Press "Enter" to skip to content

ტკიპების დემონი

ჩიკშულუბი-CHICXULUB-ანუ ტკიპების დემონი, ეს სახელი მიუთითებს ამ არემარეზე ძველი დროიდან პარაზიტული ტკიპების ფართოდ გავრცელებას და ეს სახელი უწოდეს ძველ ეგრეთ წოდებულ დარტყმის კრატერს რომლის დიამეტრი 180 კილომეტრია ხოლო სიღრმე თავიდან იყო 17-20 კილომენტრი. მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე სამხრეთ ამერიკაში.

კრატერი წარმოიქმნა სავარაუდოდ 60 მილიონი წლის წინ ცარცული პერიოდის დასასრულისთვის 10 კილომეტრი დიამეტრის ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების შედეგად. დარტყმის ენერგია იყო დაახლოებით 5⋅1023

ჯოული რაც 100ტერატონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტია. შედარებისვის, ადამიენის მიერ შექმნილი ყველაზე ძლიერი თერმობირთვული მოწყობილობის სიმძლავრეა 0,000005 ტერატონა, რაც 2 მილიონჯერ ნაკლებია

ზემოხსენებული ბუნებრივი კატასტროფის ენერგიასთან.

კრატერის უზარმაზარი დიამეტრის გამო შეუძლებელი იყო მისი აღმოჩენა თვალით, ხმელეთიდან ან თუნდაც თვითმფრინავიდან. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ კოსმოსური ფოტოგადაღებების მეშვეობით 1978 წელს სრულიად შემთხვევით, მეცნიერების მიერ მექსიკის ყურის ფსკერის გეოფიზიკური გამოკვლევის დროს. გამოკვლევის დროს აღმოჩენილი იქნა წყალქვეშა ნახევარრკალი სიგრძით დაახლოებით 70 კილომეტრი. გრავიტაციული ველის მონაცემების მიხედვით მეცნიერებმა აღმოაჩინეს ამ რკალის გაგრძელება-მეორე რკალი ხმელეთზე, იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილო დასავლეთით და ეს ორი რკალი შეერთებისას წარმოქნიან წრეს რომლის დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 180 კილომეტრს. კრატერის წარმოშობა, ასტეროიდის ხმელეთზე დარტყმის შედეგად, დამტკიცებულია მისი გრავიტაციური ანომალიის და ამ ადგილას დედამიწის ქერქის თავისებურებების მიხედვით, და საბოლოოდ დადასტურდა გრუნტის ქიმიური გამოკვლევის და კრატერის დეტალური აეროკოსმოსური ფოტოგადაღების შედეგად.

ასტეროიდი შეეჯახა დედამიწას მახვილი კუთხით 60° ჰორიზონტთან. იგი დედამიწის ატმოსფეროში შემოფრინდა ჩრდილო აღმოსავლეთიდან, ანუ შეჯახების კუთხე ისეთი იყო რომ დედამიწის ატმოსფეროში მოხვდა დარტყმის შედეგად წარმოქმნილი მტვრის მაქსიმალური რაოდენობა.

(მტვრის რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა დარტყმის კუთხე რომ ყოფილიყო ან ვერტიკალური 90° ან უფრო მცირე მაქსიმუმ 15°)

შეძახებამ გამოიწვია გიგანტური ცუნამი სიმაღლით 100 მეტრი, რომლის ტალღები შეიჭრნენ მატერიკების სიღრმეში. დედამიწის ზედაპირზე გადავლილმა მაღალტემპერატურულმა დარტყმის ტალღამ, აგრეთვე დარტყმის შედეგად კოსმოსში თითქმის 100 კილომეტრ სიმაღლეზე ატყორცნილი ქანების გავარვარებული ნამსხვრევების დარტყმის ადგილიდან 1000 კილომეტრ რადიუსში მიმოფანტვამ, გამოიწვიეს მთელ დედამიწაზე უამრავი ხანძარი რის შედეგად მოხდა ატმოსფეროში მტვრის, მჭვარტლის და ნახშირბადის მონოქსიდის გაზის (co) კონცენტრაციის კატასტროფულ ნიშნულამდე ამაღლება. ატმოსფეროში ატყორცნილმა მტვერმა და მჭვარტლმა გამოიწვიეს კლიმატის ცვლილება, ეგრეთ წოდებული “ატომური ზამთარი” ასე რომ დედამიწის ზედაპირი რამდენიმე წლის განმავლობაში დახურული იყო მზის სხივებისთვის. მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელირების მექანიზმით დაასკვნეს რომ ატმოსფეროში ატყორცნილი იქნა მტვრის და მჭვარტლის არა ნაკლებ 15 ტრილიონი ტონა და რამდენიმე წლის განმავლობაში დღისით ისეთივე სიბნელე იდგა როგორც მთვარიან ღამეს.

მზის სხივების ნაკლებობის გამო მცენარეებმა შეანელეს ან საერთოდ შეწყვიტეს ფოტოსინთეზი რამაც გამოიწვია დედამიწაზე ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირება. ხმელეთზე, კონტინენტებზე ტემპერატურა დაეცა 28 გრადუსით ოკეანეში 11 გრადუსით. ფიტოპლანქტონის გაქრობამ, რომელიც ძირითადი ელემენტია ოკეანის საკვების ჯაჭვში, გამოიწვია ზოოპლანქტონის და სხვა უამრავი ზღვის ორგანიზმების გადაშენება. დედამიწის წლიური საშუალო ტემპერატურა დაეცა 26 გრადუსით. გარდა ამისა ვარაუდობენ რომ ასტეროიდის ვარდნამ გამოიწვია უძლიერესი სეისმური ტალღები და ლავის ამოფრქვევა დარტყმის ადგილიდან დედამიწის მოპირდაპირე მხარეს, იქ სადაც იმ დროს იმყოფებოდა ინდოეთის ნახევარკუნძული.

ასტეროიდის შეჯახების და დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი გადაშენების დროის თანხვედრამ მისცა საბაბი ფიზიკოს ლუს ალვარესს და მის შვილს გეოლოგ უოლტერ ალვარესს შეემუშავებინათ თეორია რომ ზუსტად ამ შეჯახებამ გამოიწვია დინოზავრების მასობრივი გადაშენება. სამოცდაათიანი წლების ბოლოს ალვარესებმა და მათმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს სამეცნიერო ნაშრომები სადაც ამტკიცებენ რომ კრატერის ტერიტორიაზე ირიდიუმის ანომალიური კონცენტრაციას რომელიც 15 ჯერ აღემატება ნომინალურს აწქვს არამიწიერი წარმოსობა. ალვარესების თეორიამ მიიღო მოწონება და მხარდაჭერა უმეტეს სამეცნიერო წრეებში თუმცა 30 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა უამრავი ალტერნატიური თეორია. 2010 წელს მიღებული იქნა ალვარესების თეორიის დამატებით მტკიცებულებანი აგრეთვე შეჯახების კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა მისი ხანგრძლივი კატასტროფული გავლენა დედამიწის ბიოსფეროზე. ამიტომ ალვარესების თეორია ამჟამად ითვლება როგორც ყველაზე ზუსტი ახსნა იმ დრამის რომელიც გათამაშდა 60 მილიონი წლის წინ ამჟამად ტკიპებით მდიდარ არემარეზე.

დასახლებული პუნქტი ესტელა-პორტუ: მდებარეობს კრატერის ცენტრში