უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული HIMARS დონბასში. რა არის ცნობილი ამ ამერიკული იარაღის შესახებ?
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს HIMARS ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (MLRS) დონბასში, რომელიც მათ მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 28 ივნისს ამ სისტემის ერთი რაკეტა დაეცა ქალაქ პერევალსკში, ლუგანსკის ეგრეთ წოდებული “სახალხო რესპუბლიკის” ტერიტორიაზე. სეპარატისტების წარმომადგენლების თქმით, დარტყმის ადგილზე აღმოაჩინეს GMLRS M30 მართვადი რაკეტის ფრაგმენტები კასეტური ქობინით. HIMARS, MLRS-დან ყველაზე თანამედროვე და მძლავრი ამერიკულ არმიის სამსახურში, შეიქმნა ზუსტად იმისთვის, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მტრის ცოცხალ ძალას და ინფრასტრუქტურას. სწორედ ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამ ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდება მედიაში ბევრად უფრო აქტიურად განიხილება, ვიდრე უცხოეთიდან უკრაინაში სხვა ტიპის იარაღის მიწოდება. რეალურ საბრძოლო ვითარებაში პირველად შეერთებულმა შტატებმა HIMARS გამოიყენა ავღანეთსა და ერაყში, რითაც საკმაო ზიანი მიაყენა თალიბანის ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს, ამასთან ამ სისტემის საბრძოლო გამოყენება მისი მომსახურე სამხედრო პერსონალისთვის მოწინააღმდეგის მხრიდან თითქმის არავითარ საფრთხეს არ შეიცავს, – რადგან ამ MLRS-ს შეუძლია დარტყმა განახორციელოს ასობით კილომეტრის მანძილზე.
HIMARS ითარგმნება როგორც “მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა” ეს MLRS შეიქმნა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში კომპანია Lockheed Martin-ის მიერ. თვითონ მოწყობილობა დამონტაჟებულია სამღერძიანი ბორბლიანი ჯავშანავტომობილის ბაზაზე, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს 5 ტონამდე ტვირთამწეობით. მას შეუძლია ატაროს ექვსი MLRS რაკეტა ან ერთი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა (ასეთი რაკეტები შექმნილია, მერაკეტეების სტანდარტებით, “ახლო ბრძოლისთვის” – ანუ მაქსიმუმ 300 კილომეტრამდე მანძილზე გასაშვებად). ეკიპაჟი – სამი ადამიანი (მძღოლი, ოპერატორი და ეკიპაჟის მეთაური). HIMARS-ის მთავარი უპირატესობა, თუკი ავიღებთ არა მისი საბრძოლო მასალის(რაკეტების), არამედ თავად სისტემის ტექნიკურ შესაძლებლობებს არის ის, რომ მას შეუძლია მოქმედებდეს ნებისმიერ ამინდის პირობებში. ჭექა-ქუხილი, მტვრის ქარიშხალი, თოვლი არ უშლის ხელს ამ MLRS-ს დაიკავოს წინასწარ განსაზღვრული საბრძოლო პოზიცია და განახორციელოს რაკეტების გაშვება. ანუ ამ სემთხვევაში ის უფრო მეტად ეფექტურია ვიდრე ავიაცია. მსოფლიოში უძლიერესი არმიების თვითმფრინავებს, შვეულმფრენებს და უპილოტო საფრენ აპარატებს აქვთ თავანთი მოქმედების შესაძლებლობების ზღვარი – ცუდი ამინდის პირობებში. მკვრივი ღრუბლები, ნისლი ან მტვრის ქარიშხალი არ მისცემს საბრძოლო თვითმფრინავს მტერზე ზუსტი დარტყმის განხორციელების საშუალებას. ხოლო HIMARS-ისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
მოწყობილობას შეუძლია გადაადგილება არა მარტო თავისით, სარკინიგზო პლატფორმებით და ზღვით, არამედ თვითმფრინავითაც. ამისთვის გამოიყენება C-130 Hercules, C-17 Globemaster სამხედრო სატვირთო თვითმფრინავები. უკრაინას ამჟამად არ ჰყავს საკუთარი “ჰერკულესი” და “გლობმასტერები”, მაგრამ აქვს მათი ანალოგი – ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოების An-12 თვითმფრინავი. ასე რომ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ აშშ-დან მიღებული HIMARS -ები თეორიულად გადაიტანოს საჰაერო გზითაც.
ამერიკული MLRS-ის მიერ გამოყენებული საბრძოლო მასალებს (რაკეტებს) შეუძლიათ გაანადგურონ სამიზნეები რამდენიმე კილომეტრიდან 300 კილომეტრამდე სიშორით.
HIMARS არსენალში ყველაზე “მარტივი” არის უმართავი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ სამიზნეების განადგურება 45 კილომეტრამდე მანძილზე. მეტი ეფექტურობისთვის ძირითადად იყენებენ GPS-ით მართულ საბრძოლო რაკეტებს – GMLRS M30, რომელიც წარმოებულია იმავე კომპანიის მიერ, როგორც თავად დანადგარები – Lockheed Martin. მათ შეუძლიათ სამიზნის განადგურება 10-დან 60 კილომეტრამდე სიზუსტით 5 მეტრამდე (ანუ სამიზნიდან მაქსიმუმ 5 მეტრით აცდენა). აღჭურვილია 90 კილოგრამი წონის GMLRS M30 კასეტური ქობინით, კალიბრი 227 მილიმეტრი. ასევე აშშ-ს არმიის შეიარაღებაში იმყოფება უახლესი GMLRS M31 და ER GMLRS ტიპის მართვადი რაკეტები. ER GMLRS-ს შეუძლია სამიზნეების განადგურება 150 კილომეტრამდე მანძილზე და აქვთ უფრო მაღალი მანევრირების შესაძლებლობა. გარდა ამისა, HIMARS-ს შეუძლია გამოიყენოს ATACMS ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები. ამ რაკეტებს შეუძლიათ მიწვდნენ მტერს 300 კილომეტრის მანძილზე.
HIMARS-ის ფუნქციონალური მახასიათებელია ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია “სროლა და გაქცევა“ პრინციპის მიხედვით. მოწყობილობა სწრაფად გადის საბრძოლო პოზიციაზე, წუთებში ახდენს რაკეტების გაშვებას, შემდეგ კი ისევე სწრაფად უკან იხევს. ამიტომ, მტრისთვის უკიდურესად რთულია HIMARS-ის აღმოჩენა და განადგურება. მისი პოზიციისა და მიზნის კოორდინატების მიღების შემდეგ, მოწყობილობას შეუძლია გავიდეს მუდმივი (ან დროებითი) განლაგების კარგად გამაგრებული და დაცული ადგილიდან, მოახდინოს გასროლა და დაბრუნდეს განლაგების ადგილზე. მისი გადაადგილების სიჩქარე საათში 85 კილომეტრამდეა.
აშშ-ს არმიაში პირველი HIMARS-ები მიიღეს საზღვაო ქვეითებმა 2005 წელს. ამჟამად აშშ-ს არმიის ათობით საარტილერიო ქვედანაყოფები შეიარაღებულია HIMARS-ით. მათი რაოდენობა რამდენიმე ასეული ერთეულია – ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ზუსტ მონაცემებს არ აქვეყნებს. გარდა ამისა, ამ ტიპის MLRS აქვს შეიარაღებაში სინგაპურს (24 ერთეული), არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს (20), იორდანიას(12) და, რუმინეთს (54 ერთეული !!!). გასაკვირია, რომ ევროპის ერთ-ერთმა ღარიბმა ქვეყანამ შეძლო ასეთი ამ რაოდენობის MLRS-ის შეძენა თავისთვის (ერთი კომპლექტის ფასი დაახლოებით 5,6 მილიონი დოლარია, რუმინელებმა 1,5 მილიარდი დახარჯეს მათთვის კომპლექტებისა და საბრძოლო მასალის შესაძენად) და არანაკლებ გასაკვირია, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა მათთვის ამდენი ასეთი ძვირფასი იარაღის მიყიდვას. (წინასწარ არის გათვლილი უკრაინისთვის მისაწოდებლად???)
პირველი ქვეყანა, სადაც დაიწყო HIMARS-ის გამოყენება საბრძოლო პირობებში, არის ავღანეთი. ამერიკელმა სამხედროებმა განათავსეს დანადგარები თავიანთ კარგად დაცულ ბაზებზე და იქიდან ესროდნენ თალიბებს. შეგახსენებთ, რომ HIMARS-ის გადატანა შესაძლებელია C-130 ან C-17 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებით. ანუ დანადგარები საჰაერო ბაზაზე მიიტანეს, განალაგეს იმავე საჰაერო ბაზაზე გამოყოფილ პოზიციებზე და სხვაგან გადატანა არ არის საჭირო, რათა საფრთხე არ შეექმნას თავად მანქანებს და მათ ეკიპაჟებს. ამიტომ, მაღალი მობილურობა, რაც ამ ტიპის MLRS-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, არ იყო გამოყენებული. რაკეტების გაშვება ხდებოდა პირდაპირ ბაზიდან.
ამ MLRS-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დარტყმა ავღანეთში 2018 წლით თარიღდება. მაისის ბოლოს, HIMARS-ის მიერ გასროლილი სამი რაკეტა მოხვდა შენობას მუსა ქალაში, ჰელმანდის პროვინციაში, სადაც თალიბების მეთაურები შეხვედრას მართავდნენ – შეხვედრის მინიმუმ 50 მონაწილე, აშშ-ს არმიის ცნობით, ლიკვიდირებულია. 2015 წელს, ერაყში ISIS-ის აქტიური შეტევის გამო, ამერიკელებმა HIMARS-ის ეკიპაჟები ამ ქვეყანაში გადაიყვანეს. MLRS განლაგდა ორ საჰაერო ბაზაზე დასავლეთის პროვინცია ანბარში, სადაც ISIS-ს ჰქონდა ძლიერი პოზიცია და საიდანაც მან დაიწყო თავდასხმები ერაყის სამთავრობო ძალებზე.
როდესაც ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ კამპანიის ყველაზე დიდი და სისხლიანი ბრძოლა დაიწყო – ბრძოლა მოსულისთვის, ამერიკელებმა 2016 წლის ოქტომბერში HIMARS-ის გამშვები მოწყობილობები მიაწოდეს კაიარის საჰაერო ბაზას, მოსულიდან სამხრეთით 56 კილომეტრში. ბრძოლის ცხრა თვის განმავლობაში აშშ-ს არმიამ არაერთხელ გამოიყენა ეს MLRS ცოცხალი ძალის, საყრდენი პუნქტების, საწყობებისა და იმ სახელოსნოების გასანადგურებლად, სადაც ტერორისტები ამზადებდნენ დანაღმულ ეგრეთ წოდებულ „შაჰიდმობილებს“.
2016 წლის აპრილში HIMARS განლაგდა თურქეთში, სირიის საზღვარზე საიდანაც განახორციელეს დარტყმები სირიის ტერიტორიაზე განლაგებულ ISIS-ის ობიექტებზე. მას შემდეგ რაც ISIS საბოლოოდ განდევნეს ერაყის ტერიტორიიდან (2017 წლის დეკემბერი) და ამერიკელებმა დაიწყეს თანამშრომლობა ქურთების თავდაცვის ძალებთან, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, MLRS პირდაპირ სირიის ტერიტორიაზე გამოჩნდა. თუმცა, იქ ეს დანადგარები გამოიყენებოდა არა მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგ თავდასხმისთვის. 2018 წლის თებერვალში ამერიკელებმა ავიაციის და HIMARS-ებით საშუალებებით გაანადგურეს სირიის სამთავრობო ძალების ბატალიონურ-ტაქტიკური ჯგუფი. სხვადასხვა შეფასებით, ლიკვიდირებული იქნა ამ ჯგუფის ათობით მებრძოლი, ასევე განადგურდა ამ ჯგუფის თითქმის ყველა საარტილერიო და ჯავშანტექნიკა. ამერიკელებს ზარალი არ მიუღიათ. 2021 წლის გაზაფხულზე შეერთებულმა შტატებმა განათავსა დამატებითი HIMARS დანადგარები ავღანეთში, რათა უზრუნველყო ამ ქვეყნიდან საკუთარი და სხვა უცხოური ჯარების გაყვანის უსაფრთხოება. ამ შემთხვევაში მათი გამოყენების შესახებ ოფიციალურად არაფერია ცნობილი, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ უცხოური ჯარები ქაბულის გარეთ ყველა ძირითადი ბაზიდან დანაკარგის გარეშე გაიყვანეს.
ის, რომ ამერიკელები უკრაინისთვის HIMARS-ის მიწოდებას აპირებენ, ამა წლის მაისის ბოლოს გახდა ცნობილი. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მათ სურდათ სასწრაფოდ მიეღოთ ეს დანადგარები შეერთებული შტატებისგან.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ აპირებდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიეწოდებინა ოთხი გამშვები დანადგარი და GMLRS M31 ტიპის რაკეტები, რომლებიც სამიზნეებს 84 კილომეტრამდე მანძილზე ანადგურებენ. ივნისის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაასაჯაროვა ვიდეო მესიჯი, რომელშიც მოუწოდებდა შეერთებულ შტატებს, დაეჩქარებინა HIMARS-ის მიწოდება. ამის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ უკრაინისთვის გადაეცა უკვე რვა დანადგარი.
23 ივნისი, უკრაინას გადაეცა HIMARS პირველი ოთხი ერთეული
28 ივნისს ბახმუტის (არტემოვსკის) მიმართულებით, მოფრინდა პირველი რაკეტა ქალაქ პერევალსკში, რომელიც ფრონტის ხაზიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. იმავე დღეს სოციალურ ქსელში გამოჩნდა HIMARS-ის ორი დანადგარის ფოტო, რომლებიც, სავარაუდოდ, დონბასში მოქმედებდნენ. სავარაუდოდ, პერევალსკზე დარტყმა იყო საცდელი გაშვება: ტესტი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე დემონსტრაცია რუსეთის არმიისა და სეპარატისტული რესპუბლიკების მილიციებისთვის.
ტექნიკური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით, ამერიკული დანადგარები რა თქმა უნდა ბევრად აღემატება რუსეთის მძიმე MLRS “ურაგან” და “სმერჩ”-ს, რომლებსაც იყენებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები. სროლის სიშორის მხრივ, GMLRS M31 მიზანთან წვდომის სიშორე ორჯერ აღემატება “ურაგან” და “სმერჩ”-ს რაკეტებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკული რაკეტები GPS-ითაა მართული და ამიტომ უაღრესად ეფექტურია სიზუსტის მხრივ (მიზანთან მაქსიმალური აცდენის მაძილი სულ ხუთიოდე მეტრია). “ისკანდერის” სარაკეტო სისტემები აღემატება სიშორით ამერიკულ MLRS-ს. თუმცა, განსხვავება აქ არის ის, რომ HIMARS განკუთვნილია მტრის ცოცხალი ძალასა და აღჭურვილობაზე ოპერატიული დარტყმისთვის, ხოლო “ისკანდერის” რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ სამიზნეს 500 კილომეტრამდე მანძილზე, შექმნილია კონტროლისა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, საწყობებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემის ობიექტებზე დასარტყმელად. ამიტომაც ძნელია მათი სწრაფად და ზუსტად გამოყენება, მაგალითად, მტრის იმ ქვედანაყოფების წინააღმდეგ თავდასხმისთვის, რომლებმაც გაარღვიეს ფრონტის ხაზი.
თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ რვავე დაპირებულ HIMARS-ს (კიდევ ოთხი უნდა ჩავიდეს უკრაინაში ივლისის შუა რიცხვებამდე), ეს მათ საშუალებას არ მისცემს რადიკალურად შეიცვალოს საომარი მოქმედებების მიმდინარეობა. ამისათვის საჭიროა ათობით, თუ არა ასობით ასეთი დანადგარი და მათთვის სხვადასხვა ტიპის ათასობით საბრძოლო მასალა. თუმცა, რვა დანადგარი სავსებით საკმარისია, მაგალითად, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის გასანადგურებლად, როგორც ეს მოხდა სირიაში 2018 წლის თებერვალში . ეს რადიკალურად არ იმოქმედებს სამხედრო სიტუაციაზე, მაგრამ შეუძლია და შესაძლებელს გახდის სხვა ქვედანაყოფების მებრძოლებს შორის დემორალიზაციას ტაქტიკური წარმატებების მისაღწევად. და ისევ და ისევ, თავად ამერიკელებს ადრე არ გამოუყენებიათ HIMARS “გასროლეთ და გაიქეცის” პრინციპით – აქ მათ არ შეუძლიათ რაიმე გამოცდილების გადაცემა უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე (თუმცა თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო დანაყოფები მოქმედებენ ამ პრინციპით. ). ანუ ვიმეორებთ, HIMARS მოწყობილობა სწრაფად გადის საბრძოლო პოზიციაზე, წუთებში ახდენს რაკეტების გაშვებას, შემდეგ კი ისევე სწრაფად იცვლის პოზიციას ან უკან იხევს წინასწარი დისლოკაციის კარგად გამაგრებული ადგილისაკენ ამასთან მისი გადაადგილების სიჩქარე საათში 85 კილომეტრამდეა. ამიტომ, მტრისთვის უკიდურესად რთულია HIMARS-ის აღმოჩენა და განადგურება.
ბოლო ცნობებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე საკმაოდ ეფექტურად დაიწყეს HIMARS მოწყობილობების გამოყენება მოწინააღმდეგის საარტილერიო საწყობების და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების გასანადგურებლად.
***