ბურთისებრი ელვა ბუნების მოვლენაა, რომელიც გამოიყურება როგორც ჰაერში მცურავი ბურთისებრი, მანათობელი წარმონაქმნი.
ამ მოვლენის წარმოშობის და მიმდინარეობის საერთო ფიზიკური ახსნის თეორია დღემდე არ არსებობს. არსებობს ამ მოვლენის ახსნის უამრავი ჰიპოთეზა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო აბსოლუტური აღიარება აკადემიურ წრეებში. ლაბორატორიულ პირობებში, სხვადასხვა მეთოდებით და მცირე დროით შეძლეს რომ მიეღოთ მსგავსი მოვლენები, მაგრამ ამჟამინდლამდე, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისამდე ვერ იქნა კონსტრუირებული მოწყობილობა, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა ხელოვნურად შექმნილიყო ეს მოვლენა ისე, როგორც აქვთ აღწერილი ბურთისებრი ელვა თვითმხილველებს.
ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ბურთისებრი ელვა ეს არის ბუნების პლაზმურ ელექტრული ხასიათის ელვა რომელიც არსებობს დროში საკმაო ხანს, აქვს სფეროს ფორმა და გადაადგილდება სივრცეში წინასწარ გამოუცნობი ხანდახან თვითმხილველებისთვის საოცარი ტრაექტორიით.
ბურთისებრი ელვა ბუნებაში ჩნდება ძალიან იშვიათად, ხოლო მისი შექმნის ხელოვნური გზები ბუნებრივი მასშტაბებით ვერ ხერხდება, ამიტომ ამ მოვლენის შესწავლის ძირითადი მასალაა თვითმხილველების მონაყოლი, რომლებიც ამ მოვლენას შემთხვევით დაესწრნენ და არ იყვნენ მომზადებულნი ამისთვის, თუმცა ზოგიერთი მათთაგანის ნაამბობი დაწვრილებით აღწრეს ამ მოვლენას და ეჭვის საფუძველს არ ქმნიან. ზოგიერთმა თვითმხილველმა მოახერხა ამ მოვლენის ფოტოზე და ვიდეოზე გადაღება.
ბურთისებრი ელვის შესახებ პირველი ამბავი (მონაყოლი) ცნობილია ჯერ კიდევ 2000 წლის წინ. ხოლო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ფრანგმა ფიზიკოსმა ფ. არაგონმა, ალბათ პირველმა ცივილიზაციის ისტორიის მანძილზე, იმ პერიოდისთვის ცნობილი ფაქტები მოაგროვა და სისტემაში მოიყვანა. სტატისტიკა დიდი არაა, და არცაა გასაკვირი, რომ მე-19 საუკუნის ბევრი ფიზიკოსი, კელვინის და ფარადეის ჩათვლით, თვლიდნენ რომ ეს ან ოპტიკური ილუზია იყო ან არაელექტული ბუნების რაღაც მოვლენა. თუმცა ამ შემთხვევების რიცხვი და უტყუარობა იზრდებოდა, რამაც გამოიწვია ბევრ დიდი ფიზიკოსის დაინტერესება.
1940 წლის ბოლოსთვის ამ მოვლენაზე მუშაობდა რუსი ფიზიკოსი პ. კაპიცა.
ბურთისებრი ელვის შესწავლაში დიდი ღვაწლი მიუძღვის საბჭოთა მეცნიერს ი. სტახანოვს, რმელმაც ს. ლოპატნიკოვთან ერთად ჟურნალში „Знание – сила“ 1970 წელს გამოაქვეყნა სტატია ამ მოვლენაზე. სტატიის ბოლოს სთხოვდა თვითმხილველებს, რომ გაეგზავნათ მისთვის ამ მოვლენის შესახებ შთაბეჭდილებები. შედეგად მან შეაგროვა დიდი რაოდენობით მასალა დაახლოებით 1000 შემთხვევა, რამაც მისცა საშუალება განევრცო ბურთისებრი ელვის ზოგიერთი თვისება და შეექმნა ამ მოვლენის თავისი თეორიული მოდელი.
თუმცა დღესდღეობით ბურთისებრი ელვის ხელოვნურად შექმნის მიმართ, აკადემიური წრეების განწყობა მაინც სკეპტიკურია. ღიად რჩება კითხვა: „არის თუ არა ლაბორატორიული წესით მიღებული მოვლენა ბუნებრივის ანალოგი“?
• პირველი განცხადება ლაბორატორიული წესით ბურთისებრი ელვის მიღების შესახებ, მე-19 საუკუნის ბოლოს გააკეთა ტესლამ. თავის მოკლე განცხადებაში ის ამბობს, რომ გარკვეული პირობების დროს დაიმზირებოდა 2-6 სმ დიამეტრის მანათობელი სფეროს წარმოქმნა. მაგრამ ტესლამ არ აღწერა თავისი ექსპერიმენტის დეტალები.
• პირველი დეტალური აღწერილობა გამოაქვეყნა საბჭოთა ელექტროტექნიკოსმა ბაბატმა: მან შეძლო მცირე წნევის პირობებში, კამერის შიგნით რამოდენიმე წამის განმავლობაში მიეღო სფერული გაზისებური მუხტი.
• კაპიცამ შეძლო მიეღო სფერული ფორმის გაზისებრი მუხტი ჰელიუმის გარემოში, ატმოსფერული წნევის პირობებში. ორგანული ნაერთების შეტანისას ნათების სიკაშკაშე და ინტენსივობა იცვლებოდა.
• ბურთისებრი ელვა მიიღო აგრეთვე ს. რადინმა 1999 წელს. ექსპერიმენტის არსი მდგომარეობს შემდეგში: აიღეს ჭიქა წყალი, რომელშიც ჩაყარეს მარილი კარგი გამტარობისთვის, ჩაუშვეს გამტარი, რომელიც ელექტრული ნათურის ვაზნასთან იყო მიერთებული. დენის ჩართვისას მოხდა მოკლე ჩართვა, რომლის შედეგადაც გამოირთო დენი. ამ მომენტში, ავტორის გადმოცემით, ჭიქის გარშემო შეიქმნა მოცისფრო-მომწვანო ფერის დაახლოებით 25 სმ დიამეტრის ბურთი. მართალია, დენი გამორთული იყო, მაგრამ მანათობელი სფერო არ გაქრა. დაახლოებით 2-3 წამის შემდეგ ბურთი ხმაურით გაიჩეხა შუაზე ორ ბურთად, რომლებიც მაგიდის სხვადასხვა მხარეს გაგორდნენ, ამავე დროს ეს ორი ბურთიც უფრო მცირე ზომის , ≈1 სმ. დიამეტრის, ბურთებად დაიშალა. ამ მოვლენას ადარებს ვერცხლისწყლის ბურთულების მოძრაობას. ≈ 1,5-2 მ მანძილის გავლის შემდეგ ქრებოდნენ. ≈5 წამის შემდეგ ყველაფერი შეწყდა. ჭიქა უვნებელი დარჩა. ექსპერიმენტის აღწერისას არაფერია ნათქვამი ჩატარდა თუ არა სხვა ექსპერიმენტებიც სადაც მიახლოებული შედეგი მიღწეულია თუ არა.
ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თელ-ავივის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა ბურთისებრი ელვა შექმნეს მიკროტალღოვან ღუმელში. ენერგია, რომელსაც გამოიმუშავებს 600 ვატიანი სასადილოს ხესლაწყოს გენერატორი, მეცნიერებმა მოახდინეს მისი „კონცენტრირება“ ერთი კუბური სანტიმეტრის მქონე მოცულობაში. ზუსტად მასშია თავმოყრილი არამეტალების ოქსიდების ნარევი. ჩნდება პლაზმის წვეთი. შემდეგ ის გადაიქცევა სამსანტიმეტრიან ბუშტად და აცურდება ჰაერში, გაქრება რამოდენიმე მილიწამში. მკვლევარები ფიქრობენ, რომ სინთეზის ეს მექანიზმი ახლოა ბუნებრივთან. თითქოსდა საიდუმლოს ფარდა აეხადა, მაგრამ ნამდვილი „ცეცხლოვანი ბურთებისგან“ განსხვავებით ხელოვნური „ელვები“ ძალიან პატარებია და მალე ქრებიან. ასე, რომ ეს მეცნიერული ექსპერიმენტი ჯერ კიდევ არაფერს არც ამტკიცებს და არც უარყოფს არსებულ თეორიებს.
თეორიების დიდი ნაწილის საერთო ისაა, რომ ბურთისებრი ელვის წარმოქმნის მიზეზი შემდეგში მდგომარეობს: მაღალი პოტენციალთა სხვაობის ველში გავლისას აირი (გაზი) იკუმშება, იონიზირდება და შეკუმშული სახით ქმნის სფეროს. არსებული თეორიების ექსპერიმენტული შემოწმება რთულია, მიუხედავად მათი სიმრავლისა: კაპიცას ჰიპოთეზა, პრინციპულად განსხვავებული სმირნოვის ჰიპოთეზა, ასევე ნაუერის ჰიპოთეზა .
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკური თეორია ბურთისებრი ელვის შესახებ წარმოადგინა ნობლის პრემიის ლაურიატმა, აკადემიკოსმა პეტრე კაპიცამ. 1955 წელს მან გამოაქვეყნა მოხსენება: „ბურთისებრი ელვის ბუნების შესახებ“ („О природе шаровой молнии“). მეცნიერმა ახსნა მისი წარმოქმნის შესახებ ბევრი უცნაურობები – ჭექა-ქუხილის ღრუბლებსა და დედამიწის ზედაპირს შორის მოკლეტალღოვანი ელექტრომაგნიტური ტალღების გაჩენა. მაგრამ ის რაც ვერ ახსნა აკადემიკოსმა, ეს არის ამ მოკლეტალღური რევების ბუნება. პასუხები უფრო ბევრ კითხვებს და პარადოქსებს წარმოქმნიდა.
სიცოცხლის ბოლოს კაპიცამ აღიარა რომ ამ მოვლენის ახსნა ფიზიკის კანონებით შეუძლებელია. «Настоящая, природная шаровая молния — вещь таинственная: она не подчиняется теории»,- აღნიშნა მან. ამის მიუხედავად ბევრმა მეცნიერმა მაინც სცადა ამ მოვლენის ახსნა.
ერთ-ერთი ვერსია ბურთისებრი ელვის წარმოქმნის შესახებ ეკუთვნის თანამედროვე მკვლევარს ბორის იგნატოვს:
„ბურთისებრი ელვის ანალოგად შეიძლება მივიჩნიოთ ვარსკვლავი. მე მივედი დასკვნამდე, რომ ეს ფენომენი ჩვეულებრივი თერმობირთვული რეაქტორის მსგავსია. ე.ი. მისი ენერგიის გამოყენება შეიძლება ადამიანის საჭიროებისათვის. ბურთისებრი ელვის შემდგომი კვლევები და ცდები იმისა, რომ „მოვათვინიეროთ“ ის, მიგვიყვანს ახალი ტიპის ენერგიის ათვისებამდე, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა. ამ შემთხვევაში, ავტომობილის ზომის გენერატორი გამოიმუშვებს იმხელა სიმძლავრეს, რამდენსაც ატომური ელექტროსადგური. ბურთისებრი ელვის არ უნდა გვეშინოდეს, უნდა მოვახერხოთ მასთან დამეგობრება“. თუმცა, როგორ უნდა მოხერხდეს ეს მეცნიერი ჯერ არ ან ვერ ახმოვანებს.
ზოგიერთი თეორიის თანახმად, ბურთისებრი ელვა წარმოიქმნება, ღრუბლებში განმუხტვის დროს, სადაც ორთქლდება სილიციუმი. სილიციუმის ორთქლი იკუმშება და წარმოქმნის უმცირეს მტვრის დამუხტულ ნაწილაკებს, ქმნიან მოძრავ სფეროს, რომელიც იჟანგება და ანათებს.
„ ამ ეტაპზე მე დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი იმალება ქიმიური რეაქციების საერთო ხასიათში, რომელიც მიმდინარეობს ამ დამუხტულ ნაწილაკებს შორის“-ამბობს მეცნიერი ახალი ზელანდიიდან კრაისტერტჩი.
მეორე ვერსია ბურთისებრი ელვის წარმოქმნისა არის შემდეგი: იონიზირებულ ჰაერს შეუძლია წყალთან კავშირი, რის შედეგადაც წარმოიქმნება პლაზმის გავარვარებული ბურთი, ჰიდროქსილის (HO) ცივი გარსით.
ბრიტანეთის სამეცნიერო საზოგადოების მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად უამრავი ვერსიებისა არც ერთი თეორია არ ხსნის მოვლენას ზუსტად. სავარაუდოდ, ბურთისებრი ელვა წარმოადგენს მთელი რიგი მოვლენების ერთობლიობას. ლაბორატორიული გზით მოხერხდა მისი მოდელის მიღება, მოდელის ზომები მინიატურულია და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხში გარკვევა როგორც საჭიროა“, ამბობს ფიზიკო-ქიმიკოსი დევიდ ტერნერი მერილენდიდან, რომელმაც რამოდენიმე ათეული წელი მიუძღვნა ამ კვლევებს. მისი აზრით, ბურთისებრი ელვის მოვლენის შესწავლამ შეიძლება ისეთ საიდუმლოს ახადოს ფარდა როგორიცაა პოლტერგეისტი. მეცნიერ აბრამსონი ამტკიცებს, რომ მსგავსი ქიმიური პროცესი მიმდინარეობს იშვიათი ფენომენის პიროკინეზის დროს-ადამიანების თვითაალების უნარი, რომელიც იწვევს სპონტანურ, აუხსნელი წვის პროცესს.
როგორ და სად ჩნდება? ბურთისებრი ელვა ჩვეულებრივ ჩნდება ჭექა-ქუხილის, შტორმის დროს; ხშირად, მაგრამ არა აუცილებლად ჩნდება ჩვეულებრივ ელვასთან ერთად. მარგამ არის ბევრი თვითმხილველი იმისა, რომ ეს მოვლენა დაიმზირება მზიანი ამინდის დროსაც. ხშირად ისინი „გამოდიან“ გამტარებიდან, ზოგჯერ ღრუბლებიდან ჩამოდიან, იშვიათ შემთხვევებში- მოულოდნელად ჩნდებიან ჰაერში, ზოგჯერ „გამოდიან“ რაიმე ნივთიდან (ხე, ბოძი).
ყველაზე ხშირად ელვა მოძრაობს ჰორიზონტალურად, დედამიწიდან 1 მეტრზე, საკმაოდ ქაოსურად. ახასიათებს შენობებში „შეღწევის“ უნარი, მცირე ხვრელებშიც, რომლის ზომა ბურთის დიამეტრზე შეიძლება ნაკლებიც იყოს. ხშირად მის მოძრაობას თან ახლავს ხმაური: შიშინი, ტკაცუნი. ქმნის რადიოხარვეზებს. იშვიათი არაა შემთხვევები, როდესაც ბურთისებრი ელვა ფრთხილად შემოუფრენს თავის გზაზე დაბრკოლებებს.
ბურთისებრი ელვის ზომა (დიამეტრი) იცვლება რამოდენიმე სანტიმეტრიდან მეტრამდე. ფორმა უმეტეს შემთხვევაში სფერულია, იშვიათად დაიმზირება წარგძელებული დისკოსმაგვარი ფორმის.
ბურთისებრი ელვის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით რამოდენიმე წამიდან რამოდენიმე წუთამდეა, იშვიათად 2-5 წუთამდეა, ძალიან იშვიათია შემთხევები როდესაც მოვლენა დაიმზირება 15-20 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ელვა ფეთქდება. იშვიათად ის ჩაქრება ან გაიფანტება მცირე ნაწილებად. თუ მშვიდად ყოფნის პერიოდში ელვა ასხივებს მცირე სითბოს, აფეთქებისას გამოთავისუფლებული ენერგია იმხელაა, რომ თან ახლავს ნგრევა, დნება საგნები, ორთქლდება წყალი.
ბურთისებრი ელვის ნათების საშუალო სიმძლავრე ≈100 ვტ-ია; ნათება ზოგჯერ მკრთალია (ბუნდოვანია), ზოგჯერ კაშკაშა. ფერი – თეთრი, ყვითელი, მწვანეა. ნათება ზოგჯერ ჭრელია (ხალებიანი). დადგენილია, რომ არსებობს როგორც ნათელი ბურთისებრი ელვა, ასევე შავი ელვაც. თვითმხილველები ამბობენ რომ შავი ელვა ისეთია, თითქოს ერთმანეთში გადახლართული უამრავი ძაფი (გორგალი).
ბურთისებრი ელვის თვისებები შემდეგია:
• ბურთისებრი ელვა დაკავშირებულია აირის ელექტრულ მოვლენებთან. მის წარმოქმნაში და სიცოცხლის ხანგრძლივობაში დიდ როლს ასრულებს ელექტურული ველი, რომელის ქმნის გაზის (აირის) განმუხტვას.
• ცხადია, ბურთისებრი ელვის შიგნით არის ძალიან მაღალი ტემპერატურის არე, ამიტომაა რომ ის ანათებს. სავარაუდოა, რომ ეს არე შედგება პლაზმისგან, რადგან რამოდენიმე ათასი კელვინის დროს აირი (გაზი) გადადის პლაზმურ მდგომარეობაში.
• ბურთისებრი ელვა ესაა არამდგრადი, მეტასტაბილური სისტემა.
კითხვები რომლებსაც ამომწურავად უნდა უპასუხოს თეორიამ ბურთისებრი ელვის შესახებ:
1. რატომაა ბურთისებრი ელვა მდგრადი? თუკი ეს გაზისმაგვარი წარმონაქმნია, მაშინ ასეთი ტემპერატურის დროს აირი თუ პლაზმა მაშინვე უნდა შეერიოს გარემომცველ ჰაერს. რა უშლის ხელს ასეთ შერევას?
2. რატომ აქვს ასეთი ფორმა? ეს ალბათ გამოწვეულია დიდი დაძაბულობის არსებობით საზღვარზე, რომელიც ჰყოფს ბურთისებრი ელვას გარემომცველ ატმოსფეროსთან. ნუთუ ეს შესაძლებელია ორი არის გამყოფ საზღვარზე?
3. რატომაა ბურთისებრი ელვის სიცოცხლის ხანგრძივობა ასეთი დიდი? თუკი მის შიგნით პლაზმაა და გარედან ენერგიას არ იღებს, მაშინ რატომ არ ხდება პლაზმის რეკომბინაცია მყისიერად?
4. საიდანაა ბურთისებრ ელვაში ენერგიის ასეთი მარაგი (ტიპიური ელვა შეიცავს ათეულ და ასეულ კილოჯოულს)?
5. როგორ შეუძლია ბურთისებრ ელვას გარსშემოუაროს დაბრკოლებას, „გაედინოს“ მცირე ხვრელში? თუკი ეს უბრალოდ მუხტია, მაშინ ის უნდა მიეზიდებოდეს გარემომცველ სხეულებს. რატომ არ სრულდება აქ ელექტროსტატიკის კანონები?
6. მაგალითად, სრულიად გაუგებარია, თუ ეს აირისმაგვარი წარმონაქმნია, რატომაა ასეთი მდგრადი? ასეთი ტემპერატურისას გაზი ან პლაზმა მომენტალურად უნდა შეერივნენ ერთმანეთს. რა უშლის ამას ხელს? და კიდევ რატომ არ ამოცურდება (ამოტივტივდება) ბურთისებრი ელვა? ფიზიკის ყველა კანონის თანახმად, მან ეს უნდა გააკეთოს! როგორ ახერხებს გარს შემოუაროს დაბრკოლებებს და გაძვრეს ვიწრო ღრიჭოში? რატომ არ სრულდება ელექტროსტატიკის კანონები?
მიუხედავად მეცნიერების უამრავი მარცხისა ფიზიკის თვალსაზრისით, ბურთისებრი ელვა ისევ რჩება ფიზიკურ მოვლენად. იქნებ ასეთი მოვლენების ახსნას სჭირდება განსხვავებული ცოდნა, რომელსაც კაცობრიობა ჯერ არ ფლობს?
ვის მოუვა თავში აზრად: „როგორ მინდა ვნახო ის საკუთარი თვალით!“. ნორმალური ადამიანი ამას არ იტყვის. ჯობია წაიკითხო ამ მოვლენის შესახებ, ან უყურო ეკრანზე, ან სულაც მოუსმინო ჭკვიან ადამიანებს. ასეთებიც არსებობენ. ზოგი თვლის, რომ ბურთისებრი ელვა ეს არის მაღალი ენერგიის მატარებელი ცეცხლოვანი სფერო, ზოგიერთის აზრით ეს არის გზავნილი სხვა სამყაროდან. ზოგიც კი საერთოდ უარყოფს ასეთი ფაქტის არსებობას, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 5%-მა დააფიქსირა ეს მოვლენა საკუთარი თვალით. ცხადია დიდი სიხარული ამით არ განუცდიათ. საერთოდ ბურთისებრი ელვის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ძველი ბერძნების ეპოქით თარიღდება. დღემდე არავის გაუცია დაბეჯითებული პასუხი კითხვაზე – რა არის ბურთისებრი ელვა?
ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ბურთისებრი და წრფივი ელვა თითქმის ერთნაირი სიხშირით ჩნდება. ჩვეულებრივი ელვა კაშკაშით აენთება (აფეთქდება), რისი წყალობითაც რამოდენიმე კილომეტრზე ჩანს, ამის გარდა მას თან ახლავს ჭექა-ქუხილი. ბურთისებრი ელვა კი ასე შესამჩნევი არაა. მისი დანახვა შეიძლება მხოლოდ მცირე მანძილებზე და მას ყველა ვერ ამჩნევს.ზოგიერთი მეცნიერი თვლის რომ ბურთისებრი ელვა ისეთივე სიხშირით წარმოიქმნება როგორც ჩვეულებრივი ელვა, უბრალოდ მისი დანახვა უფორო ძნელია.
ძირითადი მონაცემები დაფუძნებულია თვითმხილველების მონაყოლზე. ამგვარად, დადგენილია რომ ის წარმოიმნება ჩვეულებრივ ელვასთან ერთად. ზოგიერთი ამტკიცებს რომ ეს ბურთი რამოდენიმე წუთის განმავლობაში არსებობს. ზოგს კი ეს სიცილად არ ჰყოფნის. მეცნიერები თვლიან, რომ ელვას შეიძლება ჰქონდეს როგორც სფეროს ფორმა, ასევე მსხლის, ასევე ელოფსოიდის. ყველაზე გავრცელებული ზომაა 15-30 სმ-ის დიამტრი.
როგორც წესი, ბურთისებრი ელვა გადაადგილდება წყნარად, ხმაურის გარეშე, მაგრამ შეუძლია შიშინი ან ბზუილი (жужжание). ის ასხივებს 100 ვატიანი ნათურასავით შუქს, ფერი ნარინჯისფერი, მოწითალო ან ყვითელია. თუმცა სხვა ფერებიცაა შემჩნეული.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ზოგჯერ ელვის ზედაპირზე ცეცხლი ალი ჩანს, ზოგჯერ ნაპერწკლებს ისვრის.
მიუხედავად მისი არაადეკვატურობისა, მისი მოძრაობა მაინც რაღაც კანონზომიერებას ემყარება. ასე ამბობენ მკვლევარები. როგორც კი გაჩნდება ღრუბლებში, ის ჩამოდის დედამიწის ზედაპირზე. შემდეგ კი თითქმის დედამიწის ზედაპირის გასწვრივ ჰორიზონტალურად მოძრაობს და იმეორებს რელიეფს. ელვა უმეტეს შემთხვევებში ადამიანებს და გამტარ სხეულებს გვერდს უვლის. მაგრამ ეს ხელს არ უშლის შეაღწიოს შენობებში. მას შეუძლია მცირე
ხვრელებში შეღწევა, ისეთებშიც კი, რომელთა ზომები გაცილებით მცირეა მის დიამეტრთან შედარებით.
ელვის ზედაპირის ტემპერატურა მერყეობს ოთახის ტემპერატურიდან მაღალ, გავარვარებულ მდგომარეობამდე. ზოგიერთ შემთხვევაში, ელვასთან კონტაქტი სრულიად უვნებელი იყო ჯანმრთელობისთვის, ზოგჯერ კი ეს კონტაქტი მძიმე დამწვრობით და ტრავმებით, ზოგ შემთხვევაში კი სიკვდილით მთავრდება.
ელვის დანახვისას ადამიანმა მოძრაობა უნდა შეწყვიტოს და გაშეშდეს.
ითვლება, რომ ბურთისებრი ელვის აგრესიულობა პროვოცირებულია ადამიანის მიერ.
ორლოვის ოლქში ორი მოზარდმა წვიმისაგან თავის დასაცავად თავი შეაფარა ფარდულს, სადაც ბოსელი იყო მოთვსებული. უცებ ალვის ხის თავზე გამოჩნდა ცეცხლოვანი მოყვითალო- მოწითალო ფერის ბურთი. ტოტიდან ტოტზე ხტუნვით დაეშვა დედამიწაზე და ამოძრავდა ბოსლისაკენ. ბურთიდან როგორც გავარვარებული რკინიდან ნაპერწკლები ცვიოდა. ბავშვები ადგილიდან არ დაძრულან. როდესაც ბურთი მიუახლოვდათ ახლოს, უცებ პატარა ბიჭმა ფეხი წაჰკრა. ბურთი აფეთქდა გამაყრუებელი ხმაურით. ბავშვები დაეცნენ დედამიწაზე, მაგრამ ცოცხლები გადარჩნენ. ხოლო 12 ძროხიდან, რომლებიც ბოსელში იყვნენ, დაიხოცა 11.
უცნაურია, მარგამ ბურთისებრი ელვის დანახვა ყველას არ შეუძლია, ის თითქოს არჩევს ვის ეჩვენოს. სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვანაირად იქცევა. არსებობს დედამიწაზე ადგილები, სადაც ეს უცნაური ბურთები სარეისო ავტობუსებზე უფრო ხშირად დაფრინავენ. ყველაზე განსაცვიფრებელია ის მოსაზრება, რომ ბურთისებრ ელვას მართავს უხილავი გონება. მაგალითად, როდესაც ის შეაღწევს შენობაში, თითქოს ყველა კუთხე კუნჭულს იკვლევს, შემოუფრენს მთელ შენობას და ზოგჯერ ისე გაფირნდება, რომ არეფერს არ აზიანებს.
მაგრამ, სამწუხაროდ მასთან შეხვედრა ყოველთვის ასე მშვიდობიანად არ მთავრდება. ამის დადასტურებაა ტრაგიკული შემთხვევა რომლიც შეემთხვათ ალპინისტებს 1970 წელს კავკასიონის მთებში. იქ ელვამ გამოიჩინა თითქოსდა მიზანდასახული სისასტიკე. ტენისის ბურთის ზომის ელვამ ოთხივე ალპინისტს რიგრიგობით მიაყენა დარტყმა. გადარჩა მხოლოდ ერთი ალპინისტი. ის დაინვალიდდა.
ბურთისებრი ელვის გავარვარებული პლაზმური ბურთები დაცურავენ დედამიწის ზედაპირის გასწვრივ, იშვიათ შემთხვევაბში ერთ წუთზე მეტ ხანს, და როგორც წესი, ძირითადად გვხვდებიან ავდრის, ჭექა-ქუხილის წინ. ამ მოვლენის თვითმხილველების მონაყოლი ხშირად მიაჩნდათ მოგონილად, ტყუილად, მაგრამ უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე დარეგისტრირდა დაახლოებით 10000 ფაქტი, რამაც დაარწმუნა მეცნიერები ბუნების ამ ფენომენის არსებობაში.
ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებამ გამოაქვეყნა თვითმხილველების მონაყოლი ბურთისებრ ელვაზე. ერთ-ერთ მათგანში აღწერილია მანათობელი სფერო, რომელმაც ამერიკაში ორეგონის შტატში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კარებში გააკეთა ბეისბოლის ბურთის ზომის ხვრელი, შეფრინდა შიგნით.
აქტიური ტურიზმის მოყვარულები ყოველგვარ კომფორტთან შედარებით გადამწყვეტ უპირატესობას ჩვეულებრივ კარავს ანიჭებენ ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი უშუალოდ მდინარის პირასაა გაშლილი. თუმცა ამასთან ერთად საჭიროა ანგარიში იმასაც გაეწიოს, რომ ტურისტები თანამედროვე შენობებში მყოფთაგან განსხვავებით ბუნების ძალების გაცილებით უფრო დიდ ზემოქმედებას განიცდიან. ეს ზემოქმედება ყოველთვის უვნებელი როდია. მით უფრო მაშინ, როცა საქმე ბურთისებრ ელვას შეეხება. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:
5-7 სმ დიამეტრის ბურთისებრმა ელვამ კარავში, სადაც 5 კაცი იმყოფებოდა, ღიობიდან შეაღწია. ელვა კაშკაშა სინათლეს ასხივებდა, შიშინსა და ტკაცანს გამოსცემდა. იგი არაერთხელ შეეხო კარავში მყოფთ. ბურთისებრ ელვასთან კონტაქტი საძილე ტომრებსა და ტანსაცმელებში ნახვრეტების გაჩენას, ტანზე სიდამწვრესა და სხვადასხვა დაზიანებს იწვევდა. ერთ-ერთი ტურისტი ადგილზევე დაიღუპა. მეორეს კი კლინიკაში სხეულის ზედაპირის 12 %-ზე მეორე, მესამე და მოეთზე ხარისხის სიდამწვრე აღენიშნა. გართულებანი – სახის მარცხენა ნერვის ტრავმატული პარეზი, ნაიარევის მწვავე ტკივილი, მარცხენა კიდური გახევების შეგრძნება. ბურთისებრმა ელვამ გამოიწვია მარჯვენა მხარის, გვერდების, მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირის სიდამწვრე. მდგომარეობა თანდათან რთულებოდა. ავადმყოფი ადინამიური ხდებოდა.
კარავში მყოფმა მესამე ტურისტმა გულმკერდის, მუცლის, ორივე ბარძაყის, სასქესო ორგანოების მეორე და მესამე ხარისხის ფართო სიდამწვრე მიიღო. გართულება – ენცეფალოპატია, თავის ტვინის დაზიანება, მარცხენა გვერდის ქვედა ნაწილის პნევმონია, კიდევ ერთ ტურისტს აღმოაჩნდა მაეჯვენა ბარძაყის, მუხლის სახსრების, კოჭის წვედა მესამედის, კოჭვივის სახსრისა და ორივე ტერფის, მარცხენა ბარძაყისა და მარჯვენა დუნდულის ნაწილის ფართო სიდამწვრე. სიდამწვრისაგან გამოწვეული ჭრილობები შეინიშენებოდა საფერთქელზე დაა საფერთქლის არეში. ძლიერ დაშავებულ სამ ტურისტს დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეეძლო.
სხვა შემთხვევაში 24-მა ადამიანმა წვიმის დროს თავი ხის ქვეშ შეაფარა. ბურთისებრი ელვის აფეთქების შემდეგ სამი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენებმა კი მიიღეს მძიმე სიდამწვრე, დაჟეჟილობა, ტვინის შერყევა, ბევრი შოკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყველას გადაუდებლი სამედიცინო დახმარება და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. ერთ-ერთი დაკვირვების თახმად, ბურთისებრი ელვა მინდორში სწრაფად მიმავალ ტურისტს დააფრინდა. შემდეგ იგი იპოვეს დამახაინჯებული და შემოფლეთილი ტანსაცმლით. ტურისტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტურისტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში 20-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ღამის გასათევად კლდოვან ფერდობზე არსებულ პატარა ფერდობზე დაბანაკდა. ღამით ჭექა-ქუხილის დროს ფერდობის თავზე მოულოდნელად გამოჩნდა საზამთროსხელა ბურთისებრი ელვა, რომელმაც მრავალ ტურისტს ღრმა სიდამწვრე მიაყენა. ელვა თვალს მიეფარა, მაგრამ მალე ისევ გამოჩნდა. ერთ-ერთმა ტურისტმა (ბიჭუნამ) შიშისგან შეჰყვირა და მას ჯგუფის ხელმძღვანელი მიეშველა. ბურთისებრმა ელვამ მისკენ აიღო გეზი. გაისმა აფეთქების ხმა. ბიჭუნა ხელოვნური სუნთქვის გამოუენებით გრძნობაზე მოიყვანეს, ხელმძღვანელი კი დაიღუპა. ორმა ტურისტმა ღრმა ჭრილობები მიიღო.
სხვათა შორის, ამ უსიამოვნებათა თავიდან აცილება შეიძლებოდა, ტურისტებს რომ სცოდნოდათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ბურთისებრი ელვის გამოჩენის შემთხვევაში. მრავალი მეცნიერუ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ათეული წლების წინათ იძლეოდა რეკომენდაციებს; თუმცა ეს რეკომენდაციები სრულიად უცნობია, რამდენადაც ისინი არ გამოქვეყნებულა. საქმე ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში ბურთისებრი ელვის არსებობა ოფიციალურად არც კი არის აღიარებული.
ჭექა-ქუხილის ან ბურთისებრი ელვის გამოჩენისას (იგი დარიან ამინდშიცაა მოსალოდნელი) სწრაფად რბენას, მოტოციკლეტის, ველოსიპედის გაქროლებას, ნავით ცურვას, შემაღლებულ ადგილას განცალკევებულად მდგომი ხის ქვეშ, ანთებულ კოცონთან თავის შეფარებას არ უნდა შეეცადოთ. ამ პირობებში ბურთისებრი ელვის გამოჩენის ალბათობა გაცილებით მეტია, რაც ტურისტებისაგან ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ბურთისებრი ელვის შემჩნევისას მკვეთრ ნახტომებს უნდა მოერიდოთ. იმ შემთხვევაში, თუ ბურთისებრი ელვა ადამიანისკენ მიემართება, ამ დროს მიზანშეწონილი არაა ფაციფუცი და აჩქარება. საჭიროა რაიმე არალითონური საგანი დამშვიდებით დაუხვედროთ ბურტისებრ ელვას. ასეთი საგანი შეიძლება იყოს ქუდი, ლაბადა, ჯოხი, ფიცარი, ბოთლი, თეფში, წიგნი და სხვა.
ბურთისებრი ელვის ამ საგანთან შეხების სამი შესაძლებელი ვარიანტი არსებობს. ყველაზე უფრო მოსალოდნელია შემდეგი ვარიანტი – თუ ბურთისებრმი ელვა შეჩერდება და შეიძლება უკანაც კი გასხლტეს, ამ შემთხვევაში ელვისგან რაც შეიძლება შორს გავდგეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ მკვეთრ მოძრაობებს. თუ ბურთისებრი ელვა საგანს მიეწებება, საჭიროა იგი ელვასთან ერთად მიწაზე ფრთხილად დადოთ და მას რაც შეიძლება შორს გაეცალოთ. თუ ამას მოახერხებთ, შეიძლება საგანი ელვასთან ერთად მდოვრე მოძრაობით ფერდობზე, ორმოში ან ხრამში გადაისროლოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ბურთისებრ ელვასთან შესახვედრად ფსიქოლოგიურ მზადყოფნას (ე.ი. ინფორმირებულობას). არ უნდა მიეცეთ პანიკას, ელვისგან თავის დაღწევას სწრაფი გაქცევით არ ინდა შევეცადოთ. არ შეიძლება ელვის საგნით ძლიერი დარტყმა მივაყენოთ ან ჩაქრობის მიზნით ფეხით გავთელოთ, რამდენადაც ამას შეუძლია მყისიერი აფეთქება გამოიწვიოს.
ბურთისებრ ელვას უნარი აქვს ქარის საწინააღმდეგოდ გამეჩხერებულ ნაკადებად იმოძრაოს. ამიტომ ელვისგან სწრაფი გაქცევით თავის დაღწევას, ელვისთვის ხელის აქნევას ან სული შებერვას, ასანთის ანთებას ან სიგარეტის მოწევას უნდა მოერიდოთ. და თუ ელვა სხეულის რომელიმე ნაწილს მაინც მიეკვრება, ეს ადგილი ტანსაცმლსაგან უნდა გავითავისუფლოთ, ელვა როგორმე ფრთხილად უნდა მოვიცილოთ კანის საფარისაგან. მას ქვემოდან გაზეთი ან რაიმე საგანი უნდა მივუმარჯვოთ, ხოლო მეორე მხრიდან ელვის მოსაცილებლად სხვა საგანი უნდა ავამოქმედოთ.
ბურთისებრი ელვისაგან ტურისტების დაცვის სხვა აქტიური სახეებიც არსებობს. ბურთისებრი ელვა აფეთქების უნარს კარგავს მასში ლითონური ფხვნილის მოხვედრისას, ხოლო ელვის გარსი რეზინის მასალასთან შეხებისთანავე იშლება. მიზანშეწონილია ალუმინის ფხვნილის რეზინის ნაკუწებთან ნარევი (შეფარდებით 2:3) ბურთისებრი ელვის გამოჩენისას მდოვრედ მიმოვფანტოთ ჰაერში და ნიადაგზე. თუ ბურთისებრ ელვამდე 10-15 მ-ზე მეტი მანძილია, იგი შეიძლება სანადირო თოფიდან საფანტის გასროლითაც დაიშალოს; უმჯობესია თუ ამ გასროლას რომელიმე საფარიდან მოვახდენთ.
გარდა ამისა, ტურისტებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ბურთისებრი ელვის სახესხვაობაც, რომელსაც შავ ელვს უწოდებენ. ესაა ბურთისებრი ელვა, რომელიც ჯერ კიდევ არაა გავრვარებული. იგი შეიძლება ცივი იყოს და ამიტომ უნარი შესწევდეს დიდი ხნის განმავლობასჰი იქნეს შემორჩენილი გარემოში, კერძოდ, შეუძლია იმყოფებოდეს ზედაპირზე. შავი ელვა შეიძლება გარეგნულად უჩვეულო სოკოს ან ქვას წააგავდეს. დარტყმის დროს მოსალოდნელია მისი აფეთქება, აალება ან ქიმიური სიდამწვრის გამოწვევა. უჩვეულო საგნის შემჩნევისას ტურისტებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, სანამ მას ჯოხს ან ფეხს წაკრავენ. ასე მაგალითად, ერთი შემთხვევისას ტურისტმა ფეხი დააბიჯა შავ ელვას, მიიღო, მძიმე სიდამწვრე და ორ კვირაში გარადიცვალა. მხოლოდ სიფრთხილე მოგვცემს საშუალებს, უბედურ შემთხვევებს თავი დავაღწიოთ.
ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები მიღებულია ბურთისებრი ელვის მოდელის საფუძველზე, რომელიც დადებითი იონების, მაღალრეაქციული ქიმიური ნივთიერებების მოლეკულებისა და ატომებისაგან შემდგარი კონცენტრირებული ფიზიკურ-ქიმიური ავტონომიური წარმონაქმნის სახითაა წარმოდგენილი. ბურთისებრი ელვის ელექტროდენის არაგამტარ საგნებთან შეხებისას კანტაქტის ადგილას გამოიყოფა იონების რეკომბინაციის ენერგია, რაც იწვევს რეაქციულ ეფექტს, რომელიც ელვას საგნისგან აცილებს.