველა ამ მონაცემის (მიზნის მდებარეობა, მეტეოროლოგიური მონაცემები და სხვა) მიღება და დამუშავება ხდება სისტემის საცეცხლე პოზიციაზე მისვლიდან უმოკლეს დროში.
და ყველაზე მნიშვნელოვანი!
CAESAR-ების ბატარეა საცეცხლე პოზიციაზე მისვლიდან 60 წამში მზადაა გასროლისათვის, ხოლო პოზიციის დატოვება 40 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია. ბატარეის პოზიციაზე მისვლას, განლაგებას, 6 გასროლის განხორციელებას და პოზიციის დატოვებას სამ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება, რაც მის წინააღმდეგ ანტისაარტილერიო ცეცხლს ა რ ა ე ფ ე ქ ტ უ რ ს ხდის.
გაუმჯობესებული CAESAR 8×8
2015 წლის 16 სექტემბერს DSEI-ის გამოფენაზე Nexter-მა წარმოადგინა CAESAR 8×8, რომლის გაუმჯობესებული მობილობა Tatra T-815 8×8 შასითაა უზრუნველყოფილი. CAESAR 8×8 სტანდარტული მოდელი აღჭურვილია 4-კაციანი შეუჯავშნავი კაბინით, თუმცა, შესაძლებელია სრულად შეჯავშნული კაბინით აღჭურვილი ვარიანტის შეკვეთაც. მთლიანი დანადგარის წონა ჯავშნის დონეზეა დამოკიდებული, თუმცა, საშუალოდ 30 ტონას აღწევს. აღჭურვილია 410 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავით. საბრძოლო მარაგი გაზრდილია და შეადგენს 36 გასროლას.
ვიდეო