Press "Enter" to skip to content

კალიფსო

ჟაკ-ივ კუსტო რომელსაც ჩემგან წარდგენა არ სჭირდება, პოპულარული იყო 70-80 წლებში ისევე როგორც  პირველი კოსმონავტები. ეს ხომ მან გაუხსნა ფართოდ კაცობრიობას

ახალი წყალქვეშა სამყარო. ეხლა ეს განსაცვიფრებლად გვეჩვენება მაგრამ

მაშინ თითქმის ვერავინ ვერ, ან არ ჩადიოდა წყლის სიღრმეებში თავისი ნებით.

კი, რა თქმა უნდა უკვე დიდი ხანია არსებობდნენ წყალქვეშა ნავები, მყვინთავები

მაგრამ მოყვარული მყვინთავები არა  და არც არავის წარმოედგინა რომ

ადამიანს შეეძლო თავი ნებით, წყალქვეშა სამყაროში ფეხი დაედგა.

თუ თქვენ ამჟამად  დაინახავთ ადამიანს ბალონით ზურგზე რომელიც აპირებს წყალში ჩაყვინთვას თქვენ იტყვით რომ ეს არის აკვალანგი. “Aqua lung” ანუ წყლის ფილტვები

ანუ მოწყობილობა წყალში ყვინთვისთვის, თუმცა ზოგიერთ ფირმა აწარმოებს ასეთივე

მოწყობილობებს და მას ეძახიან scuba.

კუსტომ პირველმა გამოიგონა აკვალანგი და მოახდინა მისი პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში.

მაგრამ დღეც მე მინდა მოგითხროთ სხვა სიტყვის შესახებ რომელიც ასევე დაკავშირებულია

კუსტოსთან ეს არის მისი სახელოვანი ხომალდი კალიფსო

თავდაპირველად კალიფრო წარმოადგენდა ბრიტანეთის სამეფო სამხედრო ფლოტის

ხომალდს HMS J-826ს. 1947წელს იგი ჩამოწერილი იქნა სამხედრო ფლოტიდან

და გამოიყენებოდა როგორც ბორანი კუნძულებს მალტა და გოცოს შორის გადაადგილებისთვის.

სახელი კალიფსო (ანტიკური ნიმფა) მიანიჭეს ამ დროს.

მილიონერმა და ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა თომას ლოელ გინესმა

გამოისყიდა იგი 1950 წელს და გადასცა კუსტოს იჯარით, სიმბოლურ ფასად

 ერთ ფრანკი წელიწადში. ამასთან კუსტოს უნდა შეესრულებინა ორი

პირობა არასოდეც მოეთხოვა მისთვის დამატებითი ფინანსირება და არავისთვის არ

გაემხილა ხომალდის მფლობელის ანუ თომასის  ვინაობა.

ჟაკ კუსტომ მოხდინა კალიფსოს გადაკეთება საექსპედიციო ხომალდად

რომელიც უზრუნველყოფდა დაივინგს, წყალქვეშა ფოტოგადაღებებს

აგრეთვე ოკეანეგრაფიულ გამოკვლევებს. ასევე ხომალდზე იქნა დამონტაჟებული ვერტმფრენის დასაშვები მოედანი, ღმა წყლის კვლევისთვის საჭირო მოწყობილობა,

წყალქვეშა დაკვირვების ნაკვეთური და ასევე კუსტოს პროექტით აგებული ორი პატარა წყალყვეშა ნავის და წყალქვესა მოტოციკლების მომსახურებისთვის საჭირო აგრეგატები.

ამ ხომალდის მეშვეობით იქნა დადაღებული განთქმული ტელე სერიალი „კუსტოს წყალქვეშა ოდისეა“ ამ ტელეფილმში პირველად იქნა ნაჩვენები ოკიანეების წყალქვეშა სამყარო, მარჯნის რიფები და ჩაძირული ხომალდები. ხოლო კუსტოს დოკუმენტურ ფილმს „მდუმარების სამეფო“ მიენიჭა ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ ჯილდო.

მაგრამ სამწუხაროდ 1996 წლის 11 იანვარს სინგაპურის ნავსადგურში კალიფსოს შეეჯახა სათევზაო ბარჟა, შეჯახება და კალიპსოს კორპუსის დაზიანება იმდენად სერიოზული იყო რომ

ხომალდი უმალ ჩაიძირა. მისი წყლის ფსკერიდან ამოყვანა და საფრანგეთში გადაყვანა მხოლოდ 17 დღის მერე გახდა შესაძლებელი.

უკვე კუსტოს გარდაცვალების მერე 1997 წელს უნდოდათ ხომალდის აღდგენა – რესტავრაცია და მცურავ მუზეუმად გადაკეთება მაგრამ ამას ხელი შეუშალა უამრავმა ფინანსურმა და ბიუროკრატიულმა სიძნელეებმა. 2016 წელს ხომალდის მფლობელებმა იგი გადააგზავნეს თურქეთის პორტ იზმიტში სადაც უნდა განხორციელებულიყო მისი რესტავრაცია, რომელიც დღეისთვის არ არის დასრულებული და როდის ვიხილავთ კალიფსოს კვლავ ოკიანის სივრცეებში უცნობია.