ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ თავდაპირველად ჩვენს პლანეტარულ სისტენაში ორი მზის არსებობას. ამ თამამი იდეის მიხედვით ადრე ჩვენს მზეს ჰყავდა მეორე კომპანიონი მზე, და ჩვენი მზის სისტემა დიდი ხნის განმავლობაში იყო ორმაგი მზის მფლობელობაში, რითიც აიხსნება ოორტის სარტყელის არსებობა მზის სისტემის პერიფერიულ ნაწილში.
ასევე ასტრონომები თვლიან რომ მზის სისტემაში არსებობს ჯერჯერობით არაღმოჩენილი მეცხრე პლანეტა ან კომპაქტური ეგრეთ წოდებული შავი ხვრელი ნეპტუნის ორბიტიდან მოშორებით.
ამ ობიექტის აღმოჩენის მიზნით მეცნიერები გეგმავენ 2021 წელს გამოიყენონ ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორია და თუ დადასტურდება მეცხრე პლანეტის არსებობა, ეს აღმოჩენა პირდაპირ კავშირშია მერე მზის არსებობის თეორიასთან. მეცნიერები თვლიან რომ დიდი ხნის წინ არსებული მეორე მზე, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი მზის თანამგზავრი, შესაძლებელია მიიტაცეს ჩვენი მზესთან წარმოშობილმა სხვა ვარსკვლავებმა (გალაქტიკის ფორმირების დროს) და მისი ადგილსამყოფელი ეხლა სამყაროში შეიძლება იყოს ნებისმიერი.