Press "Enter" to skip to content

უკან ევროპისკენ ???

ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია არ მიენიჭებინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის, მაგრამ განაცხადა, რომ მას აქვს „ევროპული პერსპექტივა“. ახლა, იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეძლოს, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ის პირობები, რომლებმაც ევროკავშირის თქმით, უნდა გააძლიეროს მისი დემოკრატია. ამის შემდეგ ქართულმა მოძრაობამ „სირცხვილიამ“ თბილისის ცენტრში მრავალათასიანი აქცია გამართა სახელწოდებით „სახლი, ევროპა“. კიდევ ერთი – ისეთივე მრავალრიცხოვანი მიტინგი – ჩატარდა ევროპარლამენტის უარის შემდეგ, რომელმაც მხარი დაუჭირა ევროკომისიის რეკომენდაციას. აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს ულტიმატუმი და მოითხოვეს საქართველოს მთავრობის გადადგომა.

2022 წლის 3 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შეასრულა თავისი „საშინაო დავალება“ – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობები – და ახლა ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. 3 მარტს, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ, საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოთხოვნით. საომარი მოქმედებების დაწყების გამო, ქვეყანამ მიიღო და მოკლე დროში შეავსო ევროკავშირის კითხვარი, რომელიც აუცილებელი იყო პროცედურის დაჩქარებული წესით დასაწყებად. პასუხები მზად იყო 10 მაისამდე (თუმცა როგორც წესი, კითხვარის შევსებას ვადა სამი თვე გახლავთ). შემდეგ კომისიას უნდა შეეფასებინა განმცხადებელი ქვეყანა და გადაეწყვიტა, მიეცეს თუ არა რეკომენდაცია ევროსაბჭოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება-გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. როგორც აღნიშნა თბილისის ევროპული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა, გიორგი მჭედლიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული რეფორმების მხრივ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას წინ უსწრებს, ბოლო წლებში ეს პროცესი შენელდა, ასევე დაიწია სიტყვის თავისუფლების დონემაც.

ამ პროცესის ერთ-ერთ შედეგს მან ნიკა გვარამიას განაჩენი უწოდა. 16 მაისს ქართული ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარი არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს „კერძო საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განზრახ გადამეტების“ ბრალდებით სამწელიწად-ნახევარი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელი უკავშირდებოდა გვარამიას მუშაობას სხვა ოპოზიციური ტელეარხის, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელად, რომელსაც ის 2016 წლიდან 2019 წლამდე მართავდა. გამომძიებლების თქმით, გვარამიამ „მატერიალური ზიანი მიაყენა ტელეარხს“: მან გააფორმა ხელშეკრულება დილერებთან, რის შედეგადაც ტელეარხზე ცენტრისთვის ხელსაყრელ ფასად რეკლამის ჩვენება უნდა მომხდარიყო და გვარამიამ მიიღო “პორშეს” მარკის ავტომანქანა. ტელეარხის მართვის გარდა, გვარამია, როგორც ადვოკატი, იცავდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს.

გვარამიას განაჩენი საქართველოში დიდი ხმაურით განიხილეს. ერთ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, 8 ივნისს, ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და „ჟურნალისტების უსაფრთხოების საფრთხის შესახებ“. გვარამიას და სააკაშვილის საქმეების გარდა, ჟურნალისტებზე თავდასხმაც გასული წლის 5 ივლისსაც მოხდა. 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ადამიანს, ძირითადად მედიის მუშაკებს, თავს დაესხნენ ულტრაკონსერვატიული ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ თბილისში ლგბტ მსვლელობის გამართვას. ამ მოვლენებიდან 5 დღეში გარდაიცვალა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა. მას სახის ძვალი ჰქონდა მოტეხილი და მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დაზიანებებით გამოწვეული თრომბოემბოლია იყო. თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა გახდა.

ევროკავშირმა მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მილიარდერს, რომელიც 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა მმართველ პარტიას „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველო“.

ევროკავშირის რეზოლუციაში წერია: ევროპარლამენტი შეშფოთებულია ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლით, რომელიც ერთადერთი ოლიგარქია საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, და მარალია მისი კონტროლის დონე საქართველოს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნაზე; ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით; ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და მის დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილის წინააღმდეგ პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

თავისი ასაკის გამო 66 წლის ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, გასულ წელს გამოაცხადა . მმართველი პარტია „ქართული ოცნების დემოკრატიული საქართველოს“ მოქმედმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეზოლუციას შეურაცხმყოფელი უწოდა და ევროკავშირი სიცრუეში დაადანაშაულა.

რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – მიხეილსააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და პოლიტიკისგან რეზოლუციას, რომელიც პოლიტიკისგან სრულიად დისტანცირებული ბიძინა ივანიშვილს ქართული დემოკრატიის მთავარ პრობლემად აცხადებს. რეზოლუციას, რომელიც ითხოვს სანქციებს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან.

როგორც მოძრაობა სირცხვილის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნოდარ რუხაძემ აღნიშნა, , მიუხედავად იმისა, რომ მან განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქვეყანის მთავრობაზე ზემოქმედებას, მინდობილი ადამიანების მეშვეობით. ცნობილია რომ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მისი პირადი მცველი ; ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, ხოლო ქვეყნის მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე იყო მისი ადვოკატი.

საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენჯერმე ნახსენებია, როგორც ივანიშვილის ოფიციალური წარმომადგენელი შვეიცარიული ბანკი Suisse Credit-ის საქმეში, რომელსაც ოლიგარქი უჩიოდა.

„ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. მან მთელი ქონება რუსეთში მოიპოვა და მისი მთავარი მიზანია ამ ქონების შენარჩუნება, ხელშეუხებლობის გარანტიაა. მას ესმის, რომ ამ მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა საქართველოში დარჩენა და მისი, ივანიშვილის, პოლიტიკური კურსის გაგრძელებაა“, – განაცხადა რუხაძემ. 2011 წელს ივანიშვილმა განაცხადა მთელი რუსული ბიზნესის გაყიდვა და რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა . 2022 წლის აპრილის ბოლოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ფილიალმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ბიზნესის მართვას რუსეთში ოფშორული კომპანიების, ნათესავების და წარმომადგენლების მეშვეობით. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ივანიშვილის ქმედებების გამო საქართველოს “შიდა უსაფრთხოება” და საგარეო პოლიტიკა “საფრთხის ქვეშაა”.

ასე თუ ისე 17 ივნისს ევროკომისიამ მოამზადა დასკვნა, რომელშიც რეკომენდაცია მისცა, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების სტატუსი, მაგრამ არა საქართველოს, რადგან ის არ ასრულებდა ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ პირობებს.

„საქართველოს აქვს იგივე მისწრაფებები და პოტენციალი, როგორც უკრაინას და მოლდოვას. მაგრამ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, ქვეყანა ახლა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს და სტრუქტურული რეფორმებისკენ მკაფიო გზა გახსნას, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. — გზა, რომელიც განსაზღვრავს აუცილებელ რეფორმებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით. ამიტომ ჩვენ გირჩევთ, რომ საბჭო მოგვიანებით დაუბრუნდეს ამ საკითხს და შეაფასოს, თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველო რიგ პირობებს მას კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“.

ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის, პროკურატურის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ანტიკორუფციული სააგენტოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭება, “დეოლიგარქიზაციის” განხორციელება, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში კაპიტალის მფლობელების გავლენის აღმოფხვრა. უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და გადაჭრას სხვა პრობლემები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ამ განცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ ქვეყანა უფრო მეტს ელოდა და მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების გადაწყვეტილება, ანუ თეორიული შესაძლებლობა, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა. „თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს, თუ დამსახურებულად შევხედავთ, მაშინ საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელისთვისაც ეს სტატუსი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, უნდა მიენიჭებინათ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი კონკრეტული სამუშაო გააკეთა“, – განმარტა თავისი მოსაზრება ღარიბაშვილმა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს: კობახიძის თქმით, მასზე „საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობას“ შეეძლო გავლენა მოეხდინა. რას ნიშნავს ეს, კობახიძეს არ განუმარტავს. თბილისის ევროპული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა გიორგი მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება დაკავშირებულია არა იმდენად ნიკა გვარამიას განაჩენთან ან გასული წლის 5 ივლისის მოვლენებთან, არამედ საქართველოში საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირებასთან. მისივე თქმით, რაც საქართველოში ბოლო წლებში მოხდა ეს არის „მცირე უკუსვლა“, რაც დემოკრატიაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე აისახა. პოლიტიკურ აპარატში, ასევე მისივე თქმით, სულ უფრო მეტად ვლინდება ნეპოტიზმი: ხელმძღვანელ თანამდებობებზე ინიშნებიან არა ყველაზე პროფესიონალი ადამიანები, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაახლოებულები, ხოლო არჩევნების გამჭვირვალობის დონე დაეცა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა ამომრჩევლების მოსყიდვის გამო. სასამართლო სისტემა პრაქტიკულად აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი გახდა. ძალოვანი სტრუქტურები სისასტიკეს ავლენენ იქ, სადაც ეს სრულიად არ არის საჭირო, მაგრამ ამავდროულად ვერც კი ახერხებენ ქუჩის აქციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ევროკომისიის გადაწყვეტილება არ მიმაჩნია სრულიად სამართლიანად, მაგრამ სავსებით გასაგებია და, რა თქმა უნდა, მათ აქვთ უკმაყოფილების საფუძველი. ქვეყნის განვითარების ტენდენციები სრულიად უარყოფითია და ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე. როდესაც ასეთი რამ ხდება, ამაზე ყოველთვის პასუხისმგებელია ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ევროკავშირის რეზოლუციის გამოქვეყნების დღეს მოძრაობა „სირცხვილიამ“ თბილისის ცენტრში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია და მსვლელობა დააანონსა. მმართველმა პარტიამ აქციას მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ქმედებები არის „დესტრუქციული და იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას“, ხოლო კონსტანტინ მორგოშიამ, კონსერვატიული მოძრაობის „ალტ-ინფოს“ ლიდერიმა, რომლის წევრები იზიარებენ პრორუსულ პოზიციას განაცხადა, რომ მოძრაობის აქტივისტები აქციას დაესწრებიან „სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში“ და პირობა დადეს, რომ „პოლიციას არ დაეყრდნონ“ და „გააქტიურდებიან“ იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები თავს დაესხმებიან სამართალდამცავ უწყებებს.

20 ივნისს, საღამოს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან 30-დან 50 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ. რამდენიმე აქტივისტმა მომიტინგეებს დაურიგა A4 ზომის პლაკატები წარწერით “ჩვენ ევროპა ვართ”. შენობის მიმდებარედ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოაწყო ბანერები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომელიც ამჟამად ციხეშია. ისინი აქციის დაწყებამდე და ევროკავშირის ჰიმნის შესრულების დროს მეგაფონებში სკანდირებდნენ ერთ სიტყვას – „მიშა“ .

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც მოვიდა ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გამოსახატავად, ხმამაღლა ითხოვა შეეჩერებინათ „მიშა“-ს ყვირილი იმ მოტივით რომ ხალხი იმ დღეს მოვიდა, რათა ისაუბრონ “არა ამ პრობლემაზე”. შემდგომ ევროკავშირის ჰიმნი შეიცვალა უკრაინის, შემდეგ კი საქართველოს ჰიმნით. მოედნის შუაგულში უზარმაზარ ეკრანზე მონაცვლეობდა ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დროშები. „სულხან-საბა, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და ვაჟა ფშაველა, მეცხრე აპრილის გმირები და ის გმირები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის… დღეს მათ მოპირდაპირე მხარეს დგას ოლიგარქი ივანიშვილი, რომელსაც ფეხი აქვს გაჭედილი კარში, რომლში შესვლა ყველას გვინდა, – ევროპის კარები, ეს არის სივრცე, რომელშიც ის არ გვაძლევს საშუალებას შევიდეთ! აქციაზე ივანიშვილის წინააღმდეგ პლაკატებით მივიდა ათობით ადამიანი. ქართველი ბიზნესმენის გამოსახულების გვერდით ხშირად მოჩანდა ვლადიმერ პუტინის ფოთო. ამ რამდენიმე პლაკატის წარწერა ეწერა: „მე ვარ ევროპელი. ამიტომ ბორენკა მიჰყვება რუსულ ხომალდს“. „ბორენკა“ ბიძინა ივანიშვილის მეტსახელია. როგორც სტუდენტური მოძრაობა Democracy Defenders ერთ-ერთმა მონაწილემ, ვინმე გიორგიმ განმარტა, ამ პლაკატით აქციის მონაწილეებს სურდათ გაეპროტესტებინათ ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ქვეყანას აცილებს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროკავშირში შესვლისგან.

თბილისის ცენტრში აქციაზე მისულებს შორის იყვნენ რამდენიმე ქართველი მაისურებით, წარწერით „რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩემი ქვეყნის 20%“. იმ პრობლემებს შორის, რაზეც აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს, იყო პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით გაუარესებული მდგომარეობა საქართველოში: აქციის მონაწილეებთან საუბრისას პოლიტიკოსები 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს და გვარამიას განაჩენს ეხებოდნენ. „მოვედი აქ ჟურნალისტებთან სოლიდარობის გამოსახატავად და კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა არის ზეწოლა სიტყვის თავისუფლებაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ამის გამო არ უნდათ ჩვენი დანახვა ევროკავშირში“, – ამბობს მამაკაცი, რომელმაც თავი ზვიადად წარადგინა. ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით „მედია თავდასხმაშია“. აქციის დასასრულს სტუდენტური და სოციალური მოძრაობების აქტივისტებმა განაცხადეს ახალი მოძრაობის „სახლი, ევროპისკენ“ შექმნის შესახებ, რომლის მიზანი იქნება ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისობის მიღწევა. აქცია თბილისის ცენტრის გავლით პარლამენტის შენობიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობით დასრულდა. გზად შეკრებილები სკანდირებდნენ ორ ლოზუნგს: “საქართველოს გაუმარჯოს!” და „პუტინ *****“.

და აი, სამი დღის შემდეგ, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროპის საბჭოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭოს. იგივე უნდა მოხდეც საქართველოსთან მიმართებაში, როგორც კი მისი მთავრობა შეასრულებს ევროკომისიის მიერ დადგენილ პირობებს. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია არაერთი კონფლიქტი პოლიტიკოსებს შორის საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების მიღწევა უწოდა. მის განცხადებას ოპოზიციის სასტიკი პროტესტი მოჰყვა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მას „მონა“ და „მოღალატე“ უწოდა. ამის შემდეგ თავად ღარიბაშვილმა პარტია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატს სალომე სამადაშვილს ასევე „მოღალატე“ უწოდა და სამადაშვილი ბრიუსელში ჩასვლაში დაადანაშაულა სადაც მან, მისი თქმით პირადად ითხოვა რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების სიაში არ შეეყვანათ. კონკრეტულად ვის სთხოვა სამადაშვილმა ამის შესახებ, პრემიერმა არ დააკონკრეტა, ხოლო თავად დეპუტატმა ბრალდებების საპასუხოდ ღარიბაშვილს “უსინდისო მატყუარა და ცრუპენტელა” უწოდა. გარდა ამისა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგივე მიზნით ვაშინგტონსა და ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი დავით არახამია იმყოფებოდა. არახამიამ უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ ევროპაში არ ყოფილა და დასძინა, რომ აშშ-ში, პირიქით, საუბრობდა საქართველოს ხელისუფლების „მარიონეტულ“ ბუნებაზე “რუსული გეგმა პრო-ოლიგარქ“ ივანიშვილთან სიახლოვის გამო.

ღარიბაშვილის თავდასხმებს ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვაც გამოეხმაურა: ბატონო პრემიერ მინისტრო, ყოფილხართ ბრიუსელში? იქ თქვენ არ დამინახიხართ. გარდა ამისა მე თვითონ ვმონაწილეობდი ქართულ ოპოზიციასთან შეხვედრებში და თითქმის ყველა გვთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ. ასე რომ ნუ იტყუებით. მობრძანდით ბრიუსელში და ვილაპარაკოთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი. მოძრაობა „სირცხვილია“ -მ კი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მორიგი აქცია დააანონსა, რომელიც 24 ივნისს გაიმართა. პარლამენტთან კვლავ ათიათასობით ადამიანი მივიდა (პროტესტანტთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება). ამჯერად აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მკაფიო მოთხოვნები დაუდეს: პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, ეს მთავრობის ქმედებების გამო, რომლის ქმედებით საქართველოს უარი ეთქვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე; სახალხო კონსენსუსის საფუძველზე არჩეული ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც იკისრებს ვალდებულებას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების 12-ვე პუნქტი. აქტივისტებმა ხელისუფლებას ამ პირობების შესასრულებლად ერთი კვირა მისცეს. უარის შემთხვევაში დაპირდნენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების ჩატარებას. „20 ივნისის აქცია ყველაზე მასშტაბური იყო თბილისის ისტორიაში. ჩვენ მივმართეთ ევროკავშირს და არა მთავრობას“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნოდარ რუხაძემ. – მაგრამ 24 ივნისს საქართველომ, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, უარყოფითი პასუხი მიიღო, ამიტომ იმ დღეს მოვითხოვეთ მთავრობის გადადგომა. ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსი ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა განახორციელებს ყველა საჭირო რეფორმას ევროკავშირში გასაწევრიანებლად“. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს საპროტესტო აქციაზე საქართველოს მოქალაქეებს მიმართა: მინდა დღეს ყველამ მომისმინოს. ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი და თავისუფალი ქვეყნები და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად იბრძვიან რუსების წინააღმდეგ. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება იქნება თითოეული მათგანის, ისევე როგორც თითოეული თქვენგანის გამარჯვება. ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თქვენია. თუ ვინმეს უნდა დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა გადახაზოს, აუცილებლად შეგახსენებთ, თქვენთან ვიქნებით. გუშინ უკრაინამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ – ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთად! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!

მეორე დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დროებითი „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ შექმნა გამოაცხადა, რომელშიც მოქმედი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არ იქნებიან. როგორც აქციის მონაწილეებმა ჩათვალეს, ის კონკრეტულ სფეროებში აღიარებული სპეციალისტებისგან უნდა შედგებოდეს და მისი მთავარი მიზანი წინა ხელისუფლების გადადგომის შემთხვევაში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება იქნება. მმართველი პარტიის წევრები აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

* * *

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, ბევრი რუსი, ვინც არ ეთანხმებოდა არსებულ პოლიტიკას, საქართველოში, ემიგრაციაში წავიდა. ზოგიერთმა მათგანმა ეს გააკეთა შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნის შიშით, იმ მუხლებით, რომლებიც რუსეთის კანონმდებლობაში გამოჩნდა შეჭრის შემდეგ. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გავლენას არ მოახდენს ქვეყანაში მცხოვრებ რუსებზე, ამბობს ანტონ მიხალჩუკი, ფონდ FreeRussia-ის საქართველოს ოფისის პროგრამის კოორდინატორი. აქ მცხოვრები რუსები დასავლეთის ინტერესებზე არიან ორიენტირებულნი და არა რუსეთის ან თურქეთის ინტერესებზე.