მთელი მსოფლიოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ავიაპარკის 49% ანუ დაახლოებით 17000 სამგზავრო ლაინერი დღეს ავიასადგომებზე უმოქმედოდ იმყოფება. საჰაერო მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებულია. ანგარები, ასაფრენი ბილიკები, თვითმფრინავების სადგომები ასევე ძველი თვითმფრინავების სასაფლაოები, მთლიანად დაკავებულია პარკირებული საჰაერო ხომალდებით. საჰაერო ხომალდის პარკირება კი თავისთავად არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. ლაინერმა რომ შემდგომში შეძლოს ძველებურად ცაში ნავარდი საჭიროა მის კორპუსს და ძრავებს პარკირების დროს ჩაუტარდეს ძვირადღირებული უამრავი ტექნიკური მომსახურების პროცედურა.
დღეს: ამერიკა ერთ კადრში
More from UncategorizedMore posts in Uncategorized »